Category: არქივი

  • ხაშურში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

    ხაშურში თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.შემთხვევა გვიან  ღამით მოხდა.

    ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

  • “ვარდების რევოლუცია თუ გადატრიალება იყო იმ გადატრიალების მთავარ დამფინანსებელს რას უპირებთ?”-დავით ზურაბიშვილი

    რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ორი გადატრიალება მოხდა.

    ზურაბიშვილმა პრემიერი ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და მიანიშნა, რომ  ვარდების რევოლუციის მთავარი დამფინანსებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. 

    “საქართველოში ორჯერ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, 1992 და 2003 წელს… ახლა იყო მესამე მცდელობა” @პრემიერად წოდებული ბახტაძე

    თავი დავანებოთ იმას, რომ 20 ივნისის ღამის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასება ავადმყოფური ფანტაზიის ზღვარსაც ცდება, მაგრამ რომ ბედავთ და 2003 წლის გადატრიალებაზე ლაპარაკობთ, იმ გადამტრიალებლების მთავარ დამფინანსებელს, ბ-ზე რომ იწყება მისი სახელი და ი-ზე გვარი, რას უპირებთ? ჯორჯ ბუში რომ ჩამოვიდა აქ და სიტყვით გამოდიოდა, ისიც პუტჩისტი იყო? და კიდევ სააკაშვილის თანამზრახველი პუტჩისტები რომ გყავთ მაქ, ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია და ბიძინა გუჯაბიძე, მაგათ როდის იჭერთ?”-დაწერა ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ” შეაყარე კედელს ცერცვი” – თინა ხიდაშელი პრემიერს პასუხობს

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომა დანიშნა, სადაც,20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე ისაუბრა. გამართულ ბრიფინგს თინა ხიდაშელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.
    “შეაყარე კედელს ცერცვი მაგრამ მაინც პრემიერის კითხვებსა და აქცენტებზე 
    – ‼️თუ თვლიდით რომ პროტესტი სამართლიანი იყო და სოლოდარული იყავით რატომ არ ჩახვედით პარლამენტის წინ როგორც კი ხალხმა დაიწყო შეკრება?
    – ‼️თუ თვლიდით ქვეყნის სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა შეილახა, რატომ არ განახორციელეთ მაშინვე სიმბოლური აქტი და მხურვალე პატრიოტული მგზნებარე გამოსვლით რატომ არ გადადგა კობახიძე;
    – ‼️უფრო მეტიც სად არის დღემდე კობახიძის ბოდიში, სინანული, პოზიცია;
    – ‼️რა საჭიროა ეს ტყუილები საერთაშორისო ორგანზიაციებზე, ან რაში გჭირდებათ, გაღელვებდეთ მაინც რას წერენ. სინამდვილეში ინტერნეტის საუკუნეში ვცხოვრობთ და ვისაც აინტერესებს ყველაფერი აგერ არის HRW, AI და ა.შ.
    – ‼ თუ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდა რატომ არ აქვეყნებთ დღემდე დარბევის შესახებ გადაწყვეტილებას / ბრძანებას? რა წერია შიგ? რით არის დასაბუთებული იმ საშუალებების გამოყენება რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ, ცალკ-ცალკე და იმ თანმიმდევრობით როგორც გამოიყენეს?
    – ‼️შსს მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი როდესაც არის ის ადამიანი ვის მიერ კანონის დარღვევაც სავარაუდოდ შესაძლოა გამოიკვეთოს გამოძიების დროს, დროუბით და სიმბოლურად მაინც ჩამოშორებულიც რომ არ არის თანამდებობიდან რა ფასი აქვს “მიმიდინარეობს გამოძიება” სიტყვებს?
    – ‼️ გავაგრძელო? ვარდების რევოლუციაზე უბრალოდ არც აგიხნით, ამის გაგებას მოსკოვების განათლება ვერ შეწვდება 
    ამჯერად საკმარისია მგონი”- წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში

  • როგორ ებრძვიან სიცხეს თბილისის ზოოპარკში დათვები (ვიდეო)

    თბილისის ახალ ზოოპარკში დათვები და მგლებისთვის სპეციალური  ხილის ნაყინს მომზადდა.  სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ, სპეციალურად მათთვის დამზადებული ყინულიანი ხილით ჩაიტკბარუნონ პირი.

    “ძალიან ცხელა და სიცხეს ჩვენებური, დათვური ნაყინებით ვებრძვით. რეცეპტსაც აქვე გასწავლით: ავიღოთ ბევრი ხილი, ალუჩა, ბალი, ალუბალი, ვაშლი ან სახლში რაც მოიძებნება, ჩავყაროთ ჭურჭელში, ავავსოთ წყლით, დავამატოთ თაფლი გემოვნებით და გავყინოთ. და ვუალა, მეორე დილისთვის ნაყინი მზადაა,” – წერია ვიდეოს აღწერაში.

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების ვადა 4 თვით გადავადდა

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების ვადა 4 თვით გადავადდა.

    დღეს სესიაზე პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება ივლისის თვიდან იგეგმებოდა, თუმცა პირველ ნოემბერს ამოქმედდება.

    როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამსახურის ფუნქციონირებისთვის დრო არის საჭირო, რადგან აუცილებელია მისი აღჭურვა და კადრების შერჩევა. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს ასევე შენობის რემონტიც.

    “ივლისის შუა რიცხვებამდე მოხდება თანხის გამოყოფა იმისთვის, რომ განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები უკვე კონკრეტულ ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა იმისთვის, რომ განხორციელდეს შესაბამისი საპროცესო ღონისძიებები.“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

  • კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე – ბახტაძე

    „ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე, მაგრამ ის ამ პერიოდში იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში,“ – ეს განცხადება, პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

    მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერის თქმით, კობახიძემ თანამდებობა 20 ივნისს იმიტომ არ დატოვა 20 ივნისსვე, რომ ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

    ბახტაძის განცხადებით, კობახიძე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში თანაგუნდელებს შეხვდა და გააცნო მისი გადაწყვეტილება.

    „მან შეწყვიტა ვიზიტი, დაბრუნდა საქართველოში პირველივე რეისით და იმ მომენტშივე მოხდა მის მიერ ამ განცხადების გაკეთება, მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, ეს იყო ზუსტი ქრონოლოგია,“ – განაცხადა ბახტაძემ.

  • მინისტრს და შსს-ს საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა -ბახტაძე

    “მინისტრს და შსს-ს საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა”-ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    “მინისტრს და შსს-ს პირადად ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა.თითოეულ ჩვენთაგან კარგად უნდა ახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. ძალიან რთული წუთები იყო ის რაც ჩვენ გავიარეთ, ის რაც ვიხილეთ თითოეული ქართველისთვის, ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმე მათგანი უკვე საზღვარგარეთაა საუკეთესო ჰოსპიტალებში, ჩვენ ვეხმარებით მათ.

    ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური. დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა – პრემიერი

    ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძემ დღეს უკვე მესამედ, 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე, ბრიფინგზე ისაუბრა.

    “ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა საერთაშორიო პარტნიორი. რა თქმა უნდა ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენს როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები , ხომ არ მოხდა გარკვეული სამართადამცველების მხრიდან ძალის გადამეტება. მიმდინარეობს გამოძიება, მას ში ჩართულია სახალხო აპარატი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის მაღალი ხარისხით,”-განაცხადა პრემიერმა.

  • ხალხს თვალებში, ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად ესროლეს -ქუთაისის საკრებულოს წევრი

    “ხალხს თვალებში, ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად ესროლეს” -ეს განცხადება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა  განაცხადა. 
    საკრებულოს დეპუტატმა 20 ივნისის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ  ეს ყველაფერი თავად მოაწყო იმ ხალხმა, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა.

    “თქვენ ხომ ნახეთ, რაც მოხდა თბილისში. ძალიან საშინელება იყო, რაზეა საუბარი, ახალგაზრდებში ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. როდესაც ვარდების რევოლუცია ხდებოდა, ვარდები დაიკავეს ხელში და იმ წუთშივე გაჩნდა კითხვის ნიშანი, რატომ ვარდები – იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო.

    მე ღრმად ვარ დარწმუნებული და საპირისპიროს მერე ალბათ გამოძიება იტყვის, რომ ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად, შერჩევით, დამიზნებით, ზუსტად თვალში ისროლეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის ალბათობა, რომ თვალში მოგხვდეს ადამიანს, რომ ახლა იძახონ, თვალები დაგვთხარესო. რომ ის სახელმწიფოებრიობა, რომელსაც დღეს ეს ხელისუფლება სათავეში უდგას, დაინგრეს, შემდეგ ან დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ და ვინ – ხალხმა, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს სულიერება, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა”, – განაცხადა ახალაძემ.