Category: არქივი

  • თბილისის ზღვაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

    თბილისის ზღვაზე 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, ცხედარი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “The Washington Times”- მა ვლადიმერ ზელენსკის სტატია მიუძღვნა

    „უკრაინის ახალი დასაწყისი“ – აღნიშნული სათაურით სტატია “The Washington Times”- მა გამოაქვეყნა. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად, უკრაინაში კორუფციასთან მებრძოლი მიხეილ სააკაშვილი დააბრუნა. ავტორის შეფასებით, ახალმა პრეზიდენტმა მთავარ მიზნად დაისახა უკრაინა ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად აქციოს, რომელიც არც “რუსეთის უმცროსი და” იქნება და არც კორუმპირებული პარტნიორი ევროპისთვის.

    სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკის ასევე სურს ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გააწევრიანოს, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება შიდა პრობლემების მოგვარების გარეშე. “ზელენსკი სწორ გზაზე დგას, მაგრამ დახმარება სჭირდება,”- წერს “The Washington Times”-ი.

  • ბეშიქთაშის გუნდმა მატჩის წინ სასტუმროში მეძავები გამოიძახა

    ბეშიქთაშის 16-წლამდე გუნდმა სასტუმროში მეძავები გამოიძახა. ამის შესახებ ინფორმაციას “The Sun”- ი ავრცელებს.

    ბეშიქთაშის 16-წლამდე გუნდმა საბერძნეთში, საერთაშორისო ტურნირის მატჩამდე, რამდენიმე მეძავი სწორედ იმ სასტუმროში გამოიძახა, სადაც გუნდი იკრიბებოდა, დილით კი მეძავებმა  გუნდთან ერთად ისადილეს.,

    2003 წელს დაბადებული, სკანდალში გახვეული ფეხბურთელები ბეშიქთაშმა დასაჯა და თამაშის უფლება არ მისცა.

  • ლარმა ვარდნა დაიწყო

    13 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 1 დოლარის ღირებულებამ  2.7389 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7342 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან  მიმართებაში – 0.47 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0914 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0940 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4687 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტიც, რომელიც  3.4716 ლარი ეღირება.

  • სასტუმრო „კასტელო მარემ“ რუსეთის დროშა ჩამოხსნა

    სასტუმრო „კასტელო მარედან“ რუსეთის დროშა ჩამოხსნეს. 

    სასტუმროს ადმინისტრაცია ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მათი პოზიციაა პოლიტიკას არ უკავშირდება.

    „რუსეთის დროშასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის, ეს არის სტუმრის პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერი.

    ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არც ერთ შემთხვევაში არ ვიზიარებთ სხვა პოზიციას!!

    აქვე აღვნიშნავთ, რომ დროშა ჩამოხსნილია“ – აღნიშნულია  სასტუმროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • სასტუმრო “კასტელო მარეს” ეზოში რუსული დროშა ფრიალებს

    აჭარის რეგიონში,  ციხისძირში, სასტუმრო “კასტელო მარეში” ეზოში რუსული დროშა ფრიალებს. ამის შესახებ ინფორმაცია და კადრები  ადგილობრივმა ტელეკომპანიამ  TV 25-მა გაავრცელა.

    სასტუმროში განმარტეს, რომ რუსეთის დროშის აღმართვა, რუსი სტუმრების დიდ რაოდენობას უკავშირდება, მათი პოლიტიკის მიხედვით, თუ სტუმრების 45 %-ზე მეტი რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება ქვეყნის დროშა იკიდება მათ საპატივცემულოდ.

    მოგვიანებით, სასტუმროში განმარტეს რომ დროშა ჩამოხსნილია და მისი აღმართვა სტუმრის პატივისცემას უკავშირდებოდა. 

  • ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

    ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა – ამის შესახებ განცხადებას კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

    “„ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა.

    შპს ჯორჯიან მანგანეზის კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კომპანიამ შესაბამისი ინსპექტირება სერტიფიცირებულ, კვალიფიციურ ორგანიზაციას დაუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წლების განმავლობაში საკუთარი რესურსით ახორციელდება სამგზავრო საბაგიროების მოვლა-პატრონობას, აუცილებელ სარემონტო სამუშაოებსა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებებს, ექსპერტთა მიერ შედგენილმა დასკვნამ ცხადყო, რომ მოწყობილობების სიძველიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარულ (ვიზუალურად უხილავი) დეფექტებს (ბზარები, ცვეთა, წყვეტა და ა.შ.).

    შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ დამატებით ჩაატაროს ინსტრუმენტული შემოწმება (დეფექტოსკოპია), რათა სრულად შეისწავლოს ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს მოწყობილობების უსაფრთხო მუშაობაზე.

    ამასთან, სანამ კომპანია არ დარწმუნდება, რომ სამგზავრო საბაგიროების მოწყობილობები საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, კომპანია აჩერებს თერთმეტივე სამგზავრო საბაგიროს მუშაობას. დამატებითი კვლევის ჩატარება დაახლოებით 20-25 დღეს საჭიროებს.

    გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქალაქ ჭიათურაში არსებული საბაგიროები მოსახლეობის, მათ შორის კომპანიის თანამშრომლების გადაადგილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, კომპანიამ მოძებნა გზა, რომლითაც გარდამავალ პერიოდში მათი ალტერნატიული ტრანსპორტით უფასოდ უზრუნველყოფა მოხდება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა” მოლაპარაკებები აწარმოა სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც ავტომანქანები უკვე გამოყო და მომსახლეობის მოემსახურება დაიწყო. კომპანიამ, ასევე, საქმის კურსში ჩააყენა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც და ითხოვა სამომავლო გეგმის ჩამოყალიბებისათვის სამუშაო შეხვედრის ორგანიზება.

    აღსანიშნავია, რომ ჭიათურის 11 საბაგირო „ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაშია და ის წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება”,-აღნიშნულია “ჯორჯიან მანგანეზის”მიერ გავრცელებულ  განცხადებაში. 

  • ოფიციალურად: კაირი ირვინგმა ბოსტონის შემოთავაზებულ კონტრაქტზე უარი თქვა და თავისუფალი აგენტი გახდა

    ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერვარსკვლავი კაირი ირვინგი თავისუფალი აგენტი გახდა. მან უარი განაცხადა ბოსტონის მიერ შემოთავაზებულ 21 მილიონიან კონტრაქტზე და თავისუფალ ბაზარზე გასვლა ამჯობინა.

    ამ სეზონში არაერთხელ იწერებოდა იმის თაობაზე, რომ კაირის ბოსტონში ყოფნა არ მოსწონს და რომ მას გუნდელებთან კონფლიქტი ჰქონდა. ანალიტიკოსები კაირის მომავალ გუნდად ლოს ანჯელეს ლეიკერსს ან ბრუკლინ ნეთს ასახელებენ. მათი მტკიცებით, სწორედ ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს არჩევანს ირვინგი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კაირიმ საკუთარი აგენტი სამსახურიდან გაათავისუფლა და ჯეიზის კომპანიას შეუერთდა. შეგახენებეთ, ჯეიზი ბრუკლინ ნეთსის მფლობელია.

    ამასთანავე ცნობილი გახდა ისიც, რომ კაირი ამ დროისთვის ნიუ-იორკში იმყოფება.

    ალბათ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კაირიმ ბოსტონის მაისურით ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა, თუმცა საინტერესოა არჩევანს რომელ გუნდზე შეაჩერებს ამერიკელი სუპერვარსკვლავი.

  • რუსთავში 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

    რუსთავში, 32 წლის ქალის ცხედარი ნახეს. ახალგზარდა ქალი  ბინაში 2 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ბავშვები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში თამაშობდნენ, სახლში ასვლისას კი კარები არავინ გაუღო. ამის შემდეგ მეზობლებმა გადაწყვიტეს ბავშვების მამას დაკავშირებოდნენ, თუმცა ბინაში შესვლა ვერც მან მოახერხა რის გამოც ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს.

    მაშველებმა ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ოთახების დათვალიერებისას კი სამზარეულოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.