Category: არქივი

  • “ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს”- სოსო რობაქიძე პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა

    “ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს”-ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე „შერატონ მეტეხი პალასში“ მივიდა და ხმაურიანი განცხადებები ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.  მისი მისვლის დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

    “ამათ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი შანსი რომ მთავრობაში მოვიდნენ, ვინც ამ ხალხის გვერდში დადგება ჩემ თვალში ის არის კრიმინალი, ერთადერთი გული მწყდება გუბაზ სანიკიძეზე რომელსაც პატივს ვცემდი და ცალკე დაველაპარაკები. ეს კაცი უნდა იყოს ციხეში ეს კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში და მაგიტომ ქმნის პარტიას რომ პოლიტპატიმარი დაირქვას! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში”,- განაცხადა  სოსო რობაქიძემ.

  • „ნაციონალურ მოძრაობაში“ რებრენდინგი იწყება

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პროექტების კონკურსს აცხადებს. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა რამდენიმე მიმართულებით მიიღონ და “ნაციონალურ მოძრაობას” იდეები გაუზიარონ.
    ჩვენ გვინდა, რომ გადაწყვეტილებები თქვენთან ერთად მივიღოთ!

    “სწორედ ამიტომ, გთხოვთ მოგვაწოდოთ პროექტები ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე:

    პარტიის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

    ელექტრონული კენჭისყრები
    პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შორის დისკუსიასა და ორმხრივი კომუნიკაციის მექანიზმებს

    გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობასა და ჩართულობის მეთოდებს

    პარტიის ახალი ლოგო

    პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული კრეატიული და ინოვაციურ იდეები”-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

    სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა.

    სასამართლომ კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოს, ან პარლამენტის წევრთა თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    კუპრავას თავდებში უდგებოდნენრომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, მამუკა ჩიქოვანი, ზაალ უდუმაშვილი და კობა ხაბაზი.

    გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. 

    სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს.

    აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების – გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.

  • “ქართულო ოცნებავ, ახია თქვენზე პოლიტიკაში რატომ გყავთ ესენი”-ადა მარშანია

    “ქართულო ოცნებავ, ახია თქვენზე პოლიტიკაში რატომ გყავთ ესენი”-ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ადა მარშანიამ ბოკერიასა და ვოლსკის დაპირისპირების შემდეგ გააკეთა.

    “ქართულო ოცნებავ, ახია თქვენზე როგორც იტყვიან ხალხურად, ესენი თქვენ რომ აქ ლექციებს გიკითხავენ, არცერთი ხმა ნაცებს, არც ერთი ხმა ქოცებს, ორივე უნდა წავიდეს პოლიტიკიდან..რატომ გყავთ ეს ხალხი პოლიტიკაში? პოლიტიკაში კარგი, ჯანდაბას, იყვნენ, პარლამენტში რატომ ზიან ესენი? თქვენი ბრალი არ არის ეს? “- განაცხადა მარშანიამ.

  • „შე ყეყეჩო”- პარლამენტში ვოლსკი და ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

    პარლამენტის სხდომათა  ერთმანეთს სიტყვიერად ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გია ვოლსკის სიტყვით გამოსვლისას მოხდა, მაშინ როცა ბოკერიამ რეპლიკით უპასუხა.

    „შე ყეყეჩო ადამიანო შენა, გიგა ბოკერია“- ამ სიტყვებით  გია ვოლსკიმ გიგა ბოკერიას მიმართა. ვოლსკიმ პარალმენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით მამაკაცი ყავარჯნით არ გაუუპატიურებია, ახალგაზრდა ქუჩაში არ მოუკლავს და არ უწამებია.

    “თქვენგან განსხვავებით ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი”-განაცხადა გია ვოლსკიმ, რასაც ადგილიდან გიგა ბოკერიას  ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა.

    სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის პარლამენტის სხდომაზე  რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ეთიკის წესები შეახსენა. 

  • ზვიად კუპრავას სასამართლო სხდომაზე პროკურორი არ გამოცხადდა

    ზვიად კუპრავას  საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, სასამართლოში პროკურორი არ გამოცხადდა.

    როგორც პროკურორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებიდან გახდა ცნობილი, ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა.

    დაცვის მხარემ კუპრავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების, ან პარლამენტის წევრების თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

    „ვფიქრობ, ჩემი პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. ეს შემიძლია ვთქვა, იმ სიურპრიზის შემდეგ, რაც აქ დამხვდა”, -განაცხადა კუპრავამ.

    გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

    ასევე გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

  • “მიდგომები ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, არ გამოვა”-კალაძე

    “მიდგომები ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, არ გამოვა”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    “კვლევაში ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდი რესურსი გააჩნია ჩვენს ქალაქს. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. აღნიშნული პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც სახეზეა, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ვფიქრობ, არავისთვის სასიამოვნო არ არის და არავის მოსწონს ის, თუ რა ხდება დღეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით.

    შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად და მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ, სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა კომპანია “დელოიტ საქართველომ“ (Deloitte)) თბილისის მერიის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. კვლევის თანახმად, თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ასევე ფარმაცევტული და კრეატიული სექტორები.

  • სასამართლომ 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

    გურჯანის რაიონულმა სასამართლომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    დაკავებული 40 წლის მამაკაცი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

    შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგო, რომელმაც ბავშვი გააჩინა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. გოგონა მე-11 კლასის მოსწავლეა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. არასრულწლოვანმა იმ დღესვე იმშობიარა.

    მომხდარზე გამოძიება,147-ე მუხლის მე-3 ნაწილილოს “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურებას გულისხმობს.

    დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.