Category: არქივი

  • ის, რაც ბატონმა ლევანმა უთხრა ჟურნალისტს, ეს არის არარაინდული-სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველი  ნინო ლომჯარია ლევან ვასაძის მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიზნესმენის მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება არარაინდული საქციელი იყო.

    “ჟურნალისტები ძალიან დაიჩაგრნენ ამ პროცესში და მათზე ძალიან დიდი აგრესია მოდიოდა. ესეც უჩვენებს იმათ, რომ ამ ადამიანებს აგრესი აქვთ არამარტო თემის წარმომადგენლების მიმართ, არამედ ყველას მიმართ, ვისაც ისინი თვლიან, რომ მათგან განსხვავებულად ფიქრობენ. ასე მოხდა ჟურნალისტების შემთხვევაში, ასე მოხდა ჩემი თანამშრომლების შემთხვევაში. უბრალოდ, მე ვიტყოდი, რომ ის, რაც ბატონმა ლევანმა უთხრა ჟურნალისტს, ეს არის არარაინდული. თუ მას აქვს პრეტენზია რომ ის არის რაინდი, ასეთი საქციელი ნამდვილად არ შეეფერება რაინდს”, -განაცხადა ლომჯარიამ ტვ პირველის პირდაპირ ეთერში.

  • რუსი დეპუტატი,რომელიც აფხაზეთს და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თვლის თბილისში ჩამოდის და ქართველების სტუმართმოყვარეობის იმედი აქვს

    აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია – აცხადებს რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი და ქართველ ხალხს ამ “ისტორიულ ფაქტთან” შეგუებას ურჩევს.
    ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი თბილსში ხვალ ჩამოვა.
    ის მონაწილეობას მიიღებს მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაში, რომელსაც ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს.
    „იმედი გვაქვს რომ თბილისის შეხვედრა წარმატებული იქნება. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები და გავამყაროთ დიალოგი, რომლებიც ეფუძნება ჩვენს საერთო კულტურულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ბატონ ქუცნაშვილს და ქართულ მხარეს, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან და საერთაშორისო დონის ღონისძიებას გეგმავს. იმედი მაქვს, პარლამენტარებს შევხვდები და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. ყველა ტრადიციისა და ღირებულების დაცვით, როგორც ეს ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას შეეფერება.
    ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უკვე ისტორიაა. ახლა საჭიროა დიალოგი. ჩემი აზრით, კავკასიის პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და თანასწორობაა. ამისთვის საჭიროა რომ პარლამენტარებმა რუსეთიდან და საქართველოდან უნდა აღადგინონ ურთიერთობები.
    ჩვენ ვაღიარეთ ოსეთიც და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად. ეს იყო ისტორიული მომენტი. ახლა ამ ახალი რეალობის მიხედვით უნდა ავაგოთ ურთიერთობები. სწორედ ამისთვის ჩამოვდივართ საქართველოში. გვინდა ვისაუბროთ საერთო ამოცანებზე და ყველაფერზე რაც გვაერთიანებს,“-აცხადებს გავრილოვი.
  • ბიძის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ფსიქიატრიულის ექიმი დააკავეს

    რუსთავში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი დააკავეს.დაკავების შესახებ  ინფორმაციას შსს  ადასტურებს.

    „შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება მიმდინარეობს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

  • ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით,​ რომ მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან-ბოკუჩავა

    ლევან ვასაძე რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

    „რაინდად გასაღდება თუ კომბლედ, ყველამ ვიცით, რომ რეალურად, ამ ადამიანს მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ამიტომ, მასზე, მის ორიენტაციასა და მის რუსეთუმეობაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი ხელისუფლების როლია, რადგან ნორმალურ სახელმწიფოში, როცა ძალადობრივი განცხადებები ისმის, ბიძინა ივანიშვილი ასე მშვიდად კი არ უნდა იყოს, მკაცრი და დროული რეაგირება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

  • საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სტამბოლში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა. 

    მათი ინფორმაციით,ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა  მოხდა, თურქეთში საქართველოს კონსული თურქ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობს. პარალელურად, დაწყებულია მუშაობა მოკლულის გადმოსვენების პროცედურაზე.

    „გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე. წინასწარი მონაცემებით, მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე. დაჭრილია ორი ადამიანი, ანუ თავდასხმის ობიექტები. დანარჩენი ორი პირი, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ, მიიმალა. არის ვერსია, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, დასტურდება პირველ ეტაპზე, რომ ისინი ეთნიკურად იყვნენ ქართველები. დიდი ალბათობით, ეს უკავშირდებოდა, შეიძლება კრიმინალური გარჩევა იყო და არ არის გამორიცხული, რომ იყო ძარცვის მიზნით. გადმოსვენების მიმართულებითაც მუშაობს საკონსულო,“- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

    სტამბოლში სისხლიან გარჩევას დღეს საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება რუს და საქართველოს მოქალაქეებს შორის მოხდა. თურქი სამართალდამცავები საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ. დანაშაულში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ უკვე დააკავა.

  • “დედაქალაქი საჩხერეში გადაიტანეთ და საქართველოს სახელწოდებად საჩხერეთი განსაზღვრეთ.“–ნიკა გვარამია

    ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნას რუსთავი2–ის დირექტორი ფეისბუქ სტატუსით აფასებს:
    “ახლა წულუკიანის მაგივრად საჩხერის სკოლის სამართლის მასწავლებელი დანიშნეთ იუსტიციის მინისტრად და კონსტიტუციითაც დედაქალაქი საჩხერეში გადაიტანეთ და საქართველოს სახელწოდებად საჩხერეთი განსაზღვრეთ.
    რა, არ გააპრავებენ კობახიძე, ვოლსკი და კობზონა, გაუჭირდებათ თუ რა?
    დავაი, მიაწექით ბოლომდე, მაგის დედაც ……. თუ მონათმფლობელობაა, ბარემ ბოლომდე იყოს!“–წერს ნიკა გვარამია.
  • “მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!”-თბილისი პრაიდის განცხადება

    თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებას არ აპირებენ. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, სადაც ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, შემოუერთდნენ კვირეულის ფარგლებში დაგგემილ ღონისძიებებსა და ღირსების მარშს.

    “მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.
    უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.
    ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.
    სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეშია არა მარტო ლგბტქი ადამიანები და მათი უფლებები, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.
    ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!”-აღნიშნულია თბილისი პრაიდის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.