Category: არქივი

  • ,,რიყის დოქები” სახელმწიფომ ვერ გაყიდა

    ,,რიყის დოქები” სახელმწიფომ ვერ გაყიდა. აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა.

    განთავსებული განცხადება 2100-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, თუმცა მისი ყიდვით არავინ დაინტერესდა. 

    სახელმწიფომ აუქციონი 5 თებერვალს გამოაცხადა. ,,რიყის დოქების” საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო.

    ,,რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხება. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.

  • ვიდეო სადაც ჩანს თუ როგორ დაჭრა მამაკაცმა ცივი იარაღით ყოფილი ცოლი

    ხაშურის ცენტრში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. ამის ამსახველ ვიდეომასალას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. 

    28 წლის კაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლი დაჭრა დაკავებულია. ბრალდებულმა ხაშურში ყოფილ მეუღლეს – 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს. 

  • ისანში დედის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

    ისანში დამამძიმებელ გარემოებაში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბერდია სურმავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

    ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

    დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიებად 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

    შეგახსენებთ, სურმავამ დედა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა და შემდეგმისი გვამი  დაწვა.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • არასაკვები საღებავი საკვების 3 ნიმუშში ისევ აღმოჩნდა

    არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების სასურსათო პროდუქტიდან 3 ნიმუშში არასაკვები საღებავი “სუდან 1” აღმოჩნდა.

    სურსათში “სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. არასამთვრობო ორგანიზაციის ინფორმაციით შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

    როგორც momxmarebeli.ge აცხადებს ნიმუშები გერმანიის ლაბორატორია ევროფინსში (ლატვიის ლაბორატორია BIOR-ის შუამავლობით) სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად გაგზავნეს.

    დარღვევა აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

    • “ხათოს აფხაზური აჯიკა”
    • აჯიკა Waime! (ვაიმე)
    • ტომატის საწებელი ცხარე “სუპრემო”

    სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

    ანალოგიური კვლევა 2019 წლის ზაფხულშიც ჩაატარეს, რის შედეგადაც არასაკვები საღებავები 42 ნიმუშიდან 6-ში აღმოჩნდა.

  • ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე გაათავისუფლეს

    ყოფილი  ტავდაცვის მინისტრისა და „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

    კოშაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

    შეგახსენებთ, მას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

  • საქართველოს ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ განიხილავს

    საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს , რომ ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ განიხილავს.

    “1000 წელზე მეტია, ეს ტრადიცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა სხვადასხვა ეპიდემია. არასდროს ეკლესიას არ უმსჯელია, რომ რამე წესი შეეცვალა ზიარებასთან დაკავშირებით.

    მე, როგორც სასულიერო პირი, სწორედ ამას ვამბობს, ღმერთი, ღმერთთან მიახლება არის უმთავრესი.

    მე საზოგადოებას მოვუწოდებ, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, ექიმები, სპეციალისტები. უნდა ვიყოთ ფრთხილად, ავადმყოფობის შემთხვევში ზიარების საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, მივა მოძღვარი და აზიარებს მას. თუმცა, სხვა მხრივ, ზიარების წესის ცვლილებაზე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს”, – თქვა ჯაღმაიძემ.

  • ‘კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირს 25 ადამინთან ჰქონდა კონტაქტი, სანამ ის გადაყვანილი იქნებოდა კარანტინის ზონაში”-ჯანდაცვის მინისტრი

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთვარობის სხდომაზე  განაცხადა, რომ  კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირს 25 ადამინთან ჰქონდა კონტაქტი, სანამ ის კარანტინის ზონაში მოთავსდებოდა. ტიკარაძის განცხადებით, კონტაქტში მყოფი ყველა პირი იქნა მოძიებული და მათ ვირუსზე გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

    „შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია”-განაცხადა ტიკარაძემ.

  • ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან ქალი გაიტაცეს

    რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე, შუახნის ქალი გაიტაცეს. ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი უკანონო დაკავების ფაქტი დაუდასტურეს.

    უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

    დამატებით დეტალებზე სუს-ში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

  • შვეიცარიაში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

    შვეიცარიაში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 74 წლის ქალია. ამის შესახებ  ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოში სამშაბათს მოათავსეს, ის მაღალ რისკჯუფში შედიოდა, რადგან ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

    ბოლო მონაცემებით, შვეიცარიაში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • „სანამ პატრიარქს თვალებში არ ჩავხედავ, არ დავიჯერებ…“ – თამრიკო ჭოხონელიძე

    თამრიკო ჭოხონელიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს. როგორც მომღერალი ამბობს, მან არაერთ ადამიანს დააბარა უწმინდესთან, რომ შეხვდეს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

    ” შეუძლებელია უწმინდესი ჩემზე ნაწყენი იყოს. რა ინფორმაციასაც აწვდიან და რაც ჩემამდე მოდის, მართალი არ არის. პატრიარქს რომ შემახვედრა, ზუსტად ვიცი, ყველაფერს ავუხსნი და ის ყველაფერს გამიგებს. არა ერთ პირს დავაბარე, რომ მასთან შეხვედრა მინდოდა და როგორმე შევეხვედრებინე, მაგრამ… ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ იმას, რომ პატრიარქი უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე. იმდენად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანია, შეუძლებელია, ჩემი პოზიცია მისთვის მიუღებელი იყოს. სანამ პატრიარქს თვალებში არ ჩავხედავ, არ დავიჯერებ, რომ ჩემზე ნაწყენია. ვფიქრობ, უფალი აუცილებლად შემახვედრებს. არ მიცხოვრია ისეთი ცხოვრებით, რომ იმის ღირსი ვიყო, ისე წავიდე ამქვეყნიდან პატრიარქს არ შევხვდე. “-  განაცხადა თაქმრიკო ჭოხონელიძემ

    თამრიკო ჭოხონელიძემ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე არ იმღერა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ არც შვილს და არც თავად მას, წელს სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიაზე არ უგალობიათ.