Category: არქივი

  • “ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება,რათა მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს” – ვასაძე

    “ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება,რათა მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს”- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჟურნალისტებს განუცხადა.

    „ეს ინფორმაცია უშიშროების მხრიდან გვაქვს. იმედია,ეს არ მოხდება, მაგრამ ეს იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინდლიდან ჩვენ გადავედით მშვიდ რეჟიმში, თუმცა ჯერ ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ გადმოდგა ჩვენ მიმართ რაღაც დადებითი ნაბიჯები. ბოლომდე ვერ ვენდობით, მზაობაში ვართ და სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი მიმართული იყო სახელმწიფოს დესტაბილიზაციიაზე და ლოგიკურია ასეთი სვლა. ნამდვილად არ მინდა თავი გავიბითურო, მოგაჩვენოთ თავი და ტყუილად ვილაპარაკო, არც მინდა, რომ ოჯახის წევრები ვანერვიულო, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის. მე ვიტყოდი ასე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ რაღაც მსგავსი თუ მოხდა, მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. ანუ თუ ეს გაკეთდა, ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ყველას, ვინც ამ სახალხო მოძრაობაშია ჩართული, მივმართავ თხოვნით, რაღაც მსგავსი რომ მოხდეს, იცოდეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. ეს არის იმ ძალების ბრალი, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ვასაძემ.

    ვერის ბაღში „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, მათ ადგილზე მისვლისკენ ლევან ვასაძემ დილას მოუწოდა. ვასაძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ   მდგომარეობიდან გამომდინარე კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

  • “არავის აქვს უფლება თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა და შეითავსოს წესრიგის დამყარების ფუნქცია”-ოქრუაშვილი

    “არავის აქვს უფლება თავი დააყენოს სახელმწიფოზე მაღლა და შეითავსოს წესრიგის დამყარების ფუნქცია”- “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი სცენარისტი ბიძინა ივანიშვიკლი დგას. ოქრუაშვილის აზრით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძირითადი პრობლემებიდან ხალხის ყურადღების გადატანა მოხდეს.

    ოქრუაშვილმა ვასაძის ლეგიონის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება წესრიგის დამყარების ფუნქცია შეითავსოს, რადგან ქვეყანაში მოქმედებს კონსტიტუცია. ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას პროცესების ესკალაცია.

    “მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ დაუსვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და ამ ინსტიტუტებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება. ასევე მივმართავ თითოეულ პოლიციელს დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა თითოეულმა ჯგუფემა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება.”-განაცხადა ოქრუაშვილმა.

  • “თბილი ამინდის პერიოდში, ბრგე ქართველი მამაკაცი მაისურს იხდის და ღიპგამოგდებული დარბის იქეთ-აქეთ“–ჯოზეფ სმიტი

    საქართველოში მცხოვრები წარმოშობით ბრიტანელი ჟურნალისტი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება.

    “რაც საქართველოში ვცხოვრობ, სულ თვალში მხვდება ერთი ქართული ტრადიცია, რომელიც სხვაგან დაცული არ არის და გარდა კულტურული თვითმყოფადობისა, სხვა არანაირ ახსნას არ ექვემდებარება.

    ეს ტრადიცია გულისხმობს იმას, რომ როდესაც რამე ხდება – კარგი თუ ცუდი – თბილი ამინდის პერიოდში, ბრგე ქართველი მამაკაცი მაისურს იხდის და ღიპგამოგდებული დარბის იქეთ-აქეთ და ამ ნახევრადშიშველ მდგომარეობაში, უფრო თამამად და ალალად ერთვება მიმდინარე პროცესში.

    სამწუხაროდ, ამ ბოლო პერდიოში საქართველოში “ბოდიშეიმინგი” ძალიან პოპულარული გახდა. მეც ვყოფილვარ ამ ცუდი და არაქართული ტენდენციის მსხვერპლი, რადგან ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შესამჩნევად გავსუქდი.

    არსებობს არგუმენტი, რომ თბილისი პრაიდი და ლგბტ+ თემის ღია სივრცეში გამოსვლა ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, რაც მე მიმაჩნია სრულად ალოგიკურიად შემდეგის გამო: პრაიდი არის სწორად ის სივრცე, ის მოვლენა და ადამიანთა თავშეყრის ის ადგილი, სადაც “ბოდიშეიმინგი” მკაცრად აკრძალულია. გინდ ჯოხივით გამხდარი იყო, გინდ ვეშაპისხელა, პრაიდი არის სწორედ ის ადგილი, სადაც შენი სხეული – როგორც არ უნდა იყოს – შენი საქმეა და ისე მიგიღებენ, როგორიც ხარ.

    ასე რომ ნამდვილო ქართველო ვაჟკაცებო! იცოდეთ ვინ გიწყობთ ხელს ტრადიციების შენარჩუნებაში, და ვინ არა!“ – წერს სმიტი.

    წარმოშობით ბრიტანელი ჟურნალისტი ბოლო 7 წელია  საქართველოში ცხოვრობს. ის უკვე საქართველოს მოქალაქეა, არის სამოქალაქო აქტივისტი. 2017 წელს კი ადგილობრივ არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და ხმების 14%  მიიღო.

  • ხობში საბავშვო ბაღიდან ტელევიზორები მოიპარეს

    სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში  საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ტელევიზორები. შემთხვევიდან მალევე პოლიციამ  ქურდობის ბრალდებით  29 წლის მამაკაცი დააკავა.

    გამოძიება სსსკ 177-ე, ქურდობის  მუხლით მიმდინარეობს.

  • დანა უაითი UFC-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე კიდევ მინიმუმ 10 წლით იქნება

    დანა უაიტმა ორშაბათს UFC-სთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის კიდევ მინიმუმ 10 წელი იქნება ორგანიზაციის პორეზიდენტი.

    დანა 2001 წლიდან საქმიანობს UFC-ში და იმ დროისთვის ის ოპერაციების ხელმძღვანელი იყო. ამას გარდა, საუბარია კრივისა და ამერიკული ფეხბურთის, NFL-ის ხელმძღვანელობაზეც. როგორც აღმოჩნდა, 49 წლის ამერიკელის საქმიანობა ძალიან მოსწონს ერთ-ერთი გუნდის მესვეურებს და ისინი აქტიურად ცდილობენ გუნდის მართვაში დანა უაითის ჩართვას.

    რაც შეეხება კრივის ხელმძღვანელობას, როგორც მოგეხსენებათ დანა უაითს საკუთარი კომპანიაც აქვს ,,Zuffa Boxing”. სწორედ ეს კომპანია გახლდათ 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკრივო ორთაბრძოლის ორგანიზატორი, სადაც ერთმანეთს ფლოიდ მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი დაუპირისპირდნენ.

    თუმცა ამერიკულ ფეხბურთისა და კრივის ხელმძღვანელობაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. დადასტურებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ დანა უაითი UFC-ის სათავეში მინიმუმ 10 წელი იქნება.

  • ახალი მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობაზე სერგეენკოს რეკომენდაციით დაინიშნა

    “ნამდვილად ვღელავ, მადლობა მინდა გადავუხადო, პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის” – განაცხადა  ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

    ეკატერინე ტიკარაძე დღეს დავით სერგეენკოს შემცვლელად პრემიერმა წარადგინა.სერგეენკო კი  პრემიერის მრჩევლად დაინიშნა.

    ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება მისივე ინიციატივით მოხდა. მისი თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტიკარაძის კანდიდატურას რეკომენდაცია მან გაუწია. დავით სერგეენკოს განცხადებით, მან პრემიერთან კონსულტაციები გამართა, რათა მიიჩნევდა, რომ ჯანდაცვის სფეროში უკეთესი შედეგის მისაღწევად აუცილებელი იყო ცვლილება.

    ტიკარაძის განცხადებით, მისი მიზანია, რომ რეგიონში ყველაზე წარმატებული და ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდეს.

    „ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. პრიორიტეტად რჩება ისეთი საკითხები ,როგორიც არის პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის ხარისხი, ფარმაცევტული ბაზის იმგვარად მოწესრიგება,რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი მედიკამენტები.

    ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კვლავ რჩება დიდი გამოწვევად.

    დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ ყველაფერს და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში მივიღებთ წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას,“-განაცხადა ტიკარაძემ. 

    შეგახსენებთ, რომ ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, მინისტრის პოსტის დაკავებამდე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც.

  • “ბიძინა ივანიშვილი პირად ექიმს სტომატოლოგით ანაცვლებს“-თინა ბოკუჩავა

    “ბიძინა ივანიშვილი პირად ექიმს სტომატოლოგით ანაცვლებს“, –  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს წასვლას და მის ნაცვლად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის ეკატერინე ტიკარიძის მოსალოდნელი დანიშვნა შეაფასა.

    „ამ შემთხვევაში საკუთარ პირად ექიმს ანაცვლებს სტომატოლოგით, რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება ბუნებრივია საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, პირადი ლოიალობა და რაღაც პირადი ვიწრო ინტერესები, ამიტომ არის რომ ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისშია, ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ საკუთარი ლოიალობით საზღვრავს, ვინ უნდა იკავებდეს ამათუ იმ თანამდებობას მთავრობაში“, – აღნიშნა თიკა ბოკუჩავამ.

    დღეს დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, სერგეენკოს ადგილს  საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.

  • ,,ცალი ფეხითაც შენზე მაღლა ავხტები” – კლეი ტომპსონი ფაჩულიას პოსტს გამოეხმაურა

    ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კლეი ტომპსონთან ერთად მოპოვებული ჩემპიონობა გაიხსენა და ამის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ამასთან ქართველმა ცენტრმა კლეის სწრაფი რეაბილიტაცია და სრულად გამოჯანმრთელება უსურვა და ბოლოს დასძინა, რომ მზადაა მათ შორის ჩატარებული ჩატენვების კონკურსში რემატჩი გამართოს. აღნიშნულ პოსტს ამერიკელი სუპერვარსკვლავიც გამოეხმაურა და კომენტარებში ჯერ მადლობა გადაუხადა ზაზას, ხოლო შემდეგ ხუმრობით დაუწერა, რომ ცალი ფეხითაც მასზე მაღლა ახტებოდა.

    ზაზა ფაჩულიასა და კლეი ტომპსონს ძალიან კარგი მეგობრები რომ არიან ეს არავისთვის არის ახალი. მათ ერთმანეთი გოლდენ სთეით უორიორსის რიგებში გაიცნეს და მას შემდეგ ისინი ძალიან დაახლოვდნენ და არც სოციალურ ქსელებში ერიდებიან ერთმანეთზე ხუმრობას.