Category: არქივი

  • კანცელარიასთან “თბილისი პრაიდის” აქცია დაიშალა

    მთავრობის ადმინისტრაციასთან  “თბილისი პრაიდის” აქცია იშლება. ამ ინფორმაციას  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ადასტურებს. როგორც ის აცხადებს აქციის დაშლა არ ნიშნავს იმას რომ საჯარო სივრცეს დათმოვენ და უარს იტყვიან პრაიდის ჩატარებაზე.   

    “ჩვენ ახლა ვიშლებით მშვიდობიანად, რასაც ვაპირებთ არის, რომ ვბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებზე”, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
    ასევე ის აცხადებს რომ ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას და პასუხისმგებლობის აღებას ელოდებიან რათა პრაიდის კვირეული ყოველგვარი ძალადობრივი აქციების გარეშე ჩატარდეს. 

    თუმცა დაშლამდე ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებდნენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობდა.

    „ჩასვით ყვითელ ავტობუსში და წაიყვანეთ, როგორც ჩვენ გაგყავართ ხოლმე 17 მაისს სხვადასხვა ლოკაციაზე, ასე ჩასვით, მარტყოფის გავლით შემოატარეთ, როგორც ჩვენ გავდივართ ხოლმე, და შემდეგ დავიშლებით მარტივად. ჩვენ არ ჩავსხდებით მაგ ავტობუსში. გამორიცხულია ეს ამბავი“,- განაცხადა თაბაგარმა 

  • აქცია კანცელარიასთან: დაკავებულია კონტრაქციის 20-მდე მონაწილე

    მთავრობის კანცელარიასთან, სადაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი სიტუაცია პერიოდულად იძაბება. კონტრაქციის მონაწილე აგრესიული ჯგუფები მოითხოვენ ლგბტ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვონ.  როგორც “ტელეკომპანია პირველი” იუწყება ოფიციალური ინფორმაციით პოლიციამ 9 კონტრაქციის მონაწილე დააკავა თუმცა არაოფიციალური ცნობით   კონტრაქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული.

  • კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევით იმუქრებიან

    მთავრობის კანცელარიასთან, სადაც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი სიტუაცია პერიოდულად იძაბება. კონტრაქციის მონაწილე აგრესიული ჯგუფები მოითხოვენ ლგბტ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა ტერიტორია დატოვონ, თუმცა აქციის მონაწილეები წასვლაზე უარს აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათ ჯერ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზა, შემდეგ კი კანცელარიიდან თავისუფლების მეტრომდე კორიდორი გაუკეთა. 

    უკვე რამდენიმე საათია თბილისი პრაიდის წარმომადგენლებსა და აგრესიულ ჯგუფებს შორის პოლიციაა გამაგრებული. კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით მოითხოვენ თბილისი პრაიდის წარმომადგენელთა აქციის დაშლას. 

    “კანცელარიასთან ვიქნებით მანამდე, სანამ არ მოვისმენთ მთავრობის წამომდგენელებისგან, რომ ემიჯნებიან ამ ძალადობას და აღიარებენ ჩვენს უფლებებს“– ამბობენ “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები.

  • კაცელარიასთან პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

    ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. პერიოდულად კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებები მწვავდება.  მთავრობის კანცელარიასთან პოლიციამ თავისუფლების მეტროს მიმართულებით კორიდორი გააკეთა, რათა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ. მანამდე მათ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზეს, თუმცა მათ ამაზეც უარი თქვეს.ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებიან განცხადებებს და პოზიციის დაფიქსირებას კონტრაქციაზე და ძალადობაზე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქვს ადგილი.
    მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან კონტრაქციის მონაწილეებიც , რომლებიც “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართავენ.
    პოლიციას ლგტბ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის კორდონი აქვს გაკეთებული და მათ ერთმანეთთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს.
    “კანცელარიასთან ვიქნებით მანამდე, სანამ არ მოვისმენთ მთავრობის წამომდგენელებისგან, რომ ემიჯნებიან ამ ძალადობას და აღიარებენ ჩვენს უფლებებს“– ამბობენ “თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები.
    „გაქვს უფლებები და ვიმსახურებთ იმას, რომ მშვიდობიანად შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად. პოლიციის იმედი გაქვს, რომ უფრო ეფექტურად იმუშავებენ ვიდრე დღეს. .ჩვენი გადამალვა არ არის ის გზა, რომელიც სახელმწიფომ უნდა აირჩიოს“– აცხადებს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი.
    დაშლას  არც ლგბტ აქციისა და არც კონტრაქციის მონაწილეები არ აპირებენ.
    მთავრობის კანცელარიასთან დღეს საღამოს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ამ დროისთვის კონტრაქციის 9 მონაწილეა დაკავებული.
  • მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა

    მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დამატებითი ძალების განლაგება მოხდა.

    აქციის მონაწილეები დაშლაზე უარს აცხადებენ. მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, არამხოლოდ ლგბტ თემის მიმართ, არამედ ჟურნალისტების მიმართაც. 

    აქციაზე მოიყვანეს ყვითელი ავტობუსები, რომლითაც ლგბტ თემს შესთავაზეს აქციის დატოვება, თუმცა მათი თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსით დატოვებას, რადგან ეს მათი განცხადებით, შეურაცხმყოფელია.

  • “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების განცხადება

    თბილისის კანცელარიასთან ლგბტ თემის წარმომადგენლები და კონტრაქციის წევრები კვლავ იმყოფებიან. 

    “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები მოუწოდებენ მთავრობის პირველ პირებს, გააკეთონ განცხადებები მიმდინარე მოვლენების გარშემო

    “მოვუწოდებთ, მამუკა ბახტაძეს, გიორგი გახარიას და ირაკლი კობახიძეს გააკეთონ განცხადებები თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ!

    განაცხადონ, რომ

    – ძალადობა და ძალადობის წახალისება არის მიუღებელი;
    – ადამიანის უფლებების მათ შორის ლგბტქი ადამიანების დაცვა და თანასწორობა არის მნიშვნელოვანი;
    – გააკეთებენ მაქსიმუმს ლგბტქი ადამიანების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

    წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ დავტოვებთ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას”,- აღნიშნულია “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    აქციაზე ამ დროისთვის 2 აქციას შორის  პოლიციის კორდონებია განლაგებული. აქციაზე მოიყვანეს ყვითელი ავტობუსები, რომლითაც ლგბტ თემს შესთავაზეს აქციის დატოვება, თუმცა მათი თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიის  ყვითელი ავტობუსით დატოვებას. 

  • მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას-“ევროპული საქართველო”

    “ევროპული საქართველოს” შეფასებით, “ქართული ოცნების” მთავრობა მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას განაგრძობს.

    მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას  “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

    “დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა.

    მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება.

    სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა როცა მთავრობა პოლიტიკურ პარტნიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.

    “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული-შსს

    შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. აღნიშნული პირები შეეცადნენ გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • თბილისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    თბილისში, ანტონოვსკაიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მეზობლების განცხადებით, სახლი მიტოვებულ სახლში გაჩნდა.

    მეზობლების თქმით, ხანძარი მოულოდნელად გაჩნდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.