Category: არქივი

  • ევროტურნირებზე მონაწილე ოთხივე ქართული საფეხბურთო გუნდის მეტოქეების ვინაობა ცნობილია

    ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ქართული საფეხბურთო კლუბი იღებს მონაწილეობას. ესენი არიან ,,საბურთალო”, ,,თბილისის დინამო”, ,,საჩხერის ჩიხურა”, ,,ქუთაისის ტორპედო”.

    აქედან უეფას წესების მიხედვით მხოლოდ საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საბურთალოს აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი.

    საბურთალოს მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის შერიფი იქნება. საბურთალოს მსგავსად შერიფიც არ არის ნამყოფი ჩემპიონთა ლიგაზე. მათ ერთხელ მოახერხეს საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გასვლა, სადაც ბაზელს დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში 4-0 დამარცხდნენ. ამის მიუხედავად მოლდოვური კლუბი ამ დაპირისპირებაში ფავორიტად განიხილება.

    რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს, თბილისის დინამო ენგორდენსა და ლა ფიორიტას შორის გამარჯვებულს შეხვდება. საჩხერის ჩიხურას მეტოქე ლუქსემბურგის ფოლა ეში იქნება. ხოლო ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება.

  • ლიანა ჯოჯუას დებიუტი UFC-ში 7 სექტემბერს შედგება

    ლიანა ჯოჯუა პირველი ქართველი ქალია, ვინც UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. მისი პირველი ბრძოლა 7 სექტემბერს არის ჩანიშნული.

    22 წლის ლიანამ UFC-ის დებიუტი სარა მორასის წინააღმდეგ შედგება. სარა მორასს კარიერაში 10 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 5-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ხოლო 5-ში დამარცხდა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 9 ორთაბრძოლიდან 7 გამარჯვება და 2 მარცხია.

    ლიანამ UFC-სთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ლიანას პირველი ბრძოლა UFC 242-ზე იქნება, რაც მის ბრძოლას დამატებით მაყურებლებს და ინტერესს შესძენს, რადგან სწორედ ამ ივენთზეა ჩანიშნული ხაბიბ ნურმაგომედოვისა და დასტინ პორიეს ორთაბრძოლაც.

  • მაშველები ცეცხლის კერასთან მისვლას ვერ ახერხებენ – ხანძარი შეკვეთილში

    შეკვეთილში ხანძარია.  მაშველები ცეცხლის კერებთან მისვლას ვერ ახერხებენ. ხანძარი დაუსახლებელ ადგილას ბალახს გაუჩნდა.

    მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

    არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7664 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7559 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0105 თეთრით გაუფასურდა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3.0995 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი კი 3.0907 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.

  • ქუთაისის სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია

    ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში გაჩენილლი ხანძარი ლიკვიდირებულია.

    წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე განთავსებულ სპორტდარბაზში ელექტროსადენებს გაუჩნდა

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • თვითმხილველების ცნობით, ბათუმის ბულვარში 16 წლის ბიჭი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს

    ბათუმის ცენტრალურ ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი სცემეს – ამის შესახებ  თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა  მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა, პოლიციის თანამშრომლებმა მას ველობილიკზე გადასვლა სთხოვეს.

    მითითებას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი, ასევე თვითმხილველების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ცემისას ბიჭი ცუდად გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

    არასრულწლოვანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    როგორც ექიმი ამბობს, მოზარდს თვალისთვის ხილული ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და სამედიცინო ექსპერტიზას საჭიროებს.

  • “თბილისი პრაიდი” ჩატარდება

    “თბილისი პრაიდი” ჩატარდება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს. მათი თქმით, დაგეგმილი ღონისძიებები არ გაუქმდება.

    ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარების ზუსტ ლოკაციას არ აკონკრეტებენ.

    გაიმართებოდა თუ არა “თბილისი პრაიდი”, ორგანიზატორებს დღეს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება.

    თბილისი პრაიდის ფარგლებში დაანონსებულია „ღირსების მარშის“ ჩატარებაც. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გარკვეულ გეგმებზე უკან დაიხიეს, პრაიდის ორგანიზატორები მათი მხრიდან ძალადობას არ გამორიცხავენ.

  • პატიმარმა პროტესტის ნიშნად მაგნიტი გადაყლაპა

    გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა პროტესტის ნიშნად მეტალის საგნები გადაყლაპა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას  ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

    პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიმართა. მირზოევი მიიჩნევს, რომ ციხეში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილია.
    ის ამტკიცებს, რომ 10-წლიანი პატიმრობა იმ დანაშაულისთვის აქვს შეფარდებული, რაც არ ჩაუდენია. 

    „მაგნიტი, მთელი რკინა გადაუყლაპებია. ასე ბუდესავით დგას. ციხემ ყურადღება არ მიაქცია. პროკურორმა ყურადღება არ მოგვაქცია, პროკურორი ახალგაზრდა გოგო დადგა და 10 წელიო. 10 წელი რისთვის მიეცი,“ – განაცხადა “რუსთავი 2-თან” მსჯავრდებულის ბებიამ, ზინა შაროევამ.

    თეიმურაზ მირზეოვს სახელმწიფო ბრალდება მერაბ გელაშვილის გაზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, თუმცა საქმეში არ დევს ჩვენებები, რომლითაც დადგინდება, რომ დანა ნამდვილად მირზოევს ეკავა. საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო იხილავს.