Category: არქივი

  • მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს

    ხელისუფლება უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს.

    მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეცრაზმი შეიყვანეს. კადრებს “რუსთავი 2” ავრცელებს.

  • 1 დოლარი 2.8333 ლარი- ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა

    ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს.

    ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემით, ერთი დოლარის ყიდვა 2.8333 ლარად არის შესაძლებელი.

    ლარი დოლართან მიმართებით 0.0388 ლარით გაუფასურდა.

    რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0422 ლარით გაუფასურდა და 3.2260 ლარი გახდა.

  • თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

    Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს ორგანიზებით და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival – რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.

    ფესტივალმა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას ამბის გადმოცემის თავიანთი უნიკალური ხერხები გაუზიარეს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა.

    სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე მოწვეულმა სპიკერებმა, მათ შორის 29 უცხოელმა სტუმარმა: Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი – ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი – სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი – ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.

    ZEG – Tbilisi Storytelling Festival-მა გააერთიანა შეხვედრები, ვორქშოფები, დისკუსიები და საუბრები. სპეციალურად ჟურნალისტებისათვის მასტერკლასები და ვორქშოფები ჩატარდა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ „სთორითელინგის” როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს გაცნობოდნენ.

    ფესტივალის ფარგლებში 2 შეხვედრა სპეციალურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა. პირველ შეხვედრაზე ჯო საბიამ და აარონ რასმუსენმა ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დამატებითი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე შეხვედრაზე კი ტომას დვორჟაკმა და ინეკე სმიტმა მათი საერთო პროექტი – “Khidi – The Bridge” გააცნეს აუდიტორიას, რომელიც დვორჟაკის ავღანეთში გადაღებულ ქართველი სამხედროების ფოტოებსა და ინეკე სმიტისა და იერონ სტოუტის მხატვრული ფილმის სცენარს აერთიანებს.

  • ,, რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი, რუსეთი მაინც ოკუპანტია”- გორში ანტისაოკუპაციო ნახატებს შლიან

    გორში სტალინის გამზირზე დახატული ანტისაოკუპაციო ნახატი წაშალეს.ამის შესახებ თავად  ნახატის ავტორი 17 წლის სალომე თინიკაშვილი წერს.  ნახატი იმ შენობაზე 2018 წელს  განათავსა, რომელიც 2008 წლის ომის პერიოდში დაზიანდა. 

    როგორც ნახატის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ რაც ნახატი წაშალეს, მან იქ წარწერა განათავსა – “არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ წაშლით ნახატს, რუსეთი მაინც ოკუპანტია”.

    “  ამბავი გუშინდელ (მე2) ანტისაოკუპაციო ნახატის (მეორედ) წაშლაზე მთელი საქართველო ფეხზეა,მე კიდევ 17 წლის ასაკში თვითმფირნავების ხმის გაგონების დროს ხელებს გააუზრებლად ვიფარებ ყურებზე(ომის შემდეგ).გუშინ გადავწყვიტე ქალაქში, რომელიც 2008 წელს ომის ეპიცენტრი იყო, ანტისაოკუპაციო ნახატი დამეხატა (მეორედ,რადგან პირველი წაშალეს).პიროვნება (საქართველო) თვალის გარეშე, გულზე მავთულხლართით და ზევით წარწერით ,,რუსეთი ოკუპანტია”. სრულიად გაანალიზებულმა ავიკიდე აკრილებით სავსე ჩანთა და წავედი იმ ადგილას სადაც 2018 წლის 8 აგვისტოს ანტისაოკუპაციო ნახატი დავხატე (რომელიც რამდენიმე დღეში წამიშალეს). ტურისტებით სავსეა სტალინის გამზირი, აღარ ვსაუბრობ ადგილობრივ ხალხზე. ხალხის თვალი შეეჩვია ჩაცხრილულ შენობებს, ქალაქის ცენტრში მძინარეს. სწორედ ტყვიებით დალაქავებულ შენობაზე დავიწყე გუშინ ხატვა, სადაც ჩემმა მეგობრებმა პულივიზატორები შემომაშველეს. ფონი, წარწერა და პიროვნება მეხატა წითელი პატრიოტული სისხლით მჩქეფარე გულით. რამდენიმე კაცი მოვიდა, პოლიციის მანქანების ხშირი და ლოკოკინისებური სიარულის შემდეგ.

    ერთი სიტყვით შემაწყვეტინეს ხატვა და წამოვედი, რაც უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს საკუთარ თავში, რომელსაც საკუთარი თავის ზიზღის სუნიც ასდის. ღამით იმ იმედით დავიძინე, რომ დილით ავმდგარიყავი და გავქეცულიყავი სტალინის გამზირზე, რომ დამემთავრებინა ნახატის პატარა დეტალი. ერთადერთი რაც გამაჩნია იარაღად, სიტყვა და ფუნჯია, ამ სიტყვის ჩახშობას კი ყვირილი მოსდევს ხოლმე, ეს კი არ იციან. ინგლისურის შემდეგ დილით თავქუდმოგელეჯილი გავიქეცი და შორიდან შევამჩნიე შავი ოთხკუთხედის სილუეტი. ძალიან გამიხარდა, რადგან გუშინ წასვლის წინ იმ პირებმა ფოტო გადაუღეს. მთელი გზა ვღელავდი, რომ წაშლილი დამხვდებოდა. თავიდან მეგონა არ იყო წაშლილი, რომ მივუახლოვდი დავინახე სულ გადაღებილი იყო. ფასადის დამახინჯებისთვის ლოგიკურად სულ შლიან, ეს კიდევ სულ გაშავებული იყო. რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი ,,აქედან ვერ ამოშლით”, რეალობა არ შეიცვლება, რუსეთი მაინც ოკუპანტი იქნება და მე მაინც შემეშინდება თვითმფრინავების ხმის. გამწარებულს რაღა უნდა მექნა, ამოვიღე ფლომასტერი და მივაწერე
    ,, რამდენჯერაც არ უნდა წაშალოთ ნახატი, რუსეთი მაინც ოკუპანტია.

    ააშენეთ კედელი და ჩემი თაობა დაანგრევს მას!”მთელი საქართველი ფეხზე დგას, გორი კი კოჭლობს მაშინ, როდესაც უამრავ შენობას ტყვიის თხრილები აქვს, მერიასთან კი 11 წლის წინ გვამები იწვნენ. ქალაქმა უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, ჩვენ კი ჩუმად ვართ, ,,ყრუდ” ვართ, რასაც რამდენიმე დღის წინ ერთი თვალის ამოცლაც დაემატა. ამ შინაარსის ნახატის წაშლა #სირცხვილია მითუმეტეს მაშინ, როდესაც იქითა კედელზე ნინის გიორგი უყვარს, გიორგი ერისთავის დრამატული თეატრის ფასადი სავსეა წარწერებით და კულტურის ცენტრი, სადაც მრავალი კონცერტი ტარდება და უმრავი მუნიციპალიტეტი თუ ქალაქის მერია ჩამოდის, სავსეა უხამსი სიტყვებით .

    ააშენეთ კედელი და ჩემი თაობა დაანგრევს მას, დაე ისე დაიძაბოთ თავისუფალ სიტყვაზე, როგორც არასდროს.
    საოცარია წაშალონ ანტისაოკუპაციო ნახატი იქ, სადაც ომის ტყვიების შრამებია და ძალადობრივად ჩაგიხშონ ანტისაოკუპაციო აქცია იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთისგანაა ნატანჯი.
    გაუმარჯოს საქართველოს!არც თქვენი ჯარიმის მეშინია, არც თქვენი ირონიული სიტყვის და არც თვალის დაკარგვის.”- წერს ნახატის ავტორი სალომე თინიკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ლანჩხუთში, ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო

    ლანჩხუთში,  ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

    გარდაცვლილი ახალგაზრდა, დედამ იპოვა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

    გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

  • “ის რაც საქართველოში ხდება, არის ანტირუსული ისტერია”- ნინო ბურჯანაძე

    “ის რაც საქართველოში ხდება, არის ანტირუსული ისტერია”- ეს განცხადება ნინო ბურჯანაძემ რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” გააკეთა და ვრცელი ინტერვიუ მისცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

    საქართველოს ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, ანტირუსული ისტერია პროდასავლურმა ძალებმა მოაწყვეს.რაც შეეხება გავრილოვს, ბურჯანაძე თვლის, რომ  რუსი დეპუტატი არაფერ შუაშია და  ის იქ დაჯდა, სადაც მიუთითეს.

    “თავიდან აქცია მართლაც გულწრფელი პროტესტით დაიწყო, ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების სისულეების გამო და აქ რუსეთი და გავრილოვი არაფერ შუაში არიან. გავრილოვმა მხოლოდ და მხოლოდ ის ადგილი დაიკავა, სადაც უთხრეს. ეს პროტესტი პროდასავლურმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენეს და ანტირუსულ ისტერიად აქციეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ ინტერვიუში.

    “იზვესტიასთან” საუბრისას ბურჯანაძემ ისიც აღნიშნა , რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად არაფერს აკეთებს ხელისუფლება,რადგან ეშინიათ  ამერიკას არ აწყენინონ. 

  • “7 ნოემბერს, როდესაც ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები დაგვარბიეს, მაშინ სააკაშვილი გადადგა” – ბესელია

    ეკა ბესელიამ, 20 ივნისის სისხლიანი დარბევის გამო გახარიას გადადგომისკენ მოუწოდა.

    უმრავლესობიდან  წასულმა დეპუტატმა 7 ნოემბერი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ მძიმე მოვლენების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადადგა.

    „დევნა, ჟურნალისტების დასახიჩრება და დამიზნებით სროლა იმ გოგო-ბიჭებისთვის ასე უმოწყალოდ გამეტება ისეთი ტყვიების, პლასტიკური ტყვიების, რომლებიც იცი ზუსტად, რომ შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. აი, ამას ხომ გამართლება არ აქვს. ეს იქნება ყველაზე მძიმე ფონი, რაც დახვდება, ბუნებრივია, მინისტრს და ის ალბათ ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ფონზე პარლამენტში გამოსვლა იქნება ყველაზე მძიმე, რაც კი მას დახვედრია. მე ვფიქრობ, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 7 ნოემბერს, როდესაც ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები დაგვარბიეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალადობრივი მოწოდებებით არ გამოვირჩეოდით და არსად არ შევვარდნილვართ და უკანონოდ დაგვარბიეს, იმის შემდეგ რაც მოხდა, იმ დარბევის გამო, მაშინ ის ავად სახსენებელი სააკაშვილი ამიტომ, თუ იმიტომ გადადგა,“- განაცხადა ბესელიამ.