Category: არქივი

  • ე.წ. ქუჩური გარჩევა ვაკეში -ნაფარეულის ქუჩაზე სროლა იყო

    თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მიმავალი მანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი არავინ არ არის. ადგილზე სამართალდცავები იმყოფებიან.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

  • წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ოქტომბერში არც ხავსი შერჩებათ, ვპირდები- კალაძე ენმ-ს

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” ხავსს ეკიდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ხავსიც არ შერჩებათ.

    ,,ვის თავში მოხვდა [დასავლელი პარტნიორების განცხადებები], ვის სახეში, ვის ცხვირ-პირში, მაგას 2020 წლის არჩევნები აჩვენებს. ნაციონალური მოძრაობა, ეს ადამიანები ერთადერთი დამოკიდებულები არიან ამ განცხადებებზე, ხომ იცით, ნათქვამია, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ისეა მათი საქმე, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში არც ხავსი არ შერჩებათ ხელში. მაგის პირობას ვაძლევ”,- ამბობს კალაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემა არ აქვს პროპორციულ არჩევნებთან, თუმცა პარლამენტის დეპუტატების ნაწილი ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

    ,,საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110/40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, თუმცა, გუნდში იყო დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება”,- აცხადებს ,,ქართული ოცნების” ლიდერი.

    კალაძე პროპორციული არჩევნების ჩაგდების შემდეგ ამბობდა, რომ ,,ოპოზიციური პარტიების ლიდერების ქმედებებიდან გამომდინარე” პროპორციული არჩევნები საფრთხის შემცველია.

  • ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას  “primetime” ავრცელებს.

    ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის მიზეზი იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა.

    ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაციას  ამირან გამყრელიძემაც ადასტურებს.

    შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • “გუშინ ჩამოვფრინდი მილანიდან, ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს” – რას ყვება მილანიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე

    იუ­რის­ტი ლელა დე­კა­ნა­ძე თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ბა, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში, მი­ლა­ნი­დან ჩა­მოფ­რე­ნის შემ­დეგ შე­ემ­თხვა.

    “ჩა­მოვფრინ­დი ქუ­თა­ის­ში მი­ლა­ნი­დან. ჯერ კი­დევ ვერ მოვ­დი­ვარ გონს, ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი სტრე­სუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა არ მახ­სოვს.მთე­ლი გზა ვფიქ­რობ­დი, ხომ არ ჯობ­და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი იტა­ლი­ა­ში, რომ საფრ­თხე არ შე­მექ­მნა ჩემი ოჯა­ხის­თვის და გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. სა­შინ­ლად მძი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვარ დატ­ვირ­თუ­ლი, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვარ და არ ვიცი რა შე­მიძ­ლია მეტი გა­ვა­კე­თო საფრ­თხის ასა­ცი­ლებ­ლად, რაც ჩემ­გან ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის.ამას იმი­ტომ გიყ­ვე­ბით, რომ აე­რო­პორ­ტში სა­ო­ცარ ამ­ბებს შე­ვეს­წა­რი. ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ჩა­მო­ვე­დი სი­ცხის გა­სინ­ჯვის გა­მოც კი გა­ღი­ზი­ან­დნენ, ლან­ძღავ­დნენ პო­ლი­ცი­ე­ლებს, პერ­სო­ნალს, მთავ­რო­ბას და ყვე­ლა­ფერს მოძ­რავს და უძ­რავს სამ­ყა­რო­ში.

    იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ პრე­ტენ­ზია თუ რა­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­სი ნელა, რად­გან მათ სახ­ლში შვი­ლე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ, ზო­გი­ერთ მათ­განს კი ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აე­რო­პორტთან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­რა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გრძნობ­დნენ, ვერც იმას იაზ­რებ­დნენ რა საფრ­თხის მა­ტა­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ და ვერც “მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის” უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ფიქ­რობ­დნენ.  არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი არ გა­და­უყ­ვა­ნი­ათ კა­რან­ტინ­ში (სიმპტო­მე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო) თუმ­ცა, მი­ვი­ღეთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ჩემ კი­თხვა­ზე თუ რო­გორ ხდე­ბო­და ამის კონ­ტრო­ლი პა­სუ­ხი იყო “ში­ნა­უ­რუ­ლი”, რომ ეგ შე­უძ­ლე­ბე­ლია და ჩვენ ადა­მი­ა­ნუ­რად არ უნდა ვი­კად­როთ.

    ვიცი, რომ ბევ­რს არა­ფერს შეც­ვლის ჩემი სი­ტყვე­ბი, მაგ­რამ მა­ინც მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას, ვინც ასე­თი “ცხე­ლი” ზო­ნე­ბი­დან ჩა­მო­დის: გთხოვთ იფიქ­რეთ თქვენს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებ­ზე, ოჯა­ხებ­ზე, დარ­ჩით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ “მე შან­სი არაა რამე მქონ­დეს” არ მუ­შა­ობს ვირუ­სის წი­ნა­შე, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია და მოდი, გა­ვი­აზ­როთ ეს მარ­ტი­ვი რამ.ვიცი ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა ამ­დე­ნი ხანი არ გი­ნა­ხავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ შო­რი­დან უყუ­რო და ვერ ჩა­ე­ხუ­ტო, უბ­რა­ლოდ ახლა მათ­თვი­საც და ჩვენ­თვი­საც უკე­თე­სია ასე მოქ­ცე­ვა. ვი­ყოთ მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნე­ბი რთუ­ლია მაგ­რამ არა შე­უძ­ლე­ბე­ლი” – წერს ლელა დე­კა­ნა­ძე.

  • კორონავირუსის გამო, კანის კინოფესტივალი შესაძლოა აღარ ჩატარდეს

    ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კანის კინოფესტივალი შესაძლოა წელს, 12 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, აღარ ჩატარდეს. ამის შესახებ Variety წერს.

    საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციით, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამართული ღონისძიებები, რომელსაც შესაძლოა 5 ათასი, ან მეტი ადამიანი დაესწროს, უმჯობესია, რომ გაუქმდეს. მსგავსი შეზღუდვა 31 მაისამდე გასტანს, რაც ფესტივალის ჩატარების პერიოდსაც მოიცავს.

    წელს, კანის რიგით 73 კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი სპაიკ ლი უნდა იყოს. ფესტივალის ადმინისტრაციას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

  • პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატსა და ექიმ ლადო კახიძეს პირბადე ყურზე ეკეთა (ვიდეო)

    პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატსა და ექიმ ლადო კახიძეს პირბადე ყურზე ეკეთა. 

    შეგახსენებთ,  საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

  • პარლამენტი შესაძლოა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდეს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს დაავალა, რომ კანონპროექტების ელექტრონულად განხილვისა და კენჭისყრის შესაძლებლობაზე იმუშაონ.

    არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება გამოყენებული.

    “მოგმართოთ ყველას, რათა ვიფიქროთ და მოვამზადოთ ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, კანონპროექტები განიხილოს ელექტრონული პროცედურით და გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული კენჭისყრა ჩაატაროს.

    ვფიქრობ, დღესაც არის საფუძველი, რატომაც შეიძლება მომავალში ასეთი პლატფორმა პარლამენტს დასჭირდეს. მინდა, მივმართო იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს, რომ იმსჯელონ ამ ინიციატივის გარშემო და დროულად მოვამზადოთ, დაჩქარებული წესითაც განვიხილოთ თუ საჭიროა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • “მეფე ერეკლეს აბანოში მექისემ მოქალაქე სექსუალურად შეავიწროვა” – ომბუდსმენი

    სახალხო დამცველმა მეფე ერეკლეს აბანოში მექისეს მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და ჭრელ აბანოს რეკომენდაციით მიმართა.

    ომბუდსმენის განცხადებით, რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომ შპს ჭრელი აბანოს საკუთრებაში არსებული დაწესებულება “მეფე ერეკლეს აბანო”  მომხდარი სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტზე მიუთითებდა.

    სახალხო დამცველის განცხადებით,  მექისე მამაკაცმა  პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით ადგილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა

    საქართველოს სახალხო დამცველმა შემდეგი რეკომენდაციებით მიმართა შპს ჭრელ აბანოს:

    • მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის, მეფე ერეკლეს აბანოში შეიმუშავოს მომსახურების გაწევის წესები
    • შეიმუშავოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად;
    • კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები;

    შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში

  • კონკრეტულ ქვეყანაში მიმოსვლის შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

    „ვირუსი ვრცელდება მთლიანად ევროპაში, ამიტომ ერთი კონკრეტულ ქვეყანასთან ფრენების აკრძალვაზე რეკომებდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

    „ჩინეთთან და ირანთან შეზღუდვა დაწესდა მხოლოდ იმ მოტივით, რომ იმ კონკრეტული მომენტისთვის ყველაზე მაღალი რისკი მოდიოდა ჩინეთზე და ირანზე. დღეს უკვე რისკები ვრცელდება მთელს ევროპაშიც, ამდენაც იზოლირებულად კონკრეტული ქვეყნიდან შეზღუდვას მაქსიმალური ეფექტი ვერ ექნება“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

    მისი თქმით შეფასდება ზოგადად ევროპის ქვეყნების რისკი, დაიწერება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია და მხოლოდ შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას იტალიასთან დაკავშირებით.

    გუშინ კორონავირუსის შემთხვევის რიცხვი საქართველოში 5-ით გაიზარდა, ყველა პაციენტის ისტორია იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.

  • კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

    კორონავირუსით დაავადებული ერთი პირის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირაა იმყოფებიან, სტაბილურია.

    „ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ საშუალოზე მძიმეა, მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე, დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და გამოვლენა, რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსის შემთხვევის რიცხვი საქართველოში 5-ით გაიზარდა და ჯამში 9 ინფიცირებულია.