Category: არქივი

  • მოქალაქეებმა “ქართული ოცნების” დროშა დაწვეს (ვიდეო)

    რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დროშა დაწვეს. ისინი ამ ფორმით, ხელისუფლების მმართველობას და მოქმედებებს აპროტესტებენ. ვიდეოკადრებს “ნეტგაზეთი” ავრცელებს. 

    აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შევიდნენ და პარტიული ატრიბუტიკა ფანჯრებიდან გადმოყარეს. მათ „ქართული ოცნების“ ფლაერებს ფეხით გადაუარეს.

    რუსთაველის გამზირზე, გრძელდება ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებაც. დაშავებულია ათობით ადამიანი.

  • გახარიამ სპეცრაზმს მადლობა გადაუხადა (ვიდეო)

    ამ წუთებში კი მაესტრო ავრცელებს კადრებს სადაც ჩანს რომ გიორგი გახარია პარლამენტის შენობასთან მივიდა, ერთ-ერთ სპეცრაზმელს ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა. 

    დღეს 21 ივნისს მოქმედმა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ხალხი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა. აქციის მონაწილეების დარბევა წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით ამ წუთებშიც  გრძელდება. მიუხედავად ამისა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. 

  • ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველზე აქციაზე დაშავებული 28 ადამიანი რჩება

    რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაშავებული პირებიდან ინგოყვას კლინიკაში 28 რჩება. ბოლო მონაცემებით  ერთ დაშავებულს ბარძაყის არეში ოპერაცია უტარდება.

    აქციის მონაწილეების დარბევა წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით გრძელდება, სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი აირიც.

    მიუხედავად დარბევისა ხალხი რუსთაველის გამზირზე არ იშლება.

    გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რეგიონებიდან სპეცრაზმის დამატებითი ძალების გამოძახება ხდება.

  • შტურმი პარლამენტზე-საქართველოში მიმდინარე მოვლენებს BBC აშუქებს

    შტურმი პარლამენტზე- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ტელეკომპანია BBC აშუქებს. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, პარლამენტზე შტურმი და მასობრივი პროტესტი დღეს საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატის გამოჩენამ გამოიწვია.
    ტელეკომპანია აღწერს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    მათი ინფორმაციით, თბილისში 10 ათასი ადამიანი ირაკლი კობახიძისა და სხვა ოფიციალური პირების გადადგომას მოითხოვენ. 

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

    მალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის არეში რეზინის ტყვიებით მიყენებული ჭრილობები აქვს.

    პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, უკვე რამდენიმე თვეა აქციას პარლამენტის წინ მართავს, ის დღეს ანტირუსულ აქციასაც შეუერთდა.

    პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლისას ათეულობით მოქალაქე დაშავდა. მათ მრავლობითი დაზიანებები, რეზინის ტყვიებით აქვთ მიყენებული. ძირითადად ჭრილობები ყელისა და თავის არეში აღენიშნებათ. ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით ტერიტორიას წმენდენ.

  • 9 აპრილის ბაღში მოქალაქეებს სპეცრაზმი უსაფრდება და დამიზნებით ესვრის

    ჩასაფრებული სპეცრაზმელები 9 აპრილის ბაღში მოქალაქეებს დამიზნებით ესვრიან. აქციის დაშლის შემდეგ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში და სკვერში გაფანტულ მოქალაქეებს პოლიცია რეზინის ტყვიებს ჩასაფრების ადგილიდან ესვრის.

    დარბევისას საკმაოდ ბევრი ადამიანი დაშავდა, თუმცა მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.

    მათ მრავლობითი დაზიანებები, რეზინის ტყვიებით აქვთ მიყენებული. ძირითადად ჭრილობები ყელისა და თავის არეში აღენიშნებათ. ამ წუთებში სპეცრაზმი წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის მეშვეობით ტერიტორიას წმენდენ.

  • პარლამენტთან აქციისას დაშავებულ სამ პაციენტს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია უტარდება

    ინგოროყვას სახელობის კლინიკაში პარლამენტთან აქციისას დაშავებული პაციენტების შეყვანა ამ დრომდე გრძლედება.

    ექიმების განცხადებით, სამ პაციენტს ოპერაცია უტარდება.

    „სამი პაციენტი გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში და ოპერაციები მიმდინარეობს, დანარჩენები სტაციონარში შემდგომი მკურნალობის მიზნით რჩებიან სტაბილურ მდგომარეობაში. ყველა მათგანს შესაბამისი მომსახურება უტარდება. სხვადასხვა სახის მსუბუქი ზედაპირული ტრავმებია, რამდენიმე ინტოქსიკაცია. ქირურგიული ოპერაცია ფეხის მიდამოს ტრავმებია სამივე შემთხვევაში“,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა ნინო ქოჩორაშვილმა.

  • საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

    საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

    „სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • შსს განცხადებას ავრცელებს

    შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

    მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

    შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.

    ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტორს მოახდენს რეაგირებას“, – აცხადებს შსს.