Category: არქივი

  • „გადადგეს რუსეთუმე გახარია“-პარლამენტის შენობასთან საყვირების აქცია მიმდინარეობს

    პარლამენტის შენობასთან ხმაურია. „გადადგეს რუსეთუმე გახარია“ – ასეთი შინაარსის ბანერი  პარლამენტის წინ გამოფინეს.

    პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები,მათი მხარდამჭერები და  მოქალაქეები  საყვირების აქციას მართავენ.

    გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პერიმეტრზე მობილიზებულია  პოლიცია.

    გამკაცრებულია შესვლა შენობაში. აკრედიტირებული ჟურნალისტები პარლამენტში  შესვლამდე შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან გადიან.

  • ლარი რეკორდულად დაეცა

    ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7945 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7798 ლარი იყო.

    დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2019 წლის 28 მაისს დაფიქსირდა. კერძოდ, იმ დღეს დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,7876 ლარი იყო.

    გაცილებით მაღალია კურსი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2.81 ლარია.

    საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.85 ლარს აღწევს, თიბისი ბანკში კი მისი ღირებულება 2.86 ლარია.

  • მინდა გავემიჯნო რობერტ სტურუას მოსაზრებას, რომ საქართველო დამთავრდა-გია ყანჩელი

    “მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე – ბატონი რობერტ სტურუას” – ამის შესახებ კომპოზიტორმა გია ყანჩელმა განაცხადა. 
    “მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე – ბატონი რობერტ სტურუას აზრით საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე დადგომა ისევ დაიწყო. მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომელიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად საზოგადოებას ურთიერთდაპირისპირებას მოუწოდებს. ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ჩემი ციტატით ჩემი სიმღერიდან “ჰერიო ბიჭებო”. – “ჰერიო ბიჭებო ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო”, – განაცხადა გია ყანჩელმა ტვ პირველის ეთერში. 

    შეგახსენებთ, გია ყანჩელის გამოხმაურება რობერტ სტურუას განცხადებას მოჰყვა, მან განაცხადა, რომ “ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ: საქართველო აღარ არის!“

  • ირაკლი კობახიძე თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს

    ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს.

    კობახიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება  კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

    საპარლამენტო უმრავლესობა  ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.

    მას შემდეგ რაც არჩილ თალაკვაძე კობახიძის ადგილს დაიკავებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იქნება.

  • ბრიტანელები აღშფოთებულები არიან.პრინცმა ჰარიმ და მეგანმა სახლის რემონტში 3 მილიონი დახარჯეს

    რემონტი, რომელიც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ფროგმორ კოტეჯში წამოიწყეს უკვე დასრულდა და ცოლ–ქმარს სამ მილიონზე მეტი დაუჯდა. არადა თავიდან სამეფო წყვილის წარმომადგენლები რემონტისთვის საჭირო თანხად ამის ნახევარსაც კი არ ასახელებდნენ.
    ამ ფაქტმა ბრიტანელები ძალიან აღაშფოთა. რემონტის ფული ხომ სასექსის ჰერცოგმა დად მისმა მეუღლემ დედოფალ ელისაბედ მეორეს სუვერენული გრანტიდან აიღეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან ფორმირდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ წყვილმა პირადი ფულიც დახარჯა – მაგალითად ავეჯი, ტექნიკა და ინტერიერის ნივთები საკუთარი თანხებით შეიძინეს.
    ინფორმირებული წყაროს განცხადებით, თუ სამეფო ოჯახის წევრი მოინდომებს, მაგალითად იმაზე ძვირად ღირებული სამზარეულო შეიძინოს, ვიდრე სახელმწიფოსგან გამოყოფილი ფულით შეიძენდა, ხარჯებს თვითონ ფარავს.
    ანონიმური წყაროს თქმით ფროგმორ კოტეჯი საკმაოდ მყუდრო ოჯახური სახლია. სინამდვილეში ის არც ისეთი დიდია, როგორც ბევრს გონია. სახლში სულ ოთხი ოთახი და ერთი საბავშვო ოთახია.
    ვინაიდან შენობა 19–ე საუკუნის ბოლოს არის აშენებული და ძალიან მოძველებულია, წყვილი რემონტის დროს ბევრ სირთულეს წააწყდა. სახურავის საყრდენი ბლოკების და გადახურვის დიდი ნაწილი მთლიანად გამოსაცვლელი აღმოჩნდა. გათბობის სისტემა მოძველებული, არაეფექტური და ეკოლოგიური სტანდარტების შეუსაბამო – ამბობს ინფორმირებული წყარო.
    რემონტს დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდა. დარჩა მხოლოდ ბაღის გამწვანებისა და განათების სამუშაოები.
    შეგახსენებთ, რომ ფროგმორ კოტეჯში წყვილი ამ წლის აპრილში, ბავშვის დაბადებამდე გადავიდა საცხოვრებლად. ფროგმორის მამული ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წერვთა რეზიდენციაა. ის მეგანს და ჰარის დედოფალმა ქორწინების შემდეგ აჩუქა. ფროგმორის მამულის ტერიტორიაზეა დედოფალ ვიქტორიას და მისი მეუღლე ალბერტის საფლავები.
  • ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set-ის საფესტივალო ტერიტორია დაარბია

    ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია. დამტვრეულია ინფრასტრუქტურა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    ინფორმაცია საფესტივალო ტერიტორიის დარბევის შესახებ კლუბ BASSIANI-ს დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა, გაავრცელა.

    “ამასობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს – წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო,”- წერს ორაშვილი.

    ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში Mountain Set 28-29-30 ივნისსაა დაგეგმილი.

  • “ავტოსტოპით ჩამოვიდნენ საქართველოში”-გერმანელი ბიჭი საქართველოში დაკარგულ დას და მის მეგობარს ეძებს

    საქართველოში 2 დაკარგულ გერმანელ გოგონას ეძებენ.

    სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დაკარგულის ძმა წერს:

    “!იძებნება !

    ჩემი და ტაბეა და მისი მეგობარი მაია ავტოსტოპით ჩამოვიდნენ გერმანიიდან საქართველოში. რამოდენიმე დღე საქართველოში გაატარეს. 15 ივნისს იყვნენ თბილისში.

    ხომ არ გინახავთ?

    რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: [email protected]

    ან დაუკავშირდეთ პოლიცია: 112

    უგზოუკვლოდ დაკარგულების საიდენთიფიკაციო ნომერი: BY1217-007146-19/6

    წინასწარ გიხდით მადლობას, ოჯახი!”

  • რიყეზე დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა

    ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან სიმაღლიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ტურისტი ინგოროყვას კლინიკაში იყო მოთავსებული.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ სარამოს რიყეზე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევა სავარაუდოდ ერთ-ერთი კონსტრუქციის ჩამოშლას მოჰყვა. ერთი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ამ დროისთვის მესამე დაშავებულს კლინიკა „ამტელ-ჰოსპიტალში“ შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

  • აქციის მეხუთე დღე. პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს

    საპროტესტო აქციების მეხუთე. ხელისუფლების დათმობისა და პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად პროტესტი არ წყდება. პარლამენტის წინ საღამოს გამართულ აქციაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. ხვალ 19 საათზე პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. აქციის ბოლოს მონაწილეებმა პარლამენტს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ ეს შენობა ხალხისაა და იქ მათი ნების გარეშე ვერავინ შევა.