Category: არქივი

  • სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილება საჯარო გახდება – საკონსტიტუციო სასამართლო

    საკონსტიტუციო სასამართლომ ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაფარული სახით გაცემა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. აქამდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში სასამართლოები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პერსონალური ინფორმაცია პირდაპირ ხელმისაწვდომი არ იყო.

    სასამართლომ „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სასარჩელო მოთხოვნა გაიზიარა.

    საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი.

    “სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს,” – მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლო.

  • კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

    კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ინფორმაციას საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კვიპროსი გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-13 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო.

    სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა და ჩეხეთს.

    “აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია. კვიპროსის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროვებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

    კვიპროსის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • სტიქია ხარაგაულში – 400-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია

    სტიქია ხარაგაულში – ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლევნულა ადიდდა. წყლის ნაკადმა საავტომობილო გზა წაიღო და სოფელ ლეღვანში 400-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ხარაგაულში დღეს დილიდან გამოიდარა, თუმცა მდინარეში წყლის დონემ არ დაიკლო.

    დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ლეღვანი, ასევე სოფელი დიდვაკე. მდინარე ლეღვნულას ადიდების შედეგაც წყალმა ჩაანგრია სოფელში შესასვლელი გზა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა სახნავ-სათესი მიწები, შინაური ცხოველები და ფრინველი.

  • ღვთისმშობლის წილხვდომილობის ლექციაზე წალკელი პედაგოგებიც წაიყვანეს,მათ შორის მუსლიმებიც

    წალკის საჯარო სკოლის პედაგოგი სოციალურ ქსელში აღშფოთებულ სტატუსს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის შესახებ ლექციაზე პარასკევს იმერელი პედაგოგების მსგავსად წალკელი პედაგოგებიც წაიყვანეს, რომელთა დიდი ნაწილი მუსლიმია. პედაგოგმა ლექციის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
    სოციალურ ქსელში სანათა ოჩიაურად დარეგისტრირებული ქალი წერს:
    “დღეს წალკის რაიონიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო – ,,სამინისტროს დავალებაა” ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80 %, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე.
    განათლების სამინისტროს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ 100 კილომეტრი გამოგვევლო იმისთვის,რათა ვიღაც თეოლოგისთვის გვესმინა, მისი წიგნების პრეზენტაციას დავსწრებოდით და სკოლაში 5 გაკვეთილი გამეცდინა ბავშვებისთვის? რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან.“
    წალკელი პედაგოგების მსგავსად ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის შესახებ ლექციაზე პარასკევს იმერეთის სხვადასხვა სოფლების პედაგოგები ქუთაისში წაიყვანეს. მათ უთხრეს, რომ ეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება იყო, თუმცა განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მისი პროექტი არ არის.

    სანათა ოჩიაურის სტატუსზე სხვადასხვა პედაგოგების კომენტარები გამოჩნდა საქართველოს რეგიონებიდან. როგორც ირკვევა, პედაგოგები ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებულ ლექციებზე სხვადასხვა კუთხიდან დაჰყავთ, თანაც მათი დიდი ნაწილი მოტყუებით, ისე, რომ არ აქვთ ინფორმაცია სად მიდიან და რატომ.

  • კალაძემ ავტომობილი წარმოადგინა,რომლის აწყობა ქუთაისში მოხდება(ვიდეო)

    თბილისის მერმა რესპუბლიკის მოედნიდან ვიდეო ჩართვის საშუალებით ელექტრომობილის ნიმუში წარმოადგინა, რომლის წარმოება მისი თქმით ქუთაისში მოხდება. კალაძემ ავტომობილი თავად გაატარა და თან მის უპირატესობებზე ისაუბრა.
    კალაძე მადლობას უხდის პრემიერ მინისტრს, რომლის აქტიური მუშაობის შედეგად მისი თქმით ამ ავტომანქანების აწყობა ქუთაისში მოხდება.
    კახა კალაძის თქმით, ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. ქარშეარინგის ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
    „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე ქარშეარინგის აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. დღეს მე წარმოგიდგენთ ავტომობილს, რომლის წარმოება, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა, ქუთაისში მოხდება.
    კალაძის თქმით ელექტრომობილები ქალაქში გამონაბოლქვს შეამცირებს. ავტომობილის ეს კონკრეტული მოდელი კი სრულად დატვირთული ავტომობილით დაახლოებით 400 კილომეტრის გავლას შეძლებს. კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო დაწესებულებები ნელ–ნელა ელექტრომობილებზე უნდა გადავიდნენ, რომ საზოგადოებას ელექტრომობილის შეძენის სტიმული მისცენ.
    მისი თქმით მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის თებერვლიდან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს ამონტაჟებს.
    „რაც ყველაზე მთავარია, ქართული კომპანია, რომელიც აღნიშნულ ელექტრომობილებს აწარმოებს, გვეუბნება, რომ ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა.ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ.“ – ამბობს კალაძე.

  • საკონსტიტუციო სასამართლომ 2 ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელები დააკმაყოფილა

    ცოტა ხნის წინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა  კონსტიტუციური სარჩელები „მედიის განვითარების ფონდი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

    მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტებისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებს.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

    სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს.

    სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად სცნო იგი.

    საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შედეგად, შესაძლებელია, დარღვეულიყო იმ პირთა პირადი ცხოვრების უფლება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მოცემულია ამა თუ იმ სასამართლო აქტში. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

  • მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარს ამბობს

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ  კიევის მოქმედი მერის, ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე უარს ამბობს. კლიჩკომ სააკაშვილს  საკუთარი პარტიის, „უდარის“ ლიდერობა შესთავაზა. სააკაშვილმა “ფეისბუქში” ვიდეომიმართვისას პირდაპირ ეთერში  განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მხარდამჭერების აზრის მოსმენის შემდეგ მიიღო.

    „ვიტალი კლიჩკომ ძალიან ღირსეული შემოთავაზება გააკეთა, მაგრამ ჩვენ ამ გაერთიანებაზე არ უნდა წავიდეთ, რადგან ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი იდეოლოგია, პრინციპები და არასდროს არ მივდიოდით ჩვენი პრინციპების საზიანოდ კომპრომისზე. უმრავლესობამ, ვინც ჩვენთან შემოვიდა თქვეს, რომ მათთვის ამ გაერთიანებაზე წასვლა პრინციპებთან მიმართებაში კომპრომისი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ წავალთ. მე უკრაინაში არ ჩამოვსულვარ თანამდებობის საძებნელად, უკრანაში არ დავბრუნებულვარ იმისთვის, რომ პოლიტიკაში ნებისმიერ ფასად ვიყო. აქ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად არ ჩამოვსულვარ, რადგანაც ჰოლანდიაში ჩემი ცხოვრება საკმარისად მაქვს მოწყობილი. მე აქ დავრუნდი უკრაინის დასახმარებლად, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს. ჩამოვედი იმისთვის, რომ დიდი იდეების გენერირება მოვახდინო თქვენთან ერთად. ჩვენ როგორც იქნა მოვიშორეთ „ბარიგების“ ძველი პოლიტიკური კლასი და მათ ნაცვლად გამოჩნდნენ ახალი ხალხი დიდი იდეებით, პატრიოტიზმით და უკრაინის სიყვარულით. ჩვენ ვივლით ცალკე კოლონად. მე ახალ ხალხს დავეხმარები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ჩვენ არ გვაქვს ფული, რათა „ახალი ძალების მოძრაობამ“ ორშაბათს ყრილობა გამართოს და არჩევნებზე წავიდეს. დამატებით შესაგროვებელია 2 ათასი დოლარი, რათა ამ არჩევნებზე წავიდეთ. რა თქმა უნდა მე თანხა არ მაქვს და არც ვაპირებ ოლიგარქებს მივმართო. ასეთია სისტემა, რომელიც არ უშვებს არჩევნებზე ნამდვილად, რადიკალურად განწყობილ რეფორმატორ, წესიერ ძალას. მაგრამ უნდა გავარღვიოთ ეს სისტემა და  ესეც უნდა შეიცვალოს“, -განაცხადა სააკაშვილმა.

  • მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე ლექციები ჩაუტარეს

    იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და სოფლების საჯარო სკოლების მასწავლებლებს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე ლექციები ჩაუტარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია kutaisipost.ge ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, ლექციები “ქუთაისის უნივერსიტეტში” 3, 4 და 6 ივნისს გაიმართა.

    „სკოლაში გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავით ქუთაისში რაღაც შეხვედრაზე, არავის დაუზუსტებია არც თემა და არც მიზანი. როდესაც ჩამოვედით აღმოჩნდა, რომ საპატრიაქოს დავალებით ლექციას გვიკითხავდნენ ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე“, – ამბობს გამოცემასთან ხონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

    საქართველოს განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ლექციები არ წარმოადგენდა განათლების სამინისტროს პროექტს. იგი, სავარაუდოდ, „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ინიციატივით ჩატარდა.

    ქუთაისის უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ ლექციებს, განათლების სამინისტროს დავალებით დაუთმეს ფართი, მათ მიერ მიწერილი წერილის საფუძველზე, თუმცა პროექტი საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.