Category: არქივი

  • გვეკეთოს თუ არა სამედიცინო ნიღაბი ქუჩაში – თენგიზ ცერცვაძის რეკომენდაციები

    „სამედიცინო ნიღბით ქუჩაში სიარული აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

    „ამოფრქვეული ვირუსის ნაწილაკები სხვადასხვა საგნის ზედაპირზე ილექება, ტანსაცმელზე, მობილურზე, ყველაფერზე. საკმარისია, ჩვენ ისეთ ნივთს შევეხოთ, რომელსაც პაციენტი მოიხმარდა, ჩვენი ხელები დაინფიცირდება. შემდეგ მას მივიტანთ პირთან, თვალთან და მოხდება გადაცემა კონტაქტური გზით. კონტაქტური გზით ინფექციის გადაცემა თავიდან რომ ავიცილოთ, ამისთვის საჭიროა, ხელების ხშირი დაბანა. თუ არ არის ხელის დაბანის შესაძლებლობა, უნდა გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარები. თუ საეჭვო პაციენტია, მაშინ საჭიროა ხშირი განიავება და სველი წესით დასუფთავება. ველაზე დიდ ინტერესს ეს იწვევს. ნიღბები გამოვიყენოთ თუ არა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა.

    ნიღაბი აუცილებლად უნდა გაიკეთოს პაციენტმა. ასეთ შემთხვევაში ნიღაბი ეფექტიანია და ხელს უშლის, პაციენტმა ვირუსული ნაწილაკები გამოაფრქვიოს. რაც შეეხება, უნდა გაიკეთოს თუ არა სხვა პირმა, რომელიც კონტაქტშია პაციენტთან, ძირითადად სამედიცინო პერსონალმა, თუ ის უვლის პაციენტს, მკურნალობს ან ცხოვრობს მასთან ერთად ოთახში, ან მასთან ერთად ტრანსპორტით მგზავრობს, ასეთ შემთხვევაში უნდა გაიკეთოს. სრულიად გაუმართლებელია, როდესაც ხალხი ქუჩაში დადის და ნიღაბი უკეთია.

    აბსოლუტურად არასაჭირო და არაეფექტურია. ნიღაბს თავისი წესები აქვს: თუ ეს არის მაღალი დაცვის მქონე ნიღაბი (N95), სახეზე სპეციალისტმა უნდა მოარგოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნიღბის ტარება უარესია. რჩება ადგილები, საიდანაც დაინფიცირება შესაძლოა იოლად მოხდეს. რაც შეეხება ჩვეულებრივ ქირურგიულ ნიღაბს, მისი ხმარება იოლია. თუმცა სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული და აუცილებლად ფარავდეს ცხვირსა და პირს. ნიღაბი ხშირ-ხშირად, სამ საათში ერთხელ უნდა ვიცვალოთ“, – განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ელექტრონული საქმისწარმოების წესზე გადადის

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ელექტრონული საქმისწარმოების რეჟიმზე გადადის.  ამის შესახებ ინფორმაციას ილიაუნის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    “ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადადის ელექტრონული საქმისწარმოების წესზე.ელექტრონულ საქმისწარმოებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადასული იქნება მანამ, სანამ დარეგულირდება ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაცია აღნიშნულ პერიოდში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით დახურული იქნება უნივერსიტეტის კანცელარიის რეგისტრატურა.

    აღნიშნულ პერიოდში: ილიაუნის სტუდენტებს შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – არგუსზე არსებული განცხადების შესაბამისი შაბლონის მეშვეობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: [email protected] 

    ილიაუნის თანამშრომლებს (პროფესორებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს) შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: [email protected]

    კურსდამთავრებულებსა და გარეშე პირებს შეეძლებათ განცხადება დაწერონ ან/და ინფორმაცია გამოითხოვონ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად – მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: [email protected]   

    მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ აუცილებლობას წარმოადგენს პირის მოსვლა უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, ვუზრუნველყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.ასევე შეგახსენებთ, რომ 3 მარტს უნივერსიტეტის სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და 15 მარტის ჩათვლით დახურული იქნება უნივერსიტეტის

    • ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები;
    • კომპიუტერული რესურსცენტრები;
    • საკლასო აუდიტორიები;
    • კაფეტერია „უნიფუდი“ ;
    • წიგნის სახლი „ლიგამუსი“.
    • გისურვებთ ჯანმრთელობას.
  • მესტიაში 4 იტალიელი ტურისტი თვითიზოლაციაში იმყოფება

    მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნია ბჟალავას ინფორმაციით მესტიაში 4 ტურისტი სასრიალოდ იტალიიდან ჩამოვიდა.  

    „ოთხივე იტალიელი ტურისტია, ისინი თვითიზოლაციაში არიან, არ აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა ნია ბჟალავამ.

    ზუგდიდის მუნუციპალიტეტში კი იტალიიდან ჩამოსული რვა პირი იმყოფება თვითიზილაციაში. ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ დღეს განაცხადა. 

    შეგახსენებტ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • “ვითომ ვირუსისგან იცავს ქვეყანას” – ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს აკრიტიკებს

    ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძესა და ნიკოლოზ გამყრელიძეს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. 

    “ამირან გამყრელიძე – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს”, – ეს იქნებოდა დღევანდელი ამერიკული ბეჭდური პრესის და ელექტრონული მედიის მთავარი ჰედლაინი, ამერიკაში რომ გამყრელიძისნაირები ხვდებოდნენ ლამის სიაიეის დონის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულებიდ, CDCის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ხელმძღვანელობაში. ეს, რაც შეეხება ჰედლაინებს. და ისე მისი ბუნდღა აღარ იქნებოდა უკვე დატოვებული.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

    შეგახსენებტ, რომ კორონავირუსის მე10-ე შემთხვევა ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან. საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 მოქალაქე იმყოფება

    რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 33 მოქალაქე იმყოფება.

    მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტებიდან მხოლოდ ორს აღენიშნება ტემპერატურის მატება, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

    „მხოლოდ ორს აღენიშნა ცხელება 37.5-37,7. ამ პაციენტებს შესაბამისად გამოკვლევები უტარდებათ, რაც გულისხმობს რენტენოლოგიოურ კვლევას, სისხლის ანალიზებს და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ ორ ადამიანს. დანარჩენების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ქრონიკული დაავადებების გამო წამოშობილ ჩივილებს. ეს ადამიანებიც, სავარაუდოდ, იტალიიდან არიან. სხვა მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიწყნარეა, განსაკუთრებულად დამძიმებული პაციენტი ან მსგავსი არაფერი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, მივმართოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ თუ ჩათვლიან ამას საჭიროდ, ორ შემთხვევაში განმეორებითი ანალიზი გაკეთდეს. უნდა აღიშნოს, რომ ამ ორ მოქალაქეს ჩვენთან შემოსვლისას თან ახლდა დადასტურებული ნეგატიური პასუხი კორონავირუსზე“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

    მისი თქმით, თვითიზოლაციის პირობების ზუსტი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ძალიან მნიშვნელოვანია თვითიზოლაციის პირობების ზუსტი დაცვა. ეს არის ჩვენი მოქალაქეეების შეგნებაზე დამოკიდებული იმიტომ, რომ ისინი იცავენ დანარჩენ საქართველოს ინფიცირებისგან. გუშინ 17 პაციენტის პასუხი იყო და აქედან 10 პაციენტი უკვე თვითიზოლაციაშია“, – განაცხადა გოფოძემ.

  • მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება ( ფოტოები )

    კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ავტობუსები და მეტროპოლიტენი ყოველდღიურად სპეციალური საშუალებებით იწმინდება.

    მუნიციპალურ ტრანსპორტში საპროფილაქტიკო ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ერთად გაეცნო.

  • „მიმდინარეობს ჟურნალისტების ტოტალური ცენზურა და კონტროლი“ – ზალიკო უდუმაშვილ

    “ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და სწორედ ამ რეჟიმის შედეგია ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება”-  აჭარის ტელევიზიაში დაწყებულ საკადრო წმენდას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმაურებიან. ზალიკო უდუმაშვილი აცხადედებს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და ჟურნალისტების კონტროლი .

    “მთელი ქვეყანა მომსწრეა, ბოლო 8 წლის განმავლობაში როგორ მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ავისუფალი მედიის წნააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ დახურული ტელევიზიები და დღემდე მიმდინარეობს დევნა და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემოკრატია და სწორედ ამ რეჟიმის შედეგია ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება. ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი ხნის ბრძოლის შედეგად ხელისუფლებამ შეძლო და იქ დანიშნა ის დირექტორი, რომელიც შეასრულებს მხოლოდდამხოლოდ ხელისუფლების დავალებებს. ამას მოჰყვა იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. გუშინ ვიხილეთ, რომ ეთერიდან მოხსნეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ახლა ჯერი იმ ჟურნალისტებზეა, რომლებიც საკუთარი გმირობის ფასად იბრძოდნენ, რომ შეენარჩუნებინათ პროფესიული ღირსება. მე მინდა თითოეულ მათგან მადლობა გადავუხადო. “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მათ სრულ მხარდაჭრას. გუშინ ერთ-ერთმა ჟურნალიტმა ძალიან სწორად შეაფასა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები, მან თქვა, რომ აჭარის ტელევიზიაში 37 წელია. დიაახ, სწორედ ასეა. მიმდინარეობს ტოტალური ცენზურა და კონტროლი. მერწმუნეთ ეს ყველაფერი მალე დასრულდება” – აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

  • “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო”- კელი დეგნანი

    „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

    “ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი და ძალიან ზუსტად განსაზღვრული. ვფიქრობ, საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია.

    საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად. აშშ კვლავაც გაუმაგრებს ზურგს საქართველოს და შესაძლებელია, ჩვენ ვართ მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით ავღანეთში, სხვაგანაც და ვიცით, რომ საქართველოს აქვს უნარი და ერთგულება, რაც საჭიროა უსაფრთხოების საერთაშორისო ქმედებებში ჩართვისთვის”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

    კელი დეგნანი ასევე აცდადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს NDI-სა და IRI-ს აშშ-ში დიდ პატივს სცემენ და წლების განმავლობაში კონგრესის მხარდაჭერა აქვთ. 

    “მათ საქმიანობას ეყრდნობიან არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ინფორმაციის დაბალანსებულ და ნეიტრალურ წყაროს. გავიმეორებ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია თავიანთი პლატფორმებისა და გზავნილების ფორმირებისთვის. ეს ინფორმაცია აჩვენებს, რა აწუხებს ქართველ ხალხს. ეს არის NDI-ს და IRI-ს საქმიანობის მიზანი. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ და ამიტომაც სცემენ მათ პატივს”, — განაცხადა დეგნანმა.

  • “დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ” – კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის აზრით, დღეს საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. როგორც კალაძე აცხადებს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

    “კომპრომისს რაც შეეხება, დაველოდოთ მოლაპარაკებებს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. ძალიან ბევრ თემაზე მიმდინარეობს საუბარი, თუ როგორი სისტემა უნდა იყოს და როგორი იქნება. პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ საქართველოში. პოლიტიკური პატიმრები გვყავდნენ 2012 წლამდე და დღეს ისინი არ გვყავს საბედნიეროდ”, – განაცხადა კალაძემ.

  • საფრანგეთში საავადმყოფოდან ათასობით სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

    კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში საავადმყოფოებიდან 11 ათასზე მეტი სამედიცინო ნიღაბი და 1400 ფლაკონი ანტისეპტიკური ხსნარი მოიპარეს. ამის შესახებ Le Figaro წერს.

    გამოცემა წერს, რომ ქურდებში პოპულარობით ე.წ. ქირურგიული ნიღბები სარგებლობს. ისინი დაცვის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

    შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსისგან 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსის 577 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.