Category: არქივი

  • “ხელისუფლება ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში. ივანიშვილი აღარ არსებობს, დამთავრდა“–გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი სახალხო პროტესტს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ის თვლის, რომ ხელისუფლება მთლიანად მოწყდა რეალობას და ის ფაქტიურად დამთავრდა:

    “ხელისუფლება ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში საბოლოოდ და აბსოლუტურად დაკარგა კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ხალხთან, ბუნკერში არიან ჩაკეტილები და ერთმანეთს უყვებიან როგორ გაუშვეს პირველი თანამგზავრი მარსზე, როგორ მოიგეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი…

    სრული საგიჟეთია რაც იქ ხდება.
    შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ მოტივაციაზე ლაპარაკი მათი მხრიდან ზედმეტია. მე შემიძლია ვილაპარაკო ვინც შეკვეთა გააკეთა ამ გადაწყვეტილებაზე მის მოტივაციაზე. პარლამენტში ერთი ადამიანი არ არის ვისაც ახლოს მაინც გაუვლია გადაწყვეტილების მიღებასთან. უთხრეს ასე გააკეთებ და გააკეთეს.
    მოტივი არის ძალიან მარტივი: ხელისუფლება აღმოჩნდა სერიოზული პრობლემის წინაშე. მათი ძირითადი ნარატივი რაზე დგას: აქამდე ასე იყო, რომ აქეთ ვართ ჩვენ და იქით ნაციონალური მოძრაობა. ამ ორპოლუსიანობაზე სპეკულირებდა ხელისუფლება მუდმივად და ამით გადიოდა ფონს.
    ხელისუფლება პირველივე დღიდან ცდილობდა სახალხო პროტესტი, რასაც ჩვენ ვუყურებთ რუსთაველზე, მიეწებებინა ნაციოონალურ მოძრაობასთან, რომ ეს ნაარტივი შენარჩუნებულიყო და მოეხდინა მარგინალიზაცია.
    ამორალურია, შვილების ტოლ ბავშვებთან პროვოკატორებს ჯგროდ რომ უშვებდნენ შიგნით. გულის ამრევები არიან. ახალი პოლიტიკური კლასი მოდის და იმის მაგივრად, რომ გიხაროდეთ ეს ბავშვები და ნაცვლად ამისა მთელი აგენტურა მიაყარეს, რომ როგორმე წამოიკიდონ პროვოკაციაზე. ამას რომ ხელისუფლება აკეთებს იმას გამარჯობა როგორ უნდა უთხრა.
    არც ისე ბრიყვები არიან რომ არ იცოდნენ რამხელა პოლიტიკურ ზიანს იღებენ ახლა ნიკა მელიას დაჭერით. უბრალოდ აქვთ სასიცოცხლო ამოცანა რომ პროცესი დააბრუნონ ორპოლუსიან ნარატივში. ანუ ამ მიტინგს ჩაუდონ მელია, რასაც ქვია, ჩაუდონ მელია, გახადონ მიტინგის მთავარი თემა მელიას გათავისუფლება, რომ როგორმე მიტინგს დაარქვან ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ხელისუფლების სასიცოცხლო ამოცანა. ამ იაფფასიან კომბინაციას ვინღა ჭამს?
    რამდენი პროვოკაცია მოუწყეს ამ ბავშვებს, რამდენი სიბინძურე შეუკერეს, არაფერი არ გამოუვიდათ. ესეც არ შველით.
    დღევანდელი ხელისუფლება იგივეა, რაც 7 ნოემბრის. მაშინ რომ ისტორია იკერებოდა, იგივე შპარგალკებით იკერება ახლა.
    ველოდები კადრებს, როგორ აპირებდა მელია გახარიას დაძინებას.
    ვიღაც “ჭკვიანი“ ზის და რაღაც სცენარებს წერს. აღარ არსებობს, ეს ხელისუფლება, დამთავრდა. შეიძლება დღეს არ მოხდეს და ექვს თვეში მოხდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს.
    ის ხელისუფლებაც კი არ წასულა ამაზე. 7 ნოემბრის შემდეგაც კი არცერთი ლიდერი არ დაუჭერიათ. მიუხედავად იმისა, რომ იყო სადიზმი, არავინ არ დაუჭერიათ. მე ფაქტობრივ შინა პატიმრობაში ვიყავი, მაგრამ არ დავუჭერივარ. მე სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი ვიყავი. შეკერილი იყო თუ როგორც იყო, ასეთი საქმე იყო. მაგრამ არ დავუჭერივარ.
    ეს რა საგიჟეთი ხდება ახლა.
    მათ როგორმე უნდათ კონტექსტი შეუცვალონ სახალხო პროტესტს, რომელიც ბევრად უფრო ფართოა და ცილდება პარტიულ კონტექსტს. ამ ორპოლუსიანობის დაკარგვის ეშინიათ და უნდათ მთავარი თემა გახადონ ნიკა მელიას დაკავება.
    ნიკა მელია არის პოლიტიკოსი და პოლიტიკოსისთვის დაჭერა სანატრელია, შეიძლება პოლიტიკური კარიერის სტარტი აღმოჩნდეს. მელიას შემთხვევა ეს შემთხვევაა.
    ფაქტობრივად, ბიძინა ივნაიშვილმა ამ დღეებში გააპრავა 7 ნოემბერი და 26 მაისი. ყველაფერი გაუპრავა მიშას. სათქმელი აღარ დაიტოვა.
    ხმა აღარ აქვს ამოსაღები არაფერზე. ყველაფერი გაუპრავა მიშას.
    როგორც დღეს შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი იგივე ლოგიკით მაშინაც შეიძლებოდა.
    არის უმწვავესი პოლიტიკური პროცესი და ასე უგუნური როგორ უნდა იყო რომ ასე იქცეოდე.
    მოუხერხებადია ხელისუფლების ამოცანა, ეს ბავშვები ბევრად უფრო ფართოდ აზროვნებენ, ჩვენზე კარგი განათლება აქვთ, გაურყვნელები არიან, ჩვენზე მაგრები არიან და მელიამდე არ დავლენ ესენი. კი ბატონო, მელიასაც იტყვიან, მაგრამ სხვა ამოცანები აქვთ, ეს ქვეყანა უყვართ. არცერთ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ და ამ იაფფასიანი კომბინაციით უნდათ რაღაც შეცვალონ? ვეღარ შეცვლიან, დამთავრდა უკვე. ისტორიის მუხლუხოებში არიან უკვე, ამას ვერ ხვდებიან. ამიტომ ვამბობ რომ ბუნკერში ჩავიდა ხელისუფლება, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება გარე სამყაროში. ხელისუფლება იბრძვის აფექტური მეთოდებით ბუნკერიდან. მათ გონიათ რომ რაღაცას აკონტროლებენ, არადა უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილი აღარ არსებობს, დამთავრდა უკვე. “–განაცხადა ხუხაშვილმა
  • “თავს იწყნარებთ და იმშვიდებთ, როცა ამ აქციას ნაცების აქციას ეძახით, რელაქსაციას იკეთებთ?” – ნანკა კალატოზიშვილი

    “თავს იწყნარებთ და იმშვიდებთ, როცა ამ აქციას ნაცების აქციას ეძახით, რელაქსაციას იკეთებთ ამით და მშვიდდებით თუ რა ხდება?“ – ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ის საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, რომელიც უკვე, თითქმის, ერთი კვირაა, პარლამენტის შენობის წინ იმართება.
    ნანკა კალატოზიშვილის თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნის გაპროტესტება თავმოყვარეობის საკითხია და მას პარტიულობა არ სჭირდება.
    „სრულიად ყველა პარტიას, პოლიტიკოსს და თქვენს თანამოაზრეებს, მინდა, გითხრათ, რომ ნუ გადაგვაყოლეთ ამ თქვენს უკვე ფანატიზმში გადასულს არაჯანსაღ, არაადეკვატურ ქოცნაცურ, ჯინაზე პოლიტიკას. ბერად მარტივად არის საქმე, თქვენთვის უფერო ბევრად რთულად. თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა. როდესაც პარლამენტში გვისვამთ იმ საშინელ ადამიანს და მერე გიკვირთ, რომ გამოვდივართ, თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, იმას, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ. ძალადობის დამხობას, ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება, როცა კარდაკარ სდიეთ ახალგაზრდებს და დაასახიჩრეთ. ამას არ სჭირდებათ პარტიულობა,“ – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
  • აშშ-ს საელჩო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართავს

    აშშ-ის საელჩო საქართველოში 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით.

    “აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად”-აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

  • პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა

    პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა  გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაა.

    აქციის მონაწილეების თქმით, 20 ივნისს  “გავრილოვის ღამეზე” პირდაპირი პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება.

    საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან მოყოლებული მიმდინარეობს. სახალხო პროტესტი თავდაპირველად, რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტში ვიზიტს მოჰყვა.

    20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სკამიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, მათ გავრილოვისთვის განკუთვნილი ტრიბუნა დაიკავეს და სხდომა ჩაშალეს.

  • “ოცნების” დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს

    “ქართული ოცნების” რამდენიმე  დეპუტატმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.

    რომან კაკულია, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია “ქართული ოცნების” ეს დეპუტატები კენჭისყრას ესწრებოდნენ, თუმცა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა  არ მიუღიათ.

    ხოლო რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

    91 ხმით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა.

    გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

    შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.

  • ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს

    91 ხმით მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყდა.

    გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა,  პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.

    პარლამენტს იმუნიტეტის შეწყვეტილს მოთხოვნით, საქართველოს გენერაალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკუროო საზედამხედველო სამსახურის უფროსმა მიმართა. ამირან გულუაშვილმა კანონმდებლებს ბრალის დადგენილება გააცნო.

    გულუაშვილის განცხადებით, აუცილებელია ნიკა მელიას პატიმრობა, რადგან არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

    ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაში, რაც ფაქტობრივად პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრების თანხმობას გულისხმობს, 92 დეპუტატი მონაწილეობდა.

    მანამდე ემზარ კვიციანმა გამოთქვა ინიციატივა, რომ დეპუტატები მელიას თავდებში ცადგომოდნენ, რატა მას პატიმრობა არ შეეფადოს.

  • პუტინის გამოსახულება უკანალზე- თამო ვაშალომიძის თამამი პროტესტი

    ფოტომოდელმა თამო ვაშალომიძემ რუსული ოკუპაცია სოციალურ ქსელში თამამი ფოტოთი გააპროტესტა.

    მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე თამამი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უკანალზე პუტინია გამოსახული, ხოლო სხეულზე აწერია: “ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთი მიერ”.

    #putinkhuilo – წერია ფოტოს აღწერაში.

  • მე აქ ვარ თავისუფალი მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ უხერხულ მორჩილებაში-მელიამ უმრავლესობას მიმართა

    ნიკა მელიამ მამუკა ახვლედიანის განცხადების საპასუხოდ, რომ თანაპარტიელებმა ის მიატოვეს, განცხადება გააკეთა. მელიამ განაცხადა, რომ ის რომ დარბაზში მარტო იმყოფება მხოლოდ და მხოლოდ მისი სურვილია.

    “მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს კატეგორიულად და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს აი ეს სურათი ყოფილიყო, დიახაც მე აქ ვარ მარტო თქვენ ხართ ბევრნი, მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ მე მგონი თქვენ არ ხართ ამაყები. მე აქ ვარ თავისუფალი მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში, მე ძალიან ბევრი მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის შვილიშვილებუისთვის თან სიამაყით  და ვფრიქრობ თქვენ ძალიან ცოტა რამე გექნებათ სათქმელი თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, განსკაუთრებით თუ გავითვალისიწნებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის ტავმჯდომარის სავარძელში, მე დღეს მგონია, რომ ვარ დიახაც ისტორიის სხვა მხარეს და მე მჯერა რომ თქვენ ხართ ისტორიის სხვა მხარეს, მე დღეს შემიზლია თითოეულ თქვენგან თვალი თვალს გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება  და ეს იგრძნობა” -მიმართა ნიკა მელიამ უმრავლესოის წევრებს. 

  • დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს

    20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს.ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს. 

    „კურიერს“ სპეციალური ავიარესის ერთ-ერთმა მგზავრმა ფოტო მიაწოდა.  მგზავრის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ბორტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შეაცილეს.

  • “ზის აქ ნიკანორ მელია როგორც განტევების ვაცი”-კვიციანი

    “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ემზარ კვიციანი ითხოვს 21 ივნისის მოვლენების გარდა გამოძიებამ დაადგინოს 20 ივნისს პარლამენტში  მომხდარი ფაქტი, რის გამოც კვიციანის თქმით, ქვეყანა დაზარალდა.

    “რატომ გადავედით პირდაპირ 21-ზე და არ არის გამოძიებული და არ ითხოვთ იმ ადამიანების იმუნიტეტის შეჩერებას ვინც  20 ივნისის პროვოკაცია დაგეგმა? 20 რიცხვში აქ შემოვარდნენ ჩაშალეს ასამბლეა და ამით დიდი ზარალი მიაყენეს ჩვენ ქვეყანას პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც რატომ ვიწყებთ შუიდან, ზის აქ ნიკანორ მელია როგორც განტევების ვაცი სამარცხვინოა ყველაფერი რაც ამ საქართველოში ხდება”-განაცხადა ემზარ კვიციანმა.

    საქმე ეხება მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლას, როდესაც რუსი დეპუტატი საზოგადოებამ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იხილა. ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ასამბლეა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციამ გავრილოვს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება არ მისცა.