Category: არქივი

  • რა პირობებში იმყოფებოდა მეოთხე მოქალაქე, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კვირიდან დღემდე იტალიიდან ჩამოსული ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

    მისივე თქმით, პაციენტს კლინიკურად შედარებით მძიმე ნიშნები აქვს, ვიდრე დანარჩენ სამს. იგი 44 წლის მამაკაცია.

    „დღეს დილის 11 საათის მდგომარეობით ჩვენს ცენტრში არის 25 პაციენტი. აქედან 11 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება.

    რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევას, განსხვავებით იმ სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომაროება კლინიკურად შედარებით მძიმეა. მას გამოუვლინდა 38,5 ტემპერატურის სიცხე“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    კითხვაზე, სად იმყოფებოდა მეოთხე პაციენტი ამ დღეების განმავლობაში, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა, რომ იგი კვირიდან დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

    „თვითიზოლაციაში იმყოფებოდა კვირიდან-დღემდე. ოჯახის წევრებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა, 38 ნახევარზე მეტი აქვს ტემპერატურა. აღენიშნება ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება, რაც ახასიათებს ამ ვირუსს“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი მეოთხე შემთხვეა გამოვლინდა. დაინფიცირებულს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

  • “იმედია ქართველი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველები, რომლებიც საქმიანობის წარმოებისას კორონავირუსით დაავადდნენ”- ზახაშვილი

    ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით, – ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა და ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცა.

    მისი რჩევით, ჟურნალისტებმა რესპონდენტისგან ინტერვიუ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით უნდა აიღონ და ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიკროფონები გაიწმინდოს. ამასთან, ზახაშვილის რეკომენდაციით, სასურველია, თუ ღრუბლიანი მიკროფონების გამოყენება არ მოხდება.

    „ძალიან გთხოვთ, როდესაც ცდილობთ აღიოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია იმ ქვეყნებში, რომლებიც არაერთხელ გამეორდა, ანუ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლოა იყოს შესაძლო შემთხვევა და დაიცავით წესები. კერძოთ, მოერიდეთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე. კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება თქვენს რესპონდენტსაც. ასე უფრო მეტად დაცულები იქნებით. დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინტერვიუ აიღეთ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით და ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს. ინტერვიუს დასრულების მერე, მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას. არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე მოაწესრიგეთ ეს, ჩემზე კარგად თქვენ იცით. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. დადექით ასეთი ადამიანებისგან მეტრით, მეტრანახევრის დაშორებით. ასეთ მანძილზე მათ მიერ გამოტყორცნილი წვეთები თქვენამდე არ მოაღწევს და მოერიდეთ ინტერვიუს საერთოდ ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ და ამ სახით ძალიან ინტენსიურად გამოყოფენ შესაძლო გამომწვევს. ასე გამოიყოფა არა მარტო COVID- ის გამომწვევი, არამედ ნებისმიერი რესპირაციული, ვირუსული ინფექციის გამომწვევი და თქვენთვის მართლა მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვირუსი დაგაზიანებთ. ავადობა ყოველთვის არის ავადობა და ცუდად გრძნობთ მერე თავს. სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია დაამუშავოთ აპარატურა სადეზინფექციო ხსნარებით. სველი წესით გაწმენდა და დეზინფექცია ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოყენებადია ანუ, რასაც ყველაზე ხშირად ეხებით ხელებით და დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, რასაც ჰქვია სუფთა ხელები. ხშირად დაიბანეთ ხელები და დაუშვებელია ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს. თუ ამ წესებს დაიცავთ, ვიმედოვნებ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით”,- განაცხადა ზახაშვილმა.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 4 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი ირანიდან ჩამოსულ პირს დაუფიქსირდა, ორი კი იტალიიდან შემოსულ ადამიანს.

  • დეკანოზ მამალაძის სასჯელის გადავადებაზე დღეს იმსჯელებენ

    ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე დღეს მეთვრამეტე პენიტენციურ დაწესებულებაში იმსჯელებენ.

    შუამდგომლობა ჯერ კიდევ თებერვალში უნდა განეხილათ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა დეკანოზი სასამართლოში ვერ გადმოიყვანა, მიზეზად კი თავად დეკანოზის უარი დაასახელა.

    ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრში თვლიან, რომ პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის მოტივით, რეზონანსული საქმის საჯარო განხილვას თავს არიდებს. შუამდგომლობა ორგანიზაციამ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეიტანა და განაჩენის აღსრულებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე ითხოვს. 

  • საქართველოში კორონა ვირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი – მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

  • ტელეკომპანია იბერიას საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა მიუსაჯეს

    ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა – თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა, მას, ასევე თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით აეკრძალა.

    „ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლით. ადეიშვილს სასამართლომ ოფიციალურად 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა,

    ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

    ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

  • დიდება დიდ სტალინს-ემზარ კვიციანი

    “დიდება დიდ სტალინს” – ამ სიტყვებით პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ერთ-ერთი პოსტი გააზიარა. 

    პოსტის ავტორის ფიქრობს, რომ სტალინს “მხოლოდ დეგენერატები ლანძღავენ”.

  • არ ვაპირებ ივანიშვილთან “კატა-თაგვობანას” თამაშს-რას წერს უგულავა ციხიდან

    არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

    „მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ – მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.

    დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან “კატა-თაგვობანას” თამაშს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი როდის მოუნდება მას ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება.

    მან მძევლად ამიყვანა მე და სხვა პოლიტპატიმრები, იმის იმედით, რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის გამოვაჭრებით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე, არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება.

    მინდა მივმართო ჩემს თანაგუნდელებს და მთლიანად ოპოზიციის ერთობას.

    ჩემი პატიმრობა, ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა, და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს.

    მეგობრებო, არ იდარდოთ ჩემზე, შევინარჩუნოთ ერთობა და ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. სრული მხარდაჭერა თქვენ ამ ამოცანის მიღწევაში“, – წერს გიგი უგულავა.

  • ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის ბავშვი მოათავსეს

    ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი წლის ბავშვი მოათავსეს, რომელიც საფრანგეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ექიმის ინფორმაციით,  პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

    ანალიზები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და დღის ბოლოს გაირკვევა, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

    ნაძალადევის რაიონში-ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, გორდის, კლდეკარის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, ხერთვისის, ცოტნე დადიანის, წერონისის, დავით იოსელიანის, დომენტი ჟღენტის, ზედამზის, მაჩხაანის, სამღერეთის, სანავარდოს, პიონერის და I სამღერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში-ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IIIა მიკრორაიონების, სესილია თაყაიშვილის, დვალის და კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში-ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ვირსალაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში-ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟან კალანდაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში-ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში-ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში-ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.