Category: არქივი

  • ტოჩინოშინი თბილისშია (ვიდეო)

    ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე(ტოჩინოშინი) უკვე თბილისშია. ტოჩინოშინს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ. მას სიმღერით შეხვდნენ. 
    ლევან გორგოძემ  ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ვიდეოს “პალიტრანიუსი” ავრცელებს. 

    ლევან გორგოძე საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება,შემდეგ კი ის იაპონიაში დაბრუნდება.

  • „ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საშიშროებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

    „ყაზტრანსგაზი“ ჩიტის ბუდეებიდან გამომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.  გაფრთხილება მდგომარეობს იმაში, რომ ბალახები, ფოთლები, ფესვები და ა.შ. არის ის მასალა რომლისგანაც ჩიტები ბუდეებს აშენებენ 

    „ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს. გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან? ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღია კამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ფრინველები ბუდეს ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ.

    ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ უნდა მოვიხმაროთ სახლში ან დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის დანადგარები. დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები. ფოტოებზე სწორედ ასეთი შემთხვევის მაგალითებს ხედავთ. კომპანიის სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლების შემოწმებისას ბოლო დღეებში რამდენიმე მსგავსი ფაქტი აღმოაჩინეს.

    გაზგამანაწილებელი კომპანია მოგიწოდებთ. უარი თქვით ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟზე. არ დაამონტაჟოთ ე.წ. გოფრირებული მილები. დარეკეთ(240 40 04) და შეამოწმეთ თქვენი გაზგაყვანილობა – მომსახურება უფასოა“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ხანძარი ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში – ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო

    ხანძარი ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში – ცეცხლი ტყის ქვედა საფარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

    ადგილზე ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ცეცხლის ჩაქრობით სამუშაოებში 20 მეხანძრე მაშველი მონაწილეობს.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა ფართობის ტერიტორიაა დამწვარი, ამ ეტაპზე უცნობია.

  • ანტალიაში საქართველოს მოქალაქე თოკით დაახრჩვეს

    ანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

    ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, რომლებიც საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, იქ კი ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალი სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. მოკლული ქალბატონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

    თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.

    “დერეფანში არასასიამოვნო სუნი გამოვიდა. დღეს აივანზე შევიკრიბეთ ლანჩისთვის და საშინელი სუნი მოვიდა. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მათ სახანძრო დეპარტამენტს სთხოვეს სახლში შესვლა. სახანძრო ბრიგადის დახმარებით, ისინი სახლში აივნიდან შევიდნენ. შიგნით კი ცხედარი იპოვეს,”-ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

  • აქცია თბილისში – მოსახლეობა ვაკის გამგეობის გვერდით კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს

    საპროტესტო აქცია თბილისში – ადგილობრივი მოსახლეობა ვაკის გამგეობის გვერდით კაზინოს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, რეკრეაციულ ზონას უკანონოდ შეუცვალეს სტატუსი და დასაშვები გახადეს იქ ახალი მშენებლობის დაწყება.

    მერიისგან ისინი გადაწყვეტილების შეცვლას და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

    „ეს შექმნის პირველ რიგში პრობლემებს, მშენებლობის პერიოდში. ამ სკვერით სარგებლობა საზოგადოებისთვის გახდება აბსოლუტურად შეუძლებელი, ხოლო ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ეს სკვერი, ფაქტიურად ხდება იმათი კერძო ეზო,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

  • ზურაბიშვილი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

    საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სალომე ზურაბიშვილმა რემერტის ხიდი და ახალი ზარზმის მონასტერი დაათვალიერა.

    დღესვე პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვევა და მარნებს დაათვალიერებს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაეცნობა.

  • „ ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“- ილია მეორე

    „ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“ – ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე გააკეთა.

    პატრიარქმა ქადაგებისას, წინაპრების ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

    „სულიწმინდა მოვიდეს ჩვენზედა და ძალი მათი გადმოვიდეს ჩვენზედა. დღეს მრავალი პრობლემების წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე ვართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვე სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით და აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს დასჭირდება მადლი ღვთისა.

    “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ის სიწმინდე ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევს უფალი, უნდა შევინარჩუნოთ.

    “ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი დაიფარავს, დაიცავს და გადაარჩენს საქართველოს,“ – განაცხადა ილია მეორემ.

  • “ლიბერალური ძალები ზედმეტებში გადადიან.თავს უნდათ მოგვახვიონ ისეთი რამ, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია“–მეუფე იაკობი

    სულთმოფენობის დღესასწაულის წირვის შემდეგ, მეუფე იაკობმა 14 ივნისს “თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებისა და მათი მოწინააღმდეგეებს აქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება ქვეყანას დაღუპავს.

    ქორეპისკოპოსის თქმით, გარკვეული ჯგუფები ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ ერს ძალით მოახვიონ თავს ის, რაც მათთვის მიუღებელია. მეუფე იაკობმა ქადაგებაში თქვა, რომ იმ ჯგუფმა, რომელიც ცდილობს საზოგადოებას თავს ეს ვნება მოახვიოს უნდა გაიაზროს რა შეიძლება მოჰყვეს არსებულ დაპირისპირებას. მისი თქმით, ლიბერალური ძალები უკვე “ზედმეტებში” გადადიან.

    “კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია.​ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია გადმოვიღოთ და ხალხში ასეთ ვნებას, როცა ხელს უწყობ ალბათ უნდა გაიაზროს საზოგადოებას იმ ნაწილმა, ის რომ რა შეიძლება მაგას მოჰყვეს.

    ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს. იმიტომ რომ ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება ეგეც არავის არ უნდა. იმიტომ რომ ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია.

    ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის.

    ჩვენ კარგად ვიცით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ერის ძალიან დიდი ნაწილი რასაც დაუჭერს მხარს. ამიტომ მე მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე,როგორც ცხოვრობენ, არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ ასეც არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ როგორც ხედავთ პოლიტიკოსები ერევიან ამაში და ერთი მხარი ასე ვთქვათ თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ. მე ამას ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს და იმიტომ ვლაპარაკობ. უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ძლიერებაზე და არა იმაზე, რომ რაღაცეებზე ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ,“-თქვა მეუფე იაკობმა.

  • დააკავეს ინტერნეტ თაღლითი, რომელმაც 8000 ლარი მოქალაქეებს ტოტალიზატორის ანგარიშზე ჩაარიცხინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თაამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული გ.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქ“-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა.
    ბრალდებული ჯამში 8 000 ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
    სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.
    გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • “როდესაც 50 კაციანი პატრიოტ-მართმადიანი ბრბო ერთ ქალს მისდევს ჩასაქოლად,ამ ბრბოს მხარეს ვერ დავდგები, ის ქალი მამაჩემის მკვლელიც რომ იყოს…“ ცოტნე გამსახურდია

    თბილისი პრაიდის აქციისა და კონტრაქციის შესახებ ცოტნე გამსახურდია ფეისბუქში წერს:

    “გუშინდელ ამბავთან და ლგბტ საკითხთან დაკავშირებით:

    არავითარი ილუზია არ მაქვს იმ ხალხზე, ვინც ანტიხურუშიანულ მოტივებზე იკეთებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კაპიტალს. ლიდერები საიდან ფინანსდებიან და იმართებიან ეგეც ცნობილია, ხოლო რიგითი მონაწილეების უმეტესობა, ბნელი, გაუნათლებელი, მანიპულირებადი მასა რას წარმოადგენს, არც ესაა საიდუმლო. როდესაც 50 კაციანი პატრიოტ-მართმადიანი ბრბო ერთ ქალს მისდევს ჩასაქოლად შეძახილებით: დაამტვრიეთ, მოკალითო, მე ამ ბრბოს მხარეს ვერ დავდგები, ის ქალი მამაჩემის მკვლელიც რომ იყოს…

    მოკლედ, მძიმედაა საქმე. მძიმედაა ისევ ჩვენი საზოგადოების სისუსტის, ჩამოუყალიბებლობის, გაუნათლებლობის, “მოწყვლადობის” გამო, როგორც ახლა მოდაშია თქმა. თორემ ნებისმიერი ათი-ოცი აქტივისტის თუ ქვეყანას გადააბრუნებს და გააუპატიურებს, ვერც ჩვენი და ვერც ქვეყნის საქმე ვერ ყოფილა დალაგებულად. ისიც ფაქტია, რომ არც არის კარგად საქმე და ქვემოთ ვეცდები ავხსნა, რატომ.

    ნამდვილ ამბავს გიყვებით, რომელიც არაერთი ასეთი ისტორიიდან დიდებსა თუ პატარებზე, ყველაზე კარგად ესადაგება ჩემს სათქმელს ამჟამად. დასკვნები შემდეგ გავაკეთოთ. ჩემი მეგობარია, პროფესიონალი მასწავლებელი. მათემატიკას ასწავლის მაღალანაზღაურებად, კერძო სკოლებში, და სახლშიც ამზადებს მოსწავლეებს. წლების წინ ერთი მოსწავლე ჰყავდა, გრძელთმიანი, ლამაზი 11-12 წლის ბიჭუნა, რომელიც ფაფრიანი დედიკოს ხელში მორიდებული და ჩუმი იყო. ბიჭებს ერიდებოდა, გოგონებთან შორიდან მეგობრობდა და ცდილობდა თვალში არავის მოხვედროდა თავის აქტიურობით.

    ბავშვის უცნაურ ქცევას მშობლებიც ამჩნევდნენ და მასწავლებლებიც, თუმც მიზეზებზე არავინ დაფიქრებულა და არც, შესაბამისად, გამოსწორებაზე უფიქრიათ. ფაფრიან დედიკოს, რომელმაც თბილისის მატარებლის ბაქნიდან პირდაპირ წყნეთი-წავკისი მოირგო, “გამოსული” პოზიცია ეჭირა: “მე ჩემს შვილს ყველანაირს მივიღებ”… არ ვიცი, მამა რას ფიქრობდა, მაგრამ ბიჭი ბედის და დედის ანაბარა იყო დარჩენილი.

    ერთ დღესაც, მასწავლებელმა გადაწყვიტა. მივიდა ბიჭთან და ეუბნება: თორნიკე (პირობითად), იცი, კლასელი გოგოები შენზე როგორ გიჟდებიანო? ყველა შენს სიტყვასა და ქცევაზე აფრენენო! ბავშვს თვალები გაუბრწყინდა: მასწ, მართლაო? კი, კიო, მასწავლებელმა და რამდენიმე ტყუილ-მართალი მოუყვა კიდეც… იმ დღიდან თორნიკე სრულიად შეიცვალა. თმა გაიკრიჭა, უფრო თამამი და ხალისიანი გახდა, გოგოებთან კონტაქტებს მოუხშირა და ასე შემდეგ…

    ახლა რაც შეეხება დასკვნებს. გენდერის თეორიის თანახმად სექსუალური იდენტობა ოთხი ელემენტისგან შედგება:
    ა) ბიოლოგიური სქესი: გენეტიკური სქესი, რომლითაც შენ დაიბადე;
    ბ) გენდერული იდენტობა: ქალის, მამაკაცის ან განუსაზღვრელი ბუნების სუბიექტური აღქმა, (a-გენდერი; მესამე გენდერი და ა.შ)
    გ)სექსუალური ორიენტაცია (ლტოლვა);
    დ) გენდერული როლი: ქცევა სოციალურ სფეროში.

    “ჩვეულებრივი“ ადამიანის შემთხვევაში ეს ოთხი ელემენტი ერთადაა მოთავსებული: მაგალითად – პიროვნება გენეტიკურად არის მამაკაცი, თავს აღიქვამს მამაკაცად, იზიდავს ქალები და იქცევა როგორც მამაკაცი.
    მაგრამ გენდერის თეორია აცალკევებს ამ ელემენტებს ერთმანეთისგან. გენდერულ იდენტობას ანიჭებს უპირატესობას ბიოლოგიურ სქესზე. მაგალითად, პიროვნება შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მამრობითი სქესის და მიუხედავად ამისა იყოს „ქალიც“ და მიეკუთნებოდეს ერთს (ან რამდენიმეს) მრავალი გენდერიდან L, G, B, T, Q, I და ა.შ.

    და რადგან ადამიანურ სამყაროში არამხოლოდ ბიოქიმია განსაზღვრავს მენტალობას, არამედ მენტალობაც განსაზღვრავს ბიოქიმიას, ჩვენ ვხდებით ის, რასაც ვფიქრობთ და რაც გვინდა. ზოგს უნდა და ხდება სპორტსმენი, ზოგს – ფიზიკოსი, მწერალი, მუსიკოსი, პ-რასტი და ასე შემდეგ. ან ეს ყველაფერი ერთად. ბავშვის გონება გაცილებით სუსტია, მათ ბუნებრივი რწმენა აქვთ თავიანთი მშობლებისა და მასწავლებლების… ისინი ადვილად ზიანდებიან, როდესაც აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი საუბრობს ცხრა წლის(!) გეი ბავშვზე, რომელსაც ნათელი მომავალი ელოდება…

    აი, ესაა საშიშროება და არა სულიერი თუ ხორციელი გაუპატიურება, როგორც მავანნი ამბობენ. ახლა აიტაცებენ ამ ბლაგვფრთიან იდიოტიზმს და ისე წარმოგვიჩენენ საქმეს “პრადვინუტები”, რომ ვინც მათ ეწინააღმდეგება ყველა ბნელია და ვინც მხარს უჭერს – გასხივოსნებული. და ის საშიშროება თითქოს არც არსებობს, რაზეც ზემოთ გელაპარაკეთ. საშიშროება თავისთავად 10-20, ერთი პროცენტი ლგბტ პირებიდან კიარა, ჩვენი მოუმზადებლობიდან, ზემოხსენებული დედიკოებიდან და მამიკოებიდან მოდის, რომელთაც არც ცოდნა აქვთ, არც ნება და არც უნარი, სწორად აღზარდონ შვილების სული…