Category: არქივი

  • წყლის მილის გახეთქვასთან დაკავშირებით GWP სპეციალურ განცხადებას აკეთებს

    მგალობლიშვილის ქუჩა ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ დაიტბორა. მიზეზი ისევ წყლის მილის დაზიანებაა. ადგილზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.

    როგორც GWP-ში აცხადებენ, ამ დროისთვის გადაკეტილია ურდულები და მიმდინარეობა შესაბამისი სამუშაოები.

    “მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული მილიდან წყლის დინების შესაჩერებლად უკვე დაიკეტა ურდულები. როგორც კი ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, საირმის და მიმდებარე ქუჩებს,”-აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დაზიანებული მილის შეკეთება, GWP-მ გუშინ დაასრულა.

  • ხანძარი ავლაბარში – ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა

    ხანძარია ამ წუთებში ავლაბარში. ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

  • მეტროში ისე შეფერხებაა-“სადგურის მოედანზე” მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება

    მეტრო ისევ შეფერხებით მუშაობს,  “სადგურის მოედანზე”  ნახევარი საათია მგზავრების გადაყვანა ვერ ხერხდება. 

    შეფერხების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

  • “შემოგვიმტვრიეს კარები ვარ დალურჯებული ნაცემი”- მორიგი მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან

    თეულობით ქართველი სპეცრეისით გვიან ღამით საქართველოში ჩამოიყვანეს.

    დეპორტირებულები ძირითადად საფრანგეთიდან და გერმანიიდან არიან. გერმანიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტების თქმით, მათი ოჯახის წევრებს პოლიციამ ქვეყანა ძალის გამოყენებით დაატოვებინა და მომხდარს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს უკავშირებენ.

    „ისეთი ინფორმაციები მოვიდა საქართველოდან, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე გამოუშვით, ამას გვიდებს ჩვენ ლტოლვილთა სამინისტრო. დაგვადგა დილით პოლიცია თავზე, შემოგვიმტვრიეს კარები ვარ დალურჯებული ნაცემი, ბავშვები ჩაყარეს სტრესში, გულისმანკიანი ბავშვი კინაღამ ჩაგვაკვდა ხელებში, მერე ჩემმა მეუღლემ გადაიჭრა ვენები, გადაკერეს და გამოუშვეს. რომ ჩამოდის ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, აი, ასეთ დღეში ყრიან ხალხს.

    “მარტო ჩვენ ქართველები ვართ ასეთ დღეში, სამი თვის ჩამოსულ სხვა ეროვნების ლტოლვილებს უკვე საბუთები აქვთ,“-ამბობს „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

    დეპორტირებულთა უმეტესმა ნაწილმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებს.

  • დავით სარალიძეს მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

    მიხეილ კალანდია პროკურატურის მთავარი მოწმეა. ის ორივე ინსტანციის სასამართლომ არაერთხელ შეცვლილი ჩვენების გამო არასანდო მოწმედ ცნო. ქალაქის მთავარ სამმართველოში მოთავსებულ, მიხეილ კალანდიას დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. კალანდიას ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და ხმაურიანი გამოძიებიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ, მიხეილ კალანდია სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილების შედეგად აიყვანეს. იზოლატორში მოთავსებული კალანდია დღის ბოლოს ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, დაკავებული თავს დამანაშავედ არ თვლის.

    “ზოგადად არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებაში ზეპირად რაც გაჟღერდა თავიდან ბოლომდე არაფერში,”-აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი

  • არაფერი არ სტკიებია, შემოვიდა და მკვდარი გაგვატანეს – გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

    გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. რა გახდა ლევან ჯიოშვილის სიკვიდილის მიზეზი – ამას ექსპერტიზა დაადგენს. ოჯახის წევრებს პრეტენზიები სამედიცინო პერსონალთან აქვთ და მათ უყურადღებობაზე საუბრობენ. მათი თქმით, გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე პაციენტი საავადმყოფოდან მაღაზიაში იყო გასული. სამხედრო ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ პაციენტი მძიმე დიაგნოზით ინტენსიურ პალატაში მკურნალობდა, თუმცა რა გახდა მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამის ვერ ამბობენ.

    “ფეხი სტკიოდა, ეტყობა იბანავა, ეგ იყო მაგის ავადმყოფობა. არაფერი მაგას არ სტკიებია, შემოვიდა და მკვდარი გაგვატანეს აქედან. ექიმი არ გამოვიდა, ექიმი! არაფერი ცნობა არ მისცეს რა დიაგნოზი იყო. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი,”-აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

    31 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები მედპერსონალისგან გარდაცვალების ზუსტი მიზეზის გამოაშკარავებას ითხოვენ და მათ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

    “ოთხის ნახევარი იყო ველაპარაკე მშვენივრად იყო, მოვედი, ხუთი იყო და დაღუპული იყო. იყო უყურადღებობა, სხვა არაფერი,”-აცხადებს, გარდაცვლილის და, თამარ ჯაოშვილი.

    თავად კლინიკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათ ყველა საჭირო პროცედურა ჩაატარეს პაციენტის გადასარჩენად.

    “პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო,”-აცხადებს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ჯავახიშვილი.

  • 4 ნეკნის მოტეხილობა- საქართველოს მოქალაქეს ანკარაში მანქანა დაეჯახა

    თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ქვეითად მიმავალ 60 წლამდე ასაკის ქალბატონს, მანქანა ანკარაში დაეჯახა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, მცდელობის მიუხედავად სამართალდამცველებმა მათ გამოძიების დეტალები არ გააცნეს. ინფორმაციის მიღებას ისინი საკონსულოდან ელოდებიან და საქართველოს წარმომადგენლობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული საქმის კურსშია, თუმცა განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.

    დაზარალებულს აღენიშნება, 4 ნეკნის მოტეხილობა, შინაგანი სისხლდენა, თავის დაზიანება. ჩვენს შეკითხვებზე პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ დაცინვითი რეაქცია, გვითხრეს რომ იმას, ვინც მანქანით დაეჯახა, ვერანაირად ვერ შეგვახვედრებენ, არ ჰქონდათ ამის უფლება,”-აცხადებს დაზარალებულის ახლობელი, თეა გამრეკელაშვილი.