Category: არქივი

  • პრემიერი გახარიას გადადგომის საკითხს არ განიხილავს

    პრემიერი გახარია  გადადგომის საკითხს არ განიხილავს- ამის შესახებ მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    ბახტაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ ქვეყანას ძალიან მძიმე სცენარი აარიდა. პრემიერი ამბობს, რომ მომხდარზე ის ძალაა პასუხისმგებელი, ვინც მისი შეფასებით დესტრუქცია მოაწყო.

    „რაც შეეხება მოთხოვნა, რომ გადადგეს შს მინისტრი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე უნდა აიღოს იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელმაც გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი თავსი იარაღად. ამავე დროს ჩვენ ვუზრუნველყოფთ ტრანსფარენტულ და გამჭირვალე გამოძიებას როდესაც საუბარია ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე და ამაზეც არავითარი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს ქართულ საზოგადოებაში. და ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავინახავთ და გვექნება ანალიზი რასთან გვაქვს საქმე. თუ ცალკეული შემთხვევების ერთობლიობა, ის ანალიზი რომელიც დაიდება გამოძიების მიერ იქნება შესაბამისი პირველ რიგში ქართული საზოგადოება იქნება ის ვინც ამ ყველაფერს განსაზღვრავს და შეაფასებს. ჩვენ ჩვენს გუნდში არავის არ გვყავს არავინ რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ფაქტი არის ერთი, რომ მოხდა ძალიან მძიმე სცენარის ჩვენი საზოგადოებისთვის არიდება და ამის პარალელურად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებები როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით ასევე სამართლებრივი და ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველყოფს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

  • პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის აგრესიულ გუნდს -მამუკა ბახტაძე

    პასუხისმგებლობა მსჯავრდებულ  სააკაშვილს ეკისრება-ეს განცხადება  პრემიერ მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე გააკეთა.მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა აიღოს. 

    “ჩვენ ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის თითოეული ახალგაზრდის მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ეს ძალა ცდილობდა   თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე.. საქართველოს მშვიდობას დაემუქრა საფრთხე,საქართველოს კონსტიტუციაზე იყო შეტევა, ეს ყველაფერი დასრულდებოდა ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის, საპოლიციო ძალების ვალდებულებაა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის  მშვიდობა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებზე. დადგა ის კრიტიკული დრო, როცა პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, შესაბამისად, პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ და ეს იყო უმძიმესი წუთები. დაზარალდნენ მოქალაქეები, პოლიციელები. ის, რაც მოხდა ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, წესრიგი ქვეყანაში. შედეგი მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ და  ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას, პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ გუნდს, რომელმაც შეეცადენ და გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენ კონსტიტუციაზე, ეს არის მიუღებელი“,- განაცხადა ბახტაძემ.

    შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში  პლენარულ სხდომაზე უნდა მისულიყო, თუმცა მან გადაიფიქრა.

    სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

    პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში პრემიერის ყოველწლიურის მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა და საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს უნდა მოხდეს.

    პარალმენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.

  • ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა

    ეროვნული ვალუტა რეკორდულად  გაუფასურდა, ლარი 4 თეთრით დაეცა.

    ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8791 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8470 ლარი იყო.

    შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0321 ლარი შეადგინა.

    ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ერთი ევრო 3.2758 ლარი ეღირება, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, 0.0402 თეთრით მეტია.

    კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია.1 დოლარის ღირებულება 2.90 ლარს აღწევს. 

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა.

  • ორი რამ აღმოჩნდა სიმართლე, მელია გუშინ არავის დაუპატიმრებია და სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელია-მდინარაძე

    რეალურად ორი რამ აღმოჩნდა სიმართლე. ერთი სიმართლე ის, რომ თურმე ნიკა მელია გუშინ არავის დაუპატიმრებია და ეს იყო სპეკულაციური, ბინძური ტყუილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს და სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელია, – ეს განცხადება  პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

    „სიმართლე არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სიმართლე არის კიდევ ერთი, რომ გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოატყუა ქართული საზოგადოება და ძალიან სპეკულაციური, ბინძური მესიჯი გაუშვა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია. ხომ აღმოჩნდა დღეს რომ ეს ტყუილი იყო?! ანუ რასაც ვიმეორებდით, ის არის მართალი. საქართველოს პარლამენტმა გასცა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით მიემართა პროკურატურას სასამართლოსათვის. სასამართლომ გადაწყვიტა ასე – გირაო მკაცრი პირობებით, ე.წ. ამ შემთხვევაში შინაპატიმრობა, ეს აღკვეთის ღონისძიება არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მაგრამ გირაო მკაცრი პირობებით პრაქტიკულად ამას ნიშნავს“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

  • ,,კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვიქნები” – ზურა ჟვანია ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს

    ბორჯღალოსნების რიგებში სკანდალია. გუშინ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჟვანიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაში კონკრეტული პირების პირადი ინტერესების გამო არ გამოიძახებდნენ და მისი დიდი სურვილის მიუხედავად იგი ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა.

    დღეს გამოქვეყნებული შემადგენლობა ზურას სიტყვების დამტკიცება აღმოჩნდა და ის მართლაც არ არის მსოფლიო თასის ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში.

    ინგლისური უოსპსის ქართველი მორაგბე წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებდა. მან არაერთხელ გამოიჩინა თავი ინგლისის უმაღლეს ლიგაში და პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცეოდა.

    ზურა ჟვანია: ,,მივმართავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის, გულშემატკივრობისთვის…..სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები.

    მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა! ისევ თქვენი და საქართველოს გულისთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ! მაგრამ მოხდა შემდეგი: კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო, ვერ ვიღებ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ცუდია რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია!

    მაგრამ იცოდეთ, მე აუცილებლად გაგახარებთ! ჩემს ქვეყანაში თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყნიდან გავაკეთო ეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენთაგანს ყურადღებისთვის.

    დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხებს. ვისაც ენდომება ამ თემაზე საუბარი, ყველასთვის გახსნილი იქნება, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ვიყო უკანასკნელი, ვისაც უსამართლობა შეემთხვა და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში

    საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე უკან ღირსეულად. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ!!!”

    როგორც აღვნიშნეთ, მილტონ ჰეიგმა იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დღეს წარადგინა და განაცხადა, რომ მორაგბეების თამაშს აქტიურად აკვირდებოდა და ნაკრებში გამოძახებისას ითვალისწინებდა მათ სპორტულ ფორმას.

    წარმოგიდგენთ ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას:

    შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი მელიქიძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა ბიწაძე, ბექა გორგაძე.

    ხაზის მოთამაშეები: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, სოსო მათიაშვილი.

    2019 წლის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და ურუგვაისთან ერთად იასპარეზებს.

  • გიორგი გახარია დღეს ტელეწამყვანებს შეხვდება

    გიორგი გახარია დღეს, 20:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ტელეკომპანიების წამყვანებს შეხვდება. მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ უპასუხებს.

    კითხვების უმეტესობა, სავარაუდოდ, 20 ივნისის ღამით, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს შეეხება. 

    გიორგი გახარია დღეს პარლამენტში უნდა მისულიყო, თუმცა გადაიფიქრა.

  • რა აკრძალვები დაუწესა სასამართლომ ნიკა მელიას

    საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე იმ აკრძალვების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ნიკა მელიას სასამართლომ დაუწესა.

    მას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.

    „ამ ეტაპზე არ იქნება სწორი სასამართლო მხრიდან ამ საკითხის შეფასება. ვინაიდან წინ არის საქმის არსებითი განხილვა. ამ ეტაპზე სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც არის მინიმალური სტანდარტი, რომელიც გამოიყენება აღკვეთის ღონისძიებების მსჯელობის საკითხზე,“ – განაცხადეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე.

  • რა გაგიკეთათ ბიძინა ივანიშვილმა, ღირსება აგყარათ, გაგაშიშვლათ – მელიამ “ოცნების” დეპუტატებს მიმართა

    სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ნიკა მელიამ იმ დეპუტატებს მიმართა, რომლებმაც მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.

    “მივმართავ იმ 92 დეპუტატს, აბრძანდით ახლა და მიბრძანდით თქვენს მეგობარ ბიძინა ივანიშვილთან, რა გაგიკეთათ. გაგაშიშვლათ,ღირსება აგყარათ, დაგამცირათ, მე მრცხვენია თქვენს ნაცვლად.

    სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მე მოსამართლეს ვუთხარი, რომა რ შემიცვლია აზრი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შესახებ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

    92 დაჩოქილი დეპუტატი დავინახე გუშინ, რომლებიც თითქოს ამსჯელეს, რომ მელია არის დამნაშავეო. იმ საფრთხეების წინაშე დადგა ივანიშვილი, რომ ჩემს დაჭერას ამჯობინა რაც გააკეთა,”-განაცხადა  მელიამ.

  • ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

    ნიკა მელიას 30ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

    გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ ამ წუთებში გამოაცხადა.

    ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

  • “პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი”- ბედუკაძე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

    ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება რომელიც გავრილოვის ვიზიტიდან დაიწყო ხოლო შემდეგ პერმანენტულ აქციებში გადაიზარდა.  როგორც ის ამბობს  პუტინის ადგილას რომ იყოს ის საქართველოში ტანკებს შემოიყვანდა რათა რუსები დაეცვა, როგორც ეს 2008 წელს იყო. ამის შესახებ ბედუკაძე “კამსამოლსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.

    იყო თუ არა საშიში რუსებისთვის საქართველოში ჩამოსვლა მან ასე  უპასუხა:  “რა თქმა უნდა არა, თუმცა… პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008-ში. პუტინი თავის ხალხს იცავს, რუსები ასე უნდა დაიცვას! ნუთუ თქვენ ვერ მიხვდით რისთვის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ასე საგანგებოდ ჩამოსულები საქართველოში, რუსი დეპუტატების ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე?! საქართველოს მოსახლეობის 80% რუსეთის მომხრეა, თუმცა ურთიერთობებს მხოლოდ ტეტიროული საკითხი უშლის ხელს. ,ბათუმში ყველაფერი რუსულია – სიმღერები,მენიუ და ა.შ .თუ რუსი ტურისტები არ ჩავლენ ბათუმში, იგი მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსება, რუსეთისა და საქართველოს მეგობრობას, ჩვენ მომავალ კავშირს გაუმარჯოს!”