Category: არქივი

  • ნატოში საქართველოს შესაძლო დაჩქარებული მიღება, რუსეთისთვის საგანგაშოა – კარასინი

    ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე- ეს განცხადება კარასინმა საქართველოს ნატოში შესაძლო  გაწევრიანების გამო გააკეთა-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

    გრიგორი კარასინმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს არ “აწყობს” ამერიკის სახელმწიფო მდივნის იმ განცხადების ტონი, რომლის დროსაც მაიკ პომპეომ საქართველოს მიერ რუსეთისა და ჩინეთის გავლენების დაძლევის შესახებ ისაუბრა.

    “დასავლეთში ნერვიულობა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობები მყარდება. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველო უკვე არის გარკვეული ბლოკის შემადგენელი ნაწილი, რომელზეც შესაძლებელია დაყრდნობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული არამეგობრული მოქმედების შემთხვევაში. ეს ხალხი გააქტიურდა და ნატოს დეკემბრის სამიტისთვის ემზადება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პომპეო ღიად აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღებაა საჭირო. იმის თქმა, რომ ეს ვითარება რუსეთისთვის საგანგაშოა, ძალიან რბილი ნათქვამი იქნება. სინამდვილეში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე. თუ რა უნდა გაკეთდეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ეს საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ის, რაც პომპეომ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ თქვა, არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ გვაწყობს,”-განაცხადა კარასინმა.

  • ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა

    ჩინეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 61 ადამიანი დაიღუპა.

    მაშველებმა 4300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.სტიქიის ეპიცენტრებიდან 356 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

    ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის  მინისტრის ინფორმაციით,   9300 სახლი სტიქიამდაანგრია, ასევე განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3,71 მილიონი ჰექტარი მიწა, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე.ზარალი  1,93 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 

  • „შენ ხარ ივანიშვილის მიერ სოლოლაკის ბაზრობაზე ნაყიდი მონა“–გუბაზ სანიკიძე ლადო კახაძეს პასუხობს

    გუბაზ სანიკიძე ლადო კახაძეს ივანიშვილის მიერ ნაყიდ მონას უწოდებს და ურჩევს მასთან შეხვედრას მოერიდოს. გადაცემა “ბარიერში“ სანიკიძემ ლადო კახაძის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც მთაწმინდის ახლადარჩეული დეპუტატი ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძე მამამისს (ლევან სანიკიძეს) არცხვენს. გუბაზ სანიკისძეს კახაძის ამ განცხადებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა.
    “ოცნების ახალი სახე არის ლადო კახაძე რომ ყავთ, სოლოლაკის ბაზრობაზე ახალი ნაყიდი მონა ბიძინას მიერ, ჩემზე რომ ლაპარაკობს მამას არცხვენსო. ლადო არა გრცხვენია? პრესტუპნიკების გაყვანილი დეპუტატი ხარ. არ გრცხვენია ამას რომ ლაპარაკობ? და საერთოდ ენა დაიმოკლე როცა მამაჩემს ახსენებ. რა იცი შენ მამაჩემის შესახებ? ერთადერთი ის იცი რომ მისი წიგნებიდან ციტატებს იპარავ და მერე სუფრაზე სადღეგრძელოებში ყვები. დაოკდი. შენი სტატუსი არის არღნის ჩიტობა და გააგრძელე არღნის ჩიტობა. ბიძინას არღნის ჩიტი ხარ შენ. მეორეჯერ მამაჩემი არ ახსენო და საერთოდ მოერიდე ჩემთან შეხვედრას. ეს ახლად გამოჩეკილი მამლუქი ბიძინასი ესა. უსირცხვილო შენ, როგორ არ გრცხვენია ნამსუზე და ღირსებაზე როგორ ლაპარაკობ. მეშოკივით დაგდეს პარლამენტში. მთელი ხელისუფლება დარბოდა და ძლივს გაგათრიეს იქა.ეს ნაცარა ესა, ეს ყურცქვიტა.“–თქვა “ბარიერში~ გუბაზ სანიკიძემ.
    ლადო კახაძემ გუბაზ სანიკიძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მტერს უწოდებს.
    “თურმე გუბაზ სანიკიძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი… ადამიანი, რომელსაც სანიკიძემ მტერი უწოდა არის ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც რეჟიმისგან გვიხსნა, სიკვდილისგან, წამებისგან გვიხსნა და თუ სანიკიძისთვის ბიძინა ივანიშვილი მტერია, მაშინ გუბაზ სანიკიძისთვის მეც მტერი ვარ.არის რაღაცეები რაც უბრალოდ ადამიანობის და კაცობის ზღვარს ცდება. სანიკიძეს ხალხი პატივს სცემდა პირველ რიგში მამამისის გამო და ალბათ მამამისსაც ძალიან შერცხვებოდა დღეს მისი სიტყვების, ქცევის გამო. პოლიტიკას სვრიან სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც ყველაფრის მკადრებელია.“–თქვა ლადო კახაძემ ორი დღის წინ.
  • “პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ“ – სოფელ დაშთაფას მოსახლეობამ პომიდვრის მოსავალი საკუთარი ხელით გაანადგურა

    მარნეულის რაიონის მცხოვრებლების პროტესტი – სოფელ დაშთაფას მოსახლეობამ საკუთარი მოსავალი ქუჩებში გამოიტანა და მთელი წლის ნაშრომი საკუთარი ხელით გაანადგურა.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ტონობით მოსავალი ულპებათ და პომიდვრის გასაღებას ვეღარ ახერხებენ.

    ადგილობრივი წარმოების ნაცვლად, მარნეულის მოსახლეობა ამბობს, რომ მმართველი გუნდი ხელს იმპორტირებული პროდუქციის შემოტანას უწობს და ადგილობრივ მეწარმეებს კონკურენციის საშუალებას ართმევს.

    აქციის მონაწილეებთან დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საკრებულოს წევრიც მივიდა.

    ადგილობრივები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ წყლის დეფიციტსაც განიცდიან და მოსავლის მორწყვას ვერ ახერხებენ. წყალი მას შემდეგ გაუშვეს სოფელში, რაც გაიგეს, რომ ადგილზე “რუსთავი 2”- მიდიოდა.

    „ბანკიდან კრედიტი გამოვიტანეთ და პამიდორი დავთესეთ, ამასაც ვერ ვყიდით. სხვა ქვეყნებიდან შემოდის პამიდორი, ჩვენი მოსავალი კი სახლებში გვიფუჭდება, ბაზარშიც ვერ გაგვიტანია. მოსავალს რომ ვერ ვრწყავთ, ეს ცალკე პრობლემაა, წყალი მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც გაიგეს რომ “რუსთავი2” მოდის. ხელისუფლება დროულად თუ არ მოგვხედავს, მარნეულში ცენტრალურ გზას გადავკეტავთ“ – ამბობს სოფელ დაშთაფას ერთ-ერთი მკვიდრი, თამაზ მამედოვი.

    მოსახლეობის თქმით, თუ ცენტრალური ხელისუფლება დროულად მათ ყურადღებას არ მიაქცევს, ისინი პროტესტს რადიკალურ ზომებს მიმართავენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

    „ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნით საკუთარ ბიზნესს მოეშვას და ხალხს მიაქციოს ყურადღება. მე “ოცნების” მხარდამჭერი ვიყავი მაგრამ დღეს ამ მთავრობიდან მოტყუებული ვარ. ტონობით პამიდორი გამიფუჭდა. 20 კაპიკადაც ვერ ვყიდით. სოფელში ყველა ყრის პომიდორს. ივანიშვილმა გაიგოს, რომ თუ ხალხის პრობლემით არ დაინტერესდება, გზას გადავკეტავთ. პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ, სხვა გამოსავალი არ მაქვს“ – განაცხადა ჰუმბათ ჯალილოვმა.

    სოფელ დაშთაფაში მცხოვრებლები ხელისუფლებას ყურადღებას და დახმარებას სთხოვენ.

    „სააკაშვილის დროს ასე არ ვიტანჯებოდით, ნორმალურად ვყიდდით მოსავალს. ივანიშვილი კი მხოლოდ საკუთარ ბიზნესს ავითარებს. ჩვენნაირი მშრომელი ხალხი კი ასე ვიტანჯებით,“ – ამბობს სოფელ დაშთაფას მკვიდრი, აილიას გაჰრამანოვი.

  • გადავუდგებით წინ ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ გადაადგილდნენ-ბრეგაძე ლგბტ პრაიდზე

    “გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ,” –  “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ივნისში დაგეგმილ ლგბტქ პრაიდს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი  ლგბტქ მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.  პრაიდთან დაკაცშირებით სანდრო ბრეგაძემ მედიაცენტრ “მთავარში” პრესკონფერენცია გამართა.

    ბრეგაძე ამბობს, რომ მარშის ჩატარებას რისკებს შეიცავს, რადგან მის წინააღმდეგ 100 ათასი ადამიანი გამოვა. 

    “ცალსახად გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ლგბტ მარში, აღლუმი არ ჩატარდება და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ლგბტ მარშის ჩატარებას. რამდენიმე დღე არის დარჩენილი ამ ავადსახსენებელი ლგბტ კვირეულის დაწყებამდე და ერთი რამე იცოდეს ყველამ, არცერთ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი შანსი იმისა, რომ მამათმავლების და ლესბოსელების აღლუმი გაიმართოს საქართველოს დედაქალაქში. ამაზე ფიქრიც კი თავიდან უნდა ამოიგდონ იმ გარყვნილმა და მოღალატეობრივმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ უმცირესობების ხარჯზე თანხების მოძიებას და ამითი თავისი კეთილდღეობის მოწყობას. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითების ჯგუფი. ჩვენ მშვიდობიანად არ დავუშვებთ ამას, ყველანი გადავალთ სხვა მუშაობის რეჟიმზე განსაკუთრებით 23-ში. მოხდება სრული მობილიზება, გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ, ოღონდ ეს იქნება მშვიდობიანად, არანაირი ძალადობა აქ არ იქნება.

    “ქართველი ერის და საქართვლოს მოსახლეობის განწყობა არის ცალსახა, რომ გარყვნილების აღლუმი ე.წ. ლგბტ გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება. სერიოზული რისკების წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა. შსს-მ რაც აუხსნა მათ, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური და რეალური. საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს ასი ათასი ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ეს ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ ვაცხადებთ რომ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან, მოვუწოდებთ, როგორც შსსმ- მოუწოდა,“, –განაცხადა ბრეგაძემ.

    ლგბტ პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს ჩატარდება.

  • “2- ჯერ დაეჯახა მანქანა” – “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი 14 წლის გოგონაა

    “ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო მსვერპლი.14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს ეჭვს უჩენდა, რომ მას ამის გაკეთებას ვიღაც აიძულებდა. 

    „დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთნავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშის თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც მიდის იქითკენ, რომ ბავშვს ნათამაშები აქვს „ლურჯი ვეშაპი”, – განაცხადა ბავშვის დეიდამ.

    „9 ივნისს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 14 წლის პაციენტი კლინიკაში 112-მა შემოიყვანა. ბავშვი იპოვეს ბინაში, მას სავარაუდოდ, გული ჰქონდა გაჩერებული. მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. გოგონას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. გულის მუშაობა აღდგა და ამჟამად ბავშვი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ამ ეტაპზე მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – განაცხადა ექიმმა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის” – ბოკერია კანონში შესატან რეგულაციებზე

    „ეს არის პირდაპირი საფრთხე მედიისა და პოლიტიკური დისკუსიის თავისუფლებისთვის, რომელსაც ამართლებენ, ვითომ კეთილშობილური დროშით სიძულვილის ენის წინააღმდეგ,“ –  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლების ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ  “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.

    ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია, სინამდვილეში თავისუფალი მედიის და ოპოზიციის დევნის ახალი გეგმაა.

    „მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი არიან სიძულვილის მებაირახტრეები. სიძულვილის ენას სჭირდება თვითრეგულირება და პოლიტიკური პრინციპები და არა სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ სცადა აკრძალვა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კლიპების. მაშინ, როდესაც საკანონმდებლო საბაბიც კი არ ჰქონდათ. ახლა უნდათ, რომ შექმნამ ეს საბაბი, რომ ეფექტურად შეზღუდონ სიტყვის, მედიის, პოლიტიკური დისკუსიის, პოლიტიკური ოპონენტების სიტყვის თავისუფლება საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. მოქმედებენ სრულიად უტიფრად. ვიცით, რომ საქართველოს გააჩნია დღეს სამაგალითო კანონმდებლობა სიტყვის და პრესის თავისუფლების თვალსაზრისით. ახლა მათ სურთ, ეს საფუძველი გამოაცალონ ჩვენს დემოკრატიას იმიტომ, რომ შეშფოთებულები არიან საპარლამენტო არჩევნების წინ

    ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ სრულიად უკომპრომისო, აბსოლუტურ დაპირისპირებაზე მოდის და უნდათ, რომ მოასწრონ ეს საარჩევნო შემდეგი სეზონის დაწყების წინ. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა და ყველა დემოკრატიული და კანონიერი მეთოდით დავუპირისპირდეთ მათ და მძიმე პოლიტიკური ფასი დავუჯინოთ. რადგან აირჩიეს სრული კონფრონტაცია საზოგადოებასთან და დემოკრატიულ ოპოზიციასთან, ჩვენ უნდა მივიღოთ და ვიღებთ ამ გამოწვევას. მათ არ მოსწონთ დღევანდელი კანონმდებლობა იმიტომ, რომ ის იცავს პოლიტიკური ოპონენტის, მედიის, ჟურნალისტის თავისუფლებას და რთულია, ხელისუფლებამ ამ კანონმდებლობის დაცვით შეზღუდოს კრიტიკა,“ – განაცხადაბოკერიამ.

    არსებული კანონმდებლობით, თუ რომელიმე მაუწყებელი სიძულვილის ენას გამოიყენებდა, საკითხს თვითრეგულირების ორგანო განიხილავდა, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ კი საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

  • გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

    გორთან, კარალეთი-ძევერის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.   ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

    დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

  • მსოფლიოს თეატრების ხელმძღვანელებს პაატა ბურჭულაძის დაპატიმრების შესახებ აფრთხილებენ.ბურჭულაძე ივანიშვილს ადანაშაულებს

    პაატა ბურჭულაძე მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ახალ შეტევაზე საუბრობს. როგორც მსოფლიო ბანი ამბობს, გადაწყვეტილია მისი რეპუტაციის დაზიანება.

    ბოლო პერიოდში მსოფლიოს წამყვან თეატრებში უცნობი პირი რეკავს და ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძესთან, რომელსაც პატიმრობა ემუქრება ინტერვიუს ჩაწერა სურს. „ვიღაცა რეკავს თეატრებში, ეკითხება, შეიძლება ბურჭულაძესთან ინტერვიუს გაკეთება? თეატრები ეკითხებიან, თქვენ რატომ რეკავთ? იმიტომ რომ ახლა აღძრულია მის წინააღმდეგ საქმე და შვიდიდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება – ასეთი პასუხი არის აქედან.

    რაც მთავარია, მე რომ მივხვდე, რომ მე მიკეთებენ ამას, ეს ადამიანი ამბობს, რომ – ჩემი გვარი არის სააკიან. რომ მივხვდე ვინ რეკავს და რატომ. ეს თუ ღირს ჩემთან ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი გაფუჭდეს. ჩემს მეგობრებს ვერ ვეუბნები,რომ ჩამოდით-მეთქი საქართველოში, იმიტომ რომ ვერავის დააჯერებ, რომ შეიძლება შეკერილი საქმე იყოს. ვერ დააჯერებ, რომ შეიძლება ერთ ადამიანს არ უნდოდეს და პროკურატურა წავიდეს ამაზე, აიღოს ისეთი ბინძური საქმე, რომ ადამიანზე აღძრას საქმე, რომელზეც პროკურორმაც იცის, მთავარმა პროკურორმაც და ყველამ რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყნარად დაიძინოს ყველაფერზე ხელს აწერს,“-ამბობს პაატა ბურჭულაძე.

    ადვოკატი კი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მორალურ ტერორს აქვს ადგილი. თეონა ჯორბენაძის თქმით, ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმე ორი წელია აღძრულია, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა მსოფლიო ბანის წინააღმდეგ აღძრული საქმე.

    „ძალიან ზუსტი შეფასება მოვისმინე, ამ ბოლო დროს, ის რაც მოუწყვეს ფონდ „იავნანას” და ორი საუკუნის ყველაზე ცნობილ ქართველ არტისტს, ნამდვილად იყო მორალური ტერაქტი, თავდასხმა და ამ სერიალების გადაღება, შემდეგ პროკურატურის ჩართვა,რომ როგორმე გაენადგურებინათ.

    ეჭვი ორგანიზებული შეტევის და მიზანმიმართული შავი პიარის შესახებ, საერთაშორისო კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორს გაუჩნდა და საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა. კომპანია, რომელიც მსოფლიო არტისტებს აერთიანებს, განმარტებას თადუმაძის უწყებისგან ითხოვს. საქმე ეხება მსოფლიოს წამყვან თეატრებში ერთი და იგივე ტექსტით და ერთი და იგივე ავტორის მიერ განხორციელებულ ზარებს, რომელიც მიზნად ისახავს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციას. ზარის ავტორი საერთო სქემით მოქმედებს – თავდაპირველად ამბობს, რომ სურს ინტერვიუ მსოფლიო ბანთან, თემად კი მის მოსალოდნელ დაპატიმრებას ასახელებს. ზარის ავტორი ამ ფორმით წამყვან თეატრებში ტოვებს მთავარ გზავნილს, რომ პაატა ბურჭულაძეს საქართველოში 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

    “2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ. რასაც საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი. გავიდა ერთი წელიწადი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს. გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

    ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა,”-ნათქვამია წერილში, რომელიც შალვა თადუმაძის სახელზე გაიგზავნა.

  • 14 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 14 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

    “თელასის” ცნობით, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

    სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, აეროპორტის დასახლების, თვალჭრელიძის, ენუქიძის, ქიზიყის, კოტეტიშივლის, კუპრაძის, მაჭავარიანი-წერეთლის, სადგურის, რწმენის, სესილია თაყაიშვილის, თრიალეთის, ჯავხეთის, რაფაელ დვალის, აკაკი ჩხენკელის, ქინძმარაულის, რქაწითელის, საფერავის, ნაკადულის, ზემო მეტალურგიის, ჩხიკვაძის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ჯაფარიძის და ურეკის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის, ავჭალის გზატკეცილის, შენგელიას, ახმეტელის, ალეკო გობრონიძის, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ხიზამბარელის, ჭრებალოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ბარისახოს (ნაწილობრვ), დავით სარაჯიშვილის, გაგრის, უწერის და გელა ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, თაბუკაშვილის, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მირცხულავას, ტრანსპორტის, თორნიკე ერისთავის, პროლეტარის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს. ისნის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, ძეგლევის, თელავის, ძევერის, შორაპნის, შირაქის, ზინდისის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, დოესის და გარეკახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის მცხოვრებლებს.

    კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.