Category: არქივი

  • ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ადგილობრივები ამბობენ, რომ გვამს დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა.

    მამაკაცს სავარაუდოდ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც დაიღუპა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • შესაძლოა მილტონ ჰეიგისთვის წლევანდელი მსოფლიო თასი ბოლო აღმოჩნდეს – რას წერენ იაპონიაში

    მილტონ ჰეიგის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ჭორები და ინფორმაციები არ წყდება. შეგახსენებთ, პირველად ამის თაობაზე ჰერალდმა დაწერა და მათი თქმით, მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცს ახალი ასპარეზი დასჭირდებოდა და ამის გამო იგი ნაკრებს დატოვებდა.

    ამჯერად ჰეიგის წასვლის შესახებ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა რიჩ ფრიმენმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა: ,,რამდენიმე სანდო წყაროსგან მივიღე ინფორმაცია, რომ იაპონური გუნდი სანტორი საკუთარ არჩევანს საქართველოს ნაკრების თავკაც მილტონ ჰეიგზე აჩერებს. ისინი მილტონ ჰეიგის გადაბირებას 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შეეცდებიან, რადგან სწორედ ამ დროს უმთავრდება კონტრაქტი ახალ ზელანდიელ სპეციალისტს საქართველოსთან”.

    თავად მილტონს ამჯერად წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. წინა შემთხვევაში მან განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მსოფლიო თასზეა კონცენტრირებული და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან და კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც იფიქრებს.

    ახალ ზელანდიელი სპეციალისტი საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს სათავეში 2011 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ ეროვნულმა გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია.

  • პსჟ დე ლიხტს 15 მილიონ ევროს სთავაზობს

    ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველით არაერთი ტოპ გუნდი ინტერესდება. თუმცა ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ფრანგული პრესა აქვეყნებს, მატიასის გადაბირებაში პარიზული კლუბი ლიდერობს.

    ამის მიზეზი კოსოლალური ხელფასია, რომელსაც მას პსჟ ჰპირდება. 15 მილიონი ევრო, სწორედ ეს თანხა ელოდება 19 წლის ჰოლანდიელს იმ შემთხვევაში, თუ ის პარიზელებს შეუერთდება.

    მატიას დე ლიხტისთვის პსჟ-სთან ერთად ბარსელონა და მიუნხენის ბაიერნიც იბრძვიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გერმანული კლუბი ამ ტრანსფერში აუტსაიდერია და ბრძოლა მხოლოდ ბარსელონასა და პსჟ-ს შორის მიმდინარეობს.

    დე ლიხტის აგენტი ამ დროისთვის პარიზში იმყოფება, სადაც ამ დღეებში პარიზული კლუბის სპორტულ დირექტორს შეხვდება.

  • “რუსაპეტა გახარია, გაფრთხილებ”-Presa.ge-ის რედაქტორი აცხადებს, რომ ემუქრებიან

    -Presa.ge-ის რედაქტორი  გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შსს-ს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და მინისტრ გახარიას მიმართავს.

    “რუსაპეტა გახარია, როგორც ივანიშვილის მთავარ ჟანდარმს, ღიად გაფრთხილებ: გაეშვით მაგ პროვოკაციებს და პროვოკატორების მოგზავნას.

    იცოდეთ, რამე არ დაემართოს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს, მეგობარს თუ თანამშრომელს, თუ არა, პირდაპირ გეუბნებით: ვერ გიშველით დედა@@@ული სვავი.

    თქვე ყ@@@ებო თქვენ, დაჭერით, “დახვედრით”, თუ ” ნახვით” შეაშინეთ თქვენი გამო@@@ბული “შესტიორკები”.

    სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, არანაირი კომპრომისი არ იქნება ჩემგან, მაგ კიბო-ივანიშვილის მოშორობის საქმეში,” – წერს კაპანაძე.

  • საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში – 1 წუთის ინტერვალით 2 მიწისძვრა მოხდა. ბიძგები  ახალციხის რაიონის, სოფელ აწყურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით  იგრძნობოდა.

    3,5 და 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

  • რუსთავს კალიების “არმია” შეესია {ვიდეო}

    რუსთავს კალიების “არმია” შეესია. “ინფო რუსთავი” სოციალურ ქსელში კალიების შემოსევის ვიდეოს ავრცელებს. 

  • „60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება მერიამ ვერ შეძლო“ – ხაბეიშვილი

    საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფისთვის დამატებით მილიონ 254 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ აუცილებლობის წინაშე, თბილისის მერია ძველ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულების და ფორს მაჟორულ ვითარებაში გაფორმებული ახალი შეთანხმების გამო აღმოჩნდა. კომპანია, რომელმაც სკოლამდელი დაწესებულებები და ასევე საზაფხულო ბაღები საკვებით უნდა მოამარაგოს, ამბობს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა, რომელიც ერთი ბავშვის გამოკვებაზეა გათვლილი, საკმარისი არ არის და დადგენილი ზღვარი უნდა გაიზარდოს.

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი  ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

    „ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია. ასევე, დედაქალაქის მერიისვე, ანუ ამ შემთხვევაში ბაღების მიერვე შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც ერთი მილიონი ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ბაღში, ამ შემთხვევაში რომელი აქტებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი, ვერ მიაწოდა კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ „ნილს“ გაუწყვიტეს ხელშეკრულება, 60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ ვითხოვთ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

    ხაბეიშვილს  უპასუხეს  საკრებულოს უმრავლესობაში. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა ხაბეიშვილის განცხადებას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

    „როცა იყო გადაცდომა, მათ შორის, ერთჯერად გადაცდომაზეც კი, არის რეაგირება და შესაბამისად, გაუქმდა ხელშეკრულება, დაიდო ახალ მიმწოდებელთან ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, არის სწორედ ეს ზეგანაკვეთური მუშაობა, რასაც მიეძღვნა სწორედაც, რომ ეს ბრიფინგი, მაგრამ სამწუხაროდ მას მოჰყვა პოლიტიკური და სპეკულაციური განცხადებები. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც არის ვითარება და არა საპნის ბუშტზე,“- განაცხადა  ტალიაშვილმა.

    თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საკვებით კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფდა, რომელსაც მერიამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა.

  • ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ბესელია პომპეოს განცხადებაზე

    ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ასე გამოეხმაურა  ეკა ბესელია აშშ სახელმწიფო მდივნის  მაიკ პომპეოს გზავნილებს.

    “მე მგონია, რომ ვისაც ესმის ეს ენა და ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და დიპლომატიაზე, უნდა ესმოდეს კარგად, რომ ის, რასაც ელაპარაკებიან პირისპირ ან დახურულ სივრცეში და როდესაც ეს გადმოდის ღია ფორმატში, ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრემიერმინისტრს პირდაპირ ელაპარაკებიან ამ გზავნილით, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს, როდესაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ასეთი სახიფათო მანევრები არ მიიღება, არ გასაღდება, არ იქნება თვალის დახუჭვა. ამაზე ველაპარაკებოდით და ვერ გავაგებინეთ ეს ვერაფრით „ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა ბესელიამ.