Category: არქივი

  • პრინც უილიამისა და ქეითის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა

    პრინც უილიამსისა და ქეითის ექსკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სამეფო ოჯახის წევრები ლონდონიდან უინძორის სასახლისკენ მიდიოდნენ. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბიბისი ავრცელებს. 

    დაშავებული ირენ მეიორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა  მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

    კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლის ცნობით, სამეფო წყვილი მომხდარით დამწუხრებულია და დაშავებულს საავადმყოფოში  ყვავილები გაუგზავნეს.

  • თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს

    ექსპლუატაციაში მიუღებელი სახლების საკითხი დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

    თბილისის მერიის კახა კალაძის განცხადებით, უკვე დასრულებულ თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტია ცხადდება. 

    კალაძის თქმით, ეს  შენობა-ნაგებობები  გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

    „ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი შენობა-ნაგებობები ძალიან ბევრია ქალაქში და ამ შენობა-ნაგებობებში, ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია ასეთი, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არაა მიღებული. შესაბამისად, ეს სერიზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი, საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალია და ვერ იყენებს ვერაფერში. მაგალითად, კრედიტის ასაღებად თუ ესაჭიროება ბინის ჩადება, არც ერთი ბანკი ასეთ საცხოვრებელ ფართს, რომელიც ექსპლუატაციაში არაა მიღებული არ ჩადებს. შესაბამისად, ასეთი შენობა-ნაგებობების და იმ დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდართან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს, 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით“, – განაცხადა  კალაძემ.

  • კომბლები შეაწყვეთ სხვენში-ვასაძე მხარდამჭერებს მიმართავს {ვიდეო}

    ბიზნესმენი, ლევან ვასაძე თავის რაზმებს მოუწოდებს, კომბლები სხვენში შეაწყონ. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    ვასაძე კმაყოფილია შსს-ს მუსაობით, მისი უწყებამ განაცხადა, რომ პრაიდი არ იქნება და ეს სიტყვა გუშინ შეასრულა.

    “მინდა გაგიკეთოთ საჩუქარი, საჩუქარი არის ასეთი მე მინდა ჩვენს სახალხო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომპლები შეაწყოთ სხვენში როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ჩვენ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რახან შსს-მ თქვა, რომ პრაიდის არ იქნება და არ გვაინტერესებს მამათმავლების ჭიჭყინი და რახან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს აი ეხლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან ჩვენ სახელმწიფოს”, — თქვა ვასაძემ.

    მიმართვის ბოლოს, ვასაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს რომ კომბალი სხვენში შეაწყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვასაძის მომხრედ ისინი არ ჩაითვლებიან.

  • მიშელ პლატინი გაათავისუფლეს

    უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ პლატინის ადვოკატმა განაცხადა.

    დაკითხვის თემა ეხებოდა კორუფციულ გარიგებას და არჩევნების ფალსიფიკაციას.

    პლატინი გუშინ პარიზში დააკავეს. მის მიმართ კითხვები მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ყატარის შერჩევასთან დაკავშირებით არსებობს.

  • თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო, 112-ში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო 112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ყველა შეტყობინებაზე რეაგირებენ. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ამოტუმბვის სამუშაოები.

    შეტყობინებები, ასევე, შემოვიდა რამდენიმე ხის წაქცევასთან დაკავშირებით. ასევე, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. შედეგად არავინ დაშავებულა.

    ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონებში დაფიქსირდა.

    ასევე, მიმდინარეობს თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორინგი. სიტუაცია თბილისის მდინარეებზე სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება”- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში

  • პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის – ნიკა მელია

    „პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის,“ – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. მელიამ განმარტა მიზეზი, თუ რატომ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე პრაიდის ჩატარება არის მიზანშეუწონელი. დეპუტატი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა, პრაიდის კვირეულშიც განმეორდება.
    „იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ არსებობს, ან თუ არსებობს სადღაც გვამური ლაქები აქვს, ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს, ამ ყველაფრით, შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განახორციელოს იმ ძალამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში, სად არის ამის გარანტია. ჩემთვის პირადად, იმ დღეს იყო პრაიდი, ამაზე განსხვავებული რა უნდა მოხდეს იქ, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც მოხდა… მივლენ, მოვარდებიან ისინი, ვინც დავინახეთ, რას წამოადგენენ, ჩადგება შუაში ათასობით პოლიციელი, იქნება აქედან გინება და იქიდან პოლიციის მცდელობა, რომ დაიცვას ეს ხალხი. მთავარი დეფექტი გამოავლინა ხელისუფლებამ, არ გამოავლინა?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
    ნიკა მელიას თქმით, ქვეყანაში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარების შემდეგ აღნიშნული საკითხი პრობლემური აღარ იქნება. ის არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში რუსული კვალი იკვეთება.
  • ნატა ფერაძემ თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებს შუა თითები უჩვენა

    პარტიზანმა მებაღემ და სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ  პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად თბილისი პრაიდის მოწინაღმდეგეებს შუა თითები უჩვენა.

    ფერაძემ იმედის  პირდაპირ ეთერში იყო მიწვეული, მან რამდენიმე წამში დატოვა სტუდია და გასვლამდე განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან სასაუბრო არაფერი ჰქონდა. ფერაძის აზრით, მის წინაშე მყოფი ადამიანების ადგილი ციხეშია.

    ნატა ფერაძემ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია იმედი ძალადობის ტირაჟირებას ახდენს.

    “მე მოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ მოძალადე უნდა იჯდეს ციხეში”-განაცხადა ფერაძემ.

  • “ორფეხა ბოროტება” – ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი უნდა შეიქმნას

    „ჩვენ უნდა წავიდეთ მშვიდობიანად, მაგრამ მაქსიმალურად რადიკალურ ფორმებზე ბრძოლისა,“ – ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის ხელისუფლების ჩამოსაცილებლად დასახულ გეგმაზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
    ნათელაშვილის თქმით, თუ საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვლება, მაშინ მასობრივი გამოსვლები შემოდგომიდან უნდა დაიწყოს. ხოლო თუ აღნიშნული პროტესტიც არ გაამართლებს, მაშინ ვენესუელას მოდელი უნდა განხორციელდეს.
    „უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელი ფრონტიც აიძულებს მთავრობას, შეცვალოს საარჩევნო კანონი, გააუქმოს კრიმინალური მაჟორიტარული სისტემა, ეს ჩვენი ბიუჯეტით გასიებული ღორის მსგავსი არსებები, რომ სხედან პარლამენტში, ღორთან ბოდიში, და ჩვენი შვილების წილს ჭამენ, ეს გააუქმოს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც კრიმინალიტეტის ბუდე დაითხოვოს და გააუქმოს და არჩევნები გამოაცხადოს სავალდებულოდ, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.
    შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და თბილისი პრაიდის გამართვას აფასებს.
    „იმას კი არ ებრძვიან, ვინც მიიღო ეს კანონი, ბოროტების სასახლეში რომ ზის, ბოროტება ორფეხა, იმას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმათ, ვინც ამ კანონით მიიღო უფლება, მიტინგი ჩაატაროს, თავზე დაგვაჯდეს და რაც უნდა ის გვიქნას, ეს გააკეთა ივანიშვილმა… ორივე დაჯგუფება სექსუმცირესობების და მათთან მებრძოლი რაინდების, იმართება მოსკოვიდან,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.