Category: არქივი

  • ბორჯომში ავარიის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

    ბორჯომში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 67 წლის  ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ავარიის დროს 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

    სამივე დაშავებული ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  10 და 7 წლის ბავშვების მდგომარეობა  სტაბილურია.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • “მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი“-ვასაძე

    ლევან ვასაძემ თავის ვიდეო მიმართვაში მისი დაკავება არ გამორიცხა. მან დაპატიმრების შემთხვევაში ძალოვან უწყებებს სთხოვა “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთ ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან ერთად მოათავსონ ორკაციან კამერაში და ცოტა ხანი მათთან არავინ შეიხედოს.
    “თუ დამაპატიმრებთ, ერთი პატივი დამდეთ. იმედია იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ მაშინ გიგა ბოკერია მაგალითად არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა. ერთი თხოვნა მაქვს, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე” – ამბობს  ვასაძე.
  • “ერთ დღეს ქართველები აღმოაჩენენ რომ 20% კი არა 100%-ია ოკუპირებული “-მაიკლ კარპენტერი

    ამერიკის შეერთებული შტატების  თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე მაიკლ კარპენტერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგად ვერ აცნობიერებს რუსეთთან “ღია კარის“ პოლიტიკის საფრთხეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
    “საქართველოში 3 დღე გავატარე და ეჭვი მეპარება,რომ ქვეყნის ხელისუფლება ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია პოლიტიკურ შედეგებს. ამდენი მიყიდული მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ და ამდენი “ტურისტით (ეფ-ეს-ბე), გაიღვიძებენ ერთ დღეს და აღმოაჩენენ რომ საქართველოს 20% კი არა 100% აქვს ოკუპირებული რუსეთს.”- წერს  მაიკლ კარპენტერი საკუთარ თვითერზე.
  • ვინც მარშში აპირებს მონაწილეობას, რისკები არსებობს და ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება-პრაიდის ორგანიზატორი

    “თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის”, – ეს განცხადება „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. 

    „თვეების განმავლობაში ვგეგმავდით, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, აქტორებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყონ ამ პროცესში. ბოლო დღეებში, მრავალსაათიანი მუშაობის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: უსაფრთხოების რა ზომების გათვალისწინებაც არის შესაძლებელი ორგანიზატორების მხრიდან არის გათვალისწინებული. მიმდინარე მომენტში მიდის დაძაბული მუშაობა, ათეულობით ადამიანია ჩართული იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. პროცესში ჩართულები არიან როგორც მაღალჩინოსნები ასევე სამართალდამცველებიც და იმედი მაქვს, ეს მუშაობა იქნება ეფექტური. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამ რისკების აცილებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ვინც აპირებს მარშში მონაწილეობას ვეტყვით, რომ რიკსები არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება არიან თუ არა მზად ღონისძიებაში მონაწილეობისთვის“-განაცხადა  ბოლქვაძემ.

    შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა რომ შსს-მ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს, პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ  „თბილისი პრაიდი“ მაინც ჩატარდება.  

  • „პრაიდი“ ქართულად არის სიამაყე, სიამაყე არის ცოდვა და ცოდვით სიამაყე არის ცოდვის ცოდვა – ვასაძე

    ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში სიტყვა პრაიდის ეტიმოლოგია განმარტა და განაცხადა, რომ  პრაიდი ქართულად არის სიამაყე.

    “რაც შეეხებათ გაუნათლებელ „ლიბერასტრებს”, მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი „პრაიდი” არ ითარგმნება ღირსებად. „პრაიდი” ქართულად არის სიამაყე. ყველა ტრადიციულ კულტურაში და მით უმეტეს, ჭეშმარტი სარწმუნოების კულტურაში, სიამაყე არის ცოდვა და ცოდვით სიამაყე არის ცოდვის ცოდვა. რომ აიბურდეთ თქვე უბედურებო, თუ ღირსება გინდოდათ, „დიგნითი” უნდა დაგერქმიათ. ახლა თვითონ პრაიდს რაც შეეხება, თუ მაინცდამაინც მეტაფორები და ალეგორიები გინდათ თქვენ წიგნწაუკითხავებო, გეტყვით – ყველამ ვიცით, რომ „პრაიდი” არის ლომების ჯგუფი სავანაში, სადაც არის მამამთავარი, პატრიარქი ლომი და როდესაც „პრაიდს” ვინმე ესხმის თავს, ლომი გამოდის და იქ გიენები კი იწყებენ წკავწკავს და თავდასხმას, მაგრამ ამ წკმუტუნით გარბიან. თუ ლომი არ გამოდის, თუ ლომი ლომად არ ვარგა, მაშინ დედალი ლომები გლეჯენ ამას ნაკუწებად, რადგან არეულები არიან არ იციან, რა ქნან. პირველ რიგში პრაიდში იგლიჯება უვარგისი ლომი მამაკაცი. თუ არ დაგვანებებთ თავს, ნახევრად გამომცხვარი ვითომ კულტურული ალეგორიებით გეტყვით, რომ თუ ვინმე არის აქ პრაიდი, ეს არის ქართველი კაცების საზოგადოება და როგორც არაერთხელ გითხარით, ნუ გვაიძულებთ იმის გაკეთებას, რასაც შეგისრულებთ ხუთიანზე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

    ვასაძე შსს-ს მუშაობით კმაყოფილია, ბიზნესმენის თქმით, უწყებამ სიტყვა შესასრულა და თბილისი პრაიდის ჩატარება აღკვეთა.

    მიმართვაში  ვასაძემ დღეს მხარდამჭერებს  მოუწოდა რომ კომბლები სხვენში შეაწყონ და შიშველი ხელებით გავიდნენ ლგბტ თემის წინააღმდეგ.

  • ხუან გუაიდოს კორუფციაში ადანაშაულებენ

    ვენესუელის დროებით პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებენ. ბრალდება ხუან გუაიდოს ქვეყნის პროკურორმა წაუყენა, რომელიც ირწმუნება, რომ ოპოზიციის ლიდერმა კოლუმბიაში მყოფი ვენესუელელებისთვის განკუთვნილი თანხა არამიზნობრივად დახარჯა.

    თებერვალში პრეზიდენტ მადუროს 1400 სამხედრო განუდგა და კოლუმბიაში გადავიდა. ერთ-ერთმა გამოცემამ კი დაწერა, რომ გუაიდოს წარმომადგენლებმა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი თანხები პირადი მიზნებისთვის დახარჯეს. ამ სქემის ორგანიზატორად კი გუაიდო დასახელდა.

    ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საქმის ობიექტური გამოძიებისთვის კოლუმბიის ხელისუფლებას დასაბუთებული მასალები გადასცა.

  • “წვიმა” ყვითელ მიკროავტობუსში

    თბილისში N147 მიკროავტობუსში “გაწვიმდა”. ამის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში თამუნა ლუკავა ავრცელებს, სადაც ჩანს რომ  წვიმისგან მგზავრი თავს ქოლგით იცავს.

    თბილისის მიკროავტობუსის კომპანიამ მომხდარი ფაქტი დაადასტურა, მათი თქმით მიკროავტობუსში დილით ლუქიდან წყალი ჩავიდა ხოლო მძღოლმა წვიმი გამო მგზავრების აყვანა განაგრძო და არ ჩამოსვა ხოლო მარშრუტის დასრულებისას, მიკრო ავტობუსი ავტოფარეხში მიიყვანა. 

  • ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?-დედა სიდონია

    ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?-დედა სიდონია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პრაიდის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერის მთავარი პრობლემა დღეს განათლების და ანალიზის არქონაა. 

    “ძლიერ ქრისტიანს ბოროტის არ ეშინია, ის სინათლის გამრავლებაზე ზრუნავს და ასე განსდევნის ბნელს, და არა ჰაერში უმისამართოდ ხელების ქნევით. :))))

    როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ნაწილი მიკერძოებულია მსჯელობისას.
    ამიტომ, არანაირი სურვილი არ მაქვს პრაიდის თემებში ჩართვის.
    ერის პრობლემა განათლება და ანალიზის არ ქონაა, და სჯობს ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უკიდურესად ცუდი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ ჯერ, და მერე სხვა დანარჩენი მოვთხოვოთ.

    სრულიად სხვა და სხვა ნაპირზეა ორივე მხარე, და მათით მანიპულირებენ გონიერი ძალები.
    ზოგიც ერთობა და, უმუშევრობით დაგროვილ ენერგიებს ხარჯავს.

    მართლა მაინტერესებს, ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?

    ამ კითხვას რომ ვსვავ, წინასწარ ვიცი პრაიდის მომხრედ შემრაცხავენ.
    აქ არც პრაიდია მთავარი, არც ვასაძე, ჩვენი, საკითხების არ ცოდნით მანიპულირების საშუალებას რომ ვაძლევთ სხვა და სხვა ძალებს პრობლემა მანდაა”,-წერს დედა სიდონია.