Category: არქივი

  • გიორგი გახარიამ ხვალ პარლამენტში მისვლა გადაიფიქრა

    შს მინისტრ გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში აღარ მივა.

    პრემიერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამაც შეცვალა.

    ოფიციალური მიზეზი, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

    შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით ხვალ უნდა მისულიყო.

  • ნიკა მელია ოჯახს დაემშვიდობა ემოციური კადრები

    ნიკა მელია ოჯახის წევრებს დაემშვიდობა. ის სასამართლოში მიდის სადაც ზუსტად 14:00 საათზე პროცესი დაიწყება, რომელზეც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელოს. ვიდეოს  ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

    პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მელია ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდება მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღება.

    „რომ არ დამაკავონ როგორ უნდა გაამართლონ გუშინდელი დღე. ამიტომ სხვა გზა არ ექნებათ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ. არ არის მარტივი იმ ყველაფრის შემდეგ დააკავო, გავრილოვის შემოპარვის და მერე ძალდატანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის გამო ვინმე, მითუფრო უნდათ არ უნდათ პოლიტიკოსს ამის გამო რომ აკავებ არ იქნება მათთვის ადვილი გადასაწყვეტი. თესავენ ქარს და ქარს როცა თესავ, ამბობენ ქარიშხალ მოიმკიო. არ მგონია რომ დაპატიმრების შემთხვევაშ მე იქ ვიქნები შეზღუდული და ეს 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი,”-განაცხადა ნიკა მელიამ.

    ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა და ეს მისი აგონიური ქმედებებიდანაც ჩანს.

    „გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს გუშინდელმა დღემ აჩვენა რომ ის ძალაუფლება რომელიც მას აქვს, პლუს ის მილიარდები აღარ არის საკმარისი აკეთოს ის რაც მას სურს. და შედის სულ უფრო და უფრო ღრმა ჩიხში და ის მოქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან ეს არის აგონიური მოქმედებები. საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, მმართველი ადამიანი ამ ქვეყნის, სპეცრაზმს სახლში რატომ შეიყვან და სპეცრაზმთან ერთად რატომ დაიძინებ. წარმოიდგინეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომელიც არის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

  • თიბისი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

    თიბისი ბანკი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს.

    აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75 %-ით განისაზღვრა. ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

    ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

    ობლიგაციები გამოშვებული იქნება ბაზელ 3 სტანდარტების მიხედვით და ჩაითვლება თიბისი ბანკის პირველად კაპიტალში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბანკის კაპიტალიზაციის დონეს.

    აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, თიბისი ბანკის მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განთავსდა როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე. ორი კვირის განმავლობაში, თიბისის მიერ მოზიდული ჯამური თანხა 425 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „საერთაშორისო ინვესტორებისგან 125 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი კაპიტალის და 300 მილიონი ევროობლიგაციების მოზიდვა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ბანკის და ქვეყნის მიმართ ნდობის მაღალ დონეს. დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები საშუალებას მოგვცემს, განვაგრძოთ ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის და ქართული ბიზნესების განვითარებას“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

    ტრანსაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია – თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკის იურიდიული მრჩევლები, ხოლო, LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების ინტერესებს წარმოადგენენ.

  • თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ მიემგზავრება

    თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების – თიბისის სტატუსის და „მასტერქარდის“ გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მაკა ჩაჩიბაიამ 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორცელა. გათამაშების პირობების თანახმად ის 28 ივნისს ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ “ვარსკვლავური ომების“ VIP ტურში ერთად მიემგზავრება. საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და “ვარსკვლავური ომების“ ტურს გიდის თანხლებით.

    გიდი გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ ყველა მოვლენას მოიცავს. ოჯახი იმოგზაურებს „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების – ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ვარსკვლავის ეგზოტიკურ სამყაროებში და ბევრ მსგავს ადგილას ლოზუნგით – „ვარსკვლავური ტურები: თავგადასავლები გრძელდება“. მათ VIP ოთახში მოხვედრის საშუალებაც ექნებათ, სადაც გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების“ თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ.

    აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა თიბისის სტატუსის ყველა მომხმარებელს შეეძლო, რომელიც აქციის პერიოდში მასტერქარდ სტატუს ბარათით ისარგებლებდა. საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელება იყო საჭირო.

  • ანონსი: თიბისიმ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციები გამოუშვა

    ანონსი:

    თიბისიმ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციები გამოუშვა.

    სიახლის შესახებ პრესკონფერენცია 27 ივლისს, 12:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება.

    მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მესამე სართული)

  • სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი მოკლეს

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი მოკლეს.

    წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თანასოფლელმა ესროლა. 40 წლამდე მამაკაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობისგან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • თბილისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ექსკურსიის დროს სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

    თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მანანა ჩოხელი, ექსკურსიაზე სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

    შემთხვევა 23 ივნისს მოხდა, ის ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი 25 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. თუმცა მასწავლებლის ექსკურსიაზე გარდაცვალების შესახებ ოფიციალური მიზეზი უცნობია.

    გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ნიკა მელია სასამართლოში მიდის

    ნიკა მელია ამ წუთებში სასამართლოში მიდის, მანამდე კი ის  ოჯახს დაემშვიდობა.

    სასამართლოში  14:00 საათზე პროცესი დაიწყება, სადაც ოპოზიციონერი ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელონ.

    „სხვა გზა არ ექნებათ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ. არ არის მარტივი იმ ყველაფრის შემდეგ დააკავო, გავრილოვის შემოპარვის და მერე ძალდატანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის გამო ვინმე, მითუფრო უნდათ არ უნდათ პოლიტიკოსს ამის გამო რომ აკავებ არ იქნება მათთვის ადვილი გადასაწყვეტი. თესავენ ქარს და ქარს როცა თესავ, ამბობენ ქარიშხალ მოიმკიო. არ მგონია რომ დაპატიმრების შემთხვევაშ მე იქ ვიქნები შეზღუდული და ეს 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი,”-განაცხადა ნიკა მელიამ.

  • პარლამენტმა ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო

    87 მომხრე, არცერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო.

    კახაძე პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად არის წარმოდგენილი.

    “ქართული ოცნების” კანდიდატმა  მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

    პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყო, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კი შუალედური არჩევნები ჩაინიშნა.