Category: არქივი

  • “ვასაძე პაიკია…კართაგენი უნდა დაინგრეს!”- ზურა ჯაფარიძე

    მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენებს  ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის წერს რომ მთავარი მოძალადე ფიგურა არის საპატრიარქო ხოლო მის უკან კი რუსეთი დგას. “ერთ მხარეს არის სიბნელე. ერთმნიშვნელოვნად. ტანსაცმლის ფერით ამოიცნობა რომელი მხარეა ეს. ვასაძე პაიკია. მთავარი მოძალადე არის საპატრიარქო, რომლის უკანაც მაღალი ალბათობით რუსეთია… კართაგენი უნდა დაინგრეს!”-წერს ჯაფარიძე

  • კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს (ფოტოები)

    თბილისის მერმა კახი კალაძემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერამდე ილია მეორემ კალაძის უმცროსი შვილები მონათლა. თუ ვინ ესწრებოდა ჯვრისწერას ჯერ-ჯერობით უცნობია.წყვილს 4 შვილი ლევან, კახაბერ, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები ჰყავთ.

    {{PHOTOGALLERY}}

  • „ჩემი მიზანია, თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულით ეს სისტემა ჩამოვშალო“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

    მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერების კამპანის ოპოზიცია უერთდება.ხელმოწერების შეგროვება დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნის მოთხოვნით, დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაიწყო. რუსთაველის გამზირზე უკვე 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

    რუსთაველის გამზირზე დღეს გაერთიანებული ოპოზიცის თბილისის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ და საკუთარი მხარდაჭერა ხელმოწერებით დააფიქსირეს.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ისინი ხელმოწერებით, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოხატავენ, რადგან უკვე 2 წელია, პასუხი არ გაეცა კითხვას, სპეცოპერაციის დროს, რომელსაც 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, სახელმწიფომ გამოიყენა თუ არა გადამეტებული ძალა.

    „დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის მთავარი მოკავშირე გახლავთ კრიმინალი და ამ ხელისუფლების პირობებში მალხაზ მაჩალიკაშვილს ძალიან გაუჭირდება სიმართლის პოვნა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტა დრო დარჩა იქამდე, როდესაც სიმართლე აღდგება და ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში ბატონ მალხაზს. ეს ხელმოწერები სწორედ იმას ემსახურება, რომ ვაიძულოთ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

    მალხაზ მაჩალიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხალხის მხარდაჭერით ხელისუფლება იძულებული გახდება, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნას და ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცეს.

    „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათ უნდათ, თუ არა, ამ კომისიას შექმნიან და ჩემთან ვინც დგას, ყველა ამ ადამიანის შეკითხვას პასუხს გასცემენ და ყველა დამნაშავე დაისჯება. ჩემი მიზანია, რომ თემირლანის მიმართ ჩადენილი დანაშაულით ეს სისტემა ჩამოვშალო მთლიანად და მე ამას მივაღწევ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

  • თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა – ლაშა ბუღაძე ლგბტ აქციის და კონტრაქციის შესახებ

    მწერლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ლაშა ბუღაძე რუსულ კვალზე საუბრობს.
    მისი თქმით, სწორედ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესში შედის საქართველოში რეალობის არევა.
    „რასაკვირველია, რუსეთი, ФСБ, КГБ, რომელმაც ინსტრუმენტად აქცია, ნაწილობრივ, ეკლესიაც, იყენებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არის რეალობა, აგვირიოს ქვეყანა და ამისთვის ჰყავს ასეთი ინსტრუმენტები, პოპულისტები, დემაგოგები, რომლებიც ძალიან სახიფათოდ ეთამაშებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა, ვითომ ქრისტეს სახელით რომ ლაპარაკობენ. არ უნდა მოტყუვდეს, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება და არც მოტყუვდება,“ – აცხადებს ლაშა ბუღაძე.
    საგანგაშო სცენარი – მწერლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
    მწერალი, ნენე კვინიკაძე ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მოწოდებით „ქუდზე კაცი“ საზოგადოებას ლგბტ თემის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ნენე კვინიკაძე აღნიშნული მოძრაობის ქმედებებში რუსეთის ინტერესებს ხედავს.
    „ძალიან საეჭვო არის ხოლმე ის გარემოება, როდესაც ამ ადამიანებს, მოწოდებით „ქუდზე კაცი გავიდეთ“, ვერ ვხედავთ მაშინ, როდესაც მართლა ქუდზე კაცია ხოლმე საჭირო. ქუდზე კაცი უნდა გადიოდეს მაშინ, როდესაც სიღარიბის ყველა კოეფიციენტს ქვემოთ ჩავედით, როდესაც მაღაროელების ამბები იყო. ცალსახა არის, რომ ეს არის მართული პროცესი, პირველ რიგში, ყველაზე, მეტად ვისაც არ უნდა ჩვენი კარგად ყოფნა, ეს არის რუსეთი, რუსეთს ჰყავს თავისი აქტიური მოთამაშეები, დაფინანსებული, ძალიან ზუსტად შერჩეული. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული თამაშის გაგრძელება, ერთ-ერთი სერია, შეიძლება ასე ვთქვათ,“ – განაცხადა ნენე კვინიკაძემ.
    მწერალი ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ საზოგადოებამ ლევან ვასაძის მოწოდებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
    „ეს არის ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება და ვისაც ან ეს ქვეყანა უყვარს, ან თავისი ოჯახი ან შვილები და უნდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს, ამ რუსეთის დავალებების შემსრულებელ კაცს არ უნდა აყვეს არაფერში,“ – განაცხადა ქეთი დევდარიანმა.
    დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.
  • “ამ პროცესს შეიძლება მივყავდეთ ჩვენ რუსული კვალისკენ”- მესამე სექტორი მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებზე

    არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას საუბრობენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის კვალი რუსეთამდე მიდის.

    მთავრობას მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს საზოგადოებას, თუ ვის მხარეს დგას – იცავს შეკრების თავისუფლებას თუ კონკრეტულ ჯგუფებს უჭერს მხარს.

    „გუშინ ძალიან ნათლად და მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ეს პროცესი არ არის პროცესი, რომელიც აქ ადგილზე მზადდება, ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, საქართველოს პარტნიორი მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, რაც დამაფიქრებელია და სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ, გარკვეულწილად, მაინც ამ პროცესს შეიძლება მივყავდეთ ჩვენ რუსული კვალისკენ და კიდევ ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, ხელისულფებამ ნათლად და მკაფიოდ უნდა უთხრას საზოგადოებას, სად დგას ის – ის დგას შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლების მხარეს, ის დგას, ყველა ადამიანის თანასწორობის მხარეს თუ ის ირჩევს იმ მდგომარეობას, როდესაც გარკვეული კონიუნქტურის თუ რეალობის გათვალისწინებით, მისი მიზანია კონკრეტული ჯგუფების მხარდაჭერა,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

    გარდა ხელისუფლებისა, სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა პოზიციის დაფიქსირებისკენ.

    „გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს და პრევენცია მოახდინოს ძალადობის, ამის გარდა, სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს ძალადობისკენ მოწოდებისკენ და ორგანიზებით ასეთი აქციების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ასევე, საინტერესოა, ამ პროცესში რა პოზიცია აქვს პოლიტიკურ სპექტრს იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი მომენტების დროს, როგორ იცავს პოლიტიკურ სპექტრი კონსტიტუციას და რამდენად სცემენ კონსტიტუციას ისინი პატივს. მათი განცხადებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, იმ მომენტში, როცა დაძაბული იყო მდგომარეობა, ასეთი განცხადებები არ იყო. ფაქტი ერთია, საჯაროდ ჩანდა, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება და ვინ რას აკეთებდა ამ პროცესში, პასუხი ამაზე წესით მარტივი უნდა იყოს და დაველოდოთ, რა პასუხი ექნება შსს-ს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა გვილავამ.

    დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

  • 2019 წლის საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

    2019 წლის საზღვაო სეზონის გახსნის ღონისძიება ბათუმში გაიმართა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ესწრებოდნენ. მათ მაშველებს და დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
    ღონისძიებაზე, ასევე, წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდა 3 მაშველი, რომლებმაც გასულ სეზონზე 350-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. მაშველებს სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
    ღონისძიების დასასრულს, სამსახურის ტექნოლოგიური სიახლის სამაშველო დრონების პრეზენტაცია გაიმართა.
    გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახლებულ სეზონს სხვა სიახლეებითაც ხვდება.
    აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე 250-მდე მაშველი იმუშავებს.პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან.
    მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.
    მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.
  • საქართველოს ანგლიკანური თემი ლგბტ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს

    საქართველოს ანგლიკანური თემი მხარდაჭერას უცხადებს თბილისი პრაიდის მონაწილეებს და ფეისბუქ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გუშინ, მთავრობის კანცელარიასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ:
    “დიახ, ჩვენი ეკლესია მხარს უჭერს ლგბტქ ადამიანთა სრულ თანასწორობას!
    დიახ, ჩვენი ეკლესია უკვე წლებია აკურთხებს ერთნაირსქესიან წყვილებს!
    დიახ, ჩვენი ეკლესია მუდმივად იქადაგებს, რომ სიყვარული სიყვარულია!
    დიახ, ჩვენი ეკლესია მუდამ იქნება თქვენს გვერდით, ვისაც გშიათ, გწყურიათ და ვინც ჩაგრულნი ხართ თქვენი ღვთისგან ბოძებული იდენტობის გამო!
    იესოს უყვარხართ მიტომაც არ ძალგვიძს არ გვიყვარდეთ ჩვენ.“–ნათქვამია განცხადებაში
  • “მე ვარ ყველას პრეზიდენტი” – ზურაბიშვილი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

    არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაპირისპირებები – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ის არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან.

    „მე ვარ ყველას პრეზიდენტი. ეს გულისხმობს, რომ მე ვარ ამავე დროს იმათი პრეზიდენტიც, ვისაც განსხვავებული რელიგიური შეხედულებები თუ სექსუალური ორიენტაცია აქვს. ჩემთვის არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მსხვერპლი. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. იმედია, ამ ქვეყანას საკუთარი დაპირისპირებები ეყოფა, არ გვჭირდება გარედან შემოტანილი ახალი დაპირისპირებები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • გახარიას რუსული დოსიე.დადის თუ არა შს მინისტრი ფარულად მოსკოვში

    შაბათის კურიერის ანონსის მიხედვით მათ მოიპოვეს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მუშაობის პარალელურად შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ლონდონის გავლით რუსეთს ფარულად სტუმრობდა.
    კურიერის ინფორმაციით მათ ხელთ ჩაუვარდათ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემები. გადაცემის ანონსში საუბარია იმაზე, რომ ყველაზე გავლენიანი მინისტრის რუსული კვალი იკვეთება და ის შესაძლოა ივანიშვილის დამხმარედ საქართველოში რუსეთმა მოავლინა. გიორგი გახარია შს მინისტრობამდე ეკონომიკის მინისტრი იყო, მანამდე კი ბიზნეს ობმუდსმენი.

    საქართველოს ხელისუფლებაში საქმიანობის დაწყებამდე ის რუსეთში ცხოვრობდა, იქვე ჰქონდა ბინა და ბიზნესი.

  • შსს–მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდები დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, საქონლის ქურდობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხ.ა. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ივნისს მოქალაქეს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარა.

    ანალოგიური ბრალდებით დააკავეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ა.გ. მან მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში მცხოვრებ მოქალაქეს პირუტყვი მოჰპარა.

    სამართალდამცველებმა ნაქურდალი საქონელი პატრონებს დაუბრუნეს.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.