Category: არქივი
-
”ავიატორი პლუსის” დირექტორის მოადგილე უარყოფს, რომ კატასტროფის დროს ვერტმფრენი სატესტო ფრენას ახორციელებდა
ყაზბეგში ვერტმფრენის კატასტროფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კომპანია “ავიატორ პლუსში” პასუხობენ. კომპანიის დირექტორის მოადგილის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ სასტუმრო “რუმსის” თანამშრომელი ბორტზე წონის ბალანსისთვის იმყოფებოდა.
კომპანია ”ავიატორი პლუსის” დირექტორის მოადგილე, გიორგი მოლოდინაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ კატასტროფის დროს ვერტმფრენი სატესტო ფრენას ახორციელებდა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვერტმფრენს მაღალტექნოლოგიური ძრავი ეყენა, გავლილი ჰქონდა ტექდათვალიერება და სრულად შეესაბამებოდა ექსპლუატაციის წესებს.
მისი თქმით, საფრენ აპარატს მართავდა მაღალკვალიფიციური მფრინავი, რომელსაც გადამზადების კურსები ჰქონდა გავლილი. მოკვლევის პროცესში რამდენიმე დღეში ვერტმფრენის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
„იყო ინფორმაცია, რომ მესამე ადამიანი, სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც იმყოფებოდა ბორტზე, ის არ უნდა ყოფილიყო ბორტზე და ის იყო წონის დაბალანსების გამო ამ ბორტზე. პირველ რიგში, მინდა ვთქვა ერთმნიშვნელოვნად, რომ ბორტზე იყო ის ადამიანი თავისი სურვილით და პილოტის თანხმობით, ცხადია. ამ ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი. ვერტმფრენმა გაიარა 2019 წლის 22 მაისს შემოწმება. ამ შემოწმების შემდეგ, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, შესრულდა სატესტო ფრენა, სადაც დაიშვება მხოლოდ პილოტი და ინჟინრები და მხოლოდ ამ წარმატებული სატესტო ფრენის შემდეგ უკვე ვერტმფრენი დაშვებული იქნა კომერციულ ფრენებზე. არანაირი პირველადი მოკვლევა არ ჩატარებულა. მიმდინარეობს მოკვლევა ახლა, მოკვლევას აქვს თავისი პროცედურები და მისი დასრულების შემდეგ მოგახსენებთ კონკრეტული შედეგის შესახებ,“ – განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა.
ტრაგედია ყაზბეგში ორი დღის წინ მოხდა. ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც სამი ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა. სამივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან პილოტი, გიდი და სასტუმრო „რუმსის” თანამშრომელი.
-
სიდნეიში ძლიერმა ნისლმა “ჰარბორ ბრიჯი” მთლიანად დაფარა
ძლიერი ნისლი სიდნეიში – დღეს დილით ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში ხილვადობა მინიმუმამდე შემცირდა. ნისლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის, თითქმის, ყველა ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ცნობილი “ჰარბორ ბრიჯიც” მთლიანად დაფარა.
უამინდობის გამო, სიდნეის აეროპორტებში რეისების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა, ნაწილი კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. შეზღუდული იყო ქალაქის ნავსადგურში მიმოსვლაც. ნისლი სიდნეიში შუადღისთვის გაიფანტა.
-
მოსკოვში დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
მოსკოვში დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება ივან გოლუნოვს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებს.ინტერნეტგამოცემა ”მედუზას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს და სცემეს. დაცვის მხარე მომხდარს გოლუნოვის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. 36 წლის კორესპონდენტი მოსკოვის პოლიტიკურ ელიტაში კორუფციულ სქემებს იძიებდა. სასამართლომ მისი აღკვეთი ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.
გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება სასამართლოს შენობასთანაც და პოლიციის განყოფილებასთანაც. მიტინგები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.
-
გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც – შალვა ნათელაშვილი
“საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში მოიწვია სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პაშინიანი თბილისში და ვიზიტი გაასაიდუმლოვა სრულიად, რაზე მოილაპარაკეს, რა გარიგება შედგა, რის გაჩუქებას აპირებენ,” – ეს განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ ნიკოლ პაშინიანი საქართველოში მოიწვია, თუმცა შევხედრის დეტალები გაასაიდუმლოა.
შალვა ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ პროვოკაციისთვის რუსეთმა შესაძლოა, ჯავახეთი გამოიყენოს და ვითარება დაიძაბოს.
„გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც. რისი დასტურიც არის ამ დღეებში ჩატარებული ე.წ. ტელემარათონი ერევანსა და კალიფორნიაში ჯავახეთის კულტურულ აღორძინებაზე. კარგად გამოიბერტყოს ყური, ეს ვისაც ეხება, უპირველესად საქართველოს მთავრობა რომ ჰქვია, რომელმაც ამ დღეებში მოიწვია სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პაშინიანი თბილისში და ვიზიტი გაასაიდუმლოვა სრულიად. რაზე მოილაპარაკეს, რა გარიგება შედგა, რის გაჩუქებას აპირებენ, რის მითვისებას აპირებენ კიდე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წამალი არის ხელისუფლების ძალიან სწრაფი შეცვლა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
-
მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა – მაშველები ორ მამაკაცს ეძებენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მესტიაში – სოფელ ბეჩოში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.
ასევე, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია დამატებითი სამაშველო ჯგუფები
-
ლონდონში ლესბოსელი წყვილი 5-მა მამაკაცმა სცემა
ლონდონის ავტობუსსში, ჰომოსექსუალი გოგონები ავტობუსით სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც რამდენიმე მამაკაცი მათ თავს დაესხა. როგორც აღმოჩნდა ისინი ჰომოფობები ყოფილან და წყვილი ჯერ სცემეს ხოლო შემდეგ გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “CNN”-ი ავრცელებს. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, მელანია გეიმონატმა თავდასხმის შემდეგ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა, სადაც ჩანს, რომ მისი და პარტნიორის ტანისამოსი და სხეულის ნაწილები სისხლითაა მოთხვრილი. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება წყვილს 5 მამაკაცი დაესხა თავს. თავდასხმელებმა ქალებს რამდენჯერმე დაარტყეს, გაქურდეს და გაიქცნენ. პოლიციამ ხუთივე მათგანი უკვე დააკავა.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, თავს მას შემდეგ დაესხნენ როდესაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ.
-
6 წლის ქართველი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. თათვაძემ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.
“დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, – აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით თათვაძის მწვრთნელი ნანა ჭეფხოძეა.
-
გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლეთა სია 200-ით არის გაზრდილი – ცესკო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში გადასატანი ყუთით გაცილებით მეტი ადამიანი ისარგებლებს, ვიდრე პირველ ტურში. ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა, დაახლოებით, 3 კვირაში 200-ით გაიზარდა.
“ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა ეს ინფორმაცია გუშინ გაასაჯაროვეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმით ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ, ხმების დამატებითი მობილიზება იგეგმება.
ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია და მიმართვაზე უარი ჟვანიას უწყებამ მხოლოდ 4 ამომრჩეველს უთხრა.
„არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია ოცდათერთმეტივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთის მოთხოვნით, ამომრჩეველს აქვს უფლება განცხადებით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. თუკი ამომრჩეველი რეგისტრირებულია გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში, რომც მივიდეს საარჩევნო უბანზე, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მან ხმა აუცილებლად გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უნდა მისცეს. დაახლოებით, 200 ადამიანით არის გაზრდილი სია, თუმცა 3%-ზე მაღალი მაჩვენებელი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის კანონდარღვევა“, – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
-
რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში ლადო კახაძემ შალვა შავგულიძის რეალური სახე აჩვენა – კახა კალაძე
რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში ლადო კახაძემ შალვა შავგულიძის რეალური სახე აჩვენა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ხვალინდელ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ლადო კახაძე გაიმარჯვებს.
“კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მოლოდინებს რაც შეეხება, მთაწმინდელების მხარდაჭერით, აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი თანადგომა. რამდენიმე დღის წინ დებატები იყო და ლადო კახაძემ აჩვენა რეალური სახე შავგულიძის”, – განაცხადა კალაძემ.