Category: არქივი

  • ბათუმში ზღვამ 35 წლამდე კაცის გვამი გამორიყა

    ბათუმში ზღვამ 35 წლამდე მამაკაცის გვამი გამორიყა. მაშველებმა ცხედარი სასტუმრო „კოლიზეუმის“ მიმდებარე ტერიტორიის  წყლიდან ამოიყვანეს. 

    გარდაცვლილი სავარაუდოდ, ირანის მოქალაქეა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტების კატარღას შეეჯახა

    ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტების კატარღას შეეჯახა. ინციდენტი სან ბაზილიოს ნავმისადგომთან, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ვიდეო იტალიურმა მედიამ გაავრცელა. 

    არსებული ინფორმაციით, შჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. სულ კატარღაში 130 მგზავრი იმყოფებოდა. 

  • არგონავტების გემმა რიონზე მოგზაურობა დაასრულა

    არგონავტების გემმა რიონზე მოგზაურობა დაასრულა. ხომალდი ჭყვიშში გაჩერდა. მოგზაურობის ინიციატორი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან,” ომარ ნიშნიანიძე იყო.

    დეპუტატების თქმით, მას იმის დადასტურება სურდა, რომ არგონავტების მოგზაურობა არა მითი, არამედ ისტორიის ნაწილია.ნიშნიანიძის განცხადებით,  ხომალდი მან სტუდენტებთან ერთად ააგო და არგონავტების გემის  ზუსტი ანალოგია.

  • აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელების ანგარიშების წარდგენა იქნება საჭირო

    აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელების ანგარიშების წარდგენა იქნება საჭირო. სიახლე უკვე ამოქმედდა.

    აშშ-ში შესვლის მსურველი ვალდებულია  ვიზის მისაღებად საელჩოში  სოციალური ქსელის საკუთარი ანგარიშები წარადგინოს. 

    დამატებითი პუნქტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შემოიღეს.მიზეზად კი სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბოლო წლებში სოციალური ქსელები ტერორისტული აქტივობის მნიშვნელოვან მოედნად გადაიქცა. 

    მათი განცხადებით, დამატებითი ცნობების მიღება გააუმჯობესებს აპლიკანტის ვინაობის შემოწმებისა და დადასტურების პროცესს. ახალი რეგულაცია ტურისტული, სტუდენტური და სამუშაო ტიპის ვიზებს შეეხება. გამონაკლისი იქნება დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზები.

  • საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების ნაკლებობაა და ეს აბრკოლებს ბიზნესს — ავსტრიის ელჩი

    “საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების ნაკლებობაა და ეს აბრკოლებს ბიზნესს “— ეს განცხადება ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ bm.ge-სთან ინტერვიუში გააკეთა.

    “მე ვფიქრობ, საქართველოში თაობათა ჭიდილია. ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება, რაც გადაწყვეტილების მიუღებლობაა, სწორედ ეს წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე”, — განაცხადა არად ბენკომ.

    “საუკეთესო გზა, საქართველოს შემთხვევაში, არის დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გზა კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით. სადაც არ უნდა წავიდეს ქვეყანა, ეს სწორი გზა იქნება, რადგან ისევ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება”-აღნიშნა ბენკომ.

  • ვადაგადაცილებული სესხები გაიზარდა

    აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხები 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და 493.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.ამის შესახებ ეროვნული ბანკის  ანგარიშშია ნათქვამი.

    საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.9 პროცენტს გაუტოლდა.

  • ნინო ბურჯანაძის პარტია სახელს იცვლის-რიგგარეშე ყრილობა “შერატონ მეტეხი პალასში”

    ნინო ბურჯანაძის პარტიამ სახელი შეიცვალა, ამის შესახებ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე გახდა ცნობილი. ყრილობა
    “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. ბურჯანაძის პარტიას დღეიდან “ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა” ეწოდება.

    ყრილობაზე ლიდერებმა არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე მათი პოლიტიკური შეხედულბები წარმოადგინეს. მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსზე. პარტიის წევრები კვლავ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოგვარდეს.

    “ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის გარდაუვალი აუცილებლობა, ვესაუბროთ ყველაზე უხერხულ მეზობელს ოკუპანტს, მტერს, მაგრამ უნდა ვესაუბროთ, უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 წელიწადია ვტკეპნით ერთ ადგილს და უკან უკან მივდივართ. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის ვესაუბროთ იმათ, სადაც არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

    პარტიის ერთ-ერთი წევრი სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ბაზების განთავსების თემასაც შეეხო.

    “ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზების საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსული ბაზები გავიდნენ საქართველოდან. ამისთვის საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები, ამისათვის საჭიროა მრავალვექტორული დაბალანსებული ურთიერთობები“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

  • განათლების სამინისტრომ მოსწავლეების წითელი ყელსახვევებით სიმღერის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

    საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით,  ახალციხისა და გურიის სკოლებში ზეიმზე მოსწავლეების პიონერის ფორმაში გამოწყობის ფაქტი შესწავლას საჭიროებს.მისი თქმით, თუ ფაქტი  დადასტურდება შესაძლებელია საკადრო ცვლილებები გატარდეს.

    „თუკი მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი ფიქსირდება რომელიმე სკოლაში, უნდა იყოს შესაბამისი შესწავლით დადასტურებული აღნიშნული ფაქტი და თუკი დადასტურდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა  ჯაშმა.

    შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოსწავლეები თეთრ პერანგსა და წითელ ყელსახვევებში სიმღერას „აყვავებული გურია“ ასრულებენ. როგორც ცნობილია, ვიდეო ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში ზეიმზე გადაიღეს. მანამდე  ასევე გავრცელდა ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ფოტოები, სადაც მოსწავლეები საბჭოთა სიმბოლიკით ჩანან.

  • არ ვიცოდი, რომ საზიზღარი იყო-ტრამპი მეგან მარკლის შესახებ

    “არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო”- აშშ-ს პრეზიდენტმა მეგან მარკლის  შესახებ  გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

    ინტერვიუს მთავარი თემა ბრექსიტი, ტერეზა მეის პოლიტიკური შეხედულებები იყო.

    აშშ-ს პრეიდენტს ჟურნალისტა სასექსის ჰერცოგინიას განცხადებები შეახსენა. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეგან მარკლმა ტრამპს ქალთმოძულე  უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.

    “არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო. იმედი მაქვს, კარგადაა, დარწმუნებული ვარ კარგად გაუძღვება საქმეებს”, განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.

    დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა და  პრინც ჰარის, უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდება. მეგან მარკლი კი შეხვედრას, ბავშვის გაჩენის მიზეზით არ დაესწრება. პრინც ჩარლზთან  სავარაუდოდ,ტრამპი კლიმატურ ცვლილებებზეც ისაუბრებს.

    “ვიცი, რომ კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბრებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ჰაერი გვაქვს. ჩვენს წყალსა და ჰაერს არაფერი სჭირს”, – განაცხადა ინტერვიუს დროს ტრამპმა.

  • ჰიმალაის მთებში დაკარგულ 8 ალპინისტს ეძებენ

    ჰიმალაის მთებში დაკარგულ 8 ალპინისტს ეძებენ. ექსპედიციის წევრებს შორის ოთხი ბრიტანელი, ორი ამერიკელი, ავსტრალიელი და ინდოელი ალპინისტები არიან. ჯგუფი მწვერვალის დაპყრობას ცდილობდა.

    ექსპედიცია 13 მაისს დაიწყო,  თუმცა ბანაკში დათქმულ დროს არ დაბრუნდნენ.  სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და თოვლი აფერხებს.