Category: არქივი

  • ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსით ინფიცირებული სპეცტანსაცმლით მოინახულა (ვიდეო)

    ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მოინახულა. მედიაში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს თუ ირგებს სპეცტანსაცმელს რუსეთის პრეზიდენტი ავადმყოფთან შესვლამდე.

    ახლადგახსნილ საავადმყოში ვიზიტამდე, კორონავირუსთან ბროლის საკითხებთან დაკავშირებითკრემლში თათბირი გაიმართა.

    თათბირის დასრულების შემდეგ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა დონეზეა გავრცელებული კორონავირუსი რუსეთის რეგიონებში. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების დინამიკა ძალიან  მაღალია.

    {{VIDEO}}

  • დღეს გამოვლენილ ერთ–ერთ პაციენტს კოლეგებთან ქონდა შეხვედრა–მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლოს გამოვლენილი ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთი ამერიკის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი სამი  მარნეულს. მისი ინფორმაციით კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ–ერთ პაციენტს ჰქონდა შეხვედრა კოლეგებთან, თუმცა ამ დროს ჯანმრთელი იყო.

    „დღეს დილიდან კვლევა ჩაუტარდა 12 პაციენტს. როგორც გითხარით, აქედან 1 დადასტურდა, ხოლო 11 პასუხი იყო ნეგატიური. ახლა აღებულია დაახლოებით ამდენივე ტესტირება და დილას მოგახსენებთ პასუხებს,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

    ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრის დროს, როგორც ვიცი, ჯანმრთელი იყო. როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის მერე გამოუვლინდა კლინიკური ნიშნები. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ამ პირთან არსებული კონტაქტების მოკვლევა გაგრძელდება,“ – ამბობს ეზუგბაია.

    გარდა ამისა დღეს დადასტურებულ ინფიცირებულთა შორის არის რამდენიმე ადამიანი, რომელთა პირველადი ტესტირების შედეგი ნეგატიური ან სუსტი დადებითი იყო.

  • თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

    თიბისის ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, თიბისის ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს.

    თიბისის ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი თიბისი ბიზნესისთვის ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა.

    თიბისის ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – www.tbcbusiness.ge.

    ბიზნესტრენინგები თიბისის ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან.

    ამ დრომდე თიბისის ბიზნესტრენინგი სხვადასხვა ბიზნესის 28 000-მა წარმომადგენელმა გაიარა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.

    ინფორმაციისთვის, 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

  • ვის შეეძლება კორონავირუსის სწრაფი ტესტით სარგებლობა

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის სწრაფი ტესტებით სარგებლობა ყველას არ შეეძლება და ის პირველ რიგში გარკვეულ ჯგუფებს მოხმარდება.

    გაბუნია აცხადებს, რომ უსიმპტომო ადამიანის გამოკვლევა, რომელსაც არც კონტაქტი ჰქონია, არანირი ტესტით რეკომენდირებული არ არის.

    ,,ისარგებლებენ მაღალი რისკის ჯგუფები, კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, მათი ხშირი კონტაქტებიდან გამომდინარე არიან რისკის მატარებლები. ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები. ის პირები ვისაც აქვს მაღალი რისკი, იმოგზაურეს, აქვთ გამოხატული სიმპტომები, ჯერჯერობით ეს იქნება მთავარი სამიზნე ჯგუფები. დრამატული ცვლილება ამ ეტაპზე ტესტირების მოდელში და ალგორითმში მოსალოდნელი არ არის,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

    მისივე განცხადებით, დღეს უნდა ჩამოვიდეს ჩინეთის მიერ საჩუქრად გადმოცემული 1000 ტესტი. მომდევნო კვირის დასაწყისში კიდევ 2000 ტესტი ჩამოვა, აპრილის დასაწყისისთვის ეტაპობრივად ელოდებიან 5 ათას ცალ ტესტს, ხოლო მოგვიანებით 200 ათასი ტესტის სრულ პარტიას.

  • 10 კაცზე მეტის შეკრებასთან დაკავშირებით ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის- გომელაური

    შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვასთან დაკავშირებით ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის.

    „გამონაკლის შემთხვევებში ეკლესიები არ შედის, თუმცა სავაჭრო ცენტრებში, მაგალითად „კარფურში“, „გუდვილში“ 10 ადამიანზე მეტი არის, მაგრამ დისტანცია უნდა დაიკავონ ერთმანეთისგან. გარეთაც შეიძლება 100 კაცი გადადოდეს ქუჩაზე, მაგრამ დისტანცია ჰქონდეთ დაცული. დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – თქვა გომელაურმა

    მისი განმარტებით,10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება ყველგან – დაბადების დღე იქნება, ქორწილი თუ ქელეხი. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც შეკრება დასაშვებია.

    წინა კვირას საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისა და აღნიშნული აკრძალვის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა მაინც ჩატარდა. 

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, გადააკეთოს თავისი სასტუმრო ,,პარაგრაფი” ემიგრანტების საკარანტინო ცენტრად- სააკაშვილი

    საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოუწოდებს, თავისი სასტუმრო ,,პარაგრაფი” ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ზონად გადააკეთოს.

    მისი თქმით, მან თავისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი კარანტინისთვის გადასცა.

    ,,მე ჩემი ერთადერთი სახლი რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.

    მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.

    გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ”,- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

    ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განმარტებით, მანამდე, სანამ ემიგრანტებს სამშობლოში დააბრუნებენ, უნდა შექმნან საკარანტინო ზონები, რასაც დრო სჭირდება.

  • საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დაწესებული შეზღუდვები და დაშვებები(24 მარტის განახლებული ვერსია)

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა. ბოლო დღეების მანძილზე მას ახალი შეზღუდვები და დაშვებებიც დაემატა და 24 მარტის მდგომარეობით სია ასე გამოიყურება:

    1. იზღუდება სატრანსპორტო მიმოსვლა:

    · საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, შეჩერებულია ყველა სახის საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. შეწყვეტილია სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, შეუფერხებლად ხორციელდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები.

    · იკრძალება საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული ფრენები.

    · თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა – სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანაზე.

    2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი:

    · შესაბამისი ტექნიკური რესურსის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლებელია დისტანციური სწავლება.

    · საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, 21 აპრილამდე იმუშაონ დისტანციური რეჟიმით, თუ მათი ადგილზე ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.

    · აიკრძალა ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი. მსგავსი ღონისძიებები დასაშვებია მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში.

    · შესაძლებლობის ფარგლებში დასაშვებია ავტორიზაციის და აკრედიტაციის, ასევე, პროფესიული მომზადების და გადამზადების წესებით მოთხოვნილი ადმინისტრაციული წარმოების დისტანციურად წარმართვა. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულად ჩაითვლება.

    3. შეიზღუდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

    · აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ასევე – ღია სივრცეში.

    · აიკრძალა ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, მათ შორის, წვრთნა, ვარჯიში.

    · როგორც კულტურული, ასევე სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმები.

    4. იზღუდება შეკრება, მანიფესტაცია და თავშეყრა.

    · საჯარო სივრცეში აიკრძალა 10-ზე მეტი პირის თავშეყრა. საჯარო სივრცე ნიშნავს ნებისმიერ ადგილს როგორც გარეთ, ასევე – შენობებში და არ გულისხმობს კერძო პირის საცხოვრებელ ადგილს.

    · აიკრძალა ყველა ტიპის სოციალური ღონისძიება, რომელიც 10-ზე მეტი პირის შეკრებას ითვალისწინებს, მაგალითად, ქელეხი, ქორწილი.

    · 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. ისინი ვალდებულნი არიან, სამუშაო სივრცეში დაიცვან 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

    5. იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა.

    · რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს, ეკრძალებათ მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება. აღნიშნული ტიპის ობიექტებს საქმიანობა შეუძლიათ მხოლოდ ადგილზე მიტანის ან ე.წ „დრაივის“ მომსახურებისთვის.

    · შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების, ღამის კლუბების საქმიანობა.

    · აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება აკრძალულია. აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

    · სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალმა გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალმა ხშირად, თხევადი საპნით და წყლით დაიბანოს ხელები; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;

    · სურსათის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ობიექტებს ევალებათ, უზრუნველყონ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისთვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;

    · სურსათის მწარმოებელმა და გადამამუშავებელმა ობიექტებმა სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა). სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები;

    · მიტანის სერვისის მიმწოდებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სურსათი მოათავსონ ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების შემთხვევაში, ყოველი გამოყენების შემდეგ უზრუნველყონ რეცხვა-დეზინფიცირება; სურსათის ტრანსპორტირებისას დაიცვან შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი. პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით;

    · საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები ვალდებულნი არიან – პერსონალი აღჭურვონ პირბადითა და ხელთათმანით; ხშირად ჩაატარონ რეცხვა-დეზინფექცია და გააკონტროლონ მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის, არანაკლებ 2 მეტრის დაცვა.

    6. წესდება შეზღუდვები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით:

    · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, საქართველოს მოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანის და ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით განახორციელონ ჩარტერული ფრენები;

    · უზრუნველყონ შესაბამისი პირების გადაყვანა საკარანტინო ზონებში, ხოლო ტვირთების გადაზიდვა – დანიშნულების ადგილებში.

    · გამოყონ სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებები შესაბამისი სერვისებით კარანტინში მოქალაქეთა განთავსებისა და მათთვის სათანადო პირობების შესაქმნელად.

    7. წესდება შეზღუდვები საჯარო სერვისების მიწოდებაზე;

    8. ჩერდება ან გადაიდება შენობების დემონტაჟი;

    9. ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის და განხილვის ვადები;

    10. დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი;

    საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს დასაშვებია:

    · 10-ზე მეტი პირის თავშეყრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო;

    · 10-ზე მეტი პირის თავშეყრა სამედიცინო ან საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში;

    · 10-ზე მეტი პირის თავშეყრასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას;

    · დასაშვებია სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;

    · ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების ობიექტების საქმიანობა;

    · სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;

    · საქმიანობის შეჩერება არ ეხება საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის ობიექტებს, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ან ადგილიდან გატანით სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის წვდომის გარეშე;

    · საქმიანობის შეჩერება არ ეხება პრესის ჯიხურებს;

    · დასაშვებია რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებსა თუ ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა მხოლოდ ადგილზე მიტანის ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მიზნით, სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის შესვლის გარეშე.