Category: არქივი

  • “ვერ ვილაპარაკებთ, გვეშინია, რომ არაფერი დაგვიშავონ” – პოლიციასთან ჩხუბის დეტალებზე ახალქალაქში არ საუბრობენ

    ახალქალაქში, პოლიციასა ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებულები კლინიკიდან სახლებში გაწერეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ინციდენტი გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით დაპირისპირება პოლიციის მხრიდან ძალიან გადამეტებამ გამოიწვია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ მძღოლი გააჩერა. მისი დაჯარიმებისას კი რამდენიმე ადგილობრივმა პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობაც გაუწია. ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ შესაძლოა მათზე გარკვეული ზეწოლა განხორციელდეს.

    „არაფრის თქმა არ შეგვიძლია, ყველა იქ ვიყავთ მაგრამ ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ყველას ეშინია. არ გვინდა ლაპარაკი, რომ არაფერი დაგვმართონ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ყველა რეგიონში ასე ხდება,. ჩვენთან პატრული არასწორად მუშაობს. 13 წლის ბავშვი და ქალებს სცემეს. ეს არასწორია,“-განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

    დაზარალებულებს შორის არიან 13 წლის ბავშვი და ქალი. თუმცა ისინი ამბობენ, რომ არაფერი მომხდარა. ინციდენტის დეტალებზე მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ.

    “პატრულმა ის ბიჭი გადმოათრია მანქანიდან და ასფალტზე დაიწყო მისი ცემა. ამ დროს მისი ძმა მოვიდა და უთხრა როგორ ექცევითო და ამ დროს მისი დაკავებაც დაიწყეს. დაიწყო სული უკანონობა. პისტოლეტის გამოყენებით, 13 წლის ბიჭი და მისი ძმა ფეხებით სცემეს. ამის შემდეგ კი პოლიციელების დაკავების ნაცვლად ისევ ეს უდანაშაულო ხალხი დააკავეს,“-განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აშოტ რაისიანმა.

  • კასპში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს

    კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მამაკაცი მოკლეს. თვითმხილველების ინფორმაციით,  გარდაცვლილი ეზოში ნახეს. დაშავებულია გარდაცვლილის მეუღლე, რომელსაც   თავის არეში დაზიანება აქვს მიღებული.

    გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ბიჭი, რომელსაც 1 წლის წინ კახი კალაძემ მზიურში ჯიხური გადასცა, მეტროში მათხოვრობს

    გიგი ანთაძე  საზოგადოებას კარგად ახსოვს. 15 წლის ბიჭი  რუსთაველის გამზირზე ნივთებს ყიდდა. ქალაქის მერმა კახი კალაძემ 1 წლის წინ მას მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა, სადაც მოზარდმა  წვენების გაყიდვა დაიწყო. მალევე „გიგის წვენების” ჯიხური  ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს. მოიპარეს თანხა და წვენსაწური.

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც პატარა ბიზნესმენი დღეს მეტროში მოწყალებას ითხოვს.

    “მისი პატარა ბიზნესი რომელსაც მისთვის შემოსავალი მოჰქონდა, “კეთილმა” მერმა ისეთ ადგილას გადაუტანა პერსპექტივა რომ არ ექნებოდა. მერე გაუქურდეს კიდეც “მოხერხებულებმა”, ესეც იმაზე მეტყველებს რომ იქ არაფერია დაცული, გუშინ კი მეტროში ის მოწყალებას ითხოვდა, მოძრავ მატარებელში ისე უჭირდა გადაადგილება მგზავრების ნახევარი მის დასახმარებლად ვმობილიზდით, ზოგი ფულს ვკრეფდით რომელიც მუდმივად ძირს უცვიოდა, ზოგი ჯოხს, ზოგს ის თავად ეჭირა რომ არ წაქცეულიყო. ყველამ იცნო და ასე ერთად ხელგაშლილი ამდენი ხალხი აღარ მინახავს. ჩემი ძმისთვის ვაგროვებ ფულსო. რადიო და ჩანთა ჰქონდა ცოტას გაგართობთო რადიო ჩართო. მისი გასვლის შემდეგ ერთი გოგონა სახეს მალავდა, მაგრამ დავინახე ჩანთაში სადაც ხელსახოცს ეძებდა ცრემლები ჩაუცვივდა. მისი ვითომ ხელისშეწყობა ასე დიდი ზარზეიმით აღნიშნა კახი კალაძემ”-წერს სოციალურ ქსელში პირი, რომელიც ბიჭის ფოტოებს ავრცელებს.

    ფეისბუქმომხმარებელმა პოსტი რამდენიმე საათში წაშალა, თუმცა ის ჩვენთან საუბარში აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს. გიგი ანთაძის დედამ კი  განმარტება გააკეთა. თათო გვარიშვილმა სოციალურ ქსელში მისი შვილის მიმართ გამოხატული გულისტკივილი კახა კალაძის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა მერიის წვლილი მისი შვილის დახმარების საქმეში. მშობელმა განმარტა, რომ მისი შვილი ქუჩის მუსიკოსობით დაინტერესდა და ის რაც საზოგადოების ნაწილმა მეტროში იხილა, მისი შვილის ახალი გატაცებაა და არა მათხოვრობა.

  • ” იქ შუქი არ ყოფილა უკვე ეჭვი მეპარება რაღაცეებზე” – ლაურა ღაჭავა ხანძრის მიზანმიმართულ გაჩენას არ გამორიცხავს

    ხანძარი ლილოში – “ჩაინა ლილო სითის” მფლობელი ლაურა ღაჭავა შემთხვევის ადგილზე მივიდა. მისი ინფორმაციით, ცეცხლი საწყობიდან გაჩნდა, სადაც არც ელექტრო სადენებია და შესაბამისად არც ელექტროენერგია. სწორედ ამიტომ ღაჭავა ამბობს, რომ დღეს უკვე ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი აქვს.

    თავდაპირველად მან თქვა, რომ ბაზრობის დირექტორის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ხანძრის გაჩენა შესაძლოა დივერსიას უკავშირდებოდეს არ ეთანხმებოდა, თუმცა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც ღაჭავას განცხადებით, ბაზრობის ჩინელმა მეპატრონეებმა მიაწოდეს ინფორმაცია თუ სად გაჩნდა თავდაპირველად ცეცხლი.

    ღაჭავა ამბობს, რომ მას ჰყავს მტრები და არ არის გამორიცხული მომხდარი სწორედ მისთვის ზიანის მიყენებას უკავშირდებოდეს. ის ითხოვს, ტერიტორიაზე საიდანაც ცეცხლი პირველად გაჩნდა ვიდეო სათვალთვალო კამერების დალუქვა მისი თანდასწრებით მოხდეს.

    “იქ არც შუქი ყოფილა და არც არაფერი არ ყოფილა და უკვე ეჭვი მეპარება რაღაცეებზე. მეპატრონე ჩინელებმა ახლა მომაწოდეს, რომ საწყობიდან გაჩენილა. საწყობი იყო დაკეტილი, შუქი არ არის, არაფერი არ არის. დაკეტილი იყო და საიდან ცეცხლი მითხარით? ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაცა. ამას ვერ ვამბობ ჯერ ვინ, ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიღაცას ხელს ვუშლი,“-განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

    დამატებითი განმარტება გააკეთა მის განცხადებაზე “ჩაინა ლილოს” ბაზრობის დირექტორმა ზვიად ქირიამაც. ის ამბობს, რომ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს, მათშორის ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენასთან დაკავშირებით არსებულ ეჭვს. ამჯერად ის ამბობს რომ უჩა მამაცაშვილი მან ამ კონკრეტულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის კონტექსტში არ ახსენა და მასთან დაპირისპირება პირადად მას აქვს.

    “არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს ელექტრო სადენებისგან მოხდა, რამე საყოფაცხოვრებო ნივთი იყო იქ დატოვებული, იმისგან მოხდა თუ რისგან მოხდა თუ დივერსია იყო. უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეგ სულ სხვა თემაა. ეგ მეხება პირადად მე. მე პირდაპირ არ დამიკავშირებია ამ ხანძრის მიზეზებთან ვისაც ასახელებთ, ეს უბრალოდ მე, ჩემს საქმესთან დაკავშირებით რომელიც არის სხვა შპს, რომელიც არის სხვა ტერიტორიაზე განლაგებული იმასთან დაკავშირებით. იქ უბრალოდ კონტექსტი იყო ისეთი რომ ხელისუფლება, დივერსია,”-განაცხადა ზვიად ქირიამ.

    ლილოში, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეები იკრიბებიან. მათ ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ. დაზარალებულებს პროდუქცია დაზღვეული ჰქონდათ და შესაბამისად მათ ზარალიც აუნაზღაურდებათ.
    ლილო სიტის ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, სამართალდამცველები პერიმეტრს აკონტროლებენ. რა გახდა ხანძრის მიზეზი უცნობია.

  • მოულოდნელად ისეთი რაღაც თქვა, რაც არ ვიცოდი, შენიშვნას მივცემ-ლაურა ღაჭავა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის განცხადებაზე

    “მოულოდნელად ისეთი რაღაც თქვა, რაც არ ვიცოდი შენიშვნას მივცემ”-ლაურა ღაჭავა ჟურნალისტებთან „ლილო სითის” დირექტორის ზვიად ქირიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დივერსიას არ გამორიცხავდა.ღაჭავას მის მოსაზრებებს არ ეთანხმება.

    „ძალიან შემზარავია ის, რაც ვნახეთ. გვითხრეს, 10:00 საათიდან მოვლენ საგამოძიებო კრიმინალური განყოფილების წარმომადგენლები და ველოდები, ჯერ არ მოსულან. წინასწარ სხვას ვერაფერს გეტყვით, შიგნით არ მიშვებენ, რომ დავათვალიერო. აქედან გამომდინარე, ძნელია გითხრათ, რა მოხდა. არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. აქედან ფეხს არ გავადგამ, სანამ ყველა დეტალს ნახავენ, მეც მათ გვერდზე ვიდგები. ზვიად ქირიამ რაც ბრძანა, ის არის არენდატორი, ჩინელების ბაზრობის დირექტორი. არ ვეთანხმები ზვიად ქირიას, ძალიან მოულოდნელად თქვა, ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი. ზვიად ქირიას კიდევ ცალკე აქვს ბიზნესი, რომლის გამოც თავის პარტნიორებთან აქვს უსიამოვნება. წუხელ აქ ეს არ იყო სათქმელი, როცა ცეცხლი მეკიდა. როცა მოვა, შენიშვნას მივცემ. ასე აურია და ვერაფერი გავიგე. როგორ შეიძლება ასეთი რამ. რასაკვირველია, ჩემმა თანამშრომლება ეს ყველაფერი ამას მიაბეს. არ ესიამოვნათ, რომ შუაღამეს მოვიდნენ. მე აქ არ ვიყავი. მე და ჩემი შვილი ავსტრიაში ვიყავით წასულები, ჩემმა ბიჭმა ოპერაცია გაიკეთა. დამირეკეს, რომ ფინანსური პოლიცია შემოვიდაო და ყველა ბუღალტრის საბუთები წაიღესო. ამ ყველაფერს ვერაფერს ვუკავშირებ. წერილს ვწერთ ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, ომბუდსმენს, პრემიერ-მინისტრს. ვეხვეწებით, რატომ მოხდა ასე, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. დაყადაღებული მაქვს ანგარიში და ვეხვეწებით, რომ დროებით მოიხსნას ეს ყველაფერი. ანუ ქონება იყოს დაყადაღებული, მაგრამ თანამშრომლები არ დამრჩეს უხელფასოდ. ეს მაწუხებს. მიუხედავად ამისა, სამკერვალო ფაბრიკა მაქვს და გაჩერებულია. 250 მკერავი სახლში ზის. არაფერი ეჭვი არ მაქვს. ალბათ, არის ფირმები, ვისაც ზედმეტობა აქვს და ამის შემოწმება მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და ამ შემოწმებაში ჩვენც მოვყევით”,- განაცხადა ღაჭავამ.

    „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ განაცხადა, რომ ლაურა ღაჭავაზე ზეწოლა ხდებოდა.

    „მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ – განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ.

  • ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე კაცი მატარებელზე გადასწრების დროს მძიმედ დაშავდა

    ჩაქვში-ციხისძირის მონაკვეთზე კაცმა მატარებელის ლიადაგზე, მატარებელთან ახლო მანძილზე გადასწრება სცადა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, თბილის-ბათუმის მატარებელი ავარიულად გაჩერებულია.

    თვითმხილველების თქმით, მემანქანემ მოასწრო რეაგირება და დაამუხრუჭა, თუმცა მამაკაცმა თავის ტრავმა მაინც მიიღო. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, მამაკაცი ცოცხალი დახვდათ. დაზიანებებით ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს.

    ადგილზე, ქობულეთის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან, ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. საქმე სისხლის სამარტლის კოდექსის 275 მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

    მატარებელი ჯერ ჩაქვში, ხოლო მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებებისთვის ქობულეთში გააჩერეს. თბილისში მგზავრები, სავარაუდოდ, 40 წუთის დაგვიანებით ჩავლენ.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 10 პირი ამხილა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე მხილებულია 10 პირი.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიმართეს ერთ – ერთ ორგანიზაციას, რა დროსაც, სესხის მიღების მიზნით, წარადგინეს ყალბი ცნობები ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, წარდგენილ იქნა ყალბი საბანკო ამონაწერები, თითქოსდა, ისინი იყვნენ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები და ერიცხებოდათ შესაბამისი შემოსავალი.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, 2019 წლის განვლილ პერიოდში საგამოძიებო სამსახურის მიერ აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებულია 15 პირი

  • ორსულ ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 1985 წელს დაბადებული რ.გ.

    დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე – 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

    დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

    გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • ბათუმში 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა- მშობლები მის შეყვარებულს ადანაშაულებენ

    ბათუმში 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში გოგონას 19 წლის შეყვარებულს ადანაშაულებენ. 

    ოჯახის წევრებს, შანტაჟსა და შესაძლო ძალადობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 18 წლის გოგოს წერილი იპოვეს. სადაც წერია – მკვლელი ნ…

    გარდაცვლილის დედა არც ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ოჯახმა გამოძიებას უკვე გადასცა წერილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მობილური ტელეფონი.

    გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებს დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს.

    მშობლების ინფორმაციით,გოგონამ სიცოცხლე  სუიციდით მცირეწლოვანი დის წინაშე დაასრულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.