Category: არქივი

  • სკანდალური გვარი ბესელიას საქმეში – დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ცხელ პოლიტიკურ ზაფხულს უანონსებს

    ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას“ ცხელ პოლიტიკურ ზაფხულს უანონსებს. ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, თუმცა ხელისუფლებამ მაინც არ გამოიძია, ვინ გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სისხლის სამართლის საქმეში კი, რომელიც ბესელიამ უკვე წაიკითხა, ბევრი უცნაურობაა.

    დეპუტატის ყურადღება ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი გამავრცელებლების გვარმა მიიქცია, საქმეში დევს ორი დის ჩვენება, სადაც ისინი აღიარებენ, რომ ვიდეომასალა სოციალური ქსელით რამდენიმე ადამიანს გადაუგზავნეს, მათ შორის ერთ-ერთმა საკუთარ მეუღლესაც.

    ისინი ადასტურებენ, რომ იცოდნენ ჩანაწერის შინაარსიც და კადრების გაგზავნამდე შინაარსს მეგობრებთან განიხილავდნენ. ამ პირდაპირი ჩვენების მიუხედავად, საქმეში მონაწილე ორ მთავარ ფიგურანტს მაინც მოწმის სტატუსი აქვთ მაშინ, როცა სხვა ანალოგიურ შემთხევაში პროკურატურამ მოქალაქეებს ბრალი წაუყენა და დააკავა.

    გვარი, რომელსაც ეკა ბესელია არ ასახელებს, „კურიერმა“ გაარკვია. ორი და განსაკუთრებული სტატუსით მძიმე ბრალდებით დაწყებულ საქმეში ზარდიაშვილები არიან, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მოგვარეები.

    უცნობია, აქვს თუ არა სასამართლო კლანის მთავარ ლობისტად და ეკა ბესელიას პირად მტრად გამოცხადებულ დეპუტატს რაიმე ნათესაური კავშირი საქმის ფიგურანტებთან. ამ კავშირების გარკვევას უმრავლესობის ყოფილი წევრი სამართალდამცველებს სთხოვს.

    ხელისუფლების შეცვლას ეკა ბესელია ახალ თანამოაზრეებთან ერთად იწყებს. ოფისში ინგოროყვას ქუჩაზე 20 ივნისის დამფუძნებელი ყრილობის და „ოცნების“ ხელისუფლების დამარცხებისთვის ემზადებიან.

    ეკა ბესელიას თანამოაზრეებში არიან მმართველი გუნდის ყველაზე სტაჟიანი, მაგრამ უკვე ყოფილი წევრები, იურისტები და ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ვარლამ ხათრიძე, რომელმაც შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიკავა. ვარლამ ხათრიძე, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე ყველაზე მეტი იცის და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც “ოცნების” ყველა მინისტრი გამოიცვალა, გიორგი გახარიას ბევრ სიურპრიზს უანონსებს.

  • პუტინმა ჩინელ კოლეგას დაბადების დღე რუსული ნაყინით მიულოცა

    ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას დაბადების დღე რუსული ნაყინით მიულოცა. სი ძინპინი 66 წლის იუბილეს დუშამბეში შეხვდა, სადაც აზიის თანამშრომლობისა და ნდობის სამიტი მიმდინარეობს.

    შეხვედრის გახსნამდე ვლადიმერ პუტინმა პირადად მიაკითხა სი ძინპინს რეზიდენციაში და ნაყინის მთელ შეკვრასთან ერთად, ჩინური წარწერით ტორტიც მიართვა.

    დუშამბეს სამიტში აზიის 27 ქვეყანა მონაწილეობს, მოლაპარაკების მთავარი თემა კი რეგიონული უსაფრთხოება და არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაა.

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთ-ერთ დაკავებულს სასამართლოში გული წაუვიდა

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთ დაკავებულს გული წაუვიდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე აქალაქო სასამართლომ იმსჯელა.

    ერთ-ერთი დაკავებული, ოძელაშვილი, რომლის საქმის განხილვა გადაიდო, სასამართლოში შეუძლოდ გახდა. ცუდად გახდომამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იზოლატორში არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ. ოძელაშვილის განცხადებით, არ აძლევდნენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას, ასევე არ რთავდნენ საკვების შეტანის ნებას.

    დაკავებულებიდან რამდენიმეს 10 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, დანარჩენის პროცესი კი გადაიდო. ბაქარ შალიკიანის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებად „რუსთავი 2-ის“ მასალა წარადგინა.

    დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს.

  • ” ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება”- ადა მარშანია

    “ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი დაბრუნდება, ეს მე ნამდვილად ვიცი” – განაცხადა ადა მარშანიამ “პატრიოტების” აქციაზე სიტყვიტ გამოსვლისას. დავით გარეჯი საქართველოა – ამ ლოზუნგით “პატრიოტთა ალიანსის” აქცია იმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები აქცია, სახელწოდებით, პრორუსული შინაარსისაა და რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს ატარებს, მათ შორის, საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნაა. 

    გაგიმარჯოთ, საქართველოს ჯარისკაცებო. თქვენზე, თქვენს სინდისზე, თქვენს გულზე, თქვენს სისხლზე, ჩვენს ჯიშზე, ჩვენს მონდომებაზე, ჩვენს ბრძოლაზე დგას ეს ქვეყანა, ჩვენი საყვარელი, ულამაზესი საქართველო. ამიტომ, არცერთი წუთი არ ვიფიქროთ, რომ ჩვენ აქ მოვედით, ჩვენ აქ ვიდექით, ბევრჯერ მოვედით, ბევრჯერ დავდექით, მაგრამ მერე, რა? არცერთი წუთი არ ვიფიქროთ ასე. ყოველ ჩვენს გაბრძოლებას აქვს უდიდესი აზრი. პირველ რიგში ჩვენ-ჩვენი სინდისის წინაშე ვართ მართლები იმიტომ, რომ ამაზე უფრო უზენაესი საქმე, წადილი, რასაც ჰქვია სამშობლოს დაცვა, არც არაფერი არ არის. ეს არის ჩვენი წმინდა მოვალეობა, ეს არის ჩვენი ღვთიური მოვალეობა. ამიტომ ხართ თქვენ, ამიტომ. ჩვენი აქ დგომით აფხაზეთი ბრუნდება, მე ეს ნამდვილად ვიცი ”

  • “ვირი ხეზე ავა, ჩვენ НАТО-ში შევალთ”- “პატრიოტთა” აქციაზე NATO რუსულად დაწერეს

    დავით გარეჯი საქართველოა – ამ ლოზუნგით “პატრიოტთა ალიანსის” აქცია იმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები  აქცია, სახელწოდებით, პრორუსული შინაარსისაა და რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს ატარებს, მათ შორის, საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნაა.

    აქციის მონაწილეებს ხელში რუსული პროპაგანდისტული ბანერები უკავიათ, სადაც ნატო კირილიცათი წერია.

    ერთადერთი ინციდენტი საკრებულოს ფანჯრებში „ევროპული საქართველოს“ მიერ დროშის გამოფენას მოჰყვა. „პატრიოტები“ და მათი მხარდამჭერები დროშის დანახვამ წარწერით – „ნატო აქაურობას“ გააღიზიანა.

  • “დაისაჯოს სააკაშვილი, ბოკერია, ყველა ის ხალხი,ვინც ყიდდა ტერიტორიებს”- დავით თარხან-მოურავი

    სამხედრო მიუმხრობლობა იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვა, რის გამოც თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ აქცია გამართა. აქციის ლოზუნგი იყო “დავით გარეჯი საქართველოა”.

    აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

    „არავითარი დათმობა არ მოხდება არცერთი კვადრატული მეტრის. დაიწყოს გამოძიება, დაისაჯოს კომისიის ის წევრები, ვინც გაყიდა დავით გარეჯი. დაისაჯოს სააკაშვილი, ბოკერია, ყველა ის ხალხი, ვინც ყიდდა ტერიტორიებს. მოთხოვნა არის სამხედრო მიუმხრობლობა, იმიტომ, რომ დღეს ეს არის ერთადერთი გამოსავალი სიმშვიდისთვის და დღეს სრულიად მიუღწევადია ნატო,“ – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

    ადა მარშანია კი დავით გარეჯში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ამბობს, რომ მოსახლეობა არა ხელისუფლების, არამედ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს.

    „ხელისუფლების იმედზეც არ უნდა ვიყოთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავის იმედზე, ჩვენი გაბრძოლების და ჩვენი აქტიურობის იმედზე უნდა ვიყოთ… პირველ რიგში, რასაკვირველია, დავით გარეჯს ვიცავთ ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

  • კარგად გააცნობიეროს საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს დავით გარეჯს – ირმა ინაშვილი

    „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. დაახლოებით, ერთსაათიანმა შეკრებამ დაპირისპირების და ხმაურის გარეშე ჩაიარა.

    ერთადერთი ინციდენტი საკრებულოს ფანჯრებში „ევროპული საქართველოს“ მიერ დროშის გამოფენას მოჰყვა. „პატრიოტები“ და მათი მხარდამჭერები დროშის დანახვამ წარწერით – „ნატო აქაურობას“ გააღიზიანა.

    ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის ორგანიზებით, აქცია თავისუფლების მოედანზე დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიგეგმა. აქციის ლოზუნგი იყო – დავით გარეჯი საქართველოა.

    „აქციის მთავარი მოთხოვნა არის, კარგად გააცნობიეროს საქართველოს ხელისუფლებამაც, აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს, დათმოს დავით გარეჯი. დავით გარეჯი საქართველოა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორიაც და კულტურული მემკვიდრეობაც. კი ბატონო, იმუშაოს სადემარკაციო კომისიამ, მაგრამ ის რომ ხდება გადაადგილება ასე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების და პერიოდულად იკეტება უდაბნოს მონასტერი ჩვენთვის, ეს ჩვენთვის მიუღებელია,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    მხარდამჭერები „პატრიოტთა ალიანსმა“ რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოიყვანა. ეს თავად აქციის მონაწილეებმაც დაადასტურეს.

  • მყინვარწვერის მთა 7 მეტრით უფრო მაღალი აღმოჩნდა

    მყინვარწვერის მთა 7 მეტრით უფრო მაღალი აღმოჩნდა. მთის სიმაღლე რეალურად 5054 მეტრია. სიმაღლე, სქი ტურიზმის ინიციატივით, თავიდან გაიზომა და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით დადგინდა.

    მყინვარწვერი პირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში გაზომეს და 5047 მეტრით განისაზღვრა, 80-იანი წლების მონაცემებით, კი მთის სიმაღლე 5033 მეტრი იყო.

    სქი ტურიზმის წარმომადგენლების შეფასებით, ახალი მონაცემების დადგენა ტურისტების ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

  • “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ბანერი “ნატო აქაურობას” ჩამოხია

    დავით გარეჯი საქართველოა – ამ ლოზუნგით “პატრიოტთა ალიანსის” აქცია იმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.

    პარალელურად საკრებულოს შენობაზე „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ ბანერი „ნატო აქაურობას“ გამოფინა. პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბანერი ჩამოხია და გაიქცა.