Category: არქივი

  • გავრილოვმა განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია იარაღი საქართველოს წინააღმდეგ -ანდრია ჯაღმაიძე

    საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მართლმადიდებლურ  საპარლამენტთაშორისო  ასამბლეის ჩატარების გამო მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა. დეკანოზი ფეისბუქზე წერს, რომ გავრილოვმა განუმარტა სასულიერო პირებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხელში იარაღი არასოდეს აუღია.

    მისივე თქმით, მათ გავრილოვს უთხრეს, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წუხილი გადასცეს.

    “საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შევხვდით და ვესაუბრეთ თავად ს. გავრილოვსაც. ჩვენის მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ეკლესიისათვის არ არის საკმარისი მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ეკლესიის იურიდიული საზღვრების ფორმალური აღიარება და გადავეცით მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათივე სახელითაც ვთხოვეთ ზოგიერთი განმარტება.

    მათ შორის ვკითხეთ, ხედავს თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმ მოცემულობაში, როდესაც კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარა.

    რუსეთის დუმის დეპუტატმა განგვიცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ეს მოხდეს დიალოგის საშუალებით. საუბარში მონაწილეობდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლი (კაცია) და მე.

    ს.გავრილოვმა საჭიროდ ჩათვალა და ასევე განგვიმარტა, რომ არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორ ამის შესახებ ვრცელდება ინფორმაციაო.

    მიღების დასასრულს უკრაინის ელჩთან გვქონდა საუბარი საერთო სატკივარზე რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში”,-ნათქვამია დეკანოზ ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

  • პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

    პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს – ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს. 19 საათისთვის დანიშნული აქცია დროზე ადრე დაიწყო.
    აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ. მთელი დღეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შიგნით და სასტუმრო რედისონთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები პარლამენტის დარბაზში რუსი დეპუტატების ვიზიტს და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებენ.
  • პარლამენტის წინ ხალხმა შეკრება უკვე დაიწყო

    პარლამენტთან ხალხმა შეკრება უკვე დაიწყო. აქცია 19 საათისთვის არის დაანონსებული, თუმცა ის შეიძლება ითქვას, დროზე ადრე დაიწყო და ხალხის რაოდენობა თანდათანობით იზრდება. აქტივისტების ნაწილი პარლამენტთან რედისონის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მივიდა, ნაწილი კი პარლამენტის წინ ისედაც მთელი დღის გარშემო იყო შეკრებილი. აქციას პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება.
  • მოვითხოვ, სასწრაფო რეჟიმში გაათრიერთ გავრილოვი საქართველოდან – დავით ქაცარავა

    „ბოდიში უნდა მოიხადონ ძალიან მკაფიო, მხოლოდ ამის შემდეგ დავიშლებით,“ – ეს განცხადება, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გააკეთა.

    ქაცარავა რუსეთის დუმის დეპუტატების სასტუმრო რედისონიდან შეუმჩნევლად გაყვანის მცდელობას ეხმაურება, რაშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი პირადად იყო ჩართული.

    ქაცარავა აკრიტიკებს სამართალდამცავების ქმედებას, რადგან რუსი დეპუტატების დაცვის მიზნით აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

    „თქვენ ხელით შეეხეთ ქართველ მშვიდობიან ახალგაზრდებს. სირცხვილი პოლიციელებო! იცით, როგორ პატივს გცემდნენ თქვენ. იცით, როგორ მიყვარხართ, მაგრამ დღეს ეს იყო სამარცხვინო საქციელი. დღეს, პოლონეთში, საქართველოს ელჩი გადადგა, გადადგა ამის გამო, რომ აი, აქ, რუსი ოკუპანტი იჯდა, თუ არ დასტურდება, სირცხვილი, გააკეთოს, მოვუწოდებ,“ – განაცხადა ქაცარავამ.

    დავით ქაცარავა მოითხოვს, რომ იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც რუსი დეპუტატების ქვეყანაში შემოსვლა უზრუნველყვეს.

    „მოვითხოვ, სასწრაფო რეჟიმში გაათრიერთ გავრილოვი საქართველოდან. სასწრაფოდ, არავითარი ასამბლეის დასრულებამდე პროგრამა. მეორე, ის დეპუტატები, რომლებმაც უზრუნველყვეს ქართველი ერის თავზე და…მა იმით, რომ მოგვიყვანეს აქ და დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის პარლამენტში, ბოდიში უნდა მოიხადონ,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.

  • მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა-ქართული ოცნების განცხადება

    “ქართული ოცნების” ოფისში საგანგებო განცხადება კახა კალაძემ გააკეთა, მისი თქმით, მოხდა აღმაშფოთებელი ფაქტი, რის გამოც ორგანიოზატორებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.

    საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია, ყველა პლატფორმას ვიყენებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის. საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველ წუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად-, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით.

    დღეს საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში  არის სრული კონსესუსი ამ ფაქტზე, ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ. დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა”,- განაცხადა კალაძემ

  • რომ შევხვდები მაგასაც ვეტყვი ერთი ორ ტკბილ სიტყვას, თუ უფალი ინებებს – ვასაძე გავრილოვზე

    “იქ ბევრი ლიბერალია თუ ვინც არის, ჩვენი ძმები დგანან და სრულიად სამართლიანად, აპროტესტებენ გავრილოვის თავხედურ გადაწყვეტილებას” – ეს განცხადება, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, პოლიციაში გამოკითხვაზე წასვლამდე გააკეთა.

    ვასაძე საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

    „თქვენი გლობალისტი ჭკუა ვატირე, არც კი გესმით, რას გადააწყდით. თქვენ გგონიათ, რომ გაგვტეხთ, თქვენ გგონიათ, რომ იქ შეკრებილ საზოგადოებას დაგვაპირისპირებთ. იქ ბევრი ლიბერალია თუ ვინც არის, ჩვენი ძმები დგანან და სრულიად სამართლიანად, აპროტესტებენ გავრილოვის თავხედურ გადაწყვეტილებას, დაემორჩილოს მეთოჯინეების სპექტაკლს და ჩაჯდეს იმ კრესლოში და მერე იპრანჭოს. რუსეთში ახლა ეგ გმირი გახდება, როგორია ეგეთ რამეს რომ გააკეთებს საქართველოში. ხოდა რომ შევხვდები მაგასაც ვეტყვი ერთი ორ ტკბილ სიტყვას, თუ უფალი ინებებს“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. შსს-მ გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

    ლევან ვასაძის განცხადებით, გარდა გურამ ფალავანდიშვილისა, კიდევ რამდენიმე ადამიანია დაკავებული. თუმცა ამბობს, რომ მათი სახელები დანამდვილებით არ იცის.

  • გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმროდან გააპარეს – აქტივისტებმა რუსებს კვერცხები ესროლეს

    გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმრო რედისონიდან, გაძლიერებული დაცვის თანხლებით გააპარეს – სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც სასტუმრო „რედისონის“ ყველა შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ რუს დეპუტატებს კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს.

  • დიღმის სამმართველოში ლევან ვასაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

    თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ვასაძე სამმართველოში ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად მივიდა.

    მანამდე კი ბიზნესმენიტ ვერის ბაღში იმყოფებოდა,სადაც მან მხარდამჭერებს მიმართა რომ პოლიციაში მიდიოდა და არავინ გაყოლოდა.

    „წავედი პოლიციაში. ერთ-ერთ განყოფილებაში. არავინ გამომყვებით. მივდივარ ადვოკატთან ერთად. უნდათ მომკლან, უნდათ ციხეში ჩამსვან, უნდათ დამკითხონ ამ იდიოტებმა. ეს არის უნიჭოდ მართული ქვეყნის შედეგი. ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი, რაც ხდება. დააკავე ის შვიდი ჟღვლინტიანი პიდარასტი და დამთავრდება ყველაფერი. არა, რუსების თემას უნდა​ მიგვაბა ახლა და საერთოდ აჯაფსანდალი მოუწყო ქვეყანას? აჯაფსანდალი მოგივა შენ, ამ ქვეყანას არაფერი დააკლდება. მშვიდად. ქართველებო, არ აჰყვეთ „ჯო“-ს ძახილს, არ აჰყვეთ ექსტრემისტს, ეს არის ერთ-ერთი ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

    ვასაძეს 16 ივნისს, ვერის ბაღში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხავენ. ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

  • “ერთმა გავრილოვმა გაგაკვირვათ?!”- სააკაშვილი რუს დეპუტატებზე

    მიხეილ სააკაშვილი, საკუთარ სოციალურ გვერდზე  მიმართვას ავრცელებს : ” რა თქმა უნდა მტკივა და განვიცდი,მაგრამ მოდით ვთქვათ რომ ეს ის კი არ არის რომ დღეს ჩამოვიდა გავრილოვი,  გავრილოვი 2013-შიც იყო საქართველოში, საქართველოს აქტივების უდიდესი ნაწილი მათ შორის ბინებიც იყიდეს რუსებმა, მაგრამ ეს ხომ მთავარი არ არის , ისედაც გაბახებული პარლამენტის ვიღაც ფსევდო თავჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი ეს არის ახლა მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა ის არის რომ რუსეთის დავალებით ივანიშვილი ჩალიჩობს ჰააგში ქართველი სამხედროების გასამართლებას, მთავარი პრობლემა არის ის რომ ივანიშვილმა რუსეთის დავალებით საქართველო  მსოფლიო რუკიდან გააქრო.ჩვენ მართლაც გადავიქეცით  პატარა სოფლად და აღარ ვართ მსოფლიოს რეფორმატორი”

  • მე ვგრძნობ საზოგადოების სამართლიან მღელვარებას – ქუცნაშვილი ბოდიშს იხდის

    მე ვგრძნობ საზოგადოების სამართლიან მღელვარებას, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ განცხადებას აკეთებს.

    „ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, ბოდიში მოვიხადო საზოგადოებას იმიტომ, რომ ალბათ მე უფრო მეტი უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ მათ ეს პოზიცია დაეცვათ. იმიტომ, რომ როდესაც 2 სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და რომელი წაიყვანდა, ეს უკვე იყო ტექნიკის საკითხი

    „მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, სამართლიან მღელვარებას რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება არის სწორი და ამიტომ მოვიხადე ბოდიში და თუ საჭიროა პასუხისმგებლობა ვინმემ აიღოს, მე მზად ვარ ამისთვის“,- აცხადებს ქუცნაშვილი.