Category: არქივი

  • პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანია დაშავებული

    პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანია დაშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს.

    პარლამენტთან აქციის დროს დაშავებულ რამდენიმე  ადამიანს ოპერაცია უტარდება.

    ამ დროისთვის რეგიონულ ჰოსპიტალში 81 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის, 77 პოლიციელია, ხოლო 4 – სამოქალაქო პირი.

    მათგან 2-ს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება, ხოლო ერთს  თვალის ოპერაცია. 

  • საია რუსთაველის გამზირზე აქციისას დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.

    “საია მზადაა აქციისას დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ დაშავებულებისა და დაკავებულების შესახებ ინფორმაცია შემდეგ ნომერზე: 577 07 05 11”- აღნიშნულია საიას განცხადებაში.

  • სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს – გავრილოვი

    სადაც შემომთავაზებს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს – ეს განცხადება მოსკოვში დაბრუნების შემდეგ  სერგეი გავრილოვმა გააკეთა.  რუსი დეპუტატის განცხადებით, პროტოკოლის თანახმად, საპატიო ადგილი ასამბლეის თავმჯდომარისთვის არის გამოყოფილი.

    “ვთვლი აუცილებლად, რომ საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა და გენპროკურატურამ განსაზღვრონ პასუხისმგებლობა ამ ექსტრემისტების. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების, რომლებიც ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ. იმუქრებოდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრების მკვლელობით,”- აცხადებს გავრილოვი.

    რუსმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ქართველი ხალხი ექსტრემისტებს საკადრის პასუხს დაუბრუნებს.

    ” დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, შიდა პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად ექსტრემისტებს საკადრის პასუხს გასცემს, რომლებიც ქვეყნის დისკრედიტაციას და იზოლირებას ცდილობენ,”- აღნიშნა გავრილოვმა.

    სააგენტო “ტასისთვის” მიცემულ ინტერვიუში გავრილოვმა თბილისში მიმდინარე აქციას წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

  • „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება

    „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში  პარტიის წევრები იკრიბებიან. სულ ცოტა ხანში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. 

    სხდომაზე,  გუშინ ღამე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

  • ვინ არის მსახიობი, რომელმაც აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა

    გუშინდელი აქციის დარბევის შემდეგ აქციის სამმა მონაწილემ თვალი დაკარგა. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მსახიობი დემეტრე ნაყოფიაა.

    ამის შესახებ ტელეწამყვანი  გიორგი გასვიანი წერს.

    „მე არ ვიცნობ დემეტრეს. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტიაო, გრიბოედოვის მსახიობი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დღეს, აქციაზე დარბევისას თვალი დაკარგაო. იმედი მაქვს გადაურჩება.

    ვუყურებ და ვფიქრობ: დემეტრეს თვალის ფასი, არ არის მთლიანად, არც ის შენობა და არც მთელი რუსეთის ფედერაცია ჩემთვის!!! მომავალი მსახიობი, რომლის თვალიც წაართვეს ქართულ კინოს და თეატრს!

    მეზიზღება საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცისგან მოქნეული და ნასროლი…!!! მამაჩემიც ამან იმსხვერეპლა სოხუმში.. აეროპორტში დაბომბვისას ჩვენი, ბავშვების ევაკუაციის დროს, მას ქართველმა ჯარისკაცმა თავში ჩაარტყა კონდახი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა…

    და ეს ყველაფერი არ მთავრდება ჩვენს ქუჩებში!!!“-წერს გასვიანი.

  • პროტესტი გრძელდება- აქცია 19:00 საათზე განახლდება

    საზოგადოების პროტესტი გრძელდება – აქცია პარლამენტის წინ 19:00 საათზე უკვე დაანონსდა, ხოლო დეტალურ გეგმებზე ოპოზიცია  გააკეთებს კომენტარს. 

    რუსთაველზე მომიტინგეების დარბევის გამო აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

    „7 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია. აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი, აღარც პოლიტიკოსები. ეს უკვე არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა“, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.

    „ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ხალხთან ერთად ყოფნა, სამოქალაქო პროტესტი. ფაქტობრივად, ეროვნული დაუმორჩილებლობა არის, რაც აუცილევლად დამთავრდება პუტინის მორჩილი ივანიშვილის რეჟმის დამთავრებით“, – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

    „ჩვენ ვართ მომხრე მხოლოდ მშვიდობიან ჩარჩოში პროტესტის და ყოველგვარი ძალადობის, თუნდაც ლეგიტიმური ბრაზის საფუძველზე, ძალადობის წინააღმდეგი. ეს არის “ევროპული საქართველოს” პოზიცია და ამას ადგილზეც ვცდილობდით ფიზიკურად, რითიც ბევრი იქ მყოფი გაბრაზებული ახალგაზრდის უკმაყოფილება დავიმსახურეთ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

  • “დღეს 9 აპრილი გაგვახსენე, ნეტავ, ვისი გული გაახარე?!” – მეუფე ზენონი ხელისუფლებას

    რუსთაველზე განვითარებული მოვლენები მეუფე ზენონმა სოციალურ ქსელში შეაფასა და ხელისუფლებას მიმართა.

    “ყოჩაღ, ხელისუფლება! როგორი მოშურნეობით აღასრულე პატივმოყვარეობისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილმა შენი ხალხის სისხლისღვრა! ასე გადაწყვიტე შენს ხალხში არსებული ეროვნული ღირსებისადმი პასუხ-მიგება? დღეს, 9 აპრილი გაგვახსენე. ნეტავ, ვისი გული გაახარე?!

    ნუთუ, ვერ ხვდები, რომ უსამართლობას და ბოროტებას დასასრულიც შესაბამისი აქვს,” – წერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

  • რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა

    აქციის დროს დაშავებული პირებიდან ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. 

    „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციის დროს დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. მისი ინფორმაციით, კლინიკაში გუშინ 24 ადამიანი შეიყვანეს. აქედან ოთხ მათგანს ოპერაცია დასჭირდა.

    შეგახსენებთ, პარლამენტის წინ სიტუაცია გუშინ სარამოს იმდენად დაიძაბა, რპმ პროცესები უმარტავი გახდა.

    აქციის მონაწილეების დასაშლელად  სპეცრაზმი გამოიყენეს. ისინი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს  უშვებდნენ, ასევე ისროდნენ რეზინის ტყვიებს, რის გამოც აქციის მონაწილეების ნაწილი მძიმედ დაშავდა.   მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებათ.

  • “პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს”- მამუკა ბახტაძე განცხადებას აკეთებს

    საგანგებო განცხადებას გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ის რაც დღეს მთელი დღის გამავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკურ და სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს.

    მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტზე და პოლიციელებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული, რევანშისტული ძალები.

    მისი თქმით, პასუხს მოსთხოვენ გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც შექმნეს კრიტიკული ვითარება, ბახტაძის თქმით, გაატარებენ სამართლებრივ ზომებს დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ.

    “ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკური და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული შეცდომების გამო,ჩვენმა გუნდმა აღკვეთა – შეწყდა ფორუმი, რუსმა დეპუტატებმა დატოვეს თბილისი.

    იმავდროულად, შვიდი საათის შემდეგ, რუსთაველზე, ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მათ შტურმი მიიტანეს პარლამენტის შენობაზე და ყველამ იხილა, როგორ იძალადეს პოლიციელებზე.

    სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენი მიზანია ვითარების დეესკალაცია, “-განაცხადა პრემიერმა.