Category: არქივი

  • დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს რომ პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლაზე განკარგულება კობახიძემ გასცა

    პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ავრცელებს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, დღეს დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე განკარგულებას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.დოკუმენტში გაწერილია მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიისთვის, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის მომზადება.

    {{PHOTOGALLERY}}

  • “21–ე საუკუნის ჯალალედინია შემოსული საქართველოში! ბიძინა, ფიალა ავსებულია! მოღალატეების რიგში დადექი უკვე!“–გუბაზ სანიკიძე

    მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერებმა  რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტთან და პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გახსნასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

    გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ რუსეთმა ქვეყნის ოკუპაცია უკვე მესამედ სცადა და ამჯერად, ამას ხელი დღევანდელმა მთავრობამ შეუწყო.

    „ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე უფრო გვეშინოდა ჩვენ. ჩვენი ქვეყნის მესამეჯერ ჩაბარება ოკუპანტზე და ამის ავტორი არის დღევანდელი ხელისუფლება. რაც ჩვენ, ვნახეთ, ეს არის ჩვენთვის ბოლო მესიჯი, ფიალა არის ავსებული უკვე, ქართველი ერის მოთმინებას საზღვარი აქვს,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

    გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც პასუხობს, რომელმაც დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს დაუშვებელი უწოდა. სანიკიძეს არ სჯერა, რომ ივანიშვილმა პარლამენტში რუსი დეპუტატების ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

    „ბიძინა, დამთავრდა ფიალა, მოთმინების ფიალა ავსებულია უკვე, მოღალატეების რიგში დადექი უკვე, ფილიპე მახარაძის, სერგო ორჯონიკიძის, ყორღანაშვილს ღირსეული მემკვიდრე ხარ. მოგიწოდებთ მოქალაქეებს, ყველას, განურჩევლად ეთნიკურობისა, ყველა ქალაქში, დასახლებულ პუნქტში, გამოდით და დადექით მუნიციპალიტეტების წინ. საქართველოს სჭირდება გადარჩენა, იმიტომ, რომ დაგემილია სპეცოპერაცია, რომელიც გულისხმობს ქართული სახელმწიფოს მესამეჯერ და საბოლოო განადგურებას,“ – განაცხადა სანიკიძემ.

    სანიკიძემ მოსახლეობას 19:00 საათზე პარლამენტის წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

  • ზაქარია ქუცნაშვილი რედისონში რუს დეპუტატებთან მივიდა

    მმართველი გუნდის დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, რედისონში იმყოფება. ის სასტუმროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ქუცნაშვილი რუს დეპუტატებს შეხვდება. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა რუსეთის დუმის დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვება აიძულეს, ისინი სასტუმროში დაბრუნდნე.

    რედისონში იმყოფებიან რუსი დეპუტატები, მათ შორის კომუნისტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელმაც დღეს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას გაუძღვა.

    მის ამ ქმედებას მოჰყვა სწორედ ოპოზიციონერ დეპუტატთა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი.

    სასტუმრო რედისონთან იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები.

    ისინი მოითხოვენ რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვონ. საპროტესტო აქციები სამ ლოკაციაზე – პარლამენტის შენობაში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარედ და სასტუმრო რედისონთან მიმდინარეობს.

  • “საყურეზე გადის ჩვენი ღირსების ზღვარი და არა რუსი დეპუტატის პარლამენტში მისვლაზე” – გამოხმაურებები სოციალურ ქსელში რუსი დეპუტატების ჩამოსვლაზე

    რუსი დეპუტატების ჩამოსვლას საქართველოში დიდი აგრესია და გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა როდესაც საზოგადოებამ გავრილოვი პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში იხილა  სოციალური ქსელი უარყოფითი კომენტარებითა და სტატუსებით გაივსო. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე იმასაც რომ ადამიანები მათ დასდევენ ვისაც  განსხვავებული აქსესუარები, გარეგნობა და ორიენტაცია აქვთ მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ჩამოსვლას სინამდვილეში არანაირი აგრესია არ მოჰყოლია. მომხდარ ინციდენტს არა ერთი ადამიანი გამოეხმაურა მათ შორის  “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტიც. თეონა ცხომელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ: 

    “ცუდ სიზმარში მგონია თავი…პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს… პირველი მომხსენებელიც რუსი დეპუტატია.ძალიან მძიმე საყურებელი და სასმენია.თქვენ მეტროში დაერიეთ პატარა გოგო-ბიჭებს საყურეების გამო, შემთხვევით ქართველობა არ წაგართვან…ფუ” – წერს ცხომელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე 

    ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ ეს  არის სამშობლოსთვის დაღუპული გმირების შეურაცხყოფა. 

    “ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი” – წერს სოფო კილაძე.

    ირინა სარიშვილი წერს, რომ ქართველების ღირსება სწორედ აქ გადის და არა საყურეზე. 

    “რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სხდომას გავრილოვი წაიყვანს.აი აქ და არა საყურეზე გადის ჩვენი ღირსების ზღვარი და ღირსებამდე – უბრალოდ ადამიანობის!ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, ეხლა ალყაში უნდა გვყავდეს ხელისუფლება და დღესვე უნდა დავასრულოთ მათი ბოგინი.რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ
    ჩვენ კიდე ვზივართ და ტელევიზორებთან მოვთქვამთ ან აქ ვაკაკუნებთ. სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი საზღვრების აღიარებიდან ამ მოღალატე ხელისუფლების მიერ და მერე ახალი ძალით ავკაკუნდებით!თეიმურაზ ხევისთავები ვართ მთელი ქვეყანა!” – წერს ირინა სარიშვილი.

    ფსიქოლოგი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, რუსი დეპუტატების საქართველოში ამ ვიზიტს ქვეყნის დაკარგვას უწოდებს 

    ” ქვეყანას ვკარგავთ, ჩვენი ნებით და ერთეული ადამიანების კმერციული მიზნების გამო”- წერს ნათია ფანჯიკიძე 

    გავრილოვის პარლამენტში მისვლას აკრიტიკებს “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძეც. ის იმ ხალხს მიმართავს, რომლებიც თბილისი პრაიდის ჩატარებას აქტიურად აპროტესტებენ.

    “ის ხალხი სადაა, ტრაკს რომ იცავს რამდენიმე დღეა? გავრილოვის გაკოჭვა არ უნდათ და ქვეყნიდან გაშვება?” – წერს ზურა ჯაფარიძე.

    პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წერს, რომ ეს რუსეთისთვის უომრად ჩაბარების ტოლფასია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება

    “უომრად ჩავბარდით?! აქედან დესუვერენიზაციამდე აღარაფერია დარჩენილი. ფსიქილოგიურად, როგორც ჩანს, შეგვამზადეს, რადგან ეს გავაბედინეთ” – წერს პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე

  • მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ – ალეკო ელისაშვილი

    დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ – ამ განცხადებით ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო პასუხისმგებლობა ამ საქმეში მონაწილე ყველა პირმა უნდა გაიზიაროს.
    „დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ,” – განაცხადა ელისაშვილმა.
    სასტუმრო “რედისონის” ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
  • “მძიმე სანახავი იყო ჩემს სკამზე რუსი დეპუტატის დანახვა”-კობახიძე

    პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს რომ მძიმე სანახავი იყო, პარლამენტში მის სავარძელში რუსი დეპუტატის დანახვა. მისი თქმით ამ ყველაფრის დანახვისთანავე მან სესიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთთან ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს და რაც პარლამენტში მოხდა, მიუღებელია. 

    “ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიხილეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო ძალიან მძიმე სანახავი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი საერთო არ აქვს არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან და ეს არის ის ფაქტი, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და რაზეც ყოველთვის გავამახვილებთ ყურადღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“

  • “საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო არ შემცირდება”-გავრილოვი

    მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტი და რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსულ  გამოცემა Ria-ს განუცხადა, რომ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ყოფნის დრო არ შემცირდება.

    “ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ და ჩვენ მხარს გვიჭერებ დელეგაციები იორდანიიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან… ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება, არაფრის შემცირებას არ ვაპირებთ, სანამ დღის წესრიგს არ განვიხილავთ”, — განაცხადა გავრილოვმა.

    პარლამენტში ასამბლეის შეწყვეტის შემდეგ სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ ეს არის უმსხვილესი საერთაშორისო ფორუმის ჩაშლის უვარგისი მცდელობა.

    გუშინ სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ “2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ”. მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის “ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან”.

    დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. აქციის მონაწილეების ნაწილი სასტუმრო სასტუმრო „რედისონთან“ არის შეკრებილი. მივიდნენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ” ძალა ერთობაშიას” ხელმძღვანელის დავით ქაცარავას თქმით, ისინი დააზუსტებენ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ადგილსამყოფელს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სასწრაფოდ დატოვოს რუსმა დეპუტატმა საქართველო.

    „ერთადერთი, რაც დარჩათ, არის პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის აჟღერება”,-აცხადებს დავით ქაცარავა.

    აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სასწრაფოდ დატოვოს რუსმა დეპუტატმა საქართველო.