Category: არქივი

  • არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

    94 მომხრე არცერთი წინააღმდეგი-არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ერთსულოვანი მხარდაჭერის შემდეგ პარლამენტის სასესიო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა. ჰიმნის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ თავმჯდომარის სკამი დაიკავა და ამ დროისთვის  პარლამენტის სხდომას უძღვება.

    კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

  • გახარიამ იმ ღამეს ბევრი ახალგაზრდა სისხლისღვრას გადაარჩინა-უმრავლესობის დეპუტატი

    “გიორგი გახარიამ იმ ღამეს სისხლისღვრას გადაარჩინა ბევრი ახალგაზრდა”- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. 

    „პოლიციამ იმ დღეს ჩვენი საზოგადოება გადაარჩინა სისხლისღვრას, მერწმუნეთ, რომ აქ მოხდებოდა საშინელება, სისხლისღვრა მოხდებოდა, ვცახცახებდი. გადავრჩით სისხლისღვრას. შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ის მობრძანდება პარლამენტში, დეტალურად მოჰყვება, თუ როგორ და რანაირად განვითარდა. პირად საუბრებში, სერგი კაპანაძე, არ ვიცი, კიდევ ვინ არიან, ჩვენ ადამიანებს ვაჩერებდითო, რომ ვეუბნები, რომ პასუხისმგებელი იყავი ამ შევარდნაზე? რატომ არ ემიჯნები იმ ძალადობრივ ძალად, რომელმაც განაცხადა, ნიკა მელიას ხელის მოქნევით, განაცხადა, რომ ახლა შევდივართ პარლამენტში, აქ მომღიმარი სახეებით, სამადაშვილი, ბოკუჩავა, გოცირიძე ელოდებოდნენ თავისი აქტივით, რომ სცენარი იყო, რომ ისინი უნდა შემოვარდნილიყვნენ, როგორც 2003 წელს, დაემხოთ, აქ პარლამენტში, გამოეცხადებინათ, რომ დამხობილია ხელისუფლება, ეს იყო სცენარი.

    “ეს არ განახორციელა და ამას ხელი შეუშალა გიორგი გახარიას. ჩემი შვილები არიან, ორი მყავს, მისი მეგობრები დადიან, როგორო წარმოგიდგენიათ, რომ ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ ახალგაზრდას თავში ესროლეს. ის დაისჯება, ვინც დამიზნებით ესროლა. პოლიტიკური პასუხისმგებლობას დააკისრებს ნაციონალურ მოძრაობს, რომელმაც გაბედა და შტურმით აღება მოინდომა და შეცდომაში შეყვანა ჩვენი ახალგაზრდები,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

  • კვიციანი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მართლმადიდებლური ასამბლეის ჩაშლით მიყენებულ ზარალს დაითვლის

    ემზარ კვიციანი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც გამოიძიებს 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩაშლის საკითხს და ასევე  დათვლის მიყენებულ ზარალს.

    ” თუ მართლმადიდებელი ხარ..ვინმემ განსაზღვრა საერთოდ რამხელა დანაკარგი გვაქვს ჩვენ ამ ასამბლეის ჩაშლით? პოლიტიკურიც და ეკონომიურიც, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და მაქვს წინადადება შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია აქ პარლამენტში და იქნას გამოძიებული, ვინ უწყობდა ხელს ამ პროვოკაციას და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან”- განაცხადა კვიციანმა. 

    შეგახსნებთ, რომ 20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რუსი დეპუტატის პარლამენტში ხილვამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

  • “ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან” – სესიაშვილი ოპოზიციაზე

    “ჩვენი საზოგადოება შავი უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გააკეთა. ის 20 ივნისს საკანონმდებლო ორგანოს წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. სესიაშვილმა ოპოზიცია შავ ჭირად მოიხსენია. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტების მიზანი იყო, რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და პოლიცია იძულებული გახდა, რომ დამატებითი ძალა გამოეყენებინა.
    “თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მინიმუმ, მათი დასუსტების მიზნით, ქვეყნის დასუსტების მიზნით, მიზანი და ამოცანა იყო, რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას სჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება. მინდა, პოლიციის მოქმედება შევაფასო. ძალიან ბევრია საუბარი, როგორ მოქმედებდა პოლიცია. ჩვენ ვიღებთ იმაზე პასუხისმგებლობაზე, რაც მოხდა, მაგრამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ, როგორ განვითარდა მოვლენები, პოლიცია ორი საათის განმავლობაში სრული მოთმინებით ძალადობრივი რეაქციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის ელგი9ტიმური და კანონიერი უფლება ჰქონდათ, შეიძლება ვალდებულებაც, იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, ის, რაც შემდგომ დამატებითი ძალის აუცილებლობა დადგა, იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში მოთმინებით იდგნენ.
    ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ძალადობისკენ მოუწოდებდა მეორე, – სირცხვილი მათ, რომ დაინახეს, რომ ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი მოწოდება არ გააკეთეს, სირცხვილი, ათ ვინც მიატოვეს ის ადამიანები, გაიქცნენ, დაიმალნენ, სირცხვილი მათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და ვერ გაემჯინენ, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური მადა ეშმაკზე ჩამოკიდებულია. დიახ, სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, სადაც პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ამაზე დადგება პასუხისმგებლობა, ვთქვით, 10 პოლიციელს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, 2 პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მთავარია, რომ ჩვენს საზოგადოებას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენი საზოგადოება შავი უნდა დავიცვათ შავი ჭირისგან, ამ პოლიტიკური ჭირისგან და ადეკვატურები უნდა ვიყოთ, საზოგადოების მოთხოვნებზე,“ – განაცხადა სესიაშვილმა.
  • მეტროს გვირაბში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროპოლიტენის ორ სადგურს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში დღეს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

    „მეტროსადგურების – „ისნისა“ და „300 არაგველის“ სადგურებს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში 12:00 საათისთვის დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, ადგილზე იმყოფებოდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დროულად მოახდინა რეაგირება და ხარვეზის გამოსწორება. მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს“, – აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

  • თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ რომ გამიბედეთ?-ადა მარშანია მედიას დაუპირისპირდა

    “მინდა მივმართო ეგრეთ წოდებულ ტელეარხებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც სინამდვილეში არიან მომსახურე პერსონალი ამ სადისტური პარტიის, რომელიც თანაოკუპანტია გავრილოვის, გავრილოვზე ნაკლები ესენი არიან.  თქვენ მე ამ დღეებში რა გამიბედეთ რომ გამიბედეთ? რა ბინძური შეფასებები დაატრიალეთ გავრილოვს მე ვუთავისუფლებდი თურმე აქ ადგილს ეს არის ნაძირლობა თქვენის მხრიდან, პირველის ჟურნალისტები რომელსაც პირგველი ქვია სამართლიანად ხალხში, რუსთავი 2 ცრუსთავი რომ ქვია და ვაი იმედის ჟურნალისტები ჩემთან ახლოზე არ მოხვიდეთ და ჩემ კაბინეტთან ახლოს არ მოხვიდეთ თქვენ, თქვენა ხართ პროვოკატორები და ამ ბნელი ძალის მომსახურე პერსონალი”-მიმართა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს.

  • სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე-ბესელიას დაპირისპირება მმართველ გუნდთან (ვიდეო)

    მმართველი გუნდიდან წასულმა ეკა ბესელიამ 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა და მათი განცხადებები გააკრიტიკა. 

    “სკამების გამო ნუ დაკარგეთ სახე. გასულიყავით გარეთ და იმ ბავშვებს გადაფარებოდით, სადაც არც რევანშის საფრთხე იყო.ახლა რომ მიყურებ ასე ურცხვად იმიტომ არის ტოლობის ნიშანი თქვენსა და იმ მოძალადეებს შორის. სადარბაზოებში დაკავებულების ცემა, დევნა, ეს მიგაჩნიათ, რომ ნორმალურია და ამაზე არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მინისტრმა?”-მიმართა ბესელიამ. მის განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, სესიაზე კვლავ შესვენება გამოცხადდა.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია სესიას არ ესწრება მათ პროტეტსის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

  • ჩხუბი პარლამენტში-დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

    ამ წუთებში პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სესიის დაწყებიდან მალევე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

    ოპოზიცია ითხოვდა დღის წესრიგში  შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას, რაზეც მმართველი  გუნდისგან უარი მიიღეს. სიტუაცია იმდენად  იმდენად დაიძაბა, რომ სხდომის სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.