Category: არქივი

  • “გახარია წადი”-აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ

    პროტესტის მე-8 დღეს აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. რუსთაველის გამზირიდან მათ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. აქციაში მონაწილეობას ახალგაზრდები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იღებენ.

    ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლემდე აქციის მონაწილეებმა გზად გიორგი გახარიას სახლთანაც გაიარეს და წარწერები დატოვეს: “გახარია წადი!”

    ივანიშვილის რეზიდენციასთან კი ხალხმა პროტესტის ნიშნად ფულიც გადაყარა და ყვითელი ბარათების პერფომანსი მოაწყო.

    აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ პერფორმანსის შემდეგ, ისინი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას მშვიდობიანად დატოვებენ.

  • “მე ვიქნები აქ” – გახარია გადადგომას არ აპირებს

    როცა ვამბობ, რომ ბოლომდე პასუხს ვაგებ, ვიქნები აქ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ღონისძიებაში ჩართული თითოეული პოლიციელი არ იქნება უსამართლობის ზემოქმედების მსხვერპლი – გიორგი გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებლობას თავად იღებს, თუმცა ის არ გადადგება.

    მისი თქმით, ის დაელოდება გამოძიებას, რათა დარწმუნდეს, რომ დარბევაში მონაწილე პოლიციელებს უსამართლოდ არ მოექცევიან. მინისტრი ამბობს, რომ თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთება სისტემური დარღვევები ის ამაზეც პასუხისმგებლები იქნება და ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევა.

    გიორგი გახარიას თქმით, აუცილებელია ამ პროცესში პოლიტიკური და სამართლებრივი ნაწილი გაიმიჯნოს. პოლიტიკური ნაწილია, როდესაც ვიღაც ცდილობს პოლიციის დელეგიტიმაციის მოხდენას, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას ნიშნავს. გახარია ამბობს, რომ ამას ის არ დაუშვებს.

    “არავინ ჩემს გარდა ამ ღონისძიებას პირველ რიგში პასუხს არ აგებს, თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც გასათვალისწინებელია. მე შემიძლია ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რა მოხდა, რომელ წუთს, რა სახით, ამის შემდეგ შეგვიძლია პირველი დონის შეფასებები გავაკეთოთ, თუმცა ეს შეფასებებიც არ იქნება სრულყოფილი სანამ არ დაველოდებით, სამართლებრივი პროცედურების დასრულებას.

    “ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ ამ უწყებამ, ღირსეულად გაუძლოს ამ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა ამ ღამეს და ის შედეგები, რაც მივიღეთ იმ პრობლემებით, რაც მივიღეთ ამ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისად ვუპასუხოთ-ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა.

    როცა ვამბობ,რომ თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებ მე, მე ვიქნები აქ, სანამ უსაფრთხოდ, ლეგიტიმური პროცედურების დასრულებამდე, არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი. არის ორი განზომილება, პოლიტიკური და სამართლებრივი, სამართლებრივ ნაწილშიც ის რაც ამ ღონისძიებაზე მოხდა, თუ იქ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამაზე პასუხს ვაგებ.

    თუმცა, არის პოლიტიკური კომპონენტიც, როდესაც ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • “რატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს?”-ჟურნალისტის კითხვა გახარიას

    “რატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს?”- ეს შეკითხვა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას დაუსვა.

    “შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს? რატომ ხართ თქვენ ჯერ კიდევ თანამდებობაზე 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ? თქვენ ხომ იცით, რომ საქართველოში ამას არ პატიობენ?”- ასე მიმართა 20 ივნისს დაჭრილმა ჟურნალისტმა მინისტრ გახარიას.

    ბაღაშვილმა  ასევე წაიკითხა იმ ტყვიების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ   ამ ტყვიის სროლამ შეიძლება სერიოზული ან ფატალურ შედეგი გამოიწვიოს.

    „ბატონო მინისტრო, მე 20 ივნისს აქციაზე ვიყავი როგორც ჟურნალისტი, მე ხელში არ მქონია არანაირი იარაღი, ერთადერთი მეკავა მიკროფონი, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი“ – მიმართა ბაღაშვილმა მინისტრს.

  • “ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე” – გახარია

    “ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე”-აცხადებს შს მინისტრი 20 ივნისის ღამის დარბევაზე საუბრისას.

    გიორგი გახარია ამბობს, რომ ის მიჯნავს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მიუღებლად მიაჩნია, როდესაც საზოგადოების ნაწილი პოლიციას სახალხო სასამართლოს უწყობს.

    გიორგი გახარია ამბობს, რომ ძალის გამოყენებამდე რაც მოხდა ამაზე მსჯელობაც საჭიროა. მისი თქმით, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა. მინისტრი ამბობს, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო, როცა ხდებოდა შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტზე.

    “ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურებია  დაწყებულა ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა, ის ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად საზოგადოების მხრიდანაც.

    „ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ რა თქმა უნდა მე, მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად , ვთვლი,რომ პოლიციამ გამოიყენე ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც არის გამოსაძიებელი, ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს ვარ აქვს და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ბულინგის სახით ცდილობს მოუწყოს სასამართლო.

    დაუშვებელია შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე,ასევე დაუშვებელია იმ ადამიანების ბულინგი და თავდასხმა, რომელიც ცდილობს ეს ინსტიტუტები და კონსტიტუცია დაიცვან,”-განაცხადა გახარიამ.

  • პოლიციელები, რომლებიც იქ იდგნენ, ვიცი რომ გულწრფელად თანაუგრძნობდნენ პროტესტანტებს – გახარია

    „ის, რაც თავიდან ბრძანეთ, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება ჩვენ შესაბამის უწყებებსაც, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოსაც, მაგრამ ეს არ იყო გაანალიზებული და არ ყოფილა განხილული, ამ ჭრილში სამწუხაროდ, ეს ღონისძიება რომელიც ჩატარდა პარლამენტში, დანახული არ ყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, რაც შესაძლებელია იყოს შეცდომა, ან არასაკმარისი ანალიზი, მაგრამ ფაქტია,“ – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვაზე, გაანალიზდა თუ არა 20 ივნისს პარლამენტში შენობაში, რუსი დეპუტატის მისვლა და შემდგომი მოვლენები, გათვლილი იყო თუ არა უსაფრთხოების კონტექსტში რისკები.

    მინისტრი მიიჩნევს, რომ რაც მოხდა პარლამენტის შენობაში და შემდგომ განვითარებული მოვლენები უნდა გახდეს სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი.

    „უსაფრთხოების კომპონენტი იმაში, რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტს თავმჯდომარის ადგილიდან, შემდგომ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა, ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია, სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი გახდეს, უნდა გახდეს. განსაკუთრებით, ამაში შემდგომ, რა განვითარებაც ამ ქმედებას მოჰყვა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია, არსებობს კომპონენტი, რამაც გამოიწვია თავისუფალი მოქალაქის სამართლიანი პროტესტი. ძალიან დიდი რაოდენობა პოლიციელები, რომლებიც იქ იდგნენ, ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდნენ პროტესტანტებს, ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე, მათ ძალიან კარგად ესმით უსაფრთხოების და ოკუპაციის კომპონენტი, რამდენად მნიშვნელოვანია და ემოციურადაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის. არანაირი პრობლემა არ არსებობდა იმაში, რომ ისინი თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს.

    “ეს არის ერთი ნაწილი, რა იყო გათვლილი და რა მიზანს ემსახურებოდა ღონისძიების მესვეურების ქმედების უკან, იყო თუა რა რაიმე გათვლები, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს შეუქმნიდა. სხვა საკითხია, ყველაფერი ის, რამაც მიიღო შემდგ პროტესტმა. ორივე კომპონენტი განსახილველია. უსაფრთხოების განზომილებას თვალსაზრისით, მე ვთლი, რომ ეს არის სხვადასხვა კომპონენტი და ვერანაირად მე იმ პროტესტის, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გამოხატეს ვერ დავუკავშირებ უსაფრთხოების იმ შესაძლო რისკებს, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო რუსი დეპუტატის ქმედებების უკან. რა ფორმებიც მიიღო ამ პროტესტმა ესეც ქვეყნის უსაფრთხოების კომპონენტს სერიოზულად ეხება, სხვა ფორმატში, მაგრამ ასევე განსახილველია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან – პოლიციამ აქციის მონაწილეებს საპროტესტო ბანერის გაკვრის შესაძლებლობა არ მისცა

    ხმაური შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც უკვე მესამე დღეა მინისტრ გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება ბანერის გაკვრას მოჰყვა.

    აქციის მონაწილეს ივანიშვილის სახლის შესასვლელთან ბანერის განთავსების უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

    შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში აქციების პარალელურად შიმშილობის აქციაც მიმდინარეობს. მოშიმშილეებსა და აქციის მონაწილეებს იდენტური მოთხოვნები აქვთ. გადადგეს გახარია და დაისაჯოს ყველა ვინც 20 ივნისის ღამეს უფლებამოსილებას გადაამეტა.

  • ჟურნალისტების ნაწილი შს მინისტრთან ​ შეხვედრაზე არ დაუშვეს

    ჟურნალისტების ნაწილი გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე არ დაუშვეს. შეხვედრას ვერ ესწრება პრესა.გე-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე.

    ამ წუთებში შს მინისტრი ჟურნალისტებს ხვდება. გიორგი გახარია შეხვედრაზე 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. მინისტრის განცხადების შემდეგ შეხვედრა, კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

  • “ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა ფეხი დაგვცდომოდა, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა”-ბახტაძე

    მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება.

    “ ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა ფეხი დაგვცდომოდა, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა, მართლაც, ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისს, მართლაც ყველა ქართველისთვის, იყო უმძიმესი სანახავი, ძალიან მძიმე. ამან გამოიწვია გულწრფელი პროტესტი ჩვენს მოქალაქეებში და თითოეული ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული“, – განაცხადაპრემიერ-მინისტრმა მამუკა  ბახტაძემ.