Category: არქივი

  • კარგია თუ არა სუფთა ჰაერზე სეირნობა – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად.

    მისი თქმით, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება.

    „სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. ვინც ლისზე და კუს ტბაზე სეირნობდნენ, უთქვამთ ჩვენ სხვებს არ ვეკონტაქტებით, მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. ძირითადად რაც გვაქვს ეს არის ოჯახური ან სამეგობრო კლასტერები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ დაელაპარაკონ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ კონტაქტი. მანძილი უნდა დავიცვათ, ღია სივრცეში მეტრ ნახევარი, ხოლო დახურულში 2 მეტრი. რეკომენდაციები ყველას ეხება ერთნაირად. გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტი ვარ. მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა იმნაძემ.“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

  • ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში – საპატრიარქო

    დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტაძრებში, განსაკუთრებით მცირე ზომისაში, მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ.

    „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება). დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში. ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    საპატრიარქო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ეკლესიებში მისული მრევლის კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, გაუმართლებელი და ღვთის წინაშე დანაშაულია.

    “ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება.

    ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

    ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი,- 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება).

    დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

    ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ. ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით. განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.

    ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე! გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც….. (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

    გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს.

    ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. 2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა.

    ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

    ჩვენთან არს ღმერთი!

    იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “მარნეულიდან გამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის” – თენგიზ კალანდაძე

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინე ზონიდან გამოტანილი სასურსათო პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის.

    როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, თეორიული რისკია, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის.

    „არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, არც იმ ქვეყნებში, სადაც პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. არც ერთი ფაქტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული არ არის ამ ვირუსის სურსათისმიერი გადაცემის. როგორც იმპორტით შემოდის სურსათი, ასევე საქართველოს შიდა ტერიტორიაზე – თბილისიდან საკარანრინო ზონაში, ბოლნისსა და მარნეულში შედის პროდუქცია და იქედანაც სხვადასხვა პროდუქტები გამოდის ჩვეულებრივად. ეს არის ხილი და ბოსტნეული. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ბევრი საწარმოა, ეს არის ხილბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასახვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზეა აყვანილი თვითონ პიროვნებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულია ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა.როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული. ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები“, – განაცხადა კალანდაძემ.

    მისივე თქმით, მომხმარებლებმა ხილი და ბოსტნეული საპნით უნდა გარეცხონ.

    „ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ხილ-ბოსტნეული გაირეცხოს საპნით, რომ ჩამოვაშოროთ ბაქტერიები. სასურველია ასევე, რომ პროდუქტმა გაიაროს თერმული დამუშავება. პროდუქტი, რომელსაც უმად მივირთმევთ, კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ. უმი ბოსტნეული – სტაფილო და ჭარხალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უნდა გავრეცხოთ, გავთალოთ და კვლავ გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში ის რისკს არ წარმოადგენს“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებად არის აგრარულ ბაზრებზე. ამასთან, კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა ღია და დახურულ აგრარულ ბაზარს მისცა რეკომენდაცია, კონკრეტული წესები დაიცვან.

    „შესასვლელ-გამოსასვლელში უნდა განათავსონ სადეზინფექციო ხსნარით მოწყობილობები, რაც უკვე განთავსებულია, უნდა გააორმაგონ რეცხვა-დეზინფექციის პროცედურები, ასევე, სასურველია მომსახურე პერსონალს ჰქონდეს პირბადე და ხელთათმანი და ხშირად იტარებდნენ ჰიგიენის პროცედურას. ამის კონტროლი მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს კონტროლს, არ მოვდუნებულვართ. ტემპერატურული რეჟიმები, დახლებზე პროდუქტის განთავსება, სამაცივრე პროდუქტის სწორად განთავსებაზე კონტროლი ჩვეულებრივ გრძელდება. ასევე, მაღაზიებში გავეცით დისტანციის დაცვის რეკომენდაცია, რაც ყოველ 2-3 წუთში ცხადდება ხმოვანი შეტყობინებით და ამას აკონტროლებს კიდეც დაცვის სამსახური“, – განაცხადა კალანდაძემ.

    მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დახლებიდან ვადაგასული პროდუქცია გაიყიდა. „ასეთი ფაქტზე მე არ მსმენია. ვადაგადსული პროდუქცია ჩვენ იქ არ შეგვინიშნავს. მაგრამ მოვუწოდებ მომხმარებელს, თუ მათ რაიმე ფაქტი ექნებათ ვადაგასულ ან გაფუჭებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენს ცხელ ხაზზე – 15 01 დაგვირეკონ და გვაცნობონ, რაზეც მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა კალანდაძემ.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, შარტავას და გოთუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, შარტავას და გოთუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ქსელში ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII მიკრორაიონების, ქერჩის, ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – ქსელში ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ციხისძირის ქუჩის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

  • “ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს!”- ეზუგბაია

    ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

    „გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ 42 (ინფექციურში სწორედ ამდენი პაციენტია – რედ.) დადასტურებული შემთხვევიდან, უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ კლინიკა ეტაპობრივად დატოვა მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში. ამ ეტაპზე, 42 პაციენტიდან, 32 განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 ადამიანი იმყოფება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა73–მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.

    ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.

  • ვირუსი ჩვენთან სტიქაროსანსაც დაუდგინდა, ამიტომაც შევზღუდეთ მსახურებები–მეუფე საბა

    ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე საბამ  ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ მათ ეპარქიაში ერთ–ერთ სტიქაროსანს კორონავირუსი აღმოაჩნდა. სასულიერო პირმა თქვა, რომ ამის გამო მის ეპარქიაში მსახურებები შეიზღუდა. ის კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს:

    „არ მინდა პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქაროსანსაც დაუდგინდა ვირუსი, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები, რადგან არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია, რომ მე ვარ, ან სხვა ადამიანი, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ და დღეს ყველაზე მთავარი მოწოდება რაც არის, დარჩით სახლში, სახლიდან ვილოცოთ, მოვეფეროთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ ვირუსმა ესეც მოგვცა, რომ ოჯახები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებოდნენ სახლებში და ახლა ერთად ცხოვრობენ, სხვა შეხედულებები გაუჩნდათ, ფიქრობენ სხვა ღირებულებებზე, რაც შეიძლება დავიწყებული ჰქონდა გარკვეულწილად ადამიანს. მეუფე გიორგი მარნეულის მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიქნებით ეკლესიაში, ვილოცებთ თქვენთვის და თქვენ სახლიდან ილოცეთ ჩვენთვის. აი ესეთი განცხადებები არის დღეს მისაბაძი, რომელიც მრევლმა უნდა ისმინოს“, – განაცხადა მეუფე საბამ.

  • თბილისის ქუჩებში ღამის თორმეტი საათიდან სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება. სამუშაოები დღეს ღამის 12 საათიდან დაიწყო.

    სამუშაოებში ჩართული იქნება 60 ერთეული ტექნიკა, რომელიც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, დაათვალიერა.

    სადეზინფექციო სამუშაოები ქუჩებზე განხორციელდება გაჩერებებსა და მეტროს შესასვლელებთან. ღონისძიება რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამის შემდეგ ინდივიდუალურად დაიწყება ა მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. თბილისის მერი ამბობს,რომ   სადეზინფექციო  პრეპარატი  ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და არავინ შეშინდეს.

    სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესში დედაქალაქსა და რეგიონებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები ჩაერთვებიან.

    სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, ხოლო სამუშაოების ჩატარების ლოკაციები და განრიგი თბილისის მერიასთან შეთანხმებით და მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების შემდეგ განხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

  • რა დავლიოთ ტემპერატურის მომატების დროს – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ COVID 19-ის გავრცელების პირობებში, სიცხის დამწევ საშუალებად უმჯობესია პარაცეტამოლის ჯგუფის წამლების გამოყენება.

    როგორც პაატა იმნაძემ რუსთავი2 თან საუბარში აღნიშნა, მაღალი ტემპერატურის დროს იბუპროფენის ჯგუფის წამლების მიღება რეკომენდებული არ არის.

    “კვლევა გამოქვეყნდა, სადაც არის გარკვეული მექანიზმები. საუბარია სიცხის დამწევ საშუალებაზე და რეკომენდებულია გამოვიყენოთ პარაცეტამოლი და არა იბუპროფენი”,-აღნიშნა პაატა იმნაძემ”.