Category: არქივი

  • აშშ-ში საკრუიზო გემზე 21 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    სან-ფრანცისკოს სანაპიროსთან მდგომ საკრუიზო გემ Grand Princess-ზე 21 ადამიანს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

    Grand Princess-ზე კორონავირუსზე ანალიზის ასაღები ინვენტარი ვერტმფრენიდან ჩაუშვეს, სადაც სამედიცინო პერსონალმა სინჯი 46 ადამიანს აუღო. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ინფორმაციით, 21 პასუხი დადებით აღმოჩნდა, 24 – ნეგატივი, 1 – გაურკვეველი. აღსანიშნავია, რომ 21 დაინფიცირებულიდან 19 ეკიპაჟის წევრია, 2 კი – მგზავრი.

    როგორც მაიკ პენსმა განაცხადა, გემი ერთ-ერთ არაკომერციულ პორტში შევა, სადაც მის ბორტზე მყოფი 2 400 მგზავრი და ეკიპაჟის 1 100 წევრი შემოწმებას გაივლის.

    პენსის თქმით, ეკიპაჟის წევრები კარანტინში დარჩებიან მიუხედავად იმისა, დადებით პასუხს აჩვენებენ, თუ უარყოფითს. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა ბედი ეწევათ მგზავრებს, რომლებსად დაავადების ნიშნები და სიმპტომები არ აქვთ.

    შეგახსენებთ, კალიფორნიის სანაპიროებთან საკრუიზო გემი პორტში არ შეუშვეს. გადაწყვეტილება ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ წინა ვოიაჟის დროს, გემზე მყოფი ერთ-ერთი პირი კორონავირუსით დაიღუპა.

  • ამირან გამყრელიძის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

    „როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით. შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად:) მიუხედავად იმისა რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას““, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა 12-ს აღწევს.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12–მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე  12 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. თუმცა დეტალები არ კონკრეტდება.

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,  კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 42 ადამიანი.

  • რუსეთში კორონავირუსის ასარიდებლად რიტუალს ატარებენ (ვიდეო)

    მსოფლიოში გავრცელებული მკვლელ კორონავირუსს რუსეთში რიტუალით ებრძვიან. სახალისო ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში რამდენიმე ადამიანი ჩანს, რომლებიც რიტუალს ატარებენ და აცხადებენ რომ ეს რიტუალი მთელ რუსეთს კორონავირუსისაგან დაიცავს. 

    ვიდეოს  ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. 

  • როგორ ატარებს კახა კალაძე შვილებთან ერთად დროს (ვიდეო)

    თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა სადაც ჩანს თუ როგორ ატარებს თავისუფალ დროს ის შვილებთან ერთად.

    {{VIDEO}}

  • “რეზოლუციის ტექსტი, რომელიც არსებობს არის უმძიმესი განაჩენი ხელისუფლებისთვის“–სამადაშვილი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი გადაცემაში ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარების მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკაზე საუბრობს.

    სამადაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში შეშფოთებამ პიკს მიაღწია, მისივე თქმით, რეზოლუციის ფორმატი საქართველოს ხელისუფლებისთვის არის უმძიმესი განაჩენი.

    „ევროპარლამენტში შეშფოთებამ მიაღწია პიკს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან მიმართებაში და ევროპარლამენტი დღეს თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელება არის გადაუდებელი აუცილებლობა. რეზოლუციის ფორმატი, რაც ახლა მუშავდება არის საგანგებო რეჟიმი, რომელზეც ევროპარლამენტი გადადის, ის გადადის მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდება ამა თუ იმ პარტნიორ ქვეყანაში, ამიტომ თავად ფაქტი და ტექსტი, რომელიც არსებობს რეზოლუციის არის უმძიმესი განაჩენი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის “,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ბრიუსელში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკური ოპოზიციის დაკავების, პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის გამო, ევროპარლამენტართა ნაწილი შესწორებებით მაღალჩინოსნებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. საქართველოს თემაზე რეზოლუცია 12 მარტს უნდა დამტკიცდეს.

  • თეონა ბაკურიძის ეთერიდან ჩამოშორება უკანონო გადაწყვეტილებაა- საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აჭარის მაუწყებლის ტელეწამყვანი თეონა ბაკურიძის ეთერიდან ჩამოშორება უკანონო გადაწყვეტილებაა.

    საია აცხადებს, რომ ბაკურიძის უფლებებს სასამართლოში დაიცავს.

    აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. კოხრეიძის ბრძანების მიხედვით, ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის უფროს გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა და მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა.

    დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

    გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, თეონა ბაკურიძეს 9 მარტიდან ,,დროებით ეკრძალება შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებულია ტელევიზიიდან”. 

    თეონა ბაკურიძის თქმით, გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, პასუხისმგებლობა კი ,,აჭარის უმაღლეს საბჭოს, ,,ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც ბრძანება გასცა”.

  • აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, რაც კოხრეიძემ გააკეთა- თეონა ბაკურიძე

    აჭარის მაუწყებლის წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელსაც დღეს საღამოს არხის დირექტორმა უფლებამოსილება შეუჩერა, ამბობს, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა.

    მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ,,ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც ბრძანება გასცა.

    ,,გადაწყვეტილება ყველასთვის მოსალოდნელი იყო. აშკარაა, რა სურს გიორგი კოხრეიძეს და რა ნაბიჯებსაც დგამს… რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დამიკავშირდა და შემომთავაზეს ინტერესების დაცვა. აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას. ეს არის პრეცედენტი, როდესაც წამყვანს უფლებამოსილება შეუჩერეს. ჩამომაშორეს იმის გამო, რომ რაღაც მოკვლევა ჩაატარონ. ვრჩები ტელევიზიაში, რომ მათი სახე საზოგადოებას ვანახოთ. პასუხისმგებლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც ბრძანება გასცა”,- ამბობს ბაკურიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ მოკვლევა, რომელსაც კოხრეიძე აპირებს, მისი ეთერში დაბრუნებით დასრულდება, დირექტორს კი ახალი კადრის მოძებნა არ გაუჭირდება.

    ,,დირექტორი ყველაზე ეძებს მიზეზს, იმ ადამიანებზე, რომლებიც მას არ მოსწონს. უსაფუძვლოდ გააუქმეს მაია მერკვილაძის შტატი, აბსურდის შედეგად, იძულებით წავიდა სამსახურიდან ნათია ზოიძე… არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოკვლევა ჩემი ეთერში დაბრუნებით დასრულდეს, თუმცა გასაჩივრების იმედი მაქვს. ტელევიზიაში მძიმე კრიზისია და ალბათ, არ გაუჭირდება დირექტორს ახალი წამყვანის მოძებნა. ის პირადი გადაწყვეტილებებით, გაუმჭვირვალედ ირჩევს კადრებს. ორშაბათს ახალ კადრს მოიყვანს და დასვამს ეთერში” , – განაცხადა თეონა ბაკურიძემ.

    ცნობისთვის, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.

    ბრძანებაში, რომელიც დირექტორმა დღეს საღამოს გამოსცა, წერია, რომ ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის უფროს გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა და მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაკურიძეს უფლებამოსილება ამ ფაქტის მოკვლევამდე შეუჩერდა.

  • კალაძე კუს ტბის რეაბილიტირებულ გზაზე სკუტერით დაეშვა (ვიდეო)

    თბილისის მერი კახა კალაძე კუს ტბის ახალ გზაზე სკუტერით დაეშვა. ის სკუტერის მართვის პარალელურად რეაბილიტირებულ გზაზე ,,ფეისბუქ” ლაივში საუბრობდა.

    მისი თქმით, კუს ტბასთან მისასვლელ გზაზე ახალი ტრასა დაიგო, შეიცვალა ელექტრო განათების ბოძები, სანიაღვრეები და ჯებირები. 

  • გვაწუხებს პოლიტიკოსების დაკავება და პროპორციული სისტემის ჩავარდნა- ესტონეთის პრეზიდენტი

    ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდის თქმით, აწუხებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება და პროპორციული სააარჩევნო სისტემის ჩავარდნა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ უჭერს.

    „ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ,“ – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი ,,ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

    მისი თქმით, შესაძლოა ჯერჯერობით არ არსებობს საქართველოს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების შეთავაზება, თუმცა ქვეყანას საკუთარი თავისთვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს.

    „მიმდინარე მოვლენები იმას გვაჩვენებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს მიზნები და არ დაკარგოს წინსვლის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულ შედეგს ვერ იღებდე. შეიძლება არ არსებობდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების კონკრეტული შემოთავაზება, რაც სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი სავარაუდოდ, ასე დარჩება. მაგრამ ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საკუთარი თავისთვის. უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს და მათ აფიქრებინებს, რომ აქაც ისე თანასწორუფლებიანად მოექცევიან, როგორც სხვა სანდო ქვეყანაში”,- აცხადებს კალიულაიდი.

    ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პარტნიორებისგან მიღებულ ძალიან ბევრ რეკომენდაციას სერიოზულად მოეპყრან და გაითვალისწინონ.

    პრეზიდენტმა კალიულაიდმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია ოკუპაციის დასასრულებლად, რუსეთს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს.