Category: არქივი

  • კობიმ ლებრონ ჯეიმსს საკუთარი წიგნი აჩუქა

    ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სუპერვარსკვლავმა კობი ბრაიანტმა ლებრონ ჯეიმსს საკუთარი წიგნი ,,Wizenard” გადასცა.

    ეს წიგნი ლებრონ ჯეიმსის სკოლას, რომელიც მან საკუთარი ხარჯებით ააშენა, კობიმ საჩუქრად გადასცა. წიგნი ფენტეზის ჟანრისაა და მასში მოყოლილია ახალგაზრდა კალათბურთელებზე, რომლებსაც გარკვეული სუპერ ძალები აქვთ.

    კობის თქმით, წიგნი ლეგენდარული მწვრთნელის ფილ ჯექსონის საკალათბურთო ხედვას იზიარებს და მისგან ახალგაზრდა მოთამაშეები ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან.

    შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსმა საკუთარი სკოლა ერთი წლის წინ გახსნა და მის სკოლაში სწავლება ბავშვებისთვის უფასოა. კალათბურთის სუპერვარსკვლავი საკუთარ პირობას ასრულებს და სწორედ ეს არის მისი დევიზიც ,,I Promise” (პირობას ვდებ). სკოლის შესასვლელშიც მოსწავლეებს სწორედ ეს სლოგანი ხვდებათ. როგორც მოგეხსენებათ, ლებრონ ჯეიმსი ლიგაში მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებს, რომ სურს გაჭირვებული ოჯახების დახმარება და ახალგაზრდებისთვის სწავლის მიცემა.

  • ბიძინა ივანიშვილი საპარტნიორო ფონდში მივიდა

    მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „საპარტნიორო ფონდში” იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია და შეხვედრის ამსახველი ფოტოები  საპარტნიორო ფონდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დევს.

    „ბიძინა ივანიშვილი ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    საპარტნიორო ფონდის პრესსამსახურის განცხადებით,  ივანიშვილი ფონდში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

  • ზაზა სვანაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ზაზა სვანაძე დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით,ზაზა სვანაძეს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

    საქმის არსებითი განხილვა 14 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

    ზაზა სვანაძე ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით 20 აპრილს დააკავეს. 

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7500 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7500ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7500 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7648 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0148 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0990 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1110 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0120, ლარი შეადგინა.

  • მირზა სუბელიანმა ფარულ ჩანაწერში ხორავას ქუჩის საქმეზე რაც თქვა, ჭეშმარიტებაა – კალანდიას სკანდალური განცხადება

    მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხელ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია “კარტების” გახსნით იმუქრება. კალანდია ამბობს, რომ მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ცნობილ სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ხორავას ქუჩის საქმეზე სიმართლეს ამბობდა.

    ლუკა კალანდია ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ფარულ ჩანაწერში, რომელიც ავთენტურობაც ჯერ პროკურატურას დადგენილი არ აქვს ნამდვილად მისი ბიძა, მირზა სუბელიანი მონაწილეობს.

    საუბარია ფარულ ჩანაწერზე, რომელიც “რუსთავი2”-მა გასული წლის ოქტომბერში მოიპოვა და გაავრცელა. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოწმე მოზარდები გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    “სუბელიანი – …მეორე შემთხვევას გეტყვი, რისი პაბლაშკა, ბო..შვილი ვიყო, ლამის ბუქნებს მაკეთებინებდნენ, ღამე წაიყვანეს, რაზე მაქ ზაზაზე აკრეფილი, მოიპარეს ბავშვები, მე ირაკლისაც ვუთხარი და მამის თვალწინ ცემეს, უძინართა მზეში ხდება და ერთად ერთი ჩვენ ცხონებულ გიოს გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს, მერე საქმე რო უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ აქეთ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქ ნარბენი და დავულაგეთ საქმე, გამოსავალი მითხარიო, იმან რო მითხრა, რავი ძმაო, ამ სიტუაციაში მე გამოსავალს ვერ ვხედავ-მეთქი რა, იმიტო რო სახელმწიფო გადარჩეს ჩაჯექიო, ჩავჯექი ეგრევე.

    სუბელიანი – კალანდია, ბავშვზეა ლაპარაკი, მთავარი მოწმეა, მაგას იმიტო კი არ იჭერენ დიდადაც უნდათ დაიჭირონ მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ, ჩემი ხათრი რო ქონოდათ, მაგან მე უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც პირველ დღეს მიიყვანეს და ბავშვები სცემეს,”-ამბობს სუბელიანი, რომელიც ფარულ ჩანაწერში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

    სუბელიანი სკანდალურ ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ მასსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის კონკრეტული გარიგება შედგა. მისი თქმით, გარიგების თანახმად ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა. სუბელიანი ჩანაწერში აზუსტებს,რომ ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

    “სუბელიანი – მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა,”-ამბობს სუბელიანი.

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია სამართლდამცველებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

  • “სტალინთან სექსმა” რუსი კომუნისტები განარისხა

    ახალი კომპიუტერული 3D თამაში “სექსი სტალინთან” რუსი კომუნისტების აღშფოთების მიზეზი გახდა. ისინი თამაშის გამოსვლას ეწინააღმდეგებიან.

    თამაში 10 ოქტომბერს გამოდის და მისი ანონსი უკვე ხელმისაწვდომია.

    ანონსის თამაშში დამტვრეული ინგლისურით ხმა ამბობს: “აჩვენე ამ ულვაშიან კაცს რა არის ნამდვილი სიყვარული!”

    „თქვენ, ახალგაზრდა მოგზაურს, მოგეცათ შანსი შეხვედროდით ყველა დროის გამოჩენილ დიქტატორს. ესაუბრეთ სტალინს, გამოავლინეთ მისი საიდუმლოებები!”-აღნიშნულია პროგრამის აღწერაში.

    თამაშის ადგილებში მითითებულია დაკითხვის ოთახი, კაბინეტი, საძინებელი და საიდუმლო „წითელი ოთახი“.

    ” ეს აუცილებლად უნდა აიკრძალოს. თამაშის სახელიც კი გარყვნილებაა და გამაღიზიანებელი”-აცხადებენ რუსეთის კომუნისტურ პარტიაში და თამაშის დეველოპერების წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ.

  • ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

    ქობულეთის მერმა სანდასუფთავების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    მირიან ქათამაძის  გადაწყვეტილება TV 25-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს მოჰყვა, სადაც ნეპოტიზმსა და 15 პირის ფიქტიურად დასაქმებაზე იყო საუბარი. გათავისუფლების მიზეზად ქათამაძემ ჟურნალისტთან არაკორექტული საუბარი დაასახელა.

    ასევე თქვა, რომ შეისწავლიან ყველა შრომით ხელშეკრულებას, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.

    სიუჟეტში ჟურნალისტმა შეკითხვით დასუფთავების სამსახურის უფროსს მიმართა, რომელმაც საკუთარი ნათესავის დასაქმება არ უარყო.

    “რას ხედავ ნეპოტიზმს, ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? არა შენს ცოლის ძმას ხო არ დავნიშნავდი აბა, დავნიშნე დიახ, მოვედი შევხედე ადგილები ცარიელი და მოვიყვანე ცოლის ძმა და დავნიშნე, რა არის ამაში ცუდი?”- განაცხადა ობულეთის დასუფთავების სამსახურის უფროსმა  სულიკო ბლადაძემ.

    სულიკო ბლადაძე სანდასუფთავების უფროსად 2017 წლის იანვარში დაინიშნა.

  • ალაბამას შტატში პედოფილებს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდებათ

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი  ალაბამის შტატში  პედოფილებს სავარაუდოდ  ციხის დატოვებამდე ქიმიური კასტრაცია ჩაუტარდბათ. 

    როგორც  “Dailymail”-ი იუწყება, კანონპროექტი შტატის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა წარადგინა. და  ასამოქმედებლად გუბერნატორის ხელმოწერა სჭირდება.
    პირები, რომლებიც 13 წლამდე ასაკის  ბავშვებზე სექსუალურად ძალადობისთვის არიან დაკავებულები, იძულებულები არიან მიიღონ სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ტესტოსტერონისა და სხვა  ჰორმონების გამომუშავებას შეუშლის ხელს.  თუ დამნაშავე  ამ მედიკამენტებზე უარს იტყვის მაშინ ის ავტომატურად სასჯელაღრსულების დაწესებულებაში დააბრუნებენ. 

    მსჯავრდებულები მედიკამენტების მიღებას ციხის დატოვებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ და იქამდე განაგრძობენ სმას , სანამ მოსამართლე მიიჩნევს საჭიროდ. 

  • ეტყობა კლიჩკომ არ იცის, რომ სააკაშვილი რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული -ვოლსკი

    “ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული” – ეს განცხადება  ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გია ვოსლკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა.

    „როგორც ვიცი, ქალაქის მერმა, კლიჩკომ შესთავაზა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ეტყობა კლიჩკომ არ იცის კარგად, რომ რამდენიმე მძიმე მუხლით არის გასამართლებული და ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, თავის პოზიცია გააჩნია. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი სააკაშვილის გარშემო ტრიალებს და ეს არის თემა მთავარი დღეს, მით უმეტეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში, არის მცდარი,“ – განაცხადა ვოლსკიმ. 

    შეგახსენებთ, რომ   კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ  საქართველოს ექსპრეზიდენტს თავისი პოლიტიკური მოძრაობის ხელმძღვანელობა შესთავაზა. სააკაშვილისგან მას დასტური ჯერჯერობით არ მიუღია, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად მხარდამჭერებს თხოვნით  მიმართა, დააფიქსირონ პოზიცია მიიღოს თუ არა კლიჩკოს გამოწვევა.