Category: არქივი

  • “ეს არის ჩემი ნივთები.. ვსო აახვეით ეხლა აქედან” – მსახიობ ანა ჩირაძის საკუთრებაში არსებული ფართი იმედა კახიანის მფლობელობაში აღმოჩნდა

    დავა საცხოვრებელი სახლის გარშემო – მსახიობ ანა ჩირაძის საკუთრებაში არსებული ფართი იმედა კახიანის მფლობელობაში აღმოჩნდა. 

    ანა ჩირაძის კუთვნილ ტერიტორიაზე, ამხანაგობა “ვერე 1999”-მა მრავალსართულანი კორპუსის მშენებლობა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. ბიზნესმენ მურთაზ გვდიანს საცხოვრებელი 2005 წელს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ფართი, რომელიც მსახიობ ანა ჩირაძეს და დედამისს უნდა მიეღოთ, რამდენჯერმე მათ დაუკითხავად გაიყიდა. ბიზნესმენი მურთაზ გვიდიანი თაღლითობისთვის დაიჭირეს. სახლი, რომელიც ჩირაძის ოჯახს უნდა მიეღო მსახიობ იმედა კახიანის საკუთრებაში აღმოჩნდა.

    “17 წელი ეს თაღლითი ადამიანი, არაფერს არ მეუბნება, მაპამპულავებს. ალბათ მოსყიდულიყავს ყველა. უსამართლობის განცდა ყველაზე ცუდია.ნახევარი ცხოვრება გავიდა, 17 წელი გავიდა. ეს არის ჩემი სახლი,  ჩემი ნივთები, ეხლა აქედან ყველაფერი გავა. აახვიეთ ეხლა ვსო აქედან.” – ანა ჩირაძე 

    ანა ჩირაძის ოჯახმა უკვე მიმართა ვერის პოლიციას. დღეს მათ შეიტანეს განცხადება გვიდიანის წინააღმდეგ. 

  • “ევექსი რამდენიმე დღე მალავდა ინფორმაციას, მოსიარულე ნაღმია ქვეყანაში” – გვარამია გამყრელიძეზე

    “ევექსი რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია”-  ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” გნერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და ნიკოლოზ და ამირან გამყრელიძეებს აკრიტიკებს. 

    “ესე იგი:1. ევექსი რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია, არა და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ქონიათ და დაავადებულები არიან

    2. ევექსში მომუშავე ადამიანი იტალიიდან გადავიდა ავსტრიაში, რომ არ დაფიქსირებულიყო საქართველოს საზღვარზე მისი იტალიიდან გადმოსვლა და საზღვრის გადმოკვეთისას სიცხის დამწევი დალია, რომ არ დაფიქსირებულიყო სიცხე და კარანტინში არ მოხვედრილიყო

    3. ევექსში ყველამ (დირექტორმაც) იცოდა, რომ ეს თანამშრომელი იტალიაში იყო და დაზაფრულები ელოდნენ მის მოსვლას. ისიც მოვიდა და არავინ უთხრა, რომ მინიმუმ არ მოსულიყო და, მეტიც, კარანტინში ყოფილიყო. ამის მერე, ხსენებულმა თანამშრომელმა მოიარა უამრავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და შვილმა მამამდე, უფრო მნიშვნელოვანი კი – კლინიკის დირექტორმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორამდე ვერ მიიტანა (ან მიიტანა და მამამ/დირექტორმა დააიგნორა), რომ მოსიარულე ნაღმია ქვეყანაში

    4. ქვეყანაში შიდა ინფიცირების (მოსახლიდან მოსახლეზე გადატანის) პირველი შემთხვევა ევექსის დირექტორია

    ოთხივე პუნქტში ნახსენები ევექსის დირექტორი ნიკა გამყრელიძეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი.

    და ქართული პუბლიკა ამტკიცებს, რომ ამ კაცის მამის ქცევა, რომელიც მთელ საქართველოს ასწავლის, რომ ზუსტად ასე არ უნდა მოიქცე არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მაღალი პასუხისმგებლობის ცივილიზებულ ქვეყანაში ჩაითვლებოდა ეთიკურ ქცევად და ოთხში არ ამოიღებდა სერიოზული მედია და მას კინწისკვრით არ გარეკვდნენ თანამდებობიდან? მართალია, არ გარეკავდნენ – ბოდიშს მოიხდიდა და თვითონ გადადგებოდა.

    რა შუაშია მამის და შვილის პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება? სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ვინმე? ოჯახის წევრის ასეთი ქცევის პირობებში შენი ნდობა რომ დრამატულად ეცემა და რომ ნდობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური პანიკის დროს, ეს ხომ ცხადია? და ზუსტად სრულწლოვანი რომაა შენი შვილი, იმიტომაა ეს შენიშვნა რელევანტური, აბა არასრულწლოვანი შვილი ეპიდსაფრთხის შეჩერებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი.

    ვინ პაციენტია, ვინ ვის გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვინ რაზე გაასხა, ბოდიში, ეს ლირიკა არაფერ შუაშია აქ. ან რომელი პარტია, რა ნაცობა და ქოცობა? როდის იყო ვინმეს აზრი მაღელვებდა ჩემს სტატუსებთან დაკავშირებით, თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის? მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. კონფორმისტები და კომფორტზონის მაძიებლები ნუ გამომეხმაურებით, მკიდია თქვენი გინებაც, კრიტიკაც და შეგონებებიც. აი კორონავირუსის გავრცელება და უღონო ამირან გამყრელიძე ნამდვილად არ მკიდია და არც საყვარელ და პატივსაცემ ჭაღარა ბიძად მივიჩნევ, და არც მის კრიტიკას – ტაბუდადებულად. მე მას თანამდებობისთვის შეუფერებლად, ხოლო მის მუშაობას – არაეფექტიანად მივიჩნევ.” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

    ამავე თემაზე : 

    “ვითომ ვირუსისგან იცავს ქვეყანას” – ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს აკრიტიკებს

    ამირან გამყრელიძის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა 

    “ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია“–ამირან გამყრელიძე მისი შვილის დაინფიცირების შესახებ 

  • მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაციაში – ბაია პატარაია ანუკი არეშიძეს აკრიტიკებს

    “მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე თებერვლის ბოლოს და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაში’- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს და თბილისის მერის ცოლს ანუკი არეშიძეს აკრიტიკებს, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და ახლა უკვე საქართველოშია. როგორც ბაია პატარაია აცხადებს ის საზოგადოებას ცუდ მაგალითს აძლევს რადგან 1 დღეც კი არ ყოფილა თვითიზოლაციაში. 

    „აგერ დიზაინერი ანუკი არეშიძე (კალაძის ცოლი) მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე თებერვლის ბოლოს და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაში. ჰოდა, რა ჰგონია თბილისის მერს და მის ოჯახს, რომ ქოცობა დაიცავთ კორონავირუსისგან? რა მაგალითს იძლევიან? თუ თვითიზოლაციის წესი ბობოლებზე არ ვრცელდება?ზუსტად ასეთმა იდიოტურად თავდაჯერებულმა „დირეხტორმა“ მოსდო ვირუსი ხალხს“, -წერს ბაია პატარაია. 

    ამავე თემაზე : 

    “ვარ სრულიად ჯანმრთელი” – ანუკი არეშიძის პირველი კომენტარი მილანში ვიზიტის შესახებ

  • უბედური შემთხვევა ჩინეთში – კორონავირუსის კარანტინისთვის გამოყოფილი სასტუმრო ჩამოინგრა

    რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ის სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინისთვის გამოიყენებოდა. შემთხვევა ფუცზიანის პროვინციაში მოხდა. 

    მედიის ცნობით, ნანგრევებში სავარაუდოდ 40 ადამიანია მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

    სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით, 150 მეხანძრე და მაშველი მონაწილეობს.

  • რომის პაპი საკვირაო ლოცვას ონლაინ ჩაატარებს

    რომის პაპი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო საკვირაო ლოცვას ონლაინ ჩაატარებს. ინფორმაციას ოფიციალური ვატიკანი ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, დილის ლოცვები 15 მარტანდე ონლაინ გაიმართება.

    რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი ავად იმყოფებოდა და მას კორონა ვირუსი გამოუვლინდა,თუმცა მოგვიანებით, იტალიურმა პრესამ აღნიშნა, რომ პაპს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

  • საგარეო უწყება რეკომენდაციებს აქვეყნებს იმ პირებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან მგზავრობენ

    საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციებს აქვეყნებს იმ პირებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან მგზავრობენ.

    როგორც უწყების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, რომელიც მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ.

    „თუ მგზავრობთ მაღალი რისკის ქვეყნიდან (ჩინეთი, ირანი, იტალია, კორეის რესპუბლიკა) უნდა დაიცვათ ქცევისა და ჰიგიენის შემდეგი წესები:

    თვითმფრინავში ყოფნისას: ავსებთ სპეციალური კითხვარს თქვენი მოგზაურობის ისტორიის შესახებ; ბორტზე აუცილებელია ნიღბის ტარება, რომელიც უნდა შეიცვალოს ყოველ ორ საათში ახალი ნიღბით, ხოლო ძველი მოათავსეთ ნარჩენების პარკში;

    მკაცრად დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები: კვების წინ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი; ტუალეტით სარგებლობის შემდეგ დაიბანეთ ხელი წყლითა და საპნით, ან გამოიყენეთ ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარი; მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა; მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას.

    საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოთხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოს დაბრუნებისას ვალდებული ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.

    სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

    საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით: ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ან უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.

  • იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ მდივანს კორონავირუსი გამოუვლინდა

    იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ნიკოლა ზინგარეტიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

    „ექიმებმა მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და რამდენიმე დღე სახლში დავრჩები. აქედან გავაგრძელებ საჭირო საკითხებზე მუშაობას“,-წერს ზინგერეტი.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის 4600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 200-ს მიაღწია.

  • კონფერენციაზე სადაც მაიკ პომპეო და მაიკ პენსი იმყოფებოდნენ, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდგინდა

    აშშ-ში, ლობისტური ორგანიზაციის „ამერიკულ-ისაელული საზოგადოებრივი ურთიერთობის კომიტეტის“ პრესკონფერენციაზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი,  მაიკ პომპეო და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდნენ, კორონავირუსი 2 ადამიანს დაუდგინდა. იფნორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი საქმეთა კომიტეტი ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    ყოველწლიური ღონისძიება ვაშინგტონში, 1-3 მარტს იმართებოდა. მას 18 ათასი ადამიანი ესწრებოდა. მაიკ პომპეოსა და მაიკ პენსის გარდა, ღონისძიებას უმრავლესობის ლიდერი სენატში მიტჩ მაკკონელი, მილიარდერი მაიკ ბლუმბერგი და ათობით კონგრესმენი ესწრებოდნენ. 

    აშშ-ში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, უმეტესობა ნიუ-იორკში.

  • მალტაზე კორონავირუსი 12 წლის გოგოს დაუდგინდა

    მალტაზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ცნობილია ვირუსით დაინფიცირებული 12 წლის გოგონაა.  ამის შესახებ  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  

    ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, კრის ფირნის ინფორმაციით, ინფიცირებული 12 წლის გოგოა, რომელიც მშობლებთან ერთად რომში იმყოფებოდა. ბავშვის მშობლები ამ კარანტინში მოათავსეს. გოგო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სკოლაში არ წასულა და შესაბამისად, კლასელებთან კონტაქტი არ ჰქონია.

  • “ვერ მომერევა კორონავირუსი, თუ მომერევა კიდე ჯანდაბას..”- ქუჩის გამოკითხვა

    ქუჩის გამოკითხვის ყველაზე მხიარული კომენტარი – ტელეკომპანია “პირველმა” კორონავირუსთან დაკავშირებით ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვიდან საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ მას ვერ მოერევა კორონავირუსი რადგან არ იკვებება ღამურისა და ღორის ხორცით. ქალბატონის თქმით მისი იმუნიტეტი ძლიერია და ინფექცია ვერაფერს დააკლებს და თუ მაინც დაინფიცირდა მიქაელ გაბრიელთან გეგმავს მისვლას.