Category: არქივი

  • ადა მარშანიამ სერგეი გავრილოვისთვის ადგილი ვერ გაათავისუფლა

    დაპირისპირება პარლამენტში გრძელდება – “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია ცდილობს, სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამი გაათავისუფლოს, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.

    პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ბლოკირებული აქვთ და აცხადებენ, რომ გავრილოვს საშუალებას არ მისცემენ ხელმეორედ დაიკავოს სკამი.

    ადა მარშანია თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ჩამოყვანას ცდილობდა, რათა ადგილი გავრილოვისთვის გათავისუფლებულიყო გააუთავისუფლოს. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ოპოზიციას მიმართა,  მათ პროვოკატორები და   სამარცხვინო უწოდა.

  • “დატოვეთ პარლამენტის შენობა”- გიორგი კანდელაკმა რუს მონაწილეებს მიმართა

    “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ გავრილოვს დარბაზში აღარ შეუშვებენ

    “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა რუსულ დელეგაცია მიმართა დატოვონ პარლამენტის შენობა.

    კანდელაკმა განაცხადა, რომ სხდომა რუსი მონაწილეების მონაწილეობით არ ჩატარდება და ასამბლეა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ რუსი მონაწილეები დატოვებენ პარლამენტის შენობას. კანდელაკმა მიზეზებიც განმარტა და კიდევ ერთხელ განაცხადა რომ საქართველოს 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

    შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო” რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნას აპროტესტებს, გავრილოვმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა და ასამბლეის მონაწილეებს რუსულ ენაზე მიმართა.

    19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პირველად მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”.

  • რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა-თამარ ჩუგოშვილი

    “ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი”- ასე გამოეხმაურა თამარ ჩუგოშვილი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვი პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის სკიამიდან რუსულ ენაზე უძღვება. 

    “ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი.

    არ ვიცი რა უნდა ვთქვა.

    ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა”-წერს ჩუგოშვილი.

  • გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე- ასამბლეა რუსულ ენაზე მიმდინარეობს

    მართლმადიდებლობის  ასამბლეა საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს რუსულად მიჰყავს.

    გავრილოვი, რომელიც კარგად არის ცნობილი ანტიქართული ქმედებებით ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სკამზე ზის და დამსწრე აუდიტორიას რუსულად მიმართავს.

    19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას  პირველად მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”.

  • “ნანა წადი”-ქუთაისში კოსტავას წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართა

    “ნანა წადი” – ამ მოწოდებით ქუთაისის მერიასთან ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისმა” აქცია გამართა.

    აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს  ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა. “ნანა კოსტავა არ არის ქუთაისის არჩევანი”-განაცხადა აქციის მონაწილემ.

    აქციაზე შეკრებილებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს და ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს.

    ნანა კოსტავას გადადგომას საზოგადოება სიძულვილის შემცველი ტექსტის გამოქვეყნების გამო მოითხოვს.

    მან სიძულვილის ენა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე 16 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოიყენა.

    არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, კოსტავა დღემდე საკრებულოს წევრია და მანდატის დათმობას არ აპირებს.

  • დღეს ეკა ბესელია პარტიას ოფიციალურად დააფუძნებს

    ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დღეს ოფიციალურად დაფუძნდება.

    სწორედ დღეს უნდა გახდეს ცნობილი  პარტიის სამომავლო გეგმებსა და გუნდზე, რომელთან ერთადაც “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი იბრძოლებს.

    ბესელია ამბობს, რომ პარტიის მთავარი მიზანი სამართლიანობისთვის ბრძოლა იქნება.

    “ჩვენი ახალი პარტია არის პასუხი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იბრძოდა, იბრძვის და მომავალშიც არ დაიღლება სამართლიანობისთვის ბრძოლაში. ეს არის პასუხი, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვიტა ჩვენი შეჩერება ამ ბრძოლაში. ამ ახალი პოლიტიკური ძალით გვინდა, კონსოლიდირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა სამართლიანობისთვის ბრძოლაში და ქვეყნის უკეთესი მომავალი სურს,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

  • საქართველოში გეიაღლუმი არ ჩატარდება, სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი – სანდრო ბრეგაძე

    მოძრაობა ”ეროვნულების” თავმჯდომარე, სანდრო ბრეგაძე  პირობას დებს რომ ღირსების მარში არ ჩატარდება და პრაიდის მონაწილეებისთვის არასასიამოვნო სიურპრიზსაც აანონსებს.

    „არ არსებობს, თუნდაც ერთი პროცენტი იმისა, რომ საქართველოში გეიაღლუმი ჩატარდეს. საქართველო დარჩება ერთადერთ ქრისტიანულ ქვეყანად, სადაც გეიაღლუმი არ ჩატარებულა. დარწმუნებით შემიძლია ერთი რამ გითხრათ, სიურპრიზს ვერ გაგიმხელთ, უბრალოდ სახალხო მღელვარება იქნება გარდაუვალი,“ – განაცხადა ბრეგაძემ.

  • ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა

    ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.

    მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე იყო.

    მას  ოპერაცია ჩაუტარდა და 10 დღეზე მეტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.