Category: არქივი

  • რუსეთსა და საქართველოს შორის ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის-გავრილოვი

    რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი “რიანოვოსტისთან”  აცხადებს, რომ დღეს მომხდარი ფაქტის გამო ყველა მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის. 

    „დელეგაციის წევრები შევიკრიბებით და განვიხილავთ, რა ფორმით გავაგრძელოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სხდომის მუშაობა“, – აღნიშნა გავრილოვმა.

    სერგეი გავრილოვმა ასევე განაცხადა, რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა რაიმე სამხედრო კონფლიქტში და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა სიცურეა.

  • სუს-ში ადასტურებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა.

    „ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება, როგორც IPRM- ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) ისე ჟენევის ფორმატებში“- აცხადებენ სუს-ში.

  • გორის სოფლების თავზე რუსეთის ვერტმფრენი გამოჩნდა-საკრებულოს დეპუტატი

    რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ qartli.ge  საკრებულოს დეპუატატ ლია ჩლაჩიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მისი თქმით, დაახლოებით 13:00 საათზე ვერტმფრენმა ჯერ სოფელ ერგნეთს გადაუფრინა, შემდეგ კი სოფელ დიცის მიმართულებით წავიდა.

    ,,მე ერგნეთში ვცხოვრობ. ჩვენსკენ ნიქოზის მხრიდან გამოფრინდა, შემდეგ დიცის მხარეს აიღო მიმართულება” – აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

  • აქციის მონაწილეები სასტუმრო „რედისონთან“ მივიდნენ

    აქციის მონაწილეების ნაწილი სასტუმრო სასტუმრო „რედისონთან“ არის შეკრებილი. მივიდნენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ” ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელის  დავით ქაცარავას თქმით, ისინი დააზუსტებენ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ადგილსამყოფელს. 

    „ერთადერთი, რაც დარჩათ, არის პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის აჟღერება”,-აცხადებს დავით ქაცარავა.

    აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სასწრაფოდ დატოვოს რუსმა დეპუტატმა საქართველო.

  • უმრავლესობის დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

    “დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა განცხადება გაავრცელა. ის პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
    “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც – ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა.
    გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან.
    და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე.
    მე ბაქოდან ვუერთდები საღამოს ღირსების აქციას და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, შეურთდნენ ამ აქციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია.“– წერს ოქრიაშვილი
  • რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს, წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს-გავრილოვი

    გავრილოვის განცხადებით, ადგილობრივმა რადიკალებმა მას წყალი შეასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა „რია ნოვისტისტან“ განაცხადა.

    რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ მართლმადიდებელობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში შეწყვეტილია.

    შეგახსენებთ, საზოგადოების და ოპიზიციის პროტესტი იმ ფაქტს მოყვა, რომ   სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა და  მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია რუსულ ენაზე გახსნა.

    იმ დროს როცა შესვენება გამოცხადდა და გავრილოვი სხდომატა დარბაზში არ იმყოფებოდა,  „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს.

  • „აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი“ – ჯაბა ჯიშკარიანი

    აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანმა რუსი დეპუტატების ასამბლეაში მონაწილეობის გამო უმრავლესობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.
    „ჩვენ მოვითხოვთ, პირველ რიგში, აიღოს ვიღაცამ პასუხისმგებლობა, ვიღაცამ არა, ვიღაცეებმა კობახიძესთან ერთად. რომ გამოდიან მამუკა მდინარაძე, რომ გამოდის უმრავლესობის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“, ბატონი თალაკვაძე, გამოვიდნენ და ახსნან რეალობაში, რა მოხდა და ვინ მიიღო გადაწყვეტილება. აუცილებლად უნდა გაგორდეს ვიღაცის თავი. ამას ითხოვს ქართველი საზოგადოება. ამის გამო, ეს არ არის ჯაბა ჯიშკარიანის მოთხოვნა, ამის გამო ათასობით მოქალაქის სისხლია დაღვრილი ჩვენი ძმების. ვიღაცა უნდა დაისაჯოს აუცილებლად ამ გადაწყვეტილების გამო,“- განაცხადა ჯიშკარიანმა.
  • სალომე სამადაშვილი პარლამენტის შესასვლელთან ცუდად გახდა

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის შესასვლელთან შეუძლოდ გახდა. სამადაშვილი  პარლამენტის შესასვლელთან წაიქცა.

    დეპუტატები, პარლამენტის ყოფილი წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ამ დროს  პარლამენტში შესვლას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

    პარლამენტთან სიტუაცია ამ დროისთვისაც დაძაბულია.

  • მოქალაქეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ

    ამ წუთებში დაპირისპირებაა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან. არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა შენობაში შესვლას ცდილობდნენ დეპუტატები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.
    დაცვასთან და საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირების დროს სალომე სამადაშვილი ცუდად გახდა.
    ის შეუძლოდ გახდა, ის პარლამენტის შესასვლელთან წაიქცა. დაცვამ პარლამენტში შესვლის მსურველები შენობაში არ შეუშვა.
  • ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას – გიგი უგულავა

    ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა. მისი განმარტებით, რუსი დეპუტატების მიერ ასამბლეაში მონაწილეობის მიღების ფაქტი ნათელი გამოხატულებაა იმის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა. უგულავა მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ ირაკლი კობახიძეს აკისრებს.
    „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ასევე, მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ დაატოვებინოს პარტიისრიგები ზაქარია ქუცნაშვილი, ვინაიდან ის ამ საქმის უშუალო შემსრულებელია.
    „პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის გავრილოვი, რომელიც ქვეყანაში შემოსაშვები არაა თუ ჩვენ ოდნავი თავმოყვარეობა გვაქვს. აქ უკვე თავმოყვარეობის საკითხი, აქ ღირსების საკითხი დგას. ჩვენ ვთათბირობდით, „ევროპული საქართველო“ ჩვენს ფრაქციის ოთახში. ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აი, ამ უმსგავსობაზე და არა მარტო იმაზე, რომ მის სკამში ვიღაცა ჩაჯდა, ეს არის უბრალოდ ნათელი გამოხატულება იმ უბედურების, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა აქამდე. ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას მის მიმართ და ასევე მოვითხოვთ , თუ „ქართულ ოცნებას“ ოდნავ მაინც დარჩა კიდევ ჯანსაღი აზრი, გაემიჯნოს და გაუშვას, აი, მთლიანად მოიკვეთოს ზაქარია ქუცნაშვილი თავის რიგებიდან, რომელიც უშუალო შემსრულებელი იყო,“- განაცხადა უგულავამ.