Category: არქივი

  • გამოცდილება, რომელიც მე მაქვს გავლილი, ძალიან წაადგებათ-ზურა ხაჩიძე

    “25 წელია სცენაზე ვარ და მინდა, რეგიონს ჩემი გამოცდილება მოვახმარო”- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახლად დანიშნულმა მესამე მოადგილემ, მომღერალმა, ზურაბ ხაჩიძემ განაცხადა.

    მომღერლის მისი ინფორმაციით, რომ ის ძირითადად კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებას ჩაიბარებს.

    მომღერალმა აღნიშნა, რომ სურს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს საკუთარი გამოცდილება მოახმაროს.

    მომღერლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

    ზურა ხაჩიძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ლადო კახაძის წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობდა.

    მომღერალი წარმოშობით ბორჯომიდან არის. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხაჩიძე პატრიოტთა ალიანსმა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

  • მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

    მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

    ხაჩიზე  მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

    ზურა ხაჩიძე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო „პატრიოტთა ალიანსიდან“.

    ის და მისი ოჯახი აქტიურად იყვნენ ჩართულები  “ქართული ოცნების” წინასაარჩევნმო კამპანიაში. 

  • “შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ”-სანდრა რულოვსმა კომისიის შექმნაზე მაჩალიკაშვილების მოთხოვნას ხელი მოაწერა

    “შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული იყოს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას”, -ეს განცხადება სანდრა რულოვსმა პარლამენტთან გააკეთა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

    სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ მხარდაჭერა ხელმოწერით გამოხატა.

    „დღეს იწყება პეტიცია, გვინდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ამისთვის არ იყო ხმების საკმარისი რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ პარლამენტის დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი იმისა, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ამ პეტიციით გვინდა დადასტურება, რომ ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს ამ თხოვნაში. ჩვენ მას ამაში დავეხმარებით. ჩვენ რეგიონებში ვივლით მთელი ზაფხულის განმავლობაში, ხალხთან შეხვედრები გვექნება, არამარტო ჩვენი პარტიის მომხრეებთან, არამედ ეს იქნება ზოგადად, მოსახლეობის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ 100 000 ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული იყოს, ეს გაითვალისწინოს და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე მჯერა, რომ ეს კომისია მეტს გააკეთებს, ვიდრე ის, რაც აქამდე გამოძიება იყო და პროკურატურაში ხდებოდა. ყველგან გავესაუბრებით ხალხს, რადგან ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, ქვეყანა დიდ გასაჭირშია და ასე გაგრძელებას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხალხს ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ამის შესახებ, რომ ამ მთავრობის დრო მართლაც დასასრულს უახლოვდება”, – განაცხადა რულოვსმა.

  • ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მიმდინარეობს

    ისრაელში საქართველოს მოქალაქეების  დეპორტაცია მიმდინარეობს.

    „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი მოქალაქის გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს  როგორ გამოჰყავთ ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან რამდენიმე პირი  სამართალდამცველებს.

    სააგენტოს ინფორმაციით, ქართველების დეპორტაცია  მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  

  • თიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს

    თიბისი თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის – სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს.

    პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ. გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

    სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს.

    „სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

    სტარტაპ-დეკრეტის გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს.

  • თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლა

    თიბისი ჯგუფმა ლონდონში ინვესტორების დღე გამართა. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში ჩატარდა და მას 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

    ღონისძიებაზე თიბისის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებმა თიბისი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია.

    ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თიბისის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციები შემდეგ თემებზე გამართეს: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორაციული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.

    ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

    წელს თიბისი ჯგუფმა ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ უმასპინძლა.

  • კონორ მაკგრეგორმა ბრძოლაში მარკ უოლბერგი გამოიწვია

    კონორ მაკგრეგორი ყველასათვის ცნობილი MMA-ის მებრძოლია, რომელიც ყურადღების ცენტრში ყოფნას არ უჩივის. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ხმაურიანი განცხადებებით და სწორედ ამ განცხადებებმა მიიყვანა ბოლოს რინგზე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივის ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ.

    თუმცა ამჯერად მისი განცხადება ყველანაირ ჩარჩოს გასცდა. მან ბრძოლაში ამერიკელი მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია. მან უოლბერგს გამოწვევით სოციალურ ქსელ ტვიტერზე მიმართა. ირლანდიელმა მებრძოლმა ეს გადაწყვეტილება ჯასტინ ბიბერის მიერ ტომ კრუზის გამოწვევის შემდეგ მიიღო.

    ,,ჯასტინის მსგავსად მეც მსურს გამოვიწვიო ცნობილი მსახიობი მარკ უოლბერგი იმავე ქარდზე საბრძოლველად. მაშინაც კი, როდესაც მარკი საუკეთესო კონდიციებში იყო, მას ყურებს ვახევდი და UFC-ის შემოსავლის წილს ვართმევდი.” – წერს კონორი ტვიტერზე.

    როგორც მოგეხსენებათ, მარკ უოლბერგი UFC-ის ერთ-ერთი მეწილეთაგანია.

  • ჩინეთში წყალდიდობას 16 ადამიანი ემსხვერპლა

    ჩინეთში  წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

    წყალდიდობა რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროვინცია ძაინსიში 88 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

    წყალდიდობის შედეგად, ჯამში  2 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

  • C ჰეპატიტის პროგრამაში არსებულ ხარვეზები – ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს

    „ევროპულის აქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, პროგრამა გაუმართავია და ამის გამო პაციენტები ზარალდებიან, რადგან მასში ჩართვას ვერ ახერხებენ. 

    ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვს.

    „C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროგრამა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე ჩამორჩენილი არის საბიუჯეტო თანხების ხარჯვის თვალსაზრისით და ეს სახელმწიფო აუდიტორმაც დაადასტურა. ამბულატორიული პაციენტებისათვის C ჰეპატიტის პირველადი სწრაფი ტესტის ჩატარება ფასიანია, იმ დროს, როდესაც ბიუჯეტის თანხები, რაც ამ პროგრამაზეა გამოყოფილი ათვისებულიც არ არის,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.