Category: არქივი

  • მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

    იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

    უწყების ინფორმაციით, მე15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები, რომლებმაც ამანათის გადაცემა მოითხოვეს ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში აღმოჩნდა 4 (ოთხი) ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობისა (სსკ-ის 19,3781 მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტი) და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) მუხლებით.

  • “არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა” – ქუთაისის საკრებულოს წევრი

    “არ მიტყდება ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა,“ – ეს განცხადება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ”ქართული ოცნების“ წევრმა , ალეკო ახალაძემ გააკეთა.

    „ნანა კოსტავამ ძალიან შეუფერებელი ფორმით, მაგრამ გააკეთა აგრესია იმ მოვლენაზე, რასაც ჰქვია რწმენის შეურაცხყოფა, სხვათა შორის რწმენის შეურაცხყოფა ამ შეხვედრაზეც ვიგრძენი. მე ვემიჯნები ნანა კოსტავას იმ გამონათქვამს, მაგრამ ერთმა ისიც კი მითხრა, არ გიტყდებაო ნანა კოსტავასთან საკრებულოში ყოფნაო? არ მიტყდება ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში ყოფნა, პირიქით, მე უფრო მიტყდება იმ კრიმინალური პარტიის წევრებთან ერთად საკრებულოში ყოფნა, რომლებიც ჩვენთან არიან,“ – ამბობს  ალეკო ახალაძე.

    სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის მანდატით სარგებლობა გააგრძელოს.

    საკრებულოს უმრავლესობის წევრები სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ, რომლებიც კოსტავას გადაყენებას ითხოვენ. როგორც, მმართველი გუდნის დეპუტატები ამბობენ, ისინი არ ეთანხმებიან კოსტავას სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ, რომ  კოსტავას მანდატი დაატოვებინონ. 

    ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი გამოიყენა 26 მაისს ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას დის პოსტზე. მისი არაეთიკური განცხადების გამო ქუთაისი სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. 

  • სერიალი “ჩერნობილი” რუსულ მედიას არ მოწონს

    ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ მორიგი მაღალრეიტინგული მინი სერიალი “ჩერნობილი”  შექმნა, რომელმაც რეიტინგით ყველასათვის კარგად ცნობილ “სამეფო კარის თამაშებს” და “მძიმე დანაშაულს” გადაასწრო. მინი სერიალ “ჩერნობილს“ IMDB-ზე შეფასება 9.5 აქვს და ის მეორე ადგილს იკავებს “Planet Earth II “-ის შემდეგ.

    სერიალი საკმაოდ რეალისტურია და ის მსოფლიოში დატრიალებულ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიას გადმოსცემს და შესაბამისად მოიცავს არც თუ ისე სასიამოვნო კადრებს. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

    მიუხედავად იმისა რომ სერიალი “ჩერნობილი”  უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, მის პოპულარობას არ იზიარებს რუსეთი. 28 მაისს რუსულმა ტელეეკომპანია  “Россия 24”-მა  მოამზადა 20 წთიანი სიუჟეტი და ამერიკული სერიალი დეტალურად შეისწავლა და უამრავი “შეცდომა აღმოაჩინა”. როგორც ირკვევა პოპულარული სერიალის ავტორების მიერ დაშვებული შეცდომები  “The Moscow Times”-ის ავტორმა ლეონის ბერშიდსკიმ “აღმოაჩინა”. 

    პირველი “შეცდომა” : პირველი სერია იწყება აკადემიკოსი ლეგასოვით რომელიც გვიან ღამით თავის მოკვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ჯერ საკუთარ კატას აჭმევს და შემდეგ  თავს იკლავს. როგორც “Россия 24”-ის წამყვანი ამბობს ეთერში ლეგასოვმა თავი ღამით კი არა სინამდვილეში დღისით მოიკლა და თანაც მას კატის გარდა მეუღლე და შვილი ჰყავდა გვერდით და ისინი ზრუნავდნენ მასზე. 

    მეორე “შეცდომა” : როგორც რუსული ტელეარხის წამყვანი აცხადებს  სერიალში პერსონაჟებს იარაღი არასწორად უჭირავთ. არასწორად ჭერაში იგულისხმება ის რომ მათ იარაღი ამერიკულ სტილში ( კონდახი იღლიაზე აქვთ მიბჯენილი) უჭირავთ, ხოლო მაშინ  საბჭოთა კავშირში  იარაღი მკერდის გასწრვივ უნდა გეტარებინა. 

    მესამე “შეცდომა”: შემდეგი შეცდომა, პლასტმასის მინებით შემინული აივნებია. როგორც წამყვანი აცხადებს 1986 წელს ორმაგი  და პლასტმასის მინები არ არსებობდა, და “თუ სერიალი აცხადებს რომ ყველაფერი რაც გადაღებულია სინამდვილეს შეესაბამება მაშინ მათ ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვათ”- ამბობს რუსული ტელეარხის წამყვანი. 

    მათ ასევე გააკრიტიკეს მიმართვა “ამხანაგო” რადგან მოქალაქეები საბჭოთა კავშირის დროს “ამხანაგოს” მხოლოდ კომუნისტური პარტიის ყრილობებზე მიმართავდნენ ასე და არა ასე საჯაროდ. კრიტიკა მოჰყვა მაღაროელების სცენასაც როდესაც ისინი არაყს სვამდნენ, გადაცემის ავტორის თქმით მაღაროელები არავითარ შემთხვევაში არ დალევდნენ ალკოჰოლს სანამ მუშაობას არ დაასრულებდნენ.

  • #გამოიხედე-ამომრჩევლის გასააქტიურებლად ახალი კამპანია დაიწყო

    ფეისბუქზე კამპანია “გამოიხედე” დაიწყო. კამპანიის ჩატარება თავისუფალი აქტივისტების ინიციატივაა და  ამომრჩევლის გააქტიურებას ისახავს მიზნად. “

    აქტივისტებმა კამპანია უკვე დაიწყეს, ისინი დილიდან   მთაწმინდის ამომრჩეველთან მიდიან და არწმუნებენ, რომ  მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

    მათი განცხადებით, კამპანია მოხალისეობრივია და  სხვებსაც მოუწოდებენ, ჩაერთონ.

  • “პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე”-ნინი ქარსელაძე

    “პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე”- ამის შესახებ მომღერალმა “კვირის პალიტრასთან”  ნინი ქარსელაძემ განაცხადა და მისი პოლიტიკური აქტივობების მიზეზებზე ისაუბრა.

    “მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ “ნაციონალებმა” მაიძულეს,­ პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი. წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ზემოდან მიღებული დირექტივების გამო წითელი ხაზი მქონდა გადასმული და ვერც ერთ კონცერტში ვერ ვმღეროდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო ხელისუფლებისადმი­ ოპოზიციურად განწყობილი. ბევრჯერ დამწყვეტია გული და ამიტომაც მომიხდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გული მწყდება და განვიცდი, მაგრამ რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაფრის თქმის უფლება და საშუალება მისცა სოც­ქსელმა, ამისგან ვერავინ დავიცავთ თავს.”-განაცხადა ქარსელაძემ.

  • “ამპარტავნულია,რაც რელიგიური გაგებით მძიმე ცოდვაა“–ხუხაშვილი პრეზიდენტის ჯვრით მსვლელობაზე

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჯვრით ხელში წმინდა ნინოს მარშრუტზე მსვლელობას ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს:
    “ყველა ჩვენი ქმედება ფასდება იმით, თუ რა შინაარსს ვდებთ მასში და რა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარი შინაარსია და ფორმა მეორეხარისხოვანი, პოლიტიკაში ფორმას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მხრივ დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა მთლიანად გადაფაროს შინაარსი.
    მიზანი, რისი დემონსტრირების სურვილიც შესაძლოა ჰქონდა ზურაბიშვილს დავით-გარეჯის და პილიგრიმობის ეპიზოდებში, შესაძლოა კეთილშობილური იყო თავისი შინაარსით. მაგრამ ორივე შემთხვევაში საკამათო ფორმამ გადაფარა არსი და კრიტიკის და ქილიკის ობიექტი გახადა პრეზიდენტი.
    რა მაქვს მხედველობაში.
    დავით-გარეჯზე უკვე ბევრი ითქვა, ამიტომ მხოლოდ მის პილიგრიმობას შევეხები. შესაძლოა მას კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა, როდესაც ამას აკეთებდა და ეს მისასალმებელია.
    რაც შეეხება ფორმას:
    მსვლელობის სამი დისპოზიცია იყო შესაძლებელი განსხვავებული სიმბოლიკით.
    1. წინ მიდის სასულიერო პირი და უკან მიყვება პრეზიდენტი, როგორც მრევლის რიგითი წარმომადგენელი.
    2. სასულიერო პირი და პრეზიდენტი მიდიან გვერდი-გვერდ.
    3. პრეზიდენტი მიდის წინ და სასულიერო პირი მიყვება უკან.
    პირველი თანამედროვე გაგებით სწორია, მეორე ნორმალურია დიდი განსაცდელის პირობებში, როდესაც ერი და ბერი ერთად დგანან, მესამე არაფერში ჯდება და ამპარტავნულია, რაც რელიგიური გაგებით მძიმე ცოდვაა…“– ამბობს ხუხაშვილი.
  • თიბისის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით „გალერია თბილისში“ ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

    საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა.

    ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.

    „ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს. – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე. “

    “ ტურიზმი, უდაოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

    მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეძლოს ამ რაოდენობის სტუმრების მიღება და უზრუნველყოს ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამასთან, იმისთვის რომ შევძლოთ კონკურენციის გაწევა სხვა ტურისტული ქალაქებისთვის, რეგიონი მზად უნდა იყოს ყველა სეგმენტის მომსახურებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ტიპის პროექტებში, იქნება ეს მცირე ზომის სასტუმრო, თუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი.”-აცხადებს თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

    სასტუმროს დიზაინი, რომელიც თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ „დეფანი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნემუშევრები რაც სასტუმროს განსაკუთრებულ იერს სძენს.

    სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს“. აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: Marriott International – ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.

  • მოლოდინები, რომ მეორე ინსტანციის დონეზე რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა-კობახიძე

    პარლამენტის  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საქმეზე კალანდიას დაკავების ფაქტი შეაფასა. მისი განცხადებით, დღევანდელი დაკავებით მოლოდინები გამართლდა.

    „როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ფორმატში, ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს საქმე განხილული იყო პირველი ინსტაციის დონეზე და ხედავთ, რომ მეორე ინსტანციის დონეზე უკვე არის ცვლილებები. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები გამოიწვია დამატებითმა მონაცემებმა, რომელიც მიიღო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ხედავთ, რომ მეორე ინსტაციის დონეზე, მოლოდინები, რომ რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა“, – განაცხადა  კობახიძემ.

    შეგახსენებთ, დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე  მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით,  კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.