Category: არქივი

  • ცხოველის წამებისთვის პატიმრობა განისაზღვრა

    ცხოველთა სასტიკი მოპყრობა პატიმრობით დაისჯება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

    “ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა ეს არის პატიმრობა. ჩვენ ბევრი შემთხვევა ვნახეთ როგორ კლავდნენ ცხოველებს ასახიჩრებდნენ, ეს მძიმე სანახავია და კანონის გამკაცრება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვანის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგებლობა” -განაცხადა კახა კალაძემ.

  • “ასე ახლოს ნატო-სთან არასოდეს ვყოფილვართ”-ბახტაძე

    ჩვენ ასე ახლოს ნატოსთან არასოდეს ვყოფილვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში განაცხადა.

    “რა თქმა უნდა, აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს საქართველომ ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატოს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატოსთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • მეტრომანის ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

    სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქის სარგებლობაში არსებული მეტრომანის ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას.

    მათივე ცნობით, „გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე.“

    „ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითასათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

    გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით)“, – აღნიშნულია გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციაში.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები – თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. დააკავეს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით ახდენდნენ სხვადასხვა მოქალაქის სარგებლობაში არსებული მეტრომანის ბარათების მონაცემებში უკანონო შეღწევას და ბარათებზე თანხის ჩაურიცხავად ბალანსის ასახვას.

    მათივე ცნობით, „გოგი მ. თავის მხრივ უზრუნველყოფდა მოქალაქეთა მოძიებასა და მათთან დაკავშირებას. გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული გზით შევსებული ბარათების გამოყენებით მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდა ხდებოდა ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში, ავტობუსებსა და საბაგიროებზე.“

    „ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ რიგ შემთხვევებში ხსენებული ბარათების გამოყენებით ცალკეული მიკროავტობუსების მძღოლები ახორციელებდნენ დღიური გეგმის შესრულებასაც. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია ბრალდებულთა მობილური ტელეფონები, რამდენიმე ათეული ბარათი და დადგენილია ის ჰაკერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბარათებზე ბალანსის შევსება. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს იმ დიდი ოდენობით ზარალის დაანგარიშება, რომელიც ბრალდებულ პირთა ქმედებით მიადგა როგორც ქალაქ თბილისის ბიუჯეტს, ასევე იმ კერძო კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტირების საფასურის ასახვის პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ. მაგალითასათვის, ჩხრეკისას ამოღებულ ათ ბარათზე 2019 წლის 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჰაკერულად დარიცხული და გახარჯულია 11 500 ლარი.

    გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის და 285-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით)“, – აღნიშნულია გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციაში.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • უგანდაში 5 წლის ბავშვი ებოლას ვირუსით დაავადდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით უგანდაში მცირეწლოვან ბავშვს ებოლას ვირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას “BBC”- ავრცელებს. 9 წლის  ბავშვი უგანდაშაში კონგოდან კვირას ჩავიდა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს მას უკვე უტარდება სამედიცინო გამოკვლევა  და მცირეწლოვანთან დადგენილი წესების მიხედვით კონტაქტობენ. კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსმა აფრიკაში 2013 წლიდან 2016 წლამდე 11,310 ადამიანი იმსხვერპლა.

  • “ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ დარჩება.ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა იყოს იზოლირებული“–ნიკა გვარამია

    „ბიძინა ივანიშვილის არჩევნებით არ წავა. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული,“ – ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ივანიშვილი შეეცდება, 2020 წლის არჩევნებზე დახარჯოს რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
    „მარტივ კალკულაციას გეტყვით. ბიძინა ივანიშვილი რომ საფრანგეთში გადაბარგდეს, ცხოვრობდეს ეს 7 წელი და არჩევნების წაგების შემდეგ იმედია, არავის არ აქვს ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში დარჩება, ციხეში სულ არ მინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ვერ დარჩება, ვერც ვერანაირ პოლიტიკურ ამბიციას ვერ გამოხატავს. ეს უნდა იყოს უპირობო მოთხოვნა არჩევნებში გამარჯვებული გუნდის მიმართ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა იყოს იზოლირებული და მას არჩევნებთან და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს. როგორც უნდათ, ისე უნდა დაარეგულირონ ეს კანონი. ყველა მინუს ერთ ი- ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ პოლიტიკური ცხოვრება. მორჩა. რატომ, 7 წელია, ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს საქართველოში და ხელისუფლებაში, აი, წარმოვიდგინოთ, რომ ცხოვრობდეს საფრანგეთში ეს 7 წელი. მას მოუწევდა წელიწადში 150 მილიონი ევროს გადახდა გადასახადის სახით. ეს არის, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი. 7 წლის განმავლობაში, ეს რომ დავაჯამოთ, არის, დაახლოებით, 3 მილიარდი ლარი. ახლა თქვენ რას ფიქრობთ, რომ 3 მილიარდი ლარის ეკონომია რომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ის არჩევნებში, თუნდაც 300 მოიკლოს, არ დახარჯავს, რომ შემდეგი წლების განმავლობაში კიდევ 3 მილიარდის ეკონომია გააკეთოს? ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით არ წავა,“ – განაცხდაა ნიკა გვარამიამ.
    მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილი არ გადააბარებს ხელისუფლებას მშვიდი და დემოკრატიული გზით. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს გარე და შიდა ფაქტორების თუ ამას არ გააკეთებს.
    „ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს, რომ ეს გააკეთოს, ქვეყნის გარეთ მას უნდა ეშინოდეს ამერიკელების და დღეს პომპეომ პირდაპირ ეთერში ცემა ბახტაძე. ისედაც ხომ რა სანახავია და ახლა იყო მთლად მდუღარე გადასხმული ქუჩის ძაღლივით. და რათ მინდა მკითხაობა, რა თქვეს. პირდაპირ კაცი გამოვიდა და თქვა, დემოკრატია არ გაქვთ, გაქვთ ოლიგარქიის ქვეშ სასამართლო და მეორე, პირველად ამერიკელებმა გვითხრეს, რომ თქვენ საგარეო ორიენტაცია არ გაქვთ სწორი. ანაკლიის პორტს თუ არ ააშენებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი და რუსეთი გინდათ და ხომ ვიცით, რომ არ ვაშენებთ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
    ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ოპოზიცია და „რუსთავი 2“ არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს.
    „მას უნდა ეშინოდეს ქვეყნის შიგნით. მათ შორის ჩემიც. კბილებს ჩაგიმტვრევთ. არჩევნების დღეს და მეორე დღეს კი არა შენ, რომ 9-ის 5 წუთზე გამოაცხადებ და, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოაცხადებ და, რა თქმა უნდა, “რუსთავი 2” იქ იქნება, სადაც ახლა არის და იმას იზავს და ათჯერ მეტს, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არა, მანამდე იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები გაყალბდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. გაყალბდა მოსყიდვით, გაყალბდა დაშინებით. გაყალბდა თამარ ჟვანიას მთავარ მთვლელად გამოცხადებით,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
  • “9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის” – ნათელაშვილი

    “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ოპოზიციას მოუწოდებს, გააერთიანონ ფინანსური რესურსი და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ნათელაშვილის თქმით, აუცილებელია, ივანიშვილის ხელისუფლებაზე შეტევა არჩევნებამდე დაიწყოს და ეროვნული მოძრაობის მაგალითი გაიმეოროს. მისი განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომელიც ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლას გამოიწვევს.

    “ბატონმა გიგიმ დოთრაკიელებთან კონტექსტში მახსენა და, ალბათ, კარგად მოეხსენება ბატონ გიგის, რომ თუ ცხენის ტარებას ვერ ისწავლიდა კაცი, ის ვერ მოხვდებოდა ზეცაში.

    თუ დღევანდელმა ოპოზიციურმა ძალებმა, ვისაც ამაზე აქვს პრეტენზია, არ დავამთავრეთ ივანიშვილის რეჟიმი, მჩაგვრელი, ბოროტული, ცრუ, გამაღატაკებელი, ჩვენ ვერცერთი ვერ მოვხვდებით სამოთხეში და სად მოვხვდებით, ეშმაკმა იცის და მე მგონი, ჯოჯოხეთი აქ გვექნება და გვაქვს უკვე. უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო იყიდა, თავის ამომრჩევლებიანად, ინსტიტუტებიანად. 3% მოსახლეობისა ითვისებს ხალხის ქონებას და ლუკმას.

    “არჩევნებამდე უნდა მოხდეს ისეთი მიწისძვრა ივანიშვილის ფეხქვეშ, რომ მისგან არაფერი დარჩეს, პირველ რიგში, გამოსვლა ქუჩაში, საპროტესტო აქციები. 10 ათასი კაცი ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს 10 დღეში” – განაცხადა “არჩევანში” საუბრისას ნათელაშვილმა.

    მისი თქმით, ოპოზიცია შეცდომებს უშვებს და ვერ ახერხებს ხმების დაცვას. რაც შეეხება კითხვას, გაერთიანდება თუ არა ის ოპოზიციასთან, თუკი ისინი არ შეიცვლიან აზრს და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად კვლავ არჩევნებს ჩათვლიან, ნათელაშვილი პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ არსებული საარჩევნო კოდექსით, მხოლოდ ისეთი ხელისუფლება შეიძლება მოვიდეს, როგორიც ახლა ჰყავს ქვეყანას.

    “ჩვენ უნდა გავიდეთ ქუჩაში არჩევნებამდე რაც შეიძლება ადრე, შევაზანზაროთ, 9 ბალიანი მიწისძვრა მოვუწყოთ ამ საკაცობრიო მარაზმს სოლოლაკში რომ ზის, დაგვცინის, გვიყიდის სამშობლოს და გვართმევს ლუკმა-პურს,” – ამბობს ნათელაშვილი.

  • “ივანიშვილი არის წყვდიადის მეფე.ქართული ოცნება-ზომბი.ან იქნები ზომბების მხარეს ან ადამიანების“-უგულავა

    ბიძინა ივანიშვილი არის Night King, ღამის წყვდიადის მეფე, “ქართული ოცნება” თავისი უმრავლესობით არაინ ზომბები. ან ვიქნებით ზომბების მხარეს ან ადამიანების, – ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და პოლიტიკოსები ცნობილი სერიალის “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟებს შეადარა.

    მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს და ეს მოხდება 2020-ში. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი საშუალებაა და რაც არ უნდა სკეპტიკურად იყოს საზოგადოება განწყობილი, 2020 წლის არჩევნებზე შედეგი სულ სხვანაირი იქნება ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნებისგან. მისივე განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებები საქართველოში მხოლოდ ორი ვადით ძლებენ, შემდეგ მათ საზოგადოება უარს ეუბნება და შანსს აღარ აძლევს.

    „რაც არ უნდა სკეპტიკურად შევხედოთ, არჩევნები არის ერთადერთი ბრძოლა ხელისუფლების შეცვლის. მათ შორის თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბება ისეთი მასშტაბის ისეთი ფორმის, როგორიც იყო 2003 წელს, ის ცვლილებები ქართველმა ხალხმა არჩვენების გაყალბებით მოიტანა, შევარდნაძეს ჩვენ 40 წელი ვუყურებდით და მისი წასვლას, პრაქტიკულად, შეუძლებლად წარმოედგინა ყველას. ანალოგიური იყო 2012 წელს, რაც არ უნდა გველაპარაკა ჩვენ და რაც არ უნდა მძლავრი ყოფილიყო ივანიშვილის მიერ გაერთიანებული ოპოზიცია თავის უამრავი ფულით. მყარი მოლოდინი მაინც იყო ის, რომ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა. ამიტომ ორი მომენტია. პირველი და მთავარია, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჯერჯერობით ხელისუფლებები ძლებენ მხოლოდ ორი ვადით. 2020 წლის განცდა არის ის, რომ ორი ვადით უკვე ვნახეთ ეს კაცი ვინ არის,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.