Category: არქივი

  • მეტროსადგურ „ნაძალადევში“, ვაგონში დაკვამლიანების გამო მგზავრი ცუდად გახდა

    მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში დაკვამლიანება შეინიშნებოდა, რის გამოც მგზავრი ცუდად გახდა. მომხდარის გამო მეტროსადგურში    მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მატარებლის მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართაობა დაფიქსირდა, რის გამოც მატარებელი მთლიანად დაიცალა მგზავრებისგან.  ამ დროისთვის მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

  • პარლამენტის წევრების გვარები, ვინც მელიას იმუნიტეტის შეჩერებას ხმა მისცა

    ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის წინააღმდეგი საპროცედურო კომიტეტის 8 წევრიდან მხოლოდ ერთი, ხათუნა გოგორიშვილი აღმოჩნდა.

    მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს – გიორგი კახიანმა, სოფიო კილაძემ, შალვა კიკნაველიძემ, კარლო კოპალიანმა, ივლიანე წულაიამ და ენძელა მაჭავარიანმა.

    სხდომაზე არ იმყოფებოდა ორი დეპუტატი – ეკა ბესელია და ალექსანდრე ერქვანია.

  • რუსი ტურისტები პუტინის აკრძალვის მიუხედავად საქართველოში ტურების გაუქმებას არ ჩქარობენ

    რუსი ტურისტების უმრავლესობას, რომლებიც ამ ზაფხულს და შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდნენ ჯერჯერობით ტურები არ გაუუქმებიათ. საუბარია ტუროპერატორებთან შეძენილ ტურებზე. “ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად შექმნილი სიტუაცია არც ისე კრიტიკულია. ტურების ანულირების რაოდენობა მინიმალურია“ – განუცხადეს ინტერფაქსს რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში.
    კითხვაზე, როგორ აპირებენ ტურისტები საქართველომდე მიაღწიონ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა 8 ივლისიდან ყველა ავიარეისი აკრძალა, ასოციაცია აზუსტებს, რომ ამ თარიღის შემდეგ ბევრი ტურისტი ბილეთებს ტრანზიტულ რეისებზე ჯავშნის. რუს ტურისტებს ტუროპერატორები სთავაზობენ ბაქომდე და ერევნამდე ჩაფრენას, იქიდან კი საქართველომდე უფასო კომფორტული ავტობუსებით გადაყვანას.
    წინასწარი მონაცემებით რუსულ ავიაკომპანიებს წლის ბოლომდე საქართველოს მიმართულებით 200 000 ბილეთი აქვთ გაყიდული. აქედან ყველაზე დიდი წილი ივლის–აგვისტოს პერიდზე მოდის. ქართული ავიაკომპანიების მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა სავარაუდო რიცხვის წარმოდგენა შესაძლებელია: გასულ წელს ქართულმა ავიაკომპანიებმა რუსეთის მოქალაქეებზე დაახლოებით 150 000 ბილეთი გაყიდეს. რუსეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ გადამზიდავებისთვის კომპენსაციის საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავს. კომპენსაციის თანხა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა რუსული გაზეთის, კომერსანტის ინფორმაციით კომპანიებს მგზავრებისთვის გამოუყენებელი ბილეთების სანაცვლოდ დაახლოებით 3 მილიარდამდე რუბლის დაბრუნება მოუწევთ.
  • “ბიძინა არის მონურ მორჩილებაში პუტინთან “-ნიკა მელია

    კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირაგადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა პატიმრობა შეეფარდოს კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს.იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა. ნიკა მელიას პირველი კომენტარი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 

    „ბიძინა ივანიშვილი არის მონურ მორჩილებაში პუტინთან იმიტომ, რომ მას თავის მხრივ ჰყავდეს სხვები მონურ მორჩილებაში, ხედავთ ივანიშვილი მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები რას აკეთებენ, მათ შორის პარლამენტში,“ – აღნიშნა მელიამ.

    ნიკა მელიას თქმით, რუსი დეპუტატი გავრილოვი ქართველი დეპუტატების დასჯას ითხოვს, ივანიშვილი კი პუტინის დავალებებს ასრულებს.

    „ამ წუთამდე რომ აქ ვარ და აქამდე ხელბორკილები რომ არ დამადეს, ესეც გასაკვირია. ახლა ყველაზე ცოდო და რთულ მდგომარეობაში ვინც არის, ბიძინა ივანიშვილი არა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდა, არამედ იმიტომ, რომ პუტინი სხვა გზას არ უტოვებს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

  • კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

    კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

    საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული  სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.საბოლოოდ კომიტეტმა  “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით  მიიღო. გადაწყვეტილებას  15 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

    საკითხს განსახილველად პლენარულ სხდომაზე დღესვე გაიტანენ.

  • “თავხედის ხმა მესმის”- შელაპარაკება გოგორიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის

    კომიტეტის სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება, კვლავ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

    სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპიზიციონერ გამომსვლელებს რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა, რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

    “დაიღალა საზოგადოება ასეთი ადამიანების ყურებით რომლებიც ცინიზმით გამოირჩევიან, დამშვიდდით და ცინიზმს მოეშვით” მიმართა ოხანაშვილმა ხათუნა გოგორიშვილს, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკა მოჰყვა: ” დღეს ერთი პლიუსი დაგისვეს ანრი ყოჩაღ” -უპასუხა გოგორიშვილმა.

    დაპირისპირება მცირე ხანს გაგრძელდა. ოხანაშვილის კიდევ ერთ რეპლიკას გოგორიშვილმა ასე უპასუხა: “თავხედის ხმა მესმის, წესიერად მოიქეცი”

  • “ჩემო ბერა! გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი,დღეს დასაჭერად არ მცალია”-ოქრუაშვილი

    “გამარჯვებული საქართველოს“ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში მისი შესაძლო დაკავების ფაქტს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის შვილს ბერა ივანიშვილს მიმართავს.

    “ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი – დღეს დასაჭერად არ მცალია, ქორწინების 20 წლისთავი მაქვს და ხვალ გამომიაროს“, – წერს ოქრუაშვილი

    ვრცელდება ინფორმაცია,რომ ნიკა მელიას გარდა, “ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაც იგეგმება.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო  გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაიბარეს.

  • “არ გვინდა თქვენი წიწინი იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო” – ქანთარია ბოკუჩავას

    კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი იხილება,  მმართველი პარტიის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს,  ასე მიმართა თინათინ ბოკუჩავას.

    “კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით ნუ ჭყივიხართ; არ გვინდა თქვენი წიწინი, წიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა. აბა, გაჩერდი ერთი წუთი, გაჩერდი გენაცვალე. იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო ხარ, იოგებს გაუფრთხილდი თუ შეიძლება, გამოგადგება მომავალში”.

  • თავდასხმა “iPhone +”-ის მაღაზიაზე – დამნაშავეებმა მძევლები აიყვანეს

    პეკინზე “iPhone +”-ის მაღაზიაზე რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა მძევლად მაღაზიის ერთი თანამშრომელი აიყვანეს. პირი, რომელიც მაღაზიაში შეიწრა ცივი იარაღით არის შეიარაღებული. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაკავებული ჯერ კიდევ შენობაში იმყოფება. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი მაღაზიაში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა. მას მძევალი არ აუყვანია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

  • ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებებს სუს-ის და შსს-ს თანამშრომლები აძლევენ

    პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება საქმეზე მოპოვებული ჩვენებებია, რომელიც სამართალდამცავებმა მისცეს.

    “რუსთავი2 -ის” ინფორმაციით, ამ მოწმეებს შორის არიან სუსის თანამშრომელი დავით ბარამაშვილი, ახმეტის პოლიციიის უფროსის მოადგილე ალექსი ბუიშვილი და შსს-ს თანამშრომელი  ირაკლი შაიშმელაშვილი. 

    ამ საკითხზე კამათი იყო რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში, სადაც ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ

    გოცირიძემ ამ პირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოიძია, მისი თქმით,  მარტივი დასადგენია რომ ეს ადამიანები ქართული ოცნების აქტივისტები არიან.

    სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის  ამ წუთებშიც გრძელდება.