Category: არქივი

  • ტაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

    A კატეგორიის ტაქსებს QR-კოდი გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც, მგზავრები მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მდედაქალასი მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

    კალაძის თქმით, მგზავრები სმარტფონის საშუალებით შეძლებენ, მომსახურების საფასურის გადახდას, რაც იმ პრობლემასაც მოხსნის, რომელიც ტაქსის მძღოლს ხურდის თვალსაზრისით ექმნებოდა.

    ტაქსის მძღოლებმა QR-კოდის მისაღებად, საქართველოს ბანკის ფილიალებს უნდა მიმართონ.

    „ტაქსის მძღოლებისგან დაკომპლექტებულ საინიციატივო ჯგუფთან არაერთი შეხვედრა და კომუნიკაცია გვქონდა, რომლის დროსაც სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა – ეს იყო ბანკებთან ურთიერთობა, რადგანაც ისინი სესხის აღებას ვერ ახერხებენ, რადგან შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ბანკებთან კომუნიკაციის შედეგად, შეიქმნა სპეციალური პროდუქტი, რომლის შესახებაც საქართველოს ბანკმა მოქალაქეებს უკვე აცნობა. კონკრეტული საბანკო პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდას QR-კოდის საშუალებით. QR-კოდი ბანკის მიერ A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელ პირებს გადაეცემა, რომელიც ავტომანქანის ინტერიერში განთავსდება, მგზავრი კი სმარტფონის მეშვეობით, QR-კოდით, მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებს.

    ამ  გზით გადახდილი მომსახურების თითოეული საფასური ტაქსის მძღოლის დადასტურებული შემოსავალი იქნება, რომლითაც ნებართვის მფლობელ მძღოლს შეეძლება, საბანკო ისტორია შექმნას, კრედიტუნარიანი გახდეს და ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოს. მინდა, ბანკებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს ტაქსის მძღოლებისთვის სერიოზული პრობლემა იყო და ვფიქრობ, მსგავსი პროდუქტების შექმნა, რეფორმის სწრაფად განხორციელებას შეუწყობს ხელს“, –განაცხადა კალაძემ.

  • “იმიტომ შემოვედი აქ, რომ მეთქვა თქვენთვის – გული მერევა თქვენზე“ – გოგიჩაიშვილი უმრავლესობას

    ლევან გოგიჩაიშვილი იმ 2 კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტტეის მოხსნის საკითხი განიხილება. “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის  გამოცენას პარლამენტში ხმაური მოჰყვა.

    “იმიტომ შემოვედი აქ, რომ მეთქვა თქვენთვის – გული მერევა თქვენზე“,- ასე მიმართა გაერთიანებულ კომიტეტზე შესულმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს.

    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი დაატოვებინა. 

    “გაეთრიე აქედან“,- მიმართა ანრი ოხანაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილს.

  • “რუსთავი 2”-ის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა

    “რუსთავი 2”-ის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა.ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

    “რუსთავი 2-ში” აცხადებენ, რომ დაუდგენელი საფრენი აპარატი მათი შენობის თავზე გამოჩნდა და ოფისს რამდენჯერმე გადაუფრინა.

    თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს აპარატი მათ არ ეკუთვნით, ამ დროისთვის უცნობია რა სახის საფრენი აპარატი ტრიალებს “რუსთავი 2”-ის თავზე და რა მიზნით.

  • თურქეთში ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

    თურქეთში მჯომხდარ ავტოავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.  ავარია დილას ტრაპიზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ავტობანზე მოხდა.

    აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

    ავარიის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც  საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

  • გოგონა, რომელმაც აქციის დროს თვალი დაკარგა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიემგზავრება

    გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

    “წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით”, – წერს ფეისბუქში მაკო გომური, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, რის შედეგადაც  თვალი დაკარგა.

    რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას სახელმწიფო აუნაზღაურებდა  მკურნალობისთვის საჭირო  ყველა ხარჯს.  

  • “მესმის, რომ თქვენც გიტყდებათ!”- გოგორიშვილმა გიორგი კახიანს მიმართა

    “თქვენ მისცემთ დღეს თანხმობას, რომ მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ ფორმალური პროცედურა გაატაროს, ისევე რამდენიმე წუთში, როგორც დილაუთენია კომიტეტის სხდომა დანიშნეთ.

    მესმის, რომ თქვენც გიჭირთ ხელის მიჭერა! მესმის, რომ თქვენც გიტყდებათ! არ არის აქ გამართლება! – ამ განცხადებით მიმართა „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა, უმრავლესობის წევრს, გიორგი კახიანს.

    გოგორიშვილის განცხადებას უმრავლესობის ლიდერი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

    „თქვენ არ გიტყდებათ ამდენი ხანი „ნაციონალურ მოძრაობას რომ წარმოადგენთ?“- უპასუხა ოხანაშვილმა.

    გოგორიშვილმა ასევე პროკურატურის წარმომადგენელს დაუსვა შეკითხვები მტკიცებულებების შესახებ

    “ვინ ა4რიან ეს მოწმეები? გაქვთ თუ არა ინფორმაცია მათ შესახებ? როგორ შეისწავლეთ მათი პოლიტიკური კუთვნილება და პოლიტიკური ორიენტაცია”-მიმართა გოგორიშვილმა.

  • ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

    დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში იმყოფება. ის საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში შევიდა, თუმცა ის ჯერჯერობით ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას იხილავენ, არ შესულა. მელია აპირებს რომ პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწროს.

    პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

  • კომიტეტის სხდომაზე, სადაც მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხს იხილავენ, ხმაურია

    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და იურიდულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

    სხდომაზე,”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის  ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას და  დაპატიმრების შესახებ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემაზე მსჯელობენ.

    ოპოზიცია ამ ფაქტს აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ  პროკურატურის მიერ გაგზავნილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის.

    შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.