Category: არქივი

  • საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს-უახლოესი დღეების პროგნოზი

    6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.

    თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

  • საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა

    საფრანგთის პარლამენტის დეპუტატი ჟან-ლუკ რეიცერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters- ი წერს.

    როგორც გამოცემა აღნიშნავს, 68 წლის პარლამენტარი ჰოსპიტალიზებულია და მისი მდგომარეობა მძიმეა. კორონავირუსით ასევე დაინფიცირებულია საფრანგეთის პარლამენტის სასადილოს ერთი თანამშრომელი.

    ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 423 შემთხვევა დადასტურდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 12 – გამოჯანმრთელდა.

  • “ეს არარაობა საუბრობს ახლა იმედზე”- თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტს დაუპირისპირდა

    “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი იმედის ჟურნალისტს სოფო ბერიძეს არარაობა უწოდა. დაპირისპირების მიზეზი ჟურნალისტის ტექსტი გახდა, რომლის შინაარსსაც ჩერგოლეიშვილი არ ეთანხმება.

    “აი ეს არარაობა საუბრობს ახლა იმედზე.
    ტექსტი:
    “ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კვლავ არაა მზად თავადაც წავიდეს კომპრომისზე”.
    აი ამ არარაობამ ვერ აიტანა “ც” -ზე გიგას შესწორება და დრამა დადგა.
    პატივისცემას ითხოვდა.
    ერთი მიზეზი მითხარით, რატომ უნდა სცე პატივი ადამიანს რომელიც საკუთარ თავს არ სცემს პატივს.
    არ ენაღვლება რა ამოსდის პირიდან.
    არ მახსოვს ამ რეპორტიორს რა ქვია და ამიტომ სახელით ვერ მივმართავ, მაგრამ:
    1. ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება პროპორციულ არჩევნებზე.
    2. ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია სიტყვა და ჩააგდო ეს დაპირება.
    3. ოპოზიციამ მზადყოფნა გამოთქვა კომპრომისზე და დაასახელა კიდეც რა არის ეს კომპრომისი 130/20.
    მაგრამ ეს ისეთი არარაობაა, რომ ფაქტები, რიცხვები, გარემოებები – ცალ ფეხზე ჰკიდია. არც თავმოყვარეობა აქვს.
    დგას, ურიკინებს ტყუილებს – არარაობად თავს რომ აგრძნობინებ (სარკეში დაანახებ თავს) დრამას დგამს”-წერს ჩერგოლეიშვილი.

  • თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ “იმედის” ჟურნალისტის შეურაცხყოფას კოლეგები აპროტესტებენ და მხარდაჭერას უცხადებენ

    ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, სოფო ბერიძის მიმართ გამოცემა „ტაბულას“ ხელმძღვანლის, თამარ ჩერგოლეიშვილის შეურაცხმყოფელ პოსტს, რომელშიც „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ცოლი მას „არარაობას“ უწოდებს, იმედის ჟურნალისტები აპროტესტებენ და კოლეგას მხარდაჭერას უცხადებენ.

    „ცოლმაც დაკარგა სახე და კვირას, 21:00 საათზე ორივე მიიღებს პასუხს და ჩავახედებ კიდეც სარკეში! ისტერიჩკა დედაკაცი სოფო ბერიძე, შენ ხარ საუკეთესო! – წერს „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ირაკლი ჩიხლაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

    „როგორც ერთი რიგითი პროდიუსერი, ამაყი ვარ, რომ შენნაირი პროფესიონალი ჰყავს “იმედს” და ვერასოდეს გახდები ჩერგოების ბულინგის მსხვერპლი! ვითომევროპელები..სოფო ბერიძე”, – წერს „იმედის“ პროდიუსერი ელისო ღვინიანიძე.

    „დიდი ხანია, კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჟურნალისტთან “დებატებში” შესვლის ახალი სტილი აქვს ზოგიერთ “პოლიტიკოსს” არჩეული, “ნოუჰაუა” – პასუხს თავი ჟურნალისტთან “შპილკაობით” აარიდო, მაგრამ ეგეც რომ არ გამოგდის?! :))) -#თქვენიდემოკრატიულისტანდარტიარგაიშვას , სოფო ბერიძე – წერს იმედის თოქშოუ „არენას“ წამყვანი რუსა შელია. 

    “კიდევ კარგი მეხსიერება გვაქვს (ბევრს არ შერჩა ) და კარგად გვახსოვს (ბევრს დაავიწყდა) მათ დაკრულზე როგორ ცეკვავდნენ ( ბევრი ახლაც აგრძელებს) ახლა სიმართლე რომ ესმით აღარ იციან როგორ ჩაახშონ ( ადრე არ უჭირდათ ადვილად გასდიოდათროგორ მოინელონ და ღვარძლს ანთხევენ ეს მართლა სახედაკარგულები P.S მთელი დღე გადაღებაზე ვიყავი, ახლა მოვიცალე დამეწერა #აქიმედია – წერს „იმედის კვირის“ ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი. 

    სოფო ბერიძეს მხარდაჭერას კოლეგები სხვა მედიასაშუალებებიდანაც უცხადებენ. თამარ ჩერგოლიშვილი იმედის ჟურნალისტისა და გიგა ბოკერიას შორის კამათმა გააღიზიანა, რის გამოც სოფო ბერიძეს არარაობა უწოდა.

  • ქალთა მოძრაობა 8 მარტს აქცია-პერფორმანსს გამართავს

    ფემიციდის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობა 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე ფილარმონაისთან აქცია-პერფორმანსს გამართავს. ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ ფემიციდში დამნაშავეს ყველა სხვაში ხედავს და დროა პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს.

    “ქალთა მოძრაობა ფილარმონიის წინ გამართავს პერფომანს იმ გულგრილობის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ქალზე ძალადობის მიმართ. თუ ხარ ქალი, თუ თვლი რომ ქალებს ქალობისთვის სჯიან, თუ იბრძვი საკუთარი და სხვა ქალების უფლებების დასაცავად მოდი!”  – წერს ქალთა მოძრაობა.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა მახათას მთაზე – არის მსხვერპლი

    თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. 

    ადგილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა.

    შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!“-რა ბედი ელით იტალიაში მყოფ საქართველოს არალეგალ ემიგრანტებს?!

    სოციალურ ქსელში წერილი გავრცელდა, სადაც იტალიაში მცხოვრები არალეგალი ქართველი ქალი, საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს.

    „იტალიის ხელისუფლება სრულ მზადყოფნას აცხადებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებაც მზადაა დაიცვას მოსახლეობა, მაგრამ ვინ დაგვიცავს ჩვენ, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს?! მით უფრო, როცა იტალიის ხელისუფლებამ ჩვენი არსებობაც კი არ იცის, ოფიციალურად. საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებად მოვიაზრებით და შინ დაბრუნების შემთხვევაში, ჯარიმითაც გვემუქრება. ბატონო გიორგი, კორონავირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?! გთხოვთ, განგვიმარტოთ, იღებს ვინმე ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუ მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!“ – ნათქვამია წერილში.

  • დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

    დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

    ბიბისის ცნობით, გარდაცვლილია 70 წლის ქალბატონი. მას ბოლო პერიოდში  ქვეყანა არ დაუტოვებია.

    ბოლო მონაცემებიით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 116 შემთხვევაა გამოვლენილი.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    “თელასის” ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ხუდადოვის, სამღერეთის, ფილიას, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ინტერნატის, მაღალაშვილის, ირემაშვილის, ჟღენტის, ტყიბულის, ჩარგლის და ხვანჭკარის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების და დვალის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, ზაჰესის დასახლების, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის და გაგრის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ბადრი კობახიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 01:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეივნის, გულუას, ნიშნიანიძის, ნადიკვარის, გორგასლის, კალანდაძის, ორთაჭალის, მეფე სოლომონ II-ის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გულუას და დიმიტრი გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სიონის, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის, ტყავის, ჩიხის, ბამბის რიგის, ერეკლე მეორეს და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნადიკვრის და გრიგოლ ვოლსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, მუხადგვერდის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, შარტავას, კანდელაკის, ანაგის და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დოლიძის, ბალანჩივაძის და ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბუხაიძის, ჩაისუბნის და დოქის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სევანის შესახვევის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • კორონავირუსის გამო „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში რეისები შეაჩერა

    კორონავირუსის საფრთხის გამო ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა.

    განცხადება ამის შესახებ ავიაკომპანია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანიაში  გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

    ავიაკომპანიის გაუქმებული რეისების ყველა მგზავრს გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს შერჩევა შესთავაზეს.

    მილანის ბერგამოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 8 მარტიდან 7 აპრილამდე შეჩერდება.

    იმავე პერიოდში შეჩერდება ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები.

    ავიაკომპანიამ ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.