Category: არქივი
-
“ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს, არ უნდა დავაჭერინოთ მელია“ – სააკაშვილი
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას გეგმავს.„ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმი უპირებს დაპატიმრებას. მეგობრებო, ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადის დიქტატურას და დემოკრატიის რაღაც ნიშანსვეტებს შორის. თუ ჩვენ ახლა დავუშვებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ისინი ჩასვეს ციხეში, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშიკმა“ ივანიშვილმა გიმარჯვა, ის არის საქართველოს მტერი და სრული „ბეზპრედელშიკი“, სხვა სიტყვა ქართულში არ არსებობს,” – განაცხადა სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს.“ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად – ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. -
თბილისში ყვითელ ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა
სადგურის მოედანზე ე.წ. ყვითელი ავტობუსი დაიწვა. როგორც თვითმხილველმა “კურიერს” განუცხადა, ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა.
კიდევ ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ცეცხლი სატრანსპორტო საშუალების ძრავს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.
-
ივანიშვილი სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ფსიქიკური აშლილობით, პირუტყვული ფობიები აქვს, სულ შეშინებულია – გუბაზ სანიკიძე
“ქართული ოცნება” ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს – ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ “არჩევანში” გააკეთა. “გამარჯვებული საქართველოს” წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა არის წნეხში და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს მსხვერპლი გადაუგდოს. სანიკიძის შეფასებით, მათ შორის არის ნიკა მელიაც, რომლის დაკავებასაც ივანიშვილი აპირებს.„ბიძინა ძალიან მწირი გონების ადამიანია. მას ორი რამის მიღწევა უნდა. უნდა რუსებთან გაიმართლოს თავი და ნიკა მელიას მსხვერპლშეწირვა, ეს არის დასაწყისი. თუ დააკვირდებით ერთი-ერთზე ჯდება ნარატივი რუსული მედიასაშუალებების და “ქართული ოცნების”, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიჭრა, ნაციონალისტები ებრძვიან რუსეთ-საქართველოს მეგობრობას… ბიძინას ცუდად აქვს საქმე. მას აქვს ორი არჩევანი. ერთი პოლონიუმის მირთმევა რუსეთიდან და მეორე დასავლეთში მისი ანგარიშების გაყინვა, ის ყველაფერს იზამს, რომ მსხვერპლი გადაუგდოს რუსებს. პირველი, როგორც ჩანს, არის ნიკა მელია იმიტომ, რომ ენმ მაინც მთავარი სამიზნე არის “ოცნების” და რუსეთის,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ნიკა მელია ერთადერთი არ არის, ვისი დაკავებაც ივანიშვილს უნდა.„ოცნებობს ჩემს დაჭერაზე. მე მთვლის პირად მტრად და თვლის, რომ ვარ უმადური. ბიძინა ვერასდროს ვერ მიხვდება, რომ სამშობლო შეიძლება გიყვარდეს უფასოდ იმიტომ, რომ მისთვის ყველაფერს ფასი ადევს,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.გუბაზ სანიკიძის თქმით, ბოლო პერიოდში იყო საინტერესო პროცესები, მათ შორის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. მისივე თქმით, ივანიშვილი გადაახტა გახარიას საკითხს, რადგან მას აქვს წნეხი რუსეთისგან.„მან ძალიან საინტერესო რამ გააკეთა. ნუ კობახიძე უკვე განწირული იყო და მოკვეთეს თავი, მაგრამ შემდეგი მნიშვნელობით იყო და არის გახარიას გადაყენება და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო კანონმდებლობა და რატომღაც გახარიას გადაახტა, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.გუბაზ სანიკიძე დარწმუნებული არ არის, რომ პროპორციულ არჩევნებზე გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის განახორციელებს.„გადაგვაგდებს, გადამგდებია ეს კაცი, ეს არის ბლეფი,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.მისივე თქმით, მოთხოვნები უნდა შეიცვალოს და ქვეყნიდან უნდა წავიდეს ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის დესტაბილიზაციის წყარო.„არანაირი გახარია, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ეს ქვეყანა. პრობლემა ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი, ის არის სახიფათო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მის ფსიქიკურ აშლილობას. პირუტყვული ფობიები აქვს. სულ შეშინებულია. რატომ შეიყვანა სპეცრაზმი სასახლეში, რისი ეშინია,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. -
„ჩვენ ამაყად, წელში გამართული, ღიმილით შევალთ ციხეში და ზუსტად ასევე გამოვალთ“ – გიგი უგულავა
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც, სავარაუდოდ, პატიმრობა ემუქრება, გიგი უგულავაა. 20 ივნისის ღამის შემდეგ ერთ-ერთი, ვინც უწყება მიიღო გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით გიგი უგულავაა. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ გამთენიისას იგეგმება 20 ადამიანის აყვანა და მათ შორის “ევროპული საქართველო”ს ლიდერიც არის.დააკავებენ თუ არა მას, თავად ამბობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. გიგი უგულავა აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მისი დაკავება გამორიცხული არ არის.„არ მაქვს საფუძველი, რომ სერიოზულად აღვიქვა, არც იმის საფუძველი, რომ არასერიოზულად აღვიქვა. ერთადერთი, რაც მინდა, მართლა ვიცოდე ბავშვი მყავს და გავხიზნო, გავიყვანო, რომ ეს დისკომფორტი მან არ ნახოს. ჩემთვის ეს პირველი არ არის და ივანიშვილის პირობებში აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ ვისხდეთ ციხეში და გახარია პარლამენტში ღაღადებდეს, როგორ იცავდა 20 ივნისს ადამიანის უფლებებს. როდესაც ხელისუფლება გადადის დათვის ტყვიების სროლაზე და პატარა გოგოებს და ბიჭებს ნადირისთვის განკუთვნილ ტყვიებს ესვრის, ასეთ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა,“ -განაცხადა გიგი უგულავამ.გიგი უგულავა მიმართავს აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტი არ შეწყვიტონ.„მეგობრებო, მტკიცედ უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ მხნედ, დაჭერები, ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ციხე. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ჯერობით ვართ ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხაზი გადის ციხეზე. არ არის პრობლემა. ჩვენ ამაყად, წელში გამართული, ღიმილით შევალთ ციხეში და ზუსტად ასევე გამოვალთ ციხიდან,“-განაცხადა გიგი უგულავამ.მისივე თქმით, არც ერთ ხელისუფლებას მსგავსი ქმედება არ შერჩება და ასე მოხდება “ქართული ოცნების” პირობებშიც.„ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ “გააპრავა” რუსთაველის გამზირზე დაღვრილი სისხლი. ყველა ვეძებდით სამართლებრივ საფუძვლებს. დამიჯერეთ, ამაზე მყარი საფუძვლები არსებობდა. არსებობდა ჩანაწერები რუსებთან კოლაბორაციის. მაგრამ გავიდა 10 წელი, თუნდაც 7 ნოემბრიდან და საზოგადოება მაინც იმ აზრზეა, არ გაიზიარა მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და საზოგადოებრივად ვერ “გაპრავდა”,“ – განაცხადა გიგი უგულავამ. -
აქციაზე ინციდენტი მოხდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. სავარაუდოდ, პადირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ პირი,სცენაზე ასვლას ითხოვდა. ის აქციის ორგანიზატოებმა არ აუშვეს,რადგან მათი თქმით, ის გამომსვლელთა სიაში არ იყო.
ინციდენტის განმუხტვაში სამართალდამცავები ჩაერთნენ. მათ დაპირისპირებული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს.
-
“ასეთი დემოკრატია ბოლო 30 წელია საქართველოში არ ყოფილა”-ირაკლი ღარიბაშვილი
“ასეთი დემოკრატია ბოლო 30 წელია საქართველოში არ ყოფილა”-ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ პირველზე 20 ივნისის მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობამ და პოლიციამ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვა.
ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივად შეაფასა.
“აგრესიას და გაბრაზებას ვერ ვმალავ ამაშიც გამოჩნდა, რამდენად ანტიეროვნულ ძალასთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილი მელია და სხვა ლიდერები, რომლებიც იზიარებენ მის ამ ბრიყვულ აჩემებას, რომ დაამხოს ხელისუფლება, რომელსაც ის ვერ ეღირსება მეგობრებო, ეს არ არის არც 90-იანი წლები, არც 2003 წელი, ჩვენ სხვა ხელისუფლება ვართ, სხვა მმართველი გვყავს ჩვენ ასეთი დემოკრატია ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა მეგობრებო,ეს გაითვალისწინოს ყველამ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, ეს დაამტკიცა ჩვენმა პოლიციამ ეს დაამტკიცა ჩვენმა მთავრობამ”-განაცხადა ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში.
-
“მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ. თქვენთან ვიდგები გამარჯვებამდე“– გიორგი მარგველაშვილი პარლამენტთან აქციაზე მივიდა
მეამაყება ეს მოედანი, სადაც იწერება ისტორია საქართველოსი.იწერება ასე: “ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები“ და ეს ისტორია იქნება კარგი“. –ასე მიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს. მარგველაშვილი აქციაზე საღამოს ათი საათისთვის მივიდა:„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის საყვარელი ფრაზა იყო, რომელიც ცოტა მაშინებდა ყოველთვის, მაგრამ ძლიერი ფრაზაა:თავისუფლების ხე დროდადრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამით გაერთიანებული და თქვენ არ შეგეშინდებათ. თქვენ ხართ ამით შედუღაბებული და მომავლის წინაშე.ჩვენმა თაობამ ეს გააკეთა 30 წლის წინ და ძალიან მტკივნეულად.დაიღვარა ბავშვების სისხლი და ამ სისხლმა, მისმა მისტიკამ დაანგრია იმპერია.მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ დღეს თქვენ დაგიპირისპიდათ ძალიან სუსტი ილეთები და ხრიკები გააჩნიათ დღეს თქვენს წიანაღმდეგ.მმართველ გუნდს დღეს დარჩა მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები, ძალიან მდარე და უკვე გაქარწყლებული ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება, იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, ძალა და ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა.მე დღეს მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი. სიმტკიცე და არ დაშვება ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების. რაც ჩვენმა თაობამ დაუშვა, როდესაც გადავეკიდეთ ერთმანეთს, როდესაც დავუპირისპირდით.ის, რომ არ იცვლება მოთხოვნები და არის ძალიან მტკიცე, ამ სიმტკიცეს არაფერს არ ტეხავს, ეს პოლიტიკურად არის ძალიან სწორი და ჩვენ ამ შეცდომებს ვუშვებდით ხოლმე. მე დავინახე სიმკტიცე და ამ სიმტკიცეს გამარჯვებები ექნება მომავალშიცოტა იუმორით რომ მოგმართოთკობახიძე ეტა რაზ.გახარია ეტა დვა.და ბოლოს მინდა მივმართ ჩვენ პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ხშირად გულდაწყვეტილები არიან ხოლმე რომ რუსეთი იგებს იდეოლოგიურ ბრძოლას საქართველოში კი არა მათ ქვეყნებში .მათ ვეუბნებოდი რომ ცივი ომი ვიომეთ ცხლად, ჩვენი სისხლი დაიღვარა მაშინ.მინდა ვუთხრა მათ ასევე. მოვიდნენ და დააკვირდნენ აქ საქართველოს და იპოვონ პასუხები, როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის რბილ ძალას. ნახონ და ისწავლონ როგორ შეგვიძლია ჩვენ ჩვენი სიამაყის და ეროვნულობის დაცვა.ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ. თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე.“ – თქვა მარგველაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. -
20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეს დათვების შესაჩერებლად საჭირო ტყვიამ თავის ტვინი დაუზიანა
უპრეცედენტო პროტესტის რამდენიმე მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.
უკვე იდენტიფიცირებულია აქციის ის მონაწილე, რომლის ვინაობასაც უკვე ხუთი დღეა, ექიმები ვერ ადგენდნენ. ის დავით გრიგორიანია. გრიგორიანს 20 ივნისის სისხლიან ღამეს სპეცრაზმმა თავში დამიზნებით ესროლა. დათვებისთვის განკუთვნილმა ტყვიამ თავის ტვინი დაუზიანა, ამის გამო მას თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა.
გადაუდებელი ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა, ამიტომ ალადაშვილის კლინიკიდან გრიგორიანი რეგიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოჯახი მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდა, თუმცა იმის გამო, რომ მათზე სავარაუდოდ ზეწოლა მიმდინარეობს, კამერების წინ არ საუბრობენ.
გრიგორიანის შესახებ ინფორმაციას და ზუსტ დიაგნოზს რეგიონულ ჰოსპიტალში, პაციენტის პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ ახმაურებენ. დათვების შესაჩერებლად საჭირო ტყვია დავით გრიგორიანს თავში მოხვდა და ტვინი დაუზიანა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტყვია თავის ტვინის იმ ნაწილიდან ამოიღეს, რომელიც მეტყველების აპარატს მართავს, ამიტომ მკურნალობის შედეგადაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია მისთვის მეტყველების უნარის აღდგენა.
ჯერ ისევ მძიმეა დავით ფარადაშვილის მდგომარეობა. ის, ასევე რეგიონულ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. ექიმები ამბობენ, რომ გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა ახალგაზრდა ჯერ ისევ კომატოზურ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მამაკაცის მეგობრები მის სიცოცხლეზე ნერვიულობენ. ყვებიან, რომ დავითი მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნებაა, რომელიც სამართალდამცველებს პროვოცირებას ვერ გაუწევდა. ამბობენ, რომ მასაც სხვების მსგავსად, დამიზნებით თავში სრულიად უმიზეზოდ ესროლეს და დღეს ის სიკვდილს რეანიმაციაში ებრძვის.
ეს ტყვია 22 წლის ლუკა პეტრიაშვილს სახიდან ამოუღეს. დღეს ის ვეღარ ლაპარაკობს. 22 წლის ახალგაზრდას, რომელიც რუსთაველზე რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა, მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა. ლუკას დედა გვეუბნება, რომ კამერის წინ ინტერვიუს მოცემა არ უნდა.
შედარებით უკეთესია დემეტრე ნაყოფიას მდგომარეობა. მას ექიმებმა თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. დღეს მისი მეგობარი გვიყვება, რომ დემეტრემ პირველად დაინახა სინათლე, რაც მის ახლობლებს იმედს უტოვებს, რომ ახალგაზრდა მსახიობს მხედველობა აღუდგება.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დღეს კლინიკებში 13 პაციენტი რჩება. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ორი ადამიანია შეერთებული.
-
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველი გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უკვე მეექვსე დღეა საზოგადოება აქციებს მართავს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა, რომელსაც აქციის მონაწილეების თქმით, რომელსაც “გავრილოვის ღამეზე” პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ყველა იმ პირის დასჯას, რომლებიც 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ.
საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან მოყოლებული მიმდინარეობს. სახალხო პროტესტი თავდაპირველად, რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტში ვიზიტს მოჰყვა.
20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სკამიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, მათ გავრილოვისთვის განკუთვნილი ტრიბუნა დაიკავეს და სხდომა ჩაშალეს.