Category: არქივი

  • 2012 წლის შემდეგ, 400 000 ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა, ზღვარს მიღმა 750 000 რჩება-კობახიძე

    პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ TV პირველის ეთერში ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე  ისაუბრა.

    მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან და რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა.

    ” სიღარიბეს განა ვერ ვხედავთ, აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს 750 ათასი ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, რომ გახვალთ ქუჩაში, არა ერთი, ორი, ათი და ასი ადამიანი, შეგიძლიათ 750 ათასი ადამიანი იპოვოთ, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს საქართველოში. ეს არის დღევანდელი რეალობა. აქ მთავარია ტენდენცია ვნახოთ როგორია. 400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა. როდესაც ეკონომიკა იზრდება და ეკონომიკა არის გაზრდილი მნიშვნელოვნად 2012 წლის შემდეგ, ეს თავისთავად იწვევს, პირდაპირ რომ დახედოთ ქვეყნების მონაცემებს, ნახავთ ერთი ქვეყანა სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 5 ათასი დოლარი, მეორე ქვეყანაში 10 ათასი დოლარი, მესამეში 2 ათასი დოლარი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რა არის სიღარიბე”-განაცხადა კობახიძემ. 

  • თბილისის ქუჩები, რომელსაც 12 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 12 ივნისს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

    გლდანის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, შეშელიძის, ხიზანიშვილის, თემქის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების IV კვარტლის, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, საქსოფმანქანის დასახლების (ნაწილობრივ), გახოკიძის, მაისურაძის, დამპალოს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ელენე გოკიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გმზირის, აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი

    10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ჩხეიძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), კანდელაკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის და ლომონოსოვის ქუჩების მაცხოვრებელებს.

    11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებელებს.

    13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და ბაგრატ III ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, კანკავას, აჯამეთის, ჩიქობავას, გოცირიძის და ქვლივიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ლეონიძის, პაოლო იაშვილის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, დოდო აბაშიძის, მაჩაბელის, გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, პაოლო იაშვილის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი

    11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ლევან რჩეულიშვილის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, ხუდადოვის, ქურდიანის, თოფურიძის, ზაქარაიას, ზაქრაძის, ლალიონის, მანჯგალაძის და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

  • კანადაში ერთჯერადი პლასტმასის ნივთები აიკრძალება

    კანადაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთები აიკრძალება. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ბრძანება უკვე გასცა.

    როგორც ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, კანონი 2021 წლიდან ამოქმედდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, პლასტმასის ნივთების ნივთების გამოყენება აიკრძალება.

    შეზღუდვა შეეხება პლასტმასის ჭურჭელსა და პოლიეთილენის პარკებს, ასევე სხვა ნივთებს.

  • კვლევის მიხედვით, თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა

    თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესდა- ამის შესახებ კვლევის პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამართა.

    ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით 2019 წელს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუარესებულია.

    მათივე ინფორმაციით,  ჰაერში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ისეთი დამაბინძურებლებია დაფიქსირებული, როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10.

    კვლევა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7347 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7347 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7347 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7348 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0946 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0920 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.

  • ბარნოვის ქუჩაზე, ავტომანქანა 5 გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა

    ბარნოვის ქუჩაზე ავტომობილი ხუთ გაჩერებულ ავტომანქანას დაეჯახა. დაშავებულია მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა.დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    შემთხვევის გამო, ბარნოვის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • “რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა”-ოქრუაშვილი

    “რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა”-ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას გამოეხმაურა.

    „ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

    სოსო რობაქიძე „შერატონ მეტეხი პალასში“ მივიდა და ხმაურიანი განცხადებები ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე გააკეთა. რობაქიძემ ოქრუაშვილი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს.

    მისი მისვლის დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა.