Category: არქივი

  • “მერაბიშვილის ადგილზე ალბათ გადავდგებოდი”-ადეიშვილის სკანდალური ინტერვიუ

    “რუსთავის 2” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოფილ მთავარ პროკურორთან ინტერვიუს ნაწყვეტს აქვეყნებს.  გვარამიამ  ადეიშვილის სკანდალური ინტერვიუ საკუთარ ფეისბუქზე დაანონსა. 

    ნაწყვეტიდან ირკვევა, რომ შეკითხვები  გახმაურებულ საქმეებს შეეხება, მათ შორის გირგვლიანის მკვლელობის ამბავს.

    ინტერვიუ უახლოეს მომავალში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის Youtube-ის არხზე გამოჩნდება. საზოგადოებას მისი ნახვა “ნიკას არხზე”  შეეძლება.

  • რა ხდებოდა თვითმფრინავში, როდესაც კოსოვო-შვეიცარიის რეისი ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა {ვიდეო}

    მგზავრმა, რომელიც კოსოვო-შვეიცარიის რეისზე მგზავრობდა, კადრები ასახა, რომელზეც ჩანს როგორ მოხვდა თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში.

    ტურბულენტურ ზონაში შესვლის დროს, როგორც ჩანს, მგზავრების ნაწილს უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, რყევების დროს ისინი  დაშავდნენ.

    ევრონიუსის ცნობით, ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად სულ 10 მგზავრია დაშავებული.

    ვიდეოში ჩანს, რომ მგზავრების ნაწილი პანიკაშია, ისინი ტირიან და ლოცულობენ.

    ამ ინციდენტის შემდეგ თვითმფრინავი 20 წუთში უსაფრთხოდ დაეშვა ბაზელის აეროპორტში. 

     

     

  • მატს ჰუმელსი დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდა!

    30 წლის გერმანელი ფეხბურთელი დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

    ჰუმელსის ტრანსფერზე ზაფხულამდეც არაერთხელ იწერებოდა და ამბობდნენ, რომ ის საკუთარი როლით უკმაყოფილო იყო ბაიერნში და ახალი კლუბის ძიებაში იყო. როგორც ჩანს, მან კვლავ ბორუსიაში დაბრუნება გადაწყვიტა.

    სატრანსფერო თანხას ჯერ-ჯერობით გუნდები არ ასაჯორევებენ, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ გერმანელი მცველის დაბრუნება დორტმუნდელებს დაახლოებით 30 მილიონი დაუჯდათ.

    შეგახსენებთ, მატს ჰუმელსი მიუნხენის ბაიერნს 2016 წელს შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში მან გუნდთან ერთად 3-ჯერ იზეიმა გერმანიის ჩემპიონობა, ერთხელ მოახერხეს გერმანიის თასის მოპოვება და ერთხელ გერმანიის სუპერთასის მოპოვება.

  • მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება

    მეუფე კალისტრატე ცოცხალია. ამის შესახებ “რუსთავი2”-ს კლინიკა ევექსში განუცხადეს.

    ცოტა ხნის წინ,ერთ-ერთმა გამოცემამ შეცდომით  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა, თუმცა როგორც ევექსის  კლინიკაში ამბობენ, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

    სასულიერო პირი თითქმის ერთი კვირაა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.

  • სააპელაციო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა

    სააპელაციო სასამართლომ, იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინელი ქალის ადვოკატის განცხადებით, მეორე ინსტანციის კოლეგიამ საქმის ახალი გარემოებები არ გაითვალისწინა და საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

    სამართლდამცველებმა იულია სუსლიაკი, არასრულწოვანებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. 

    დნმ-ის ანალიზების მიხედვით გაირკვა, რომ ათივე ბავშვი იური და იულია სუსლიაკების შვილები არიან. ბავშვები უკრაინაში სპეციალური რეისით უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად გაემგზავრნენ. მიუხედავად ამისა იულია სუსლიაკი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

  • სასულიერო პირებმა ვერის ბაღში პარაკლისი გადაიხადეს

    სასულიერო პირებმა მშვიდობის და ერის დაცვის პარაკლისი გადაიხადეს. პარაკლისს ლევან ვასაძის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

    ვასაძის მხარდამჭერები 18:00 საათზე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მისვლას და გამაფრთხილებელი აქციის ჩატარებასაც გეგმავენ. 

    დღეს კვირეულის ფარგლებში დაგგემილია  თეატრალიზებულ სპექტაკლის გამართვა.  “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები ამბობენ, რომ დღის წესრიგში პროგრამული ცვლილებები არ აქვთ და ჩატარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება.

    “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სპექტაკლის ადგილს და დროს ანონიმურად ტოვებენ.

  • ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

    ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც საზოგადოებამ სიძულვილის ენის გამოყენებით გაიცნო, “ქართული ოცნება-კონსერვატორები” დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

    ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ წარწერით გაზიარებას წინ უძღოდა კახეთში მომხდარი ტრაგედია, რომლის შედეგადაც სალომე ბარკერის 16 წლის და გარდაიცვალა. 

    უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ კოსტავამ პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა. 

    კოსტავა ქართულმა ოცნებამ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან 31 მაისს გადააყენა.  ამავე დღეს ის  გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.

    კოსტავა საკრებულოს დატოვებასაც აპირებდა, თუმცა  3 ივნისს დატოვებდა მანდატის დათმობაზე უარი განაცხადა. მისი  გადაყენების მოთხოვნით ქუთაისში არაერთი აქცია გაიმართა.
    სამოქალაქო აქტივისტებმა დაგმეს ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება და განაცხადეს, რომ საკრებულოში მისი ადგილი არ არის.

  • სააკაშვილმა ოდესის შადრევანში გაირბინა (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს ვიდეოს სადაც ოდესის ფანტანში გაირბინა. 

    “მარიუპოლში, რა  თქმა უნდა, კარგი შადრევნებია, მაგრამ არც ოდესაშია ცუდი“– ასეთი კომენტარი დაწერა სააკაშვილმა ვიდეოზე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მარიუპოლში ვიზიტისას დაცვასთან ერთად მსგავს შადრევანში გაირბინა

  • საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, თვითნებურად საჯარო განცხადებები არ გააკეთონ

    საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და სასულიერო პირებს მიმართავს, თავი შეიკავონ შეუთანხმებლად საჯაროდ აზრის გამოხატვისგან.

    “ბოლო დროს ე.წ. LGBT-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უკიდურესად დაძაბა ვითარება ქვეყანაში.

    აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

    ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

    პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • კვების ობიექტი Fire wok 1000 ლარით დაჯარიმდა

    კვების ობიექტი “Fire wok”  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ათასი ლარით დააჯარიმა.  “Fire wok”-ის  ერთ-ერთ ფილიალში, ფალიაშვილის გამზირზე, სამზარეულოს სურსათის ვადებსა და შენახვის პირობებზე კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა, რაც დაჯარიმების მიზეზი გახდა.

    სურსათის ეროვნულ სააგენტოს 11 ივნის მოქალაქემ მიმართა. როგორც მოქალაქემ განაცხადა  ფალიაშვილის ფილიალში შეძენილ ლაფშაში ჭურჭლის სახეხის რკინის ნაწილები აღმოაჩინა. სააგენტომ ინფორმაციის მიღების შემდეგ  მითითებული ობიქექტი შეამოწმა და ზემთ აღნიშნული დარღვევები აღმოაჩინა.  ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მესამე ნაწილით დაჯარიმდა.